„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტის „ი“ და “ი1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სსიპ -სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, როგორც
მაკონტროლებელი ორგანო მოქალაქეთა საჩივრების/განცხადებების, ასევე სხვადასხვა
უწყებების მომართვის საფუძველზე, ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში
პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, რისთვისაც
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჭიროა
მოსამართლის ბრძანება.
პრაქტიკაში, სასამართლოში შუამდგომლობით მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს
სამუშაო პროცესს, ვინაიდან სააგენტოში შემოსულ რიგ საჩივარზე/განცხადებაზე
სამართლებრივი რეაგირება ვერ ხდება შემოსვლისთანავე. შუამდგომლობით სასამართლოში
მიმართვა
მზადდება
ეტაპობრივად,
დროის
რაციონალური
გადანაწილების
გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო, მიმართვიდან 72 საათში
განიხილავს შუამდგომლობას, აღნიშნულიც დამატებით იწვევს საქმის შესწავლის დროში
გაჭიანურებას. ამასთანავე, ვინაიდან, შუამდგომლობის გაგზავნას და სასამართლოს
გადაწყვეტილების მაკონტროლებელ ორგანოში წარმოდგენას სჭირდება გარკვეული დრო,
პაციენტის საჩივრის/განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადები მნიშვნელოვნად
მცირდება, რაც იწვევს რიგ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ
საჩივარში/განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შესწავლის დროში გახანგრძლივებას. ასევე,
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხარის მიერ გასაჩივრება კიდევ დამატებით
დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინიციატივით, მაქსიმალურად
შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება საჩივრის/განცხადების განხილვა, ამავდროულად
მოხდება სასამართლოში საქმის რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს
მეწარმის
საქმიანობის
კონტროლის
მოთხოვნით
სასამართლოში
შუამდგომლობის წარდგენით სამედიცინო დაწესებულების წინასწარი ინფორმირება, რაც
საფრთხეს უქმნის მტკიცებულებების შემდგომ მოპოვებას და საკითხის სრულყოფილად
გამოკვლევას, რაც აუცილებელია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად.
ასევე, არის შემთხვევები, როდესაც, პაციენტი მკურნალობას გადიოდა რამდენიმე
სამედიცინო დაწესებულებაში და პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი პრეტენზიას
გამოთქვამს მხოლოდ ერთი დაწესებულების მიმართ, ხოლო კონტროლის სპეციფიკიდან
გამომდინარე, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის სრულყოფილად
შესასწავლად აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს ყველა იმ სამედიცინო
დაწესებულებაში სადაც პაციენტს გაეწია დახმარება კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით.
ასეთ
შემთხვევაში,
მაკონტროლებელი
ორგანო
მოკლებულია
შესაძლებლობას
დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ
სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლის მოთხოვნით, რომელთა მიმართაც
პაციენტს/კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნია პრეტენზია.
აღნიშნულის პარალელურად, კანონპროექტიდან ამოდის მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები - რომლებიც სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აძლევდნენ უფლებას მის საქმიანობაზე არ
გავრცელებულიყო მოსამართლის ბრძანების საჭიროება, თუმცა კი გარკვეული
მიმართულებითა და დათქმებით -
-
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით,
კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
აღნიშნულის საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ, როგორც აღინიშნა,
წარმოდგენილი ცვლილებით სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო სრულად თავისუფლდება მისი საქმიანობის განხორციელებისას
მაკონტროლებლის
ფუნქციის
შესრულებისას,
მოსამართლის
ბრძანების
აღების
ვალდებულებისგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად,
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (მაკონტროლებელი ორგანო
უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე) არ გავრცელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ
სამედიცინო დაწესებულებების კონტროლზე.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, მაკონტროლებლის ფუნქციის
შესრულებისას, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
თავისუფლდება მისი საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების აღების
ვალდებულებისგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-5 მუხლის პირველ პუნქტს
ემატება „ჟ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (რომლის თანახმადაც,
მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა
მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე) არ გავრცელდება შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში კონტროლზე.
აღნიშნულის პარალელურად, კანონპროექტიდან ამოდის მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები - რომლებიც სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აძლევდნენ უფლებას მის საქმიანობაზე არ
გავრცელებულიყო მოსამართლის ბრძანების საჭიროება, თუმცა კი გარკვეული
მიმართულებითა და დათქმებით -
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით,
კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
-
სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება
გათვალისწინებული არ არის.
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტით
უკუძალა
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის
გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით)
რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ
ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო
სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა
დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული
ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით
გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების
ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დროულად შემოღების
საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმის საქმიანობის შემოწმებისათვის
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სასამართლოსათვის
მიმართვა ესაჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლი ხორციელდება
მოქალაქის განცხადების ან სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების
მომართვის საფუძველზე, სხვა შემთხვევაში, სააგენტოს ინიციტივით, კონტროლის
ღონისძიებების განხორციელებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება არ
არსებობს, რამდენადაც აღნიშნული ხორციელდება სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი
რისკის/ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების კონტროლის ფარგლებში, რაც არ
საჭიროებს სასამართლოს ნებართვას.
წარმოდგენილი ცვლილებით, სასამართლო ნებართვის აღების ვალდებულება აღარ
იარსებებს არც ზემოხსენებული შემთხვევებისათვის (მოქალაქის/საგამოძიებო ორგანოს
მომართვა), რაც, თავის მხრივ, შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე
სასამართლო ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება შეამცირებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმის საქმიანობის
შემოწმებისათვის სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს სასამართლოსათვის მიმართვა ესაჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
კონტროლი ხორციელდება მოქალაქის განცხადების ან სხვადასხვა უწყებების, მათ შორის,
საგამოძიებო ორგანოების მომართვის საფუძველზე, სხვა შემთხვევაში, სააგენტოს
ინიციტივით, კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისათვის სასამართლოსათვის
მიმართვის
საჭიროება
არ
არსებობს,
რამდენადაც
აღნიშნული
ხორციელდება
სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი
რისკის/ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო
პროგრამების კონტროლის ფარგლებში, რაც არ საჭიროებს სასამართლოს ნებართვას.
წარმოდგენილი ცვლილებით, სასამართლო ნებართვის აღების ვალდებულება აღარ
იარსებებს არც ზემოხსენებული შემთხვევებისათვის (მოქალაქის/საგამოძიებო ორგანოს
მომართვა), რაც, თავის მხრივ, შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე
სასამართლო ხარჯებს.
არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით:
სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, საერთო
სასამართლოებს მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე ბრძანების გაცემის
შუამდგომლობით მიმართავს:
1. მოქალაქის განცხადების საფუძველზე;
2. დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს
შეტყობინების საფუძველზე;
3. პენიტენციური სამსახურის მომართვის საფუძველზე;
4. გამომძიებლის მომართვის საფუძველზე.
2019 წლის მონაცემებით, სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს 237
შემთხვევაში.
2020 წლის პირველი იანვრიდან 27 მაისის
შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს 66 შემთხვევაში.
მდგომარეობით,
სააგენტომ
ამასთან, კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არც
სასამართლოსთვის მიმართვის ნაწილში, რამდენადაც სასამართლოსათვის მიმართვისას
სააგენტოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება არ არის გათვალისწინებული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,