საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (№1-5468/20; 01.04.2020) განხილვის ვადის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6286/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6286/20 12-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N342/55, 13.04.2020 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-5468; 01.04.2020). საკითხის განხილვის ვადა კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2020 წლის 19 ივნისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში მისი განხილვა ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის 1 (ერთი) კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge