„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1011“ პუნქტი:
„1011. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა - 100 000 ლარი“.
2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107
და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს
მოწყობის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების მფლობელები
უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105 და 106 პუნქტებით
გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით. ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა და
გადახდის შესახებ განაცხადის წარდგენა ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა მოხდეს შესაბამისი
ნებართვის გაცემის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების
სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობისათვის
და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების პირველი წლის
სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე.
აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად,
სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე
წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია
აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოს, ბინგოს მოწყობის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების
ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების
დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოქნილი
ადმინისტრირების სისტემის შექმნისა და მთელი რიგი ნორმების დახვეწის მიზნით
“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რაც
აუცილებლად მოითხოვს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
იმ
დებულებებში
ცვლილებების
განხორციელებით, რაც გათვალისწინებულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
დებულებებთან და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად
განისაზღვრება შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ემატება მოსაკრებელი ნებართვის ახალი სახის - აზარტული
ან\და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვისთვის, რომლის ოდენობა განისაზღვრება 100
000 ლარით.
ამასთან, ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც, გარდა იმისა, რომ
ემატება მითითება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის თაობაზე,
ასევე ხორციელდება ტექნიკური/დაზუსტებითი ხასიათის ცვლილება. კერძოდ, კანონის
მოქმედი რედაქციის თანახმად, „სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან
უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7
მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო
მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ
კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი
არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10
პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105 და 106 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი)
ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება
წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის
სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების
მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა“.
კანონპროექტით გათვალისწინებული დამატება (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102
პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ტექნიკური ხასიათისაა და წარმოადგენს
კანონის ხარვეზის გასწორებას, ვინაიდან 101 და 102 პუნქტები თავისი შინაარსით წარმოადგენენ
სამორინეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების
პუნქტებს. შესაბამისად, ჩანაწერი გულისხმობს, რომ სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს,
აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები
უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად.
გარდა ზემოხსენებულისა, იმის გათვალისწინებით, რომ ნებართვის აღება შესაძლებელია არ
განხორციელდეს მისი გაცემისთანავე და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა
პროგრამულად როდის მოხდა ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცნობა, შემოსავლების
სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის
შემთხვევაში, თუ არ დგინდება ნებართვის აღების თარიღი, შეამოწმოს ნებართვის მფლობელი
სანებართვო პირობების დარღვევაზე. შესაბამისად ჩანაწერი „აღების დღიდან“ იცვლება
ჩანაწერით „გაცემის დღიდან“, რაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე.
ასევე ზუსტდება მე-9 მუხლის 21 პუნქტი და ჩამოთვლილ ნებართვის სახეობებს ემატება ასევე
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვაზე მითითება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია
2021 წლის 1 იანვრიდან, რაც
დაკავშირებულია “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ ამოქმედების ვადებთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან წარმოდგენს ერთიანი
საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. შესაბამისად, გამომდინარე
იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების აღსრულება სსიპ
შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს შერჩეული პირის მეშვეობით, რომელსაც
თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა სისტემის გამართულად დანერგვისა და
ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი პროექტები საქართველოს პარლამენტის
მიერ განხილული ქნეს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით. წინააღმდეგ
შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში
შეფერხდება, რაც თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის ეფექტიანი
კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი ღონისძიებების განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
თანხების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ვინაიდან იგი ითვალისწინებს აზარტული ან\და მომგებიანი თამაშების მიწოდებისას
სანებართვო მოსაკრებლის 100 000 ლარით განსაზღვრას. შესაბამისად, გავლენის ოდენობა
საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სუბიექტი მიმართავს
ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ნებართვის მიღების სურვილის მქონე ბიზნეს
სუბიექტებზე, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების
მიწოდების
ნებართვის
მოსაკრებელი
და
აღნიშნული
საქმიანობის
განხორციელებისათვის პირებს მოუწევთ ნებართვის აღება და შესაბამისად მოსაკრებლის
გადახდა. შესაბამისად, ნებართვის არების მსურველს მოუწევს 100 000 ლარის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ადგენს აზარტული ან\და მომგებიანი
თამაშების მიწოდების
ნებართვის მისაღებად საჭირო მოსაკრებელს და მისი ოდენობა
განისაზღვრება 100 000 ლარით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა