„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2020
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/490/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. №1 დანართით გათვალისწინებული I სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 214 - 217 გრაფები: ,, 214 4-ფლუოროიზობუტირფენტანილი 4-Fluoroisobutyrfentanyl N-(4-Fluorophenyl)-2-methyl-N-[1-(2phenylethyl)piperidin-4-yl]propanamide (4-FIBF, pFIBF) 21 5 21 6 4-ფლუოროამფეტამინი 4-Fluoroamphetamine 1-(4-Fluorophenyl)propan-2-amine (4-FA) 217 5ფ-მდმბ-პინაკა 5F-MDMB-PINACA (5F-ADB) Methyl (2S)-2-{[1-(5-fluoropentyl)-1H-indazole3-carbonyl]amino}-3,3-dimethylbutanoate 5ფ-პბ-22 5F-PB-22 Quinolin-8-yl 1-(5-fluoropentyl)-1H-indole-3carboxylate ‘‘; ბ) 271 გრაფა: ,, 271 N-ეთილნორპენტილონი (ეფილონი) N-ETHYLNORPENTYLONE (Ephylone) 1-(2H-1,3-benzodioxol-5-yl)-2(ethylamino)pentan-1- one ‘‘ გ) 281 - 285 გრაფები: ,, 281 ადბ-ფუბინაკა ADB-FUBINACA N-[(2S)-1-amino-3,3-dimethyl-1-oxobutan-2-yl]-1[(4-fluorophenyl)methyl]-1H-indazole-3carboxamide 282 ადბ-ჩმინაკა (მაბ-ჩმინაკა) ADB-CHMINACA N-[(2S)-1-amino-3,3-dimethyl-1-oxobutan-2-yl]1- (MAB-CHMINACA) (cyclohexylmethyl)-1H-indazole-3-carboxamide 283 აკრილოილფენტანილი (აკრილფენტანილი) Acryloylfentanyl (Acrylfentanyl) N-Phenyl-N-[1-(2-phenylethyl)piperidin-4yl]prop-2-enamide 284 აბ-ჩმინაკა AB-CHMINACA N-[(2S)-1-Amino-3-methyl-1-oxobutan-2yl]-1(cyclohexylmethyl)-1H-indazole-3-carboxamide 285 აბ-პინაკა AB-PINACA N-[(2S)-1-Amino-3-methyl-1-oxobutan-2-yl]-1pentyl- 1H-indazole-3-carboxamide ‘‘; დ) 85 გრაფა: 1 ,, 851 კარფენტანილი Carfentanil Methyl 1-(2-phenylethyl)- 4[phenyl(propanoyl)amino]piperidine-4carboxylate ‘‘; ე) 88 გრაფა: 1 ,, 881 კუმილ-4სნ-ბინაკა CUMYL-4CN-BINACA 1-(4-cyanobutyl)-N-(2-phenylpropan-2-yl)-1Hindazole-3-carboxamide ‘‘; ვ) 104 გრაფა: 2 ,, 1042 მეთოქსიაცეტილფენტანილი 2-Methoxy-N-phenyl-N-[1-(2phenylethyl)piperidin-4- yl]acetamide Methoxyacetylfentanyl ‘‘; ზ) 131 გრაფა: 1 ,, 1311 ორთოფლუოროფენტანილი N-(2-Fluorophenyl)-N-[1-(2phenylethyl)piperidin-4-yl] propanamide Orthofluorofentanyl ‘‘; თ) 1321 გრაფა: ,, 1321 ოქფენტანილი Ocfentanil N-(2-Fluorophenyl)-2-methoxy-N-[1-(2phenylethyl)piperidin-4-yl]acetamide ‘‘; ი) 1331 გრაფა: ,, 1331 პარაფლუორობუტირილფენტანილი Parafluorobutyrylfentanyl N-(4-Fluorophenyl)-N-[1-(2phenylethyl)piperidin-4-yl]butanamide ‘‘; კ) 157 გრაფა: 1 ,, 1571 ტეტრაჰიდროფურანილფენტანილი Tetrahydrofuranylfentanyl (THF-F) N-Phenyl-N-[1-(2-phenylethyl)piperidin-4yl]oxolane-2-carboxamide ‘‘; ლ) 159 გრაფა: 2 ,, 1592 ურ-144 UR-144 (1-Pentyl-1H-indol-3-yl)(2,2,3,3tetramethylcyclopropyl)methanone ‘‘; მ) 162 გრაფა: 1 ,, 1621 ფუბ-ამბ (მმბ-ფუბინაკა, ამბფუბინაკა) Methyl(2S)-2-({1-[4fluorophenyl]methyl-1H-indazole-3carbonyl }amino)-3-methylbutanoate FUB-AMB (MMB-FUBINACA, AMBFUBINACA) ‘‘; ნ)163 გრაფა: 1 ,, 1631 ფურანილფენტანილი Furanylfentanyl N-Phenyl-N-[1-(2-phenylethyl)piperidin-4-yl]furan-2-carboxamide ‘‘; ო) 165 გრაფა: 1 ,, 1651 ციკლოპროპილფენტანილი Cyclopropylfentanyl N-phenyl-N-[1-(2-phenylethyl)piperidin-4-yl] cyclopropanecarboxamide ‘‘. 2. №1 დანართით გათვალისწინებული IV სიის შინაარსის: №1 ცხრილს დაემატოს შემდეგი ა) 11 - 12 გრაფები: ,, 11 3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდატი 3,4-MDP-2-P methyl glycidate 2-oxiranecarboxylic acid, 3-(1,3benzodioxol-5-yl)-2-methyl-, methyl ester] 12 3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდის 2-oxiranecarboxylic acid, მჟავა 3-(1,3-benzodioxol-5-yl)-2-methyl3,4-MDP-2-P methyl glycidic acid ‘‘; ბ) 33 გრაფა: ,, 33 ალფა-ფენილაცეტოაცეტამიდი (აპაა) alpha-Phenylacetoacetamide (APAA) benzeneacetamide, α-acetyl‘‘. 3. №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებულ ჩამონათვალს ,,ნარკოტიკულ საშუალებები‘‘ დაემატოს შემდეგი შინაარსის 229-ე - 249-ე გრაფები: ,, 229 პარაფლუორობუტირილფენტანილი - - - - - - Parafluorobutyrylfentanyl 230 ორთოფლუოროფენტანლი Orthofluorofentanyl 231 ციკლოპროპილფენტანილი Cyclopropylfentanyl - - - 232 მეთოქსიაცეტილფენტანილი - - - - - - - - - - - - Methoxyacetylfentanyl 233 ადბ-ფუბინაკა ADB-FUBINACA 234 ფუბ-ამბ (მმბ-ფუბინაკა, ამბ-ფუბინაკა) FUB-AMB (MMB-FUBINACA, AMB-FUBINACA) 235 კუმილ-4სნ-ბინაკა CUMYL-4CN-BINACA 236 ადბ-ჩმინაკა (მაბ-ჩმინაკა) ADB-CHMINACA (MAB-CHMINACA) - - - 237 N-ეთილნორპენტილონი (ეფილონი) - - - - - - - - - - - - N-ETHYLNORPENTYLONE (Ephylone) 238 4-ფლუოროამფეტამინი 4-fluoroamphetamine (4-FA) 239 5ფ-პბ-22 5F-PB-22 240 ურ-144 UR-144 241 აბ-პინაკა AB-PINACA - - - 242 5ფ-მდმბ-პინაკა - - - - - - 5F-MDMB-PINACA (5F-ADB) 243 აბ-ჩმინაკა AB-CHMINACA 244 ტეტრაჰიდროფურანილფენტანილი - - - - - - - - - tetrahydrofuranylfentanyl (THF-F) 245 4-ფლუოროიზობუტირფენტანილი 4-fluoroisobutyrfentanyl (4-FIBF, pFIBF) 246 აკრილოილფენტანილი (აკრილფენტანილი) acryloylfentanyl (acrylfentanyl) 247 ფურანილფენტანილი Furanylfentanyl - - - 248 ოქფენტანილი - - - - - -“ Ocfentanil 249 კარფენტანილი Carfentanil ‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: ნარკოტიკული საშუალებების კომისიის 61-ე და 62-ე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების (61/1; 61/2; 61/3; 61/4; 61/5; 61/6; 61/7; 61/8; 61/9; 61/10; 61/11; 61/12 და 62/1; 62/2; 62/3; 62/4; 62/5; 62/6; 62/7; 62/8; 62/9; 62/10; 62/11; 62/12) საფუძველზე გაეროს ,,ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციების თანდართულ სიებში განხორციელდა ცვლილება და სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება, კერძოდ: 1. „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციის I სიას დაემატა: N დასახელება ქიმიური დასახელება განსახორციელებელი ცვლილება 1 2 3 4 Carfentanil Methyl 1-(2-phenylethyl)- 4- ნივთიერებები კარფენტანილი [phenyl(propanoyl)amino]piper დაემატოს idine-4-carboxylate საშუალებების, Ocfentanil N-(2-Fluorophenyl)-2- ფსიქოტროპული ოქფენტანილი methoxy-N-[1-(2- ნივთიერებების, phenylethyl)piperidin-4- პრეკურსორებისა yl]acetamide ნარკოლოგიური დახმარების Furanylfentanyl N-Phenyl-N-[1-(2- შესახებ“ საქართველოს ფურანილფენტანილი phenylethyl)piperidin-4-yl]- კანონის “ბრუნვისათვის furan-2-carboxamide მკაცრად შეზღუდული Acryloylfentanyl N-Phenyl-N-[1-(2- ნარკოტიკული (Acrylfentanyl) phenylethyl)piperidin-4- საშუალებების” ნუსხას (სია 1), yl]prop-2-enamide უნდა „ნარკოტიკული და 5 აკროილფენტანილი რადგან არ არის დაშვებული (აკრილფენტანილი) სამედიცინო მიზნებისათვის. 4-Fluoroisobutyrfentanyl N-(4-Fluorophenyl)-2-methyl- (4-FIBF, pFIBF) N-[1-(2-phenylethyl)piperidin- 4ფლუოროიზობუტირფენ 4-yl]propanamide ტანილი 6 Tetrahydrofuranylfentanyl N-Phenyl-N-[1-(2- (THF-F) phenylethyl)piperidin-4- ტეტრაჰიდროფურანილფე yl]oxolane-2-carboxamide ნტანილი 7 8 9 10 Parafluorobutyrylfentanyl N-(4-Fluorophenyl)-N-[1-(2- პარაფლუორობუტირილფ ენტანილი phenylethyl)piperidin-4yl]butanamide Orthofluorofentanyl N-(2-Fluorophenyl)-N-[1-(2- ორთოფლუოროფენტანი phenylethyl)piperidin-4-yl] ლი propanamide Methoxyacetylfentanyl 2-Methoxy-N-phenyl-N-[1-(2- მეთოქსიაცეტილფენტანი phenylethyl)piperidin-4- ლი yl]acetamide Cyclopropylfentanyl N-phenyl-N-[1-(2- ციკლოპროპილფენტანილ phenylethyl)piperidin-4-yl] ი cyclopropanecarboxamide 2. „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის II სიას დაემატა 5 ნივთიერება: N დასახელება ქიმიური დასახელება განსახორციელებელი ცვლილება 1 2 3 AB-CHMINACA N-[(2S)-1-Amino-3-methyl-1- ნივთიერებები აბ-ჩმინაკა oxobutan-2yl]-1- დაემატოს „ნარკოტიკული (cyclohexylmethyl)-1H-indazole- საშუალებების, 3-carboxamide ფსიქოტროპული ნივთიერებების, 5F-MDMB-PINACA ADB) (5F- Methyl (2S)-2-{[1-(5-fluoropentyl)1H-indazole-3-carbonyl]amino}- პრეკურსორებისა 5ფ-მდმბ-პინაკა 3,3-dimethylbutanoate ნარკოლოგიური AB-PINACA N-[(2S)-1-Amino-3-methyl-1- დახმარების აბ-პინაკა oxobutan-2-yl]-1-pentylindazole-3-carboxamide 1H- უნდა და შესახებ“ საქართველოს კანონის ბრუნვისათვის მკაცრად 4 5 6 UR-144 (1-Pentyl-1H-indol-3-yl)(2,2,3,3- შეზღუდული ურ-144 tetramethylcyclopropyl)methanone ნარკოტიკული 5F-PB-22; Quinolin-8-yl საშუალებების ნუსხას (სია 5ფ-პბ-22 1H-indole-3-carboxylate 4-Fluoroamphetamine 1-(4-Fluorophenyl)propan-2-amine 1-(5-fluoropentyl)- 1), რადგან არ არის დაშვებული სამედიცინო მიზნებისათვის. (4-FA); 4-ფლუოროამფეტამინი 7 ADB-FUBINACA N-[(2S)-1-amino-3,3-dimethyl-1- ადბ-ფუბინაკა oxobutan-2-yl]-1- [(4- fluorophenyl)methyl]-1Hindazole-3-carboxamide 8 FUB-AMB (MMB-FUBINACA, Methyl(2S)-2-({1-[4AMB- FUBINACA) ფუბ-ამბ (მმბ-ფუბინაკა, fluorophenyl]methyl-1H-indazole3-carbonyl methylbutanoate }amino)-3- ამბ- ფუბინაკა) 9 CUMYL-4CN-BINACA 1-(4-cyanobutyl)-N-(2- კუმილ-4სნ-ბინაკა phenylpropan-2-yl)-1H-indazole3-carboxamide 10 ADB-CHMINACA N-[(2S)-1-amino-3,3-dimethyl-1- (MAB-CHMINACA) oxobutan-2-yl]-1- ადბ-ჩმინაკა (მაბ-ჩმინაკა) (cyclohexylmethyl)-1H-indazole3-carboxamide 11 N-ETHYLNORPENTYLONE 1-(2H-1,3-benzodioxol-5-yl)-2- (Ephylone) (ethylamino)pentan-1- one N-ეთილნორპენტილონი (ეფილონი) 3. 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის“ I ცხრილს დაემატა შემდეგი სამი ნივთიერებები: N დასახელება ქიმიური დასახელება განსახორციელებელი ცვლილება 1 3,4-MDP-2-P methyl glycidate 3,4-მდპ-2-პ გლიციდატი 2-oxiranecarboxylic acid, 3- მეთილ (1,3- ნივთიერებები უნდა დაემატოს „ნარკოტიკული benzodioxol-5-yl)-2-methyl-, საშუალებების, methyl ester] ფსიქოტროპული 2 3,4-MDP-2-P methyl glycidic 2-oxiranecarboxylic acid, ნივთიერებების, acid 3-(1,3-benzodioxol-5-yl)-2- პრეკურსორებისა 3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდის methyl- ნარკოლოგიური benzeneacetamide, α-acetyl- დახმარების საქართველოს მჟავა 3 alpha-Phenylacetoacetamide (APAA) ალფა-ფენილაცეტოაცეტამიდი და შესახებ“ კანონის პრეკურსორების (ნუსხა 4) სიის ცხრილი I-ს (აპაა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში. აღსანიშნავია, რომ, გაეროს 1961 წლისა და 1971 წლის კონვენციების სიებში ახლადშეტანილი, საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები არ გამოიყენება სამედიცინო და ფარმაცევტული მიზნებისათვის, შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სიებში ნივთიერებების შეტანის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი დაემატა „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას (I სია). აღნიშნული ნივთიერებები, ასევე, შეტანილი იქნა კანონის მე2 დანართის ნუსხაშიც (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა). გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ კანონპროექტით ვერ განისაზღვრება ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ნივთიერებებს, ისინი წარმოადგენენ პრეკურსორებს, ნივთიერებებს, რომლებიც მეტწილად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ დამზადებისთვის, შესაბამისად, პროექტის თანახმად, ისინი დაემატა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის IV სიის (პრეკურსორების) პირველ ცხრილს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გაეროს 1961 წლის, 1971 წლის და 1988 წლის კონვენციების სიებში ახლადშეტანილ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირების დაწესება წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების კუთხით. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიხედვით მოხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია), ასევე, №2 დანართით (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება ზემოხსენებული პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული 21 ნივთიერება, ხოლო №1 დანართის პრეკურსორების (IV სია) პირველ ცხრილს, მე-3 პუნქტით განსაზღვრული 3 ნივთიერება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს - პროექტის თანახმად, ახალი ნივთიერებები ემატება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (პირველი სია), რომელთა გამოყენება ნებადართულია, მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის. მიმდინარე ეტაპზე, რეგულაციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, შესაბამის უფლებამოსილ პირებს დაწყებული აქვთ თავიანთი საქმიანობისათვის საჭირო ახლად დამატებული ნივთიერებ(ებ)ის იმპორტის პროცედურა. შესაბამისად, მათ ეძლევათ 30 დღიანი ვადა იმპორტის დასრულების ან კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტის განხილვები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რამდენადაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კანონის სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის ერთ - ერთი საფუძველია გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება. შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია, შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდგომ, დაიწყოს სიებში ცვლილების შეტანის პროცედურა. 2019 წლის განმავლობაში, გაეროს ნარკოტიკების ზედამხედველობის ბიურო, სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიმართვების საფუძველზე, განიხილავდა მოცემულ ნივთიერებებზე კონტროლის სპეციალური ღონისძიებების დაწესების საკითხს, შედეგად, წლის ბოლოსათვის, გაერომ შესაბამის კონვენციების თანდართულ სიებში ასახა მოცემული ნივთიერებები, რაზედაც შეტყობინებები დაეგზავნათ გაეროს წევრ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. მოცემულ ეტაპზე, ხდება აღნიშნული ნივთიერებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაზე. ამდენად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კონტროლის ღონისძიებების დროულად განხორციელების მიზნით, მართებულია, მოცემულ კანონპროექტზე მსჯელობა წარიმართოს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, რამდენადაც შიდა კვოტების დადგენა ხდება მხოლოდ სამკურნალო მიზნით გამოსაყენებელი ნივთიერებების იმპორტზე, მოცემული ნივთიერებები არ გამოიყენება სამედიცინო მიზნით და ისინი შესაძლოა, გამოყენებული იქნეს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მიზნებისთვის, რა დროსაც გაიცემა მხოლოდ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს არც სახელმწიფოს მხრიდან არც იმპორტიორის მხრიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების შესაბამის სიებში დამატების პირობებში, მათზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვისთვის, მათ შორის, სანქციების ნაწილში - პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII ), აღნიშნული პასუხისმგებლობის ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი უწყების მიერ, ხოლო, შესაბამისი დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება მოცემული ნივთიერების მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების სიებში შეტანა, რაც გულისხმობს მათზე სახელმწიფო მხრიდან კონტროლის განსაკუთრებული ღონისძიების დაწესებას (წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის გზით), თუმცა იგი არ უკავშირდება რაიმე ტიპის გადასახდელის გადახდას, იმპორტიორის მხრიდან, ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII ). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც მოცემული ნივთიერებების ქვეყანაში იმპორტის შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალზედ დაბალია) იგი დაექვემდებარება წინასწარი შეთანხმების პროცედურას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც მარეგულირებელი ორგანის მხრიდან ხორციელდება ჩვეული ადმინისტრაციული საქმიანობის ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების შესაბამის სიებში დამატების პირობებში, მათზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვისთვის, მათ შორის, სანქციების ნაწილში - პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII ), აღნიშნული პასუხისმგებლობის ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი უწყების მიერ, ხოლო, შესაბამისი დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა, იმპორტიორის მხრიდან, არ უკავშირდება რაიმე სახის მოსაკრებლის, საფასურის ან სხვა გადასახდელის გადახდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ნარკოტიკული საშუალებების კომისიის 61-ე და 62-ე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების (61/1; 61/2; 61/3; 61/4; 61/5; 61/6; 61/7; 61/8; 61/9; 61/10; 61/11; 61/12 და 62/1; 62/2; 62/3; 62/4; 62/5; 62/6; 62/7; 62/8; 62/9; 62/10; 62/11; 62/12) საფუძველზე გაეროს ,,ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციების თანდართულ სიებში განხორციელდა ცვლილება და სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება 1961 წლის ,,ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის მე2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ასევე, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,