„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 631 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი:
„41. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების
შემოწმების
პროცესში
გამოვლენილი
დარღვევების
საფუძველზე,
მაკონტროლებელი ორგანო
უფლებამოსილია შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის უფლება, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული
პირობების შესრულებამდე. საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი
კონტროლით ხორციელდება საჭიროებისამებრ, კალენდარული წლის განმავლობაში
არაუმეტეს სამჯერ.“.
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი
ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან,
რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი. მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას დაიწყებს
საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის,
მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს ანგარიშგება.
12. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა და
ასევე, ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 633 მუხლი:
„მუხლი 633
1. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მაკონტროლებელ ორგანოს,
წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც
ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებიდან,
მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მოთხოვნილი მასალა, საბუთი, ახსნაგანმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია წარუდგინოს სრულყოფილად და სწორად.
მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უფლება ჯანმრთელობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს, რაც
კონსტიტუციით და მის საფუძველზე გამოცემული კანონებით და კანონქვემდებარე
აქტებითაა დაცული. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების
ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში არსებული და დანერგილი პროფესიული და
სამომსახურეო სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო
დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები. რაც,
ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება მათი მხრიდან.
მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ
კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული
სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად,
მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით
განხორციელდება საჭიროებისამებრ, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.
ასევე პროექტი განსაზღვრავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს და დაკისრებული ვალდებულებების
შეუსრულებლობისთვის სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხებს.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების
უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და
მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე‘‘ კანონპროექტის მიხედვით, 631 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც
მაკონტროლებელ ორგანოს შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს. ახლებურად ყალიბდება ამავე მუხლის მე6 პუნქტი, რომლის მიხედვით, განსაზღვრული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო
საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით განხორციელდება საჭიროებისამებრ,
კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. ამასთან, ამავე მუხლს ემატება მე-11
და მე-12 პუნქტები, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით
ანგარიშგების
მაკონტროლებელ
ორგანოსთან
წარდგენისა
და
დაკისრებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობისთვის
სამედიცინო
დაწესებულებების
პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებით. ასევე, პროექტის მიხედვით კანონს ემატება 633
მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს, კერძოდ, ყველა სამედიცინო დაწესებულება
ვალდებულია მაკონტროლებელ ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები სხვა
ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი
უფლებამოსილების
განსახორციელებლად,
მოთხოვნის
შეუსრულებლობა
იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება
გათვალისწინებული არ არის.
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტით
უკუძალა
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის
გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, სამართალდარღვევათა მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად
ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა
მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება,
სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ
საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს
აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს
ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ
შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი
ღონისძიებების დროულად შემოღების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები
დაფინანსდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები (მაღალი რისკის
სამედიცინო საქმიანობის დაწესებულებების კონტროლის გაზრდილი ჯერადობა - წლის
განმავლობაში ერთხელ შემოწმების უფლებამოსილება იზრდება სამჯერ შემოწმების
უფლებამოსილებით), ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაფინანსდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მაღალი რისკის
სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების ჯერადობა განისაზღვრება რისკის შეფასებაზე
დაფუძნებული კრიტერიუმების მიხედვით, რაც ავტომატურად არ გულისხმობს
მაკონტროლებლის მხრიდან დაწესებულების სამჯერ შემოწმების ვალდებულებას,
შესაბამისად,
შემოწმების
ჯერადობის
გაზრდა,
ავტომატურად
არ
მოიაზრებს
მაკონტროლებლის
მხრიდან
განსახორციელებელი
კონტროლის
გაზრდას
პირდაპირპროპორციულად.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებს ისედაც ევალებათ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის
დაცვის ვალდებულება. მოცემული ცვლილებით, დაწესებულებას უჩნდება ვალდებულება
ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარმოადგინოს აღნიშნული ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება (ფორმის შევსების
ვალდებულება), მათ შორის, შესაძლებელია აღნიშნული ანგარიშგების ფორმა წარმოდგენილი
იქნეს ელექტრონული სახით.
მოცემილი ანგარიშგების ფორმა დამტკიცებული იქნება საქართევლოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანების სახით, მოქმედი ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა წარმოშვას ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, დაჯარიმების ნაწილში, კერძოდ:
- ცვლილებით, წარმოდგენილი პროექტი საზღვრავს მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის ვალდებულებას ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1
მაისამდე, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმინობის რეგულირების სააგენტოს
წარუდგინონ ინფორმცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების
დაცვის შესახებ ანგარიშგება.
- ცვლილებით, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური
რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე,
მაკონტროლებელი ორგანო
უფლებამოსილია შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის უფლება, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული
პირობების შესრულებამდე. თუმცა, მაკონტროლებლის მხრიდან, კონკრეტულად საქმიანობის
შეჩერების ფაქტი არ იქნება დაკავშირებული ფინანსურ სანქციებთან.
- ცვლილებით, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მაკონტროლებელ
ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა- განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია,
რომელიც
ესაჭიროება
მაკონტროლებელ
ორგანოს
თავისი
უფლებამოსილების
განსახორციელებლად;
მოქმედი კანონმდებლობით, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებს ისედაც ევალებათ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დაცვის
ვალდებულება. მოცემული ცვლილებით, დაწესებულებას უჩნდება ვალდებულება
ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარმოადგინოს აღნიშნული ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება (ფორმის შევსების
ვალდებულება), მათ შორის, შესაძლებელია აღნიშნული ანგარიშგების ფორმა წარმოდგენილი
იქნეს ელექტრონული სახით. ამდენად, ანგარიშგების ნაწილში, პროექტი არ უკავშირდება
ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,