საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (№07-3/453; 20.05.2020) საქართველოს კანონის პროექტი - სამი თვით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/454; 20.05.2020) - სამი თვით; გ) საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/435, 19.02.2020) საქართველოს კანონის პროექტი - სამი თვით; დ) ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (№07- 3/381; 01.07.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - სამი თვით; ე) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვოლსკის, ილია ნაკაშიძის, ზვიად ძიძიგურის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სიმონ ნოზაძის, აკაკი ზოიძის, რომან კაკულიას, ბექა ოდიშარიას, ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი სესიაშვილის, თამარ ხულორდავას, კახაბერ ოქრიაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, გოგა გულორდავას და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ“ (№07-3/382; 03.07.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - სამი თვით; ვ) ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ“ (№07-3/383; 04.07.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - სამი თვით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (302 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (314 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (312 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (312 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (358 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (297 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (228 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (295 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (224 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (224 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (287 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (226 KB)
📄 წერილი (70 KB)
📄 დანართი (72 KB)
📄 დანართი (72 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6330/20
15-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია
საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების
შესახებ“ (N07-3/453; 20.05.2020); საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/454;
20.05.2020);
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/435; 19.02.2020). გარდა ამისა, წარმოდგენილია
საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტები: „საქართველოში „ნაციონალური
მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების
შესახებ“ (N07-3/381; 01.07.2019), 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის
სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ“ (N07-3/382;
03.07.2019) და „2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე
პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ“ (N07-3/383;
04.07.2019).
აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი. ვინაიდან ბოლო დროს ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა,
ხოლო პანდემიით შექმნილი ვითარება ამჟამადაც გარკვეულწილად შემაფერხებელი
გარემოებაა საკითხების საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული
საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, ამ საკითხების საკომიტეტო განხილვის
ვადები გაგრძელდეს 3 თვით.
N07-3/453 და N07-3/454 ზემოხსენებული საკითხების საკომიტეტო განხილვის ვადების
გაგრძელების თაობაზე ასევე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6287/20
12-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2020
წლის
27
მაისის
N351/2
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის
წევრების:
ზაზა
გაბუნიას,
მერაბ
ქვარაიას,
გოგა
გულორდავასა
და
კობა
ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„ადმინისტრაციული
სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ (№07-3/453; 20.05.2020).
აღნიშნული
ინიციატივის
სავალდებულო
წესით
განხილვის
ვადა
განსაზღვრულია 2020 წლის წლის 17 ივნისამდე.
ობიექტურ მიმეზთა გამო კომიტეტის მიერ საკითხის დადგენილ ვადაში
განხილვა ვერ ხერხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 (ერთი) კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6288/20
12-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 27 მაისის N351/3 გადაწყვეტილებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო
განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ
ქვარაიას, გოგა გულორდავასა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/454; 20.05.2020).
აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია
2020 წლის წლის 17 ივნისამდე.
ობიექტურ მიმეზთა გამო კომიტეტის მიერ საკითხის დადგენილ ვადაში განხილვა ვერ
ხერხდება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 (ერთი) კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge