„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2020
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი
ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/493/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პირი; ა.გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) მცხოვრები პირი; ა.დ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის აუცილებელია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში იცოდეს საქართველოს სახელმწიფო (ქართული ან აფხაზური) ენა; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა. 2. 301 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, საქართველოს მოქალაქეებად, რომლებსაც მოქალაქეობა დაბადებით უდგინდებათ მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.“ 3. 301 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პირებისათვის მიღებად არ საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ჩაითვლება სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება, თუ იგი ეფუძნება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემულ დოკუმენტაციას“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ კი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთა მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების ახლებური რეგულირების საჭიროებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო სამუშაო პროცესის განხორციელებისას ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსული პირი ითხოვს საქართველოს მოქალაქედ მის ცნობას და შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. დღევანდელ დღეს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ყოველთვის ვერ ხორციელდება ისეთ გარემოებათა გამო, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ მათთვის მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭება, რომელსაც საქართველო ფაქტობრივად ანიჭებს იურიდიულ ძალას. გარდა ამისა, საკმაოდ დიდ დაბრკოლებას ამ კატეგორიის პირთათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში წარმოადგენს ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის დადგენილ ფარგლებში ცოდნის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ცოდნას მოკლებულია, ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ადგილზე შექმნილია ისეთი ვითარება, რომელიც ზღუდავს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის ყველანაირ შესაძლებლობას, მიზანმიმართულად ქმნის უამრავ დაბრკოლებას ქართულად განათლების მიღების შესაზღუდად. ენობრივი ბარიერის გამო მოსახლეობას არც საქართველოს სამართალსა და კანონმდებლობაზე გააჩნია წვდომა. სახელმწიფო ინტერესებში შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთა სრულყოფილი რეინტეგრაცია საქართველოში, მათზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება. რეალურად კი შექმნილია ისეთი ვითარება როდესაც პირი, რომელსაც დაბადებით ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა, სურს აღიაროს საქართველოს იურისდიქცია, ქართული კანონმდებლობის უზენაესობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები, მათ შორის სამხედრო ვალდებულებებიც, ხისტი საკანონმდებლო პოლიტიკის შედეგად მოკლებულია შესაძლებლობებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებულ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულიად უკანონოდ აღიარებულია რუსეთის მოქალაქედ. ამ ადამიანებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა უთუოდ შეუშლის ხელს დეოკუპაციის, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკის განხცორციელებას, დროებით დაკარგული ტერიტორიების რეინტეგრაციას. ასეთი რეინტეგრაცია კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ეტაპობრივად მოქცევის, მაშასადამე მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს ის გარემოება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობების ფონზე ასეთი პირების რაოდენობა იზრდება. კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეობის საკითხების რეგლამენტაცია არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი პირდაპირ ახლებური საჭიროებების მიმართულია იმ ღონისძიებათა საპირწონედ, რომელთა მეშვეობით რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად აკანონებს თავისი იურისდიქციის გავრცელებას მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. ამასთან ერთად, წინამდებარე კანონპროექტი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ მშვიდობიანი გზით მოგვარების სტრატეგიულ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ასევე, იუნესკოს მონაცემების თანახმად უახლოეს 20 წელიწადში გაქრობის საფრთხის წინაშე არსებული აფხაზურის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის აუცილებლობას. გარდა ზემოხსენებულისა, წინამდებარე კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირებისათვის საქართველოს მოქალაეობასთან დაკავშირებული საკითხებისა და პროცედურების სწრაფად, გამარტივებული წესით გადაწყვეტას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხები განსაზღვრულია და რეგულირდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებაც სწორედ ამ კანონში ცვლილების შეტანით უნდა განხორციელდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონპროექტის მიღება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 და 301 მუხლებით გათვალისწინებულ გარკვეულ პირთა კატეგორიას ერთის მხრივ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის დადგენასა და საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, წაახალისებს და ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას ერთიანი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და ფაქტობრივად მოაქცევს ასეთი კატეგორიის თავის მხრივ პირებს საქართველოს იურისდიქციის მოქმედების ფარგლებში, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის უზენაესობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების აღიარებას. მეორეს მხრივ კი, აღკვეთს საქართველოს საფუძველზე, სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას უკანონოდ გაცემულია ოკუპაციის რომელიც ისეთი დოკუმენტის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, გამარტივდება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასა ტერიტორიაზე და დადგენასთან დაბადებულ და დაკავშირებული მცხოვრებ პროცედურები პირთათვის. ოკუპირებულ ამავდროულად მოხდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის გარდამავალ დებულებებში 301 მუხლით დადგენილი სპეციალური ნორმების სრულ შესაბამისობაში მოყვანა ამავე კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია მოქალაქეობის მოპოვების მხოლოდ ორი ფორმა: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. მოქალაქეობის მოპოვების სხვა რაიმე ფორმას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ორგანული კანონის გარდამავალ დებულებებში კანონმდებელმა შეიტანა სპეციალური 30-ე და 301 მუხლი, რომლითაც განსაზღვრა გარკვეული კატეგორიის პირებზე მოქალაქეობის დადგენის სპეციალური წესი, ის თავისი არსით არ შეიძლება განიხილებოდეს მოქალაქეობის მინიჭების ახალ, მესამე ფორმად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნორმები არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და წინამდებარე ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან. მოქალაქეობის დადგენით კანონმდებელი გარკვეული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ მათი საქართველოს მოქალაქეებად დაბადების ფაქტის იურიდიული კონსტატაცია, ვინაიდან ისინი მოკლებულნი იყვნენ ამ შესაძლებლობას საქართველოს პოსტსაბჭოური მემკვიდრეობით გამოწვეული კანონმდებელი აქვე ერთმანეთისგან ცალსახად მიჯნავს დაბრკოლებების გამო. მოქალაქეობის დადგენასა და მოქალაქეობის მინიჭებას, რაც ხაზგასმითაა მითითებული ამავე კანონის 31-ე მუხლში, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, 301 მუხლით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიუხედავად მცხოვრები იმისა, რომ პირების თავისი საქართველოს არსით მოქალაქეობის ბოლომდე ვერ დადგენის შეესაბამება წესი, დაბადებით მოქალაქეობისათვის დამახასიათებელ „სისხლის პრინციპს“ და ეფუძნება ე.წ. „ნიადაგის პრინციპით“ მოქალაქეობის მოპოვების წესს, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების ფორმას და მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს წინამდებარე კანონის მე16 მუხლის დებულებები, რომლებიც ადგენენ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილ მსგავს სპეციალურ ნორმაზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოქალაქეობის დადგენის საკითხს, მე-16 მუხლის დებულებები არ ვრცელდება. მე-16 მუხლში ჩამოთვლილ გარემოებათა და დანაშაულთა კლასიფიკაციიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია თუ რატომ გაავრცელა კანონმდებელმა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულაციები 301 მუხლზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს კონფლიქტურ, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მოქალაქეობის დადგენის საკითხებს, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, ობიექტურად გაცილებით უფრო მართებულია პირს დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით, ხოლო მე-16 მუხლში ჩამოთვლილ გარემოებათაგან თუნდაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის) მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონში დაბადებულ და მცხოვრებ პირებზე მოქალაქეობის უკანონო მინიჭება და ე.წ. პასპორტიზაცია, პირდაპირ ეწინააღმდეგება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებს. აღსანიშნავია, ტერიტორიებიდან რომ არსებული საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით, კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული გადმოსული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცესში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები, რომელთა გაცემა განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დე-ფაქტო დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, არ განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლად. ასეთი მიდგომა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ სქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგვზავრო დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნებისიერი ორგანოს (მათ შორის უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის) ფუნქციონირება, რომელიც არ არის შექმნილი და განთავსებული საქართველოს სუვერენულ (ოკუპირებულ) ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არის უკანონო (არალეგიტიმური) და საქართველოს კანონმდებლობა მას არ ცნობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი (აქტი), რომელსაც იგი გამოსცემს არის უკანონო (არარა), მას არ გააჩნია არანაირი იურიდიული ძალა და შესაბამისად ის არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად. ამასთანავე ასეთი დოკუმენტი (აქტი) მხედველობაში მიიღება საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დროს სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენისას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას, მსგავსი მიდგომა არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ იმ პირებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი) მიღებული აქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აღნიშნული მიდგომა არ არის მართებული შემდეგ გარემოებათა გამო: როდესაც ოკუპირებულ განცხადებით მოქალაქეობის ტერიტორიაზე მინიჭების განმახორციელებელი სახელმწიფოს დაბადებული შესახებ, და მიმართავს მცხოვრები სამხედრო პირი ოკუპაციის (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობის საკითხების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოებს: 1. პირი ორგანოების წარადგენს მიერ თვითაღიარებული გაცემული პირადობისა რესპუბლიკის და შესაბამისი მოქალაქეობის დე-ფაქტო დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც არარად ცნობილია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (რაც ცალსახად განმარტებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ სქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით). 2. წარსდგება სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს წინაშე, როგორც თვითაღიარებული რესპუბლიკის და არა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ სცნობს და არ აღიარებს არც საქართველოს კანონმდებლობა და არც საერთაშორისო სამართლის ნორმები. 3. სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფო მიზანმიმართულად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში უგულებელყოფით ანიჭებს მოქალაქეობას თვითაღიარებული (სამართლის თვალსაზრისით „იურიდიულად არარსებული“) სახელმწიფოს და არა საქართველოს მოქალაქეს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირებისთვის მინიჭებული მოქალაქეობა უნდა განიხილებოდეს როგორც უკანონო, ხოლო გაცემული პასპორტი (არარად) და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად, იმ შემთხვევაში თუ იგი გაცემულ იქნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა მისი გაცემა (მაგ. სოხუმში, მოსკოვში თუ კრასნოდარის მხარეში). აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა არა ერთ თავის დადგენილებაში, მიმართვასა და განცხადებაში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ე.წ. მასობრივი პასპორტიზაცია უკანონოდ და საქართველოს კანონმდებლობის შებღალვად შეაფასა. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ: 1. საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 20 მარტის დადგენილება „აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ; 2. საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 26 აგვისტოს მიმართვა „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოსადმი; 3. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 30 იანვრის განცხადება. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცესში ე.წ. „უკანონო პასპორტიზაციასთან“ დაკავშირებული გარემოებების შეფასებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1975 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დაბადებული პირი ვერ მიიღებდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას ყოფილი სსრკ პასპორტის საფუძველზე, ვინაიდან მის მიერ 16 წლის ასაკის მიღწევის მომენტისათვის საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ პირთა გამიჯვნა, ვისაც შეეძლო მოეპოვებინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტის საფუძველზე იმათგან, ვინც მოიპოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა თვითაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე. იმისათვის, რომ გავმიჯნოთ ე.წ. „უკანონო პასპორტიზაცია“ სხვა ნებისმიერი კანონიერი საფუძვლით მოპოვებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობისაგან იმ ვითარებაში, როდესაც არ გვაქვს წვდომა კონკრეტული პირ(ებ)ის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვებისას წარდგენილი დოკუმენტაციის ამსახველ მონაცემებთან, მართებულია ასეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისროს თავად დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს), საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით მის მიერ უშუალოდ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესში. ამასთან ერთად დაინტერესებული პირი გაფრთხილებულ უნდა იქნას მის მიერ უტყუარი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ყალბი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის შესახებ. ასეთი ინფორმაცია სარეგისტრაციო განცხადებაში შეიძლება აისახოს შესაბამისი სპეციალური ჩანაწერის გასწვრივ გაკეთებული მონიშვნის სახით. ზემოხსენებული ინფორმაცია აისახება სამოქალაქო რეესტრის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია პუნქტზე. საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამტარ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რამდენადაც კანონი ამარტივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენასა და მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ამავდროულად ემსახურება სახელმწიფოში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ მშვიდობიანი გზით მოგვარების სტრატეგიულ ინტერესებს, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით უკუქცევითი ძალის საკითხი გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გარკვეული გავლენა იქონიოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შესაბამისი საფასურის სახით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მომსახურების საფასურიდან შესაბამისი დამატებული ღირებულების გადახდის სახით. კერძოდ, იქედან გამომდინარე, რომ წინამდებარე კანონპროექტი ამარტივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა, რაც ითვალისწინებს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდას. სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისად მიმართვიანობის რაოდენობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებამ გარკვეულ წილად შეიძლება წაახალისოს საქართველოს მოქალაქეობის მიმღები პირები საქართველოში მცირე ბიზნესის რეგისტრაციისა და წარმოების თვალსაზრისით, რაც ითვალისწინებს, როგორც მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო საქმიანობიდან მომსახურების საფასურის სხვადასხვა საგადასახადო გამომდინარე გადახდას, ასევე შემოსავლებს სამეწარმეო სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა, კერძოდ კი, იქედან გამომდინარე, რომ წინამდებარე კანონპროექტი ამარტივებს ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქალაქეობის დადგენისა დაბადებულ და და მცხოვრებ საგამონაკლისო წესით პირთათვის მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მსურველ პირთა რაოდენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ან და საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისებით სარგებლობის უფლება, მ.შ. სხვადასხვა სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ვრცელდება მოქმედი რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ფინანსდება როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური სამედიცინო მომსახურება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიიღებს ზემოხსენებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეობას და აქედან რამდენი პირი ისარგებლებს შესაბამისი სახელმწიფო სერვისებითა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებით შესაძლო სხვა სარგებლით. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სერვისები საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდება რესპუბლიკური და როგორც სახელმწიფო, ადგილობრივი ასევე ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებშიც. რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ის შესაბამისი განცხადებების განხილვას განახორციელებს საკუთარი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დადებითი ფინანსური შედეგები საქართველოს მოქალაქეობის მოქალაქეებისთვის მიმღებ განკუთვნილი პირთათვის, სახელმწიფო რაც და გამოიხატება საქართველოს საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებაში. ასევე, ვინაიდან კანონპროექტი იძლევა მეტ შესაძლებლობას რომ ზემოხსენებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა, რაც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადასახადს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი: • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატთან; • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსთან; • იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატთან; • უმაღლეს საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლესთან, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს გამგეობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ოთარ ბენიძესთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში • წერილი № 02/103 (15.06.2020წ.) - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი; • წერილი № 02/104 (15.06.2020წ.) - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი; • წერილი № 507/03 (12.06.2020) - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის არსებობის შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.