საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/401; 02.10.2019) საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ და კომიტეტის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-23
ბიუროს ნომერი 364
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6674/20
23-06-2020
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 22 ივნისის
კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის,
ირაკლი
სესიაშვილის,
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/401; 02.10.2019).
დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას, კანონპროექტის ტექსტს და
დადგენილების პროექტს.
დანართი: 52 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6666/20
23-06-2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს კანონის პროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/401; 02.10.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 22 ივნისის
კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის,
ირაკლი
სესიაშვილის,
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/401; 02.10.2019).
I. კანონპროექტის ძირითადი არსი
დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის
სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ
ამჟამად საქართველოს პარლამენტში ინიციირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტით (N07-2/445; 04.02.2020) მონაცემთა გაცვლის სააგენტო უქმდება და მისი და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის „სმართ ლოჯიქის“ რეორგანიზაციის შედეგად იქმნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი ციფრული მმართველობის სააგენტო. ამდენად, მონაცემთა
გაცვლის სააგენტოს ფუნქციებს ციფრული მმართველობის სააგენტო შეითავსებს, რაც, თავის
მხრივ, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილ კანონპროექტშიც აისახა.
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის
სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით ციფრული
მმართველობის სააგენტოსთან ერთად მთელი რიგი უფლებამოსილებები ენიჭება ასევე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.
კანონპროექტის მიხედვით, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები სამ
კატეგორიად იყოფა:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პირველ კატეგორიაში შედიან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის
იურიდიული პირები (საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მმართველობის
სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის კიბერუსაფრთხოების ბიუროს და
თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების გარდა), აგრეთვე
სახელმწიფო საწარმოები, რომელთა ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირებაც
მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო
ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისათვის.
მეორე კატეგორიაში შედიან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული,
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები.
მესამე კატეგორიაში კი შედიან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა ინფორმაციული სისტემის უწყვეტი
ფუნქციონირებაც
ასევე
მნიშვნელოვანია
ქვეყნის
თავდაცვის
ან/და
ეკონომიკური
უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების
შენარჩუნებისთვის.
ზემოხსენებული პირველი კატეგორიის სუბიექტების მიმართ კანონპროექტით განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს
განახორციელებს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, მეორე კატეგორიის სუბიექტების მიმართ შესაბამისი
სუბიექტის შერჩევით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ციფრული მმართველობის
სააგენტო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო,
ხოლო მესამე კატეგორიის სუბიექტების მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ციფრული მმართველობის სააგენტო.
კანონპროექტით განისაზღვრება ასევე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის
შემოწმების ინსტიტუტი. ასეთი შემოწმება მხოლოდ პირველი კატეგორიის სუბიექტების
მიმართ ჩატარდება და მას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ჩაატარებს. შეიქმნება აგრეთვე
სპეციალური
ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ინფორმაციის
უსაფრთხო
ქსელი,
მიმოცვლას
რომელიც
შესაბამის
უზრუნველყოფს.
სუბიექტებს
აღნიშნულ
ქსელში
შორის
ჩართვა
ნებაყოფლობითი იქნება და მასში ჩართვის უფლება სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ
უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექნებათ.
ამასთანავე, კანონპროექტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემადგენლობებსაც
ითვალისწინებს,
რომელთა
ჩადენის
შემთხვევაშიც
პასუხისმგებლობის
შეფარდებას
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ან ციფრული მმართველობის სააგენტო უზრუნველყოფს
თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მეორე კატეგორიის სუბიექტებისთვის პასუხისმგებლობის
შეფარდებას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
II. კომიტეტის შეფასება
სახელმწიფო მმართველობის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მუდმივად
იზრდება ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება. ამის გათვალისწინებით
უმნიშვნელოვანესია კომპიუტერული ინციდენტებისგან ინფორმაციულ-ტექნოლოგიური
ინფრასტრუქტურისა და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა, რომელთა გამართულად
ფუნქციონირებასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვისათვის, ეკონომიკური
უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
ამასთანავე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ დღევანდელ პირობებში
კიბერდანაშაულები და მათგან მომდინარე საფრთხე სახელმწიფოებისთვის დიდი გამოწვევაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი
სისტემა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კრიტიკულ ინფორმაციულ სუბიექტებში
კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაცვას კიბერთავდასხმებისგან. კომიტეტი მიიჩნევს,
რომ კანონპროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ასეთი სისტემის
დანერგვისკენ არის მიმართული.
კანონპროექტის თანახმად, როგორც ზემოთ აღინიშნა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის
სუბიექტებში
ინფორმაციული
უსაფრთხოების
დაცვის
გასაძლიერებლად
შესაბამის
უფლებამოსილებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ციფრული მმართველობის
სააგენტოსთან ერთად საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოც განახორციელებს, რადგან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ფლობს სათანადო
მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ამ ფუნქციის წარმატებით შესასრულებლად. აღნიშნულიდან
გამომდინარე, კომიტეტი დადებითად აფასებს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
საკანონმდებლო ცვლილებებს.
კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლმა აღნიშნა, რომ კანონის პროექტში მიზანშეწონილია
ისეთი შინაარსის ცვლილებების შეტანა, რომლებიც კანონის პროექტის მესამე მოსმენით
დროს ვერ განხორციელდება, შესაბამისად, აუცილებელია, კანონის პროექტი მესამე
მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისთვის დაბრუნდეს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის, მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (N07-3/401; 02.10.2019)
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მესამე
მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის
დაბრუნების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის, მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (N07-3/401; 02.10.2019)
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტი
მომხსენებლის
მოტივირებული წინადადების საფუძველზე მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე
მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2020 წლის ___ ივნისი
არჩილ თალაკვაძე