„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 - მე-20 პუნქტები:
5
„17. თუ იურიდიული პირი ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ
ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს
ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ფილიალი უფლებამოსილია
ლიცენზირებადი საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიის გამცემის თანხმობის შემთხვევაში.
18. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ფილიალის შემთხვევაში თანხმობის გაცემის
შემთხვევაზე გამოიყენება ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
19. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ფილიალის შემთხვევაში თანხმობის გაცემაზე უარის
შემთხვევაზე გამოიყენება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
20. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ფილიალის მიერ რომელიმე საქმიანობისთვის
დადგენილი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს ლიცენზიის
მფლობელისთვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში, ფილიალის მიერ,
სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი
წესით. ფილიალზე გაცემული თანხმობის შეჩერება ან გაუქმებაზე მოქმედებს ამ კანონის 22 1
მოთხოვნები.“.
2. 21-ე მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
5
„11. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72
პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სალიცენზიო პირობების კონტროლი ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში
არაუმეტეს სამჯერ.“.
3. 22-ე მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
5
,,მუხლი 221. პასუხისმგებლობა ამ კანონის
მე-6 მუხლის 72-ე–72
პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობებზე სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის ლიცენზიის შეჩერება
და გაუქმება
1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით
დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს
გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს,
რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის
გასამმაგებას. ამასთან, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის
შეჩერების შესახებ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე.
3. თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის
მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი
საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის
მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში
უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.
4. ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, დამატებითი სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის
შეჩერების თაობაზე.
5. ლიცენზიის შეჩერების შემდეგ, დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში, ლიცენზიის
გამცემი, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, 20 დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს
გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების
შესახებ.
6. ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებიდან, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ
ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება,
ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
7. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში
უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
8. ლიცენზიის
გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად
გამოცხადებას.
9. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების
საფუძველი
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
61-ე
მუხლით
გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით
გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების
ჩამორთმევის თაობაზე.
10. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს ლიცენზიის გაცემისთვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია
ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის შეჩერების და/ან გაუქმების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას,
აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ
შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი
ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების
შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
12. ლიცენზიის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
13. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.‘‘.
4. 25-ე მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 - მე-20 პუნქტები:
„17. თუ იურიდიული პირი ახორციელებს ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ
სანებართვო საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის
მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. იურიდიული პირის მფილიალი
უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს ნებართვის გამცემის თანხმობის შემთხვევაში.
18. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფილიალის თანხმობის გაცემის
შემთხვევაზე გამოიყენება ამ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
19. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ფილიალის შემთხვევაში თანხმობის გაცემაზე უარის
შემთხვევაზე გამოიყენება ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
20. მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ფილიალის მიერ რომელიმე საქმიანობისთვის
დადგენილი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს ნებართვის
მფლობელისთვის ნებართვის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში, ფილიალის მიერ, სანებართვო
პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფილიალზე გაცემული თანხმობის შეჩერება ან გაუქმებაზე მოქმედებს ამ კანონის 341 მოთხოვნები.“.
5. 33-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო
პირობების კონტროლი ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.“.
6. 34-ე მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:
„მუხლი 341. პასუხისმგებლობა ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის შეჩერება და გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით
დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს
გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს,
რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის
მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
ამასთან, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის შეჩერების
შესახებ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე.
3. თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის
მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის
მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო საქმიანობის
გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი
ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს
დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.
4. ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, დამატებითი სანებართვო პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების
თაობაზე.
5. ნებართვის შეჩერების შემდეგ, დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში, ნებართვის
გამცემი, ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე, 20 დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს
გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
6. ნებართვის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებიდან, თუ ნებართვის მფლობელის მიერ
ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება,
ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.
7. ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში
უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
8. ნებართვის
გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
ძალადაკარგულად
გამოცხადებას.
9. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების
საფუძველი
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
61-ე
მუხლით
გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით
გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების
ჩამორთმევის თაობაზე.
10. ნებართვის გამცემი ნებართვის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი ვალდებულია
ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის შეჩერების და/ან გაუქმების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას,
აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ
შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი
ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების
შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.
12. ნებართვის შეჩერების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
13. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.“.
2
7. 38 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის
მფლობელი, რომელიც იმავე საქმიანობას ახორციელებს ფილიალის მეშვეობით, ვალდებულია ამ
კანონის მე-9 მუხლის მე-17 - მე-20 პუნქტებისა და 25-ე მუხლის მე-17 - მე-20 პუნქტების
ამოქმედებიდან, თანხმობის მისაღებად, ნებართვის/ლიცენზიის გამცემს მიმართოს 2020 წლის 1
სექტემბრამდე. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში გასცეს
შესაბამისი თანხმობა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ არსებულ
ფილიალებს ეკრძალებათ თანხმობის გარეშე საქმიანობის განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უფლება ჯანმრთელობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს, რაც
კონსტიტუციით და მის საფუძველზე გამოცემული კანონებით და კანონქვემდებარე აქტებითაა
დაცული. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან
მიიღოს ქვეყანაში არსებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტის
შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი
სტანდარტები, წესები და ნორმები. რაც, ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება მათი მხრიდან.
მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ
კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული
სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად, მოქმედი
ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე. აღნიშნულიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადება.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, უფრო
მოქნილი და ეფექტური გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი, რაც არის
შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები და არა მეწარმის უფლებების შეზღუდვაზე.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების უფრო
მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და მათი
პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით, უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება სამედიცინო
დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები და
არა მეწარმის უფლებების შეზღუდვაზე.
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას,
ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების მექანიზმს. არ არსებობს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებამდე
არსებული შუალედური ეტაპი, რომელიც დარღვევის აღმოფხვრის ეფექტური გზა იქნება.
მართალია სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება, მისი პრევენციის მიზნითაა
გათვალისწინებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს დროში გაწელილი და ნაკლებ ეფექტური
მექანიზმია, რომელსაც არ მივყავართ იმ შედეგამდე, რასაც სამედიცინო დაწესებულების მიერ
პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ჰქვია. როგორ შეიძლება
უწოდო იმ სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ მომსახურებას ეფექტური (კანონმდებლობით
დადგენილი წესითა და პირობებით), როდესაც სტერილიზაციის და/ან დეზინფექციის დადგენილი
წესით შეუსრულებლობისთვის ერთხელ დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, კვლავ განაგრძობს
საქმიანობას. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ სამჯერ
დაჯარიმების შემდეგ შეუძლია ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება. მანამ სანამ ეს პროცედურები
იქნება დაცული და გაუქმდება ლიცენზია/ნებართვა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის
მიყენების რისკი უფრო მატულობს. ლიცენზიის/ნებართვის პირდაპირ, გადაუდებელი შემთხვევით,
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაუქმებით კი მეწარმეს ადგება ზიანი, ისე, რომ არც
კი ეძლევა საშუალება გამოასწოროს დარღვევა.
წარმოდგენილი ცვლილება არის ე. წ. ოქროს შუალედი პაციენტისა და მეწარმის უფლებების
დასაცავად.
ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება, სამედიცინო საქმიანობის
იმ სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აწარმოებენ უკვე არსებული ლიცენზია/ნებართვის
ფარგლებში ფილიალების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ფილიალებს არ მოეთხოვებათ ცალკე
ლიცენზიის/ნებართვის მოპოვება, მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის ვალდებულება გააჩნიათ,
რაც ადგილზე სალიცენზიო/სანებართვო პირობების გადამოწმებას არ გულისხმობს. ხოლო, ასეთი
დაწესებულებების ადგილზე, გეგმიური შემოწმების დროს ხშირად ფიქსირდება დარღვევების
არსებობის ფაქტი, რომლის პრევენცია შესაძლებელი იქნება, იმ პირობებში, როდესაც საქმიანობის
დაწყებისათვის ფილიალზე საჭირო გახდება ლიცენზიის/ნებართვის გამცემის თანხმობა, რაც
თავისთავში მოიცავს სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე გადამოწმებას და მხოლოდ ამ
პროცედურის განხორციელების შემდეგ გახდება შესაძლებელი შესაბამისი საქმიანობის
განხორციელება.
კანონპროექტი, ასევე შეეხება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის
მფლობელების საქმიანობის კონტროლს წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. მოქმედი
რედაქციით, აღნიშნული შესაძლებელია ლიცენზიის/ნებართვის გამცემის მიერ წელიწადში
მხოლოდ ერთხელ, რაც სამედიცინო საქმიანობის მიმართულებით არ არის საკმარისი და
აუცილებელია სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდებოდეს მეტი
სიხშირით.
წამოჭრილი პრობლემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში და ჩვენს
ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, რაც ინფექციური დაავადებების პრევენციის და მათი
თავიდან აცილების გლობალური საფრთხეებიდან გამომდინარეობს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
გათვალისწინებული არ არის.
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტით
უკუძალა
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და ამოქმედებული
იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები (სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად
ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში
მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის
ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან
დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და
შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი
მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დროულად
შემოღების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ცვლილება არ ეხება მოქმედი კანონმდებლობით სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გასაცემ ლიცენზიებისა და ნებართვების სახეებს.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროეტი არ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის
სახსრების გამოყოფას.
ცვლილების მიხედვით, ახლებურად რეგულირდება სამედიცინო სერვისების მიწოდება
ფილიალების მეშვეობით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დაინტერსებულია
სამედიცინო საქმიანობა განახორციელოს სხვადასხვა მისამართზე, ფილიალის მეშვეობით,
საქმიანობის უფლების მოპოვება უნდა მოხდეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული
თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული პროცესისათვის საჭირო ადმინისტარციული ხარჯების
დაფარვა მოხდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების და არსებული ადმინისტრაციული წარმოების
ფარგლებში.
ასევე, ცვლილების მიხედვით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების წლის განმავლობაში
ერთჯერადი კონტროლი იცვლება არაუმეტეს სამჯერადი კონტროლით, თუმცა აღნიშნული
წარმოადგენს მაკონტროლებლის დისკრეციას. კონტროლის ღონისძიებები განხორციელდება
სააგენტოსათვის დამატებითი ასიგნების გამოყოფის გარეშე და იგი განხორციელდება არსებული
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მათ შორის, სასამართლო ხარჯების დაფინანსების
ნაწილშიც.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: კანონპროექტით,
იცვლება სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადმინისტრირების წესები,
კერძოდ,
სალიცენზიო/სანებართვო
პირობების
დარღვევის
შემთხვევაში,
მოქმედი
კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითობის შემთხვევაში, - დადებული
ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა, ხოლო კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, - გასამმაგებული
ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა.
ცვლილების მიხედვით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, გასამმაგებულ
ოდენობასთან ერთად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, მოახდინოს სამედიცინო
საქმიანობის მიმწოდებლის საქმიანობის შეჩერება, შესაბამისად, ვალდებულების მესამეჯერ
შეუსრულებლობის შეთხვევაში, აღარ მოხდება გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის
დაკისრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, შესაბამისად,
ცვლილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
დამოკიდებული იქნება იმ შემთხვევების ოდენობაზე, რომელიც დღეს მოქმედი რეგულაციით
ექვემდებარებიან ხელმეორედ გასამმაგებას. მაგალითისთვის, 2019 წლის სტატისტიკური
მონაცემების მიხედვით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 მუხლი) მიმართებით სულ ჩატარდა 107
საქმე; დაკისრებული ჯარიმების გასამმაგების კუთხით - ჩატარდა 10 საქმე; გასამმაგებული ჯარიმის
გასამმაგების კუთხით - ჩატარდა 3 საქმე.
მაკონტროლებლის მხრიდან სალიცენზიო/სანებართვო სამედიცინო საქმიანობის შეჩერების
შემთხვევაში, კანონპროქტი ითვალისწინებს არაუმეტეს ერთწლიან ვადას სალიცენზიო/სანებართვო
პირობების გამოსწორებისთვის, რა დროსაც, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბიექტს
აღუდგება შეჩერებული სამედიცნო საქმიანობის უფლება (დამატებითი სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის გარეშე), ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაინტერესებული პირი
მოახდენს ლიცენზიის/ნებართვის ხელახლა აღებასა და შესაბამისად, სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებლის გადახდას.
ცვლილების მიხედვით, ახლებურად რეგულირდება სამედიცინო სერვისების მიწოდება
ფილიალების მეშვეობით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დაინტერსებულია
სამედიცინო საქმიანობა განახორციელოს სხვადასხვა მისამართზე, ფილიალის მეშვეობით,
საქმიანობის უფლების მოპოვება უნდა მოხდეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული
თანხმობის საფუძველზე, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე სახის საფასურის გადახდასთან
არც 2020 წლამდე, არც ამის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია არ იქონიებს
გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ცვლილება არ ეხება მოქმედი კანონმდებლობით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გასაცემ ლიცენზიებისა
და ნებართვების სახეებს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროეტი არ უკავშირდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან რაიმე სახის სახსრების გამოყოფას.
ასევე, ცვლილების მიხედვით, ახლებურად რეგულირდება სამედიცინო სერვისების
მიწოდება ფილიალების მეშვეობით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი
დაინტერსებულია სამედიცინო საქმიანობა განახორციელოს სხვადასხვა მისამართზე, ფილიალის
მეშვეობით, საქმიანობის უფლების მოპოვება უნდა მოხდეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ
გაცემული
თანხმობის
საფუძველზე.
თუმცა
აღნიშნული
პროცესისათვის
საჭირო
ადმინისტარციული ხარჯების დაფარვა მოხდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების და არსებული
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ასევე, ცვლილების მიხედვით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების წლის განმავლობაში
ერთჯერადი კონტროლი იცვლება არაუმეტეს სამჯერადი კონტროლით, თუმცა აღნიშნული
წარმოადგენს მაკონტროლებლის დისკრეციას. კონტროლის ღონისძიებები განხორციელდება
სააგენტოსათვის დამატებითი ასიგნების გამოყოფის გარეშე და იგი განხორციელდება არსებული
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. მათ შორის, სააგენტოს გადაწყვეტილებების შესაძლო
გასაჩივრების შემთხვევაშიც, სასამართლო ხარჯების დაფინანსების ნაწილშიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, მათ შორის, არც გრძელვადიანი პროგნოზით, რამდენადაც
კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები (ფილიალის საქმიანობა სააგენტოს თანხმობის
საფუძველზე და ა.შ.) არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.