„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2020
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/486/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს 1763 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1764 მუხლი: „მუხლი 1764. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით.“. 2. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153 7 , 1538 და 15310 −15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 1764 მუხლით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417 , 17714 , 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებითა და 17417, 1764, 17715 და 1793 მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს. გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ კოდექსის 1537, 1538, 15310−15312 და 1764 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551 − 1553, 1555 და 1556 მუხლებით, 155 7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–165 3 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 3 2 ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია აზარტული თამაშების ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და მოქნილი ადმინისტრირების სისტემის შექმნის აუცილებლობით, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნებართის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აუცილებელია ახალი სახის სამართალდარღევის და შესაბამისი პასუხისმგებლობის შემოღება, რაც მოითხოვს შესაბამის ცვლილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი სამართალდარღვევა და შემოღებულ იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობისთვის, რის შედეგადაც, უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის ეფექტიანი აზღსრულების მექანიზმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1764 მუხლი, რომლის თანახმადაც, წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და სამართალდამრღვევს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობა გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. ამასთან, კეთდება დათქმა, რომ თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ცვლილებები შედის აგრეთვე კოდექსის 219-ე და 239-ე მუხლებში, რომლის თანახმადაც, სამართალდარღვევის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შესაბამისი ორგანოები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან წარმოდგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების აღსრულება სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს შერჩეული პირის მეშვეობით, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა სისტემის გამართულად დანერგვისა და ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი პროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ განხილული ქნეს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში შეფერხდება, რაც თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის ეფექტიანი კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი ღონისძიებების განხორციელებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი აწესებს ჯარიმას შესაბამისი სამართალდარღვევისათვის, აღნიშნული გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, მისი გაანგარიშება ამ ეტაპზე შეუძლებელია და დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური, რამაც შესაძლებელია გაზარდოს შემოსავლების სამსახურის დატვირთულობა. საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან სამსახურის ბიუჯეტიდან. დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, თუმცა პროექტით გათვალისწინებული ჯარიმების სახით ხდება სხვა სახის გადასახდელის შემოღება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 20 000 ლარის და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარის და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა