„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.06.2020
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/487/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის: ა) მე-13 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქციის არ ქონა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. აღნიშნული ნორმის მიხედვით, არ არის განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული ქვედანაყოფი, რომელიც განახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფუნქცია მინიჭებული აქვს თავდაცვის ძალებს. აღნიშნულ უფლებამოსილებას თავდაცვის ძალებში ახორციელებს სამხედრო პოლიცია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განზოგადდეს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უფლებამოსილება და თავდაცვის ძალებთან ერთად იგი გავრცელდეს სამინისტროს სამოქალაქო ოფისზეც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქციის მინიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიმართ და არა კონკრეტულად სამინისტროს რომელიმე ქვედანაყოფის მიმართ. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია გააჩნია თავდაცვის ძალებს. აღნიშნულ უფლებამოსილებას თავდაცვის ძალებში ახორციელებს სამხედრო პოლიცია. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე ფოკუსირებულია თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე. იგი სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, მათ შორის, ფინანსურს, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას. გენერალური ინსპექცია, ასევე ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, თუმცა მას არ გააჩნია გამოძიების უფლებამოსილება. საქმიანობის წარმართვის პროცესში, კერძოდ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში საქმის მასალები გენერალური ინსპექციის მიერ უკვე სრულადაა შესწავლილი, უმჯობესია მანვე წარმართოს გამოძიების პროცესი. რაც უფრო მეტად ეფექტიანს გახდის საგამოძიებო ფუნქციის განხორციელებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტს (სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი ფუნქციები) დაემატოს ნორმა, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება გახდეს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის საერთო ფუნქცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის შედგენილ კანონშემოქმედებითი გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომელიც ერთ-ერთ საკითხად ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების ფუნქციის მინიჭებას. თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიციირებამდე, მისი განხილვა იგეგმებოდა საჯაროდ, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ შესაბამის ექსპერტებთან. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ახალი კორონავირუსის (COVID - 19) პანდემიას, თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა საჯარო შეხვედრების ფარგლებში ვერ განხორციელდა, რამაც განაპირობა პროექტის ინიცირების გადადება გარკვეული ვადით. შესაძლებელია მისი საჯარო განხილვა ვერ დასრულდეს საშემოდგომო სასესიო პერიოდისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება ამ ეტაპზე შესაძლებელია „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებით. ამდენად, მიზანშეწონილია დაჩქარებული წესით. წარმოდგენილი კანონპროექტი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): განხილული საშუალოვადიან იქნეს პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული