„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 442 მუხლის 1-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ
15 000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა.
2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ
7000 ლარისა და არა უმეტეს 15 000 ლარისა.
3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას
არანაკლებ 2 000 და არა უმეტეს 3 000 ლარის ოდენობით.‘‘.
2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 445 სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს
დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, არანაკლებ 7000 ლარისა და
არა უმეტეს 15 000 ლარისა.
2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს
დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არანაკლებ 15000 ლარისა და
არა უმეტეს 30 000 ლარისა.‘‘.
3. 447 - 4412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური
რეგლამენტის შეუსრულებლობა
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 2000 ლარისა და არა უმეტეს 5000
ლარისა.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
გამოიწვევს დაჯარიმებას
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის
გაორმაგებული ოდენობით.
მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო
შეტყობინების გარეშე
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სავალდებულო შეტყობინების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის
ოდენობით.
მუხლი 449. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური
რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა
1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო
დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის
პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1000-დან 2 000 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500-დან 3 000
ლარამდე.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის
მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 4 000 ლარამდე.
4.
იგივე
ქმედება,
ჩადენილი
განმეორებით,
გამოიწვევს
დაჯარიმებას
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის
გაორმაგებული ოდენობით.
მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების
ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4411. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და
გაფორმების წესების დარღვევა
1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის
დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4412. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის
სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის
მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290
მუხლით დადგენილი წესით.‘‘.
4. 4412 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4413 და 4414 მუხლები:
,,მუხლი 4413. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი
რისკის
შემცველი
სამედიცინო
საქმიანობის
მიმწოდებლის
მიერ
სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური
რეგლამენტის პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების მოთხოვნის შეუსრულებლობა
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის
შესახებ ანგარიშგების კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 მუხლით
დადგენილი წესით.
მუხლი 4414. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოსათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასრული ან
არასწორი ინფორმაციის მიწოდება
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოსათვის
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით
დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასრული ან არასწორი ინფორმაციის
მიწოდება – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით
დადგენილი წესით.“.
5. 462 - 464 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 462. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა
სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე
ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო
საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
პროცედურების დაცვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
მუხლი 463. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს
დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 464. სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის
ზედამხედველობის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის
ოდენობით.‘‘.
6. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2296. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 4412, 4413, 4414 და 17313 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
7. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 4412, 4413, 4414 და 981 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის
დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.‘‘;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
დადებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა
ამ კოდექსის 4412, 4413, 4414,
981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;
გ) მე-34 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. ამ კოდექსის 4412, 4413 და 4414 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი
პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.
8. 2903 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2903. ამ კოდექსის 4412, 4413 და 4414 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 4412, 4413 და 4414 მუხლების დარღვევისთვის პირს შესაბამისი საჯარიმო
ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის
საჯაროდ,
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ
გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ
კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული
სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად,
მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების განხორციელება.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტო (შემდგომში - სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტო), როგორც მაკონტროლებელი ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებისა და „სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და
პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის
17
დეკემბრის
N385
დადგენილების
შესაბამისად,
ახორციელებს
სამედიცინო
დაწესებულებების სალიცენზიო/სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების
შესრულების, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დაცვის კონტროლს, ასევე,
ახორციელებს უკანონო სამედიცინო, სააღმზრდელო საქმიანობისა და საექიმო საქმიანობის
ფაქტების გამოვლენას. დარღვევების
არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ,
ფიზიკური/იურიდიული პირის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი,
რომელსაც
იხილავს
შესაბამისი
სასამართლო.
სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ ხდება სანქციების
გამოყენება.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირველადად გამოვლენილი
დარღვევის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული სანქცია მინიმალურია. შესაბამისად,
განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაშინ როდესაც შესაძლოა
გაცილებით მნიშვნელოვანი სანებართვო პირობა ან სხვა სახის გადაცდომა იყოს სახეზე,
მოსამართლე
შეზღუდულია,
პირველად
გამოყენებული
სანქციის
გათვალისწინებით,
გამოიყენოს
უფრო
მაღალი
ან
მაქსიმალური
სანქცია.
შესაბამისად,
მოსამართლე
ადგენს
მინიმალურ
სანქციას.
ასევე,
ზოგიერთი
სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია იმდენად დაბალი სანქციები, რომ
სანქციების
გამოყენება
კარგავს
პრევენციის
ფუნქციას.
არსებული სასამართლო პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი
რედაქციით
გათვალისწინებული
სანქციები
არ
შეესაბამება
სამედიცინო
დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმეს, შესაბამისად, გამოყენებული
სანქციები არ არის სათანადო და ეფექტური, რის გამოც სრულყოფილად ვერ
ხერხდება
სამართალდარღვევების
პრევენცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილებები განხორციელდეს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ზოგიერთ მუხლში,
რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელსაც
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
ფუნქცია, შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, შესაბამისი სანქციების
შემოღების საფუძველზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების
უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და
მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა. არსებული სასამართლო
პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
სანქციები სათანადოდ და ეფექტიანად ვეღარ რეაგირებენ სამართალდამრღვევზე, ვეღარ
ახდენს ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და
ა.შ. შესაბამისად, წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
პროექტი ემსახურება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. იმისათვის, რომ
რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტომ, რომელსაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნია
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფუნქცია, შეძლოს თავისი მოვალეობების
ეფექტიანად განხორციელება შესაბამისი სანქციების შემოღების საფუძველზე, საჭიროა
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, მოსალოდნელი შედეგია ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის თავიდან აცილება და პრევენციული მნიშვნელობის მინიჭება.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების ჩადენისათვის არსებულზე
მაღალი სანქციის დაწესება, გამოიწვევს გარკვეული პრევენციული ღონისძიების ეფექტს და
მაღალი სანქციის პირობებში, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის 442, 445, 447-4412, 462-464 მუხლებში, რომლის
მიხედვით იზრდება დაწესებული სანქციების ოდენობები.
პროექტის თანახმად, კანონს ემატება 4413 მუხლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო
საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების
კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას
500 ლარის ოდენობით.
ამასთან, კოდექსს ემატება 4414 მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოსათვის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის
მიუწოდებლობა ან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს სამედიცინო
დაწესებულების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
პროექტით
განისაზღვრა
4413 და 4414
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი აღსრულების მექნიზმები.
ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებებია შედის
კოდექსის 2296 , 242-ე და 2903 მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება
გათვალისწინებული არ არის.
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტით
უკუძალა
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში, რამდენადაც არსებული პრაქტიკისა და რეალობის
გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული სანქციები) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვეღარ
რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, სამართალდამრღვევზე, ვეღარ ახდენენ შესაბამის
ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების
მიწოდება,
სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც,
გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,
ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი
მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით
გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების
ეფექტიანად განხორციელება, შესაბამისი სანქციების დროულად შემოღების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას, რამდენადაც კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
დაფინანსდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადმინისტრაციული წარმოების
მიმართულებით, მათ შორის, ის ხარჯებიც, რომელიც უკავშირდება ჯარიმის დაკისრების
შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების საკითხს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენას მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის
შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს შემოღებას.
- ცვლილებით, წარმოდგენილი პროექტი საზღვრავს მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის ვალდებულებას ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1
მაისამდე, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
წარუდგინონ ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების
დაცვის შესახებ ანგარიშგება, ხოლო აღნიშნული ვალდებულების (სამედიცინო საქმიანობის
ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის
მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო
საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების
კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა) შეუსრულებლობისათვის
დგინდება პასუხისმგებლობის ზომა - 500 ლარის ოდენობით;
- ცვლილებით, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მაკონტროლებელ
ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა- განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია,
რომელიც
ესაჭიროება
მაკონტროლებელ
ორგანოს
თავისი
უფლებამოსილების
განსახორციელებლად, ხოლო წარმოდგენილ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის
დგინდება პასუხისმგებლობის ზომა - 500 ლარის ოდენობით;
კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში
კანონპროექტი ითვალისწინებს გაზრდილ ჯარიმებს მოქმედ კანონთან შედარებით - რისი
პროგნოზირებაც შესაძლებელია 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 20 მაისამდე ჩატარებულ
სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებთან
მიმართებით სტატისტიკური მონაცემებით. მაგალითისთვის:
1. 442 მუხლის მე-3 ნაწილი (საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე) - სულ
ჩატარდა 10 საქმეზე, თანხა - 8 000 ლარი; - არსებული ჯარიმა არის 1 000 ლარი, ცვლილების
მიხედვით, იზრდება 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე.
2. 445 მუხლის პირველი ნაწილი (სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობა) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა - 3 000 ლარი; - არსებული ჯარიმა არის 5 000
ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით იზრდება 7000 ლარიდან 15 000 ლარამდე.
3. 445 მუხლის მე-2 ნაწილი (სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა) - ჩატარდა 68 საქმეზე, თანხა - 59 150 ლარი; არსებული ჯარიმა არის 10 000
ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით, იზრდება 15000 ლარისა და არა უმეტეს 30 000
ლარისა.
4. 447 მუხლის პირველი ნაწილი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის
ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა) - ჩატარდა 39 საქმეზე, თანხა - 16 400 ლარი;
მოქმედი ჯარიმა არის 200 დან 500 ლარამდე, ცვლილების მიხედვით იზრდება 2 000 ლარიდან
5 000 ლარამდე;
5. 447 მუხლის მე-2 ნაწილი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური
რეგლამენტის შეუსრულებლობა განმეორებით) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა - 1000 ლარი;
არსებული ჯარიმა არის 1 000 ლარი, ცვლილების მიხედვით იზრდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული
ოდენობით;
6. 448 მუხლი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო
შეტყობინების გარეშე ) - ჩატარდა 13 საქმეზე, თანხა - 12 000ლარი; არსებული ჯარიმა არის 1
000 ლარი, ცვლილების მიხედვით იზრდება 3 000 ლარამდე;
7. 449 მუხლის მე-3 ნაწილი (სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის
მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა 1 000 ლარი; არსებული ჯარიმა არის 500 დან 1 000 ლარამდე, ცვლილების მიხედვით იზრდება
1 000 დან 2 000 ლარამდე;
8. 361 მუხლის პირველი ნაწილი (დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება - 44(5)-1 მუხლით და
44(5)-2 მუხლით) - ჩატარდა 11 საქმეზე, თანხა - 29 700ლარი; (აღნიშნულ
სამართალდარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება პირველადი მუხლების შესაბამისად);
9. 361 მუხლის მე-2 ნაწილი (დაკისრებული ჯარიმის გასამმაგების გასამმაგება - 44(5)-1
მუხლით და 44(5)-2 მუხლით) - ჩატარდა 2 საქმეზე, თანხა - 25 500ლარი; (აღნიშნულ
სამართალდარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება პირველადი მუხლების შესაბამისად).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება
სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართულებით, მათ
შორის, ის ხარჯებიც, რომელიც უკავშირდება ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების
სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების საკითხს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთა მიმართ,
რომლებიც დაარღვევენ კანონპროექტით გათვალისწინებულ დებულებებს, ვინაიდან
პასუხისმგებლობის სახით დაეკისრებათ ჯარიმის გადახდა. მაგალითისთვის, 2019 წლის 01
იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ჩატარებულ სასამართლო სხდომებთან
დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებთან მიმართებით თუ
ვიმსჯელებთ, სულ წარმოებაში იყო 223 საქმე.
- ცვლილებით, წარმოდგენილი პროექტი საზღვრავს მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის ვალდებულებას ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1
მაისამდე, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
წარუდგინონ ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების
დაცვის შესახებ ანგარიშგება, ხოლო აღნიშნული ვალდებულების (სამედიცინო საქმიანობის
ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის
მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო
საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების
კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა) შეუსრულებლობისათვის
დგინდება პასუხისმგებლობის ზომა - 500 ლარის ოდენობით;
- ცვლილებით, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მაკონტროლებელ
ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა- განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია,
რომელიც
ესაჭიროება
მაკონტროლებელ
ორგანოს
თავისი
უფლებამოსილების
განსახორციელებლად, ხოლო წარმოდგენილ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის
დგინდება პასუხისმგებლობის ზომა - 500 ლარის ოდენობით;
კანონპროექტის ფინანსური შედეგების გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. კანონპროექტით იზრდება სამედიცინო საქმიანობის სფეროში
არსებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა შემდეგი ოდენობით:
- საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - არსებული ჯარიმა არის 1 000
ლარი, ცვლილების მიხედვით, იზრდება 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე;
- სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა - არსებული ჯარიმა
არის 5 000 ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით, იზრდება 7000 ლარიდან 15 000
ლარამდე;
- სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა - არსებული ჯარიმა
არის 10 000 ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით, იზრდება 15000 ლარისა და არა
უმეტეს 30 000 ლარისა;
- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა - მოქმედი ჯარიმა არის 200 დან 500 ლარამდე, ცვლილების მიხედვით,
იზრდება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე და ა.შ.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს:
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის
შესახებ ანგარიშგების კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოსათვის
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით
დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის ან არასრული ან არასწორი ინფორმაციის
მიწოდებისთვის სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,