„ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#07-3/473/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.017387) შეტანილი იქნას ცვლილება და კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ამოღებული იქნას კანონიდან. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი, რომლის ტერიტორიაც მოიცავს ვშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ნაწილს კერძოდ სოფლებს უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო. "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 11 მუხლის თანახმად მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას, ხოლო დაცული ლანდშაფტი კი შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას. შესაბამისად ფშავის დაცული ლანდშაფტის შექმნით ხდება "ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფშავის ტერიტორიოზე მდებარე სოფლებისათვის დაცული ტერიტორიის უფროს მარალი კატეგორიის მინიჭება. კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი (https://info.parliament.ge/#law-drafting/16813) რომლის ტერიტორიაც მოიცავს ვშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ნაწილს კერძოდ სოფლებს უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო. "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 11 მუხლის თანახმად მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას, ხოლო დაცული ლანდშაფტი კი შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას. შესაბამისად არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნით ხდება "ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების (დამხმარე ზონა) ტერიტორიოზე მდებარე სოფლებისათვის დაცული ტერიტორიის უფროს მაღალი კატეგორიის მინიჭება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი და ვშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებული სოფლების ნაწილი გადადის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში, რითაც მიენიჭება დაცული ტერიტორიის უფრო მაღალი კატეგორია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სოფლებს უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო მოეხსნება მრვალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი და გადაყვანილი იქნება არგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილება, კერძოდ, ხდება კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ამოღება და შედეგად ფშავ- ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) აღარ მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის გარეთ არსებულ სოფლებს: უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო (საერთო ფართობი 30050 ჰექტარი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2021 წლის პირველი იანვრიდან და ემთხვევა "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღს, ვინაიდან ფვშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ნაწილს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი. კანონი არ ითალისწინების უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილან სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი