საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პაკეტიდან (№07-2/459, 11.03.2020) თანმდევი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
წერილი
*GOV92000022953*
GOV 9 20 00022953
19/06/2020
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტები (№9495;
11.03.2020).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2020
წლის 17 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კანონპროექტები და კომიტეტმა
მხარი არ დაუჭირა კანონპროექტებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციისა და აუდიტის
სფეროს ზედამხედველობითი ფუნქციის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადაცემის
ნაწილში, რასაც დაეთანხმა მომხსენებელი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი,
რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტიდან გამოთხოვილ იქნეს ის კანონპროექტები,
რომლებიც შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020
წლის 19 ივნისის №1038 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი
საკანონმდებლო პაკეტის (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 11.03.2020;
№9495) შემადგენელ საქართველოს კანონების პროექტებს: „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
დანართი: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ივნისის №1038 განკარგულება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბექა დოჭვირი