„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა,
ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო
მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის
ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა
შეუნარჩუნდეთ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 31 დეკემბრიდან, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექცია (COVID-19) სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციამ (WHO) ვითარება 2020 წლის 30 იანვარს საერთაშორისო საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა.
აღნიშნული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები,
მათ შორის შეჩერდა ზოგიერთი საჯარო სერვისების მიწოდება, რამაც საბოლოო ჯამში ხელი
შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. აღნიშნული ვირუსის გავრცელების
პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მასიური თავშეყრისგან
თავის შეკავება დასახელდა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა,
ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, ასევე მისაბმელის, სასოფლოსამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის
რეგისტრაციის და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრებს იურიდიული ძალა
შეუნარჩუნდათ 2020 წლის 1 სექტემბრამდე.
ასეთი სანომრე ნიშნების ჩანაცვლება ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა ახალი
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
(შემდგომში – სააგენტო) მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა შეჩერებული იყო საგანგებო
მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით.
დღეის მდგომარეობით, სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ძველი ნიმუშის
სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი გააჩნია 539 739 ერთეულ სატრანსპორტო
საშუალებას, შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრისთვის შესაძლებელია სააგენტოში ამ
მომსახურების გაწევის მოთხოვნის ოდენობა ბევრად აღემატებოდეს მომსახურების
სააგენტოს მატერიალური და საკადრო რესურსის შესაძლებლობებს, ამასთან, მომსახურების
მიღების მიზნით მოქალაქეთა სააგენტოში გამოცხადება გამოიწვევს ერთ სივრცეში პირთა
დიდი ოდენობის თავშეყრას, რაც გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა შეცვალონ
ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნები. შესაბამისად, აუცილებელია
მოხდეს ასეთი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადის გადაწევა 2021 წლის 31 მარტის
ჩათვლით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის
მქონე პირთათვის სანომრე ნიშნების ახლით შეცვლის მიზნით შესაბამისი, გონივრული
ვადის განსაზღვრით და ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის
(COVID-19) მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის
ნომრის მოქმედების ვადა გადაიწევს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, რაც უზრუნველყოფს
სააგენტოს მიერ ეფექტიანი მომსახურების გაწევას ერთ სივრცეში მოქალაქეთა მასობრივი
თავშეყრის გარეშე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-14 მუხლის მე-9 პუნქტში და განისაზღვრება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის
რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული
თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი
ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2021 წლის 31 მარტის
ჩათვლით, ნაცვლად 2020 წლის 1 სექტემბრისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ)
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროა საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოს
საკუთარი
შემოსავლები. მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანის
დამზადებასა და გაცემას ახდენს მუდმივ რეჟიმში. სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა
წარმოდგენს მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთ სერვისს. შესაბამისად, აღნიშნული
პროექტის მიღებით მომსახურების სააგენტოს არ მოუწევს ახალი ვალდებულების აღება და
დამატებითი ხარჯის გაწევა. აღნიშნული პროექტი 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით
განხორციელდება მომსახურების სააგენტოს არსებული შემოსავლებით, მატერიალურტექნიკური ბაზითა და არსებული ადამიანური რესურსით.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
მომსახურების სააგენტოს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიეღო, 539 739 ძველი
ნიმუშის
რეგისტრაციის
ნომრის
შეცვლის
საფასური
(სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის ნომრის გაცემა 35 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა - 35 ლარი), რაც
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, გადანაწილდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით,
შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრამდე
მისაღები შემოსავლების შემცირებას. შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრამდე შემცირდება
მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს ოდენობა, რაც
ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 2020
წლის 1 სექტემბრის შემდეგ მოხდებოდა იმ პირთა დაჯარიმება 250 ლარის ოდენობით, ვინც
არ შეცვლიდა ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილება ამ მიმართულებით გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას
2020 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, მისაღები
შემოსავალი დამოკიდებული იქნებოდა იმ პირთა ზუსტ რაოდენობაზე, რომელსაც 2020
წლის 1 სექტემბრისთვის არ ექნებოდა შეცვლილი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
მომსახურების
სააგენტო,
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებიდან გამომდინარე არსებული მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური
რესურსების ფარგლებში მუდმივად ახორციელებს კონკრეტული ნიმუშის სანომრე ნიშნების
დამზადებას, შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ძველი ნიმუშის
სარეგისტრაციო ნომრის მოქმედების ვადის გადაწევის შედეგად, სააგენტოს არ წარმოეშობა
დამატებითი ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული განხორციელდება არსებული
შემოსავლების,
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზისა
და
ადამიანური
რესურსის
გათვალისწინებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, 2020 წლის 1 სექტემბრამდე 539
739
პირი
ვალდებული
იყო
შეეცვალა
რომლისთვისაც დაწესებულის შესაბამისი
ძველი
ნიმუშის
რეგისტრაციის
ნომერი,
საფასურები (სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის ნომრის გაცემა 35 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა - 35 ლარი).
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ასეთ პირებს აღარ ეკისრებათ ვალდებულება
შეცვალონ ასეთი სანომრე ნიშნები 2020 წლის 1 სექტემბრამდე და აღნიშნული ვადა
გახანგრძლივდება 2021 წლის 31 მარტის ჩათლით.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 1
სექტემბრის შემდეგ მოხდებოდა იმ პირთა დაჯარიმება 250 ლარის ოდენობით, ვინც არ
მოახდენდა ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლას, წარმოდგენილი ცვლილების
შესაბამისად 2020 წლის 1 სექტემბრის შემდეგ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით არ მოხდება
ასეთი პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.