„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) დაემატოს 8916 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8916. 2020 წელს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხვის საფუძველი
1. აბიტურიენტს, რომელსაც სურს 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე
ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადის
შესაბამის კონკურსს:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ
ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
ახალი
კორონავირუსის
(COVID-19)
გავრცელებასთან
დაკავშირებით
ქვეყანაში
გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის
დაწესებული
შეზღუდვების
შედეგად
სახელოვნებოშემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში,
ასევე,
სამხედრო
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე
მომზადებისა და ჩატარების პროცედურები. შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია შევიდეს
ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და 2020 წელს მოიხსნას
ხსენებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტების მიერ კონკურსების
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად
აუცილებელია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილების განხორციელება, რადგან მითითებული საკითხები საჭიროებს საკანონმდებლო
მოწესრიგებას და ამასთან შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის გამოსაცემად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ეროვნული
გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელ
ან
სამხედრო
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის კონკურსს გაივლის:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც სურს
2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან
სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი
კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა.
ზემოხსენებული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19)
გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან
გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაწესებული
შეზღუდვების შედეგად სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე,
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან
ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას
ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი,
გამოწვეული ზემოაღნიშნული შეფერხების/პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
და
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვის სპეციფიური
პროცედურები ეროვნული გამოცდების დასრულებამდე განისაზღვროს და მოწესრიგდეს
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა
გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020
წელის ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩატარების პერიოდის გათვალისწინებით თავიდან
იქნეს აცილებული შესაბამისი კონკურსების ჩაშლის საფრთხე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის საფუძველზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან
2020 წლისთვის ამოღებულ იქნება სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების, ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
შესაბამისი კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩატარების ვალდებულება. რაც
შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს
აღნიშნული კონკურსები ჩაატარონ მათთვის უფრო მოსახერხებელ პერიოდში.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის საფუძველზე იცვლება მხოლოდ კონკურსების
ჩატარების პერიოდი, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები გენადი მარგველაშვილი და ალექსანდრე ქანთარია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები გენადი მარგველაშვილი და ალექსანდრე ქანთარია.