„2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 98 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლის და 132-ე მუხლის მე-2 და მე5 პუნქტების შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის
კონცეფცია“.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას:
ა) 2021 წლის 1 აპრილამდე, „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული
პოლიტიკის კონცეფციის“ (შემდგომში „კონცეფცია“) განხორციელებისთვის შეიმუშავოს
სამოქმედო გეგმა (შემდგომში „სამოქმედო გეგმა“), რომელშიც განსაზღვრული იქნება
კონკრეტული აქტივობები, განხორციელებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები;
ბ) საერთო კოორდინაცია გაუწიოს
განხორცილებას და მის მონიტორინგს.
კონცეფციისა
და
სამოქმედო
გეგმის
3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობების ერთეულებს, მათი კომპეტენციის
ფარგლებში, ხელი შეუწყონ კონცეფციის სტრატეგიული პრიორიტეტებისა და სამოქმედო
გეგმის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
კონცეფცია
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის
კონცეფცია
2020-2030
წლებისთვის
ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და
ახალგაზრდების მიერ
1
სარჩევი
I.
შესავალი
II. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანი
III. სტრატეგიული პრიორიტეტები
1. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა
2. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა
3. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
4. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება
5. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა
IV. კონცეფციის განხორციელება და მონიტორინგი
I.
შესავალი
ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის
სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები,
მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული
ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.
სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების,
გენდერული
თანასწორობის და გარემოს დაცვით პრინციპებს. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების,
როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების, მონაწილეობა და ჩართულობა
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა მათ აქტიურად შეიტანონ წვლილი ქვეყნის
განვითარებაში.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
დოკუმენტი“, რომლის შესრულებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი
ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას აღნიშნული მიმართულებით. მიღწეული
პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა,
რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას,
რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ახალგაზრდული პოლიტიკა სხვადასხვა
სექტორშია შეჭრილი. ამდენად, სახელმწიფოს ამოცანაა ახალგაზრდული პოლიტიკის
ეფექტიანი მართვა და კოორდინაცია ეროვნულ თუ მუნიციპალურ დონეზე. ახალგაზრდების
წინაშე არსებულ გამოწვევათა უგულებელყოფა დადებითად არ აისახება ქვეყნის
განვითარებაზე, მათ შორის, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა თუ დემოგრაფიული კუთხით.
არსებულ ამოცანათა მყისიერად გადასაჭრელად, ასევე სათანადო სახელმწიფო რესურსის
ინვესტირებისათვის 14-29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების1 ადამიანურ კაპიტალში,
საქართველოს პარლამენტმა მოამზადა და დაამტკიცა წინამდებარე კონცეფციის დოკუმენტი
(შემდგომში - „კონცეფცია“).
ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია ემსახურება:
-
1
ახალგაზრდების
ჯანმრთელობის,
სოციალურ-ეკონომიკური
კეთილდღეობის,
მრავალმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების
შექმნას
საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 1/5- 688,792 (მამაკაცი - 52%, ქალი - 48%) Geostat, 2019
2
-
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების
სრულფასოვანი მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას
-
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
მართვის სისტემის სრულყოფას
ზემოაღნიშნულის
უზრუნველსაყოფად,
კონცეფცია
განსაზღვრავს
სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 21 მოსალოდნელ შედეგს,
რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება.
წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის პროცესში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან,
ასევე სამოქალაქო თუ სხვა სექტორში მოქმედ დაინტერესებულ მხარეებთან.
კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა საქართველოს 12 თვითმმართველ
ერთეულში2 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის) ჩატარებული საკონსულტაციო
შეხვედრები3, ასევე 1,400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული გამოკითხვა4, რომელთა
შედეგები გათვალისწინებულია წინამდებარე კონცეფციაში. ამასთან, დოკუმენტში ასახულია
სამოქალაქო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.
კონცეფციის დოკუმენტი შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტმა გაეროს სააგენტოების (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO) ფინანსური და
ტექნიკური მხარდაჭერით; ასევე, კომიტეტთან შექმნილი „ახალგაზრდული პოლიტიკის
მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“5, ახალგაზრდული სააგენტოსა დაUSAID-ისა
და UNAG-ის პროგრამა PITA-ას აქტიური ხელშეწყობით6.
კონცეფცია ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებში დაცულ პრინციპებსა და მიდგომებს:
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი
ვალდებულებები, მათ შორის:
2
3
-
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
-
გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია
-
ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს
შორის
-
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 წლის დღის წესრიგი
-
გაეროს ახალგაზრდული სტრატეგია 2030 „მუშაობა ახალგაზრდებისთვის და
ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად“
-
ახალგაზრდული პოლიტიკის და პროგრამების თაობაზე ლისაბონის დეკლარაცია
-
მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის 25 წლისთავისადმი
მიძღვნილი ნაირობის სამიტის (Nairobi Summit on ICPD25) განცხადება
-
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის სტრატეგია 2030
გორი, მარნეული, დუშეთი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი, თბილისი
ნ. გოგოლაძე, თ. სირბილაძე, ა. კორეპანოვი, თ. ლომიტაშვილი. ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის განვითარების
ინიციატივა, საველე მოკვლევის შემაჯამებელი ანგარიში (2019). http://bit.ly/2HSX18R
4
5
ელექტრონული გამოკითხვის შედეგები იხილეთ: http://bit.ly/2Tad2N9
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის
მონიტორინგის
და
განვითარების
სამუშაო
ჯგუფის
დებულება
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/119421/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83
%91%E1%83%90
6
USAID-ის ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA-ას] აქტიური
ხელშეწყობით, პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).
3
-
ევროპის საბჭოს რეკომენდაციები ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით,
კერძოდ: CM/Rec(2017)4, CM/Rec(2016)7, CM/Rec(2015)3, CM/Rec(2010)7, Rec(2006)14,
Rec(2004)13, Rec(2003)8
-
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
2. ეროვნული სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტები, მათ შორის:
II.
-
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი (2014)
-
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების 2017-2030 წლების კონცეფცია
-
საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030
წლების ეროვნული სტრატეგია
-
საქართველოს ნაციონალური მიზნების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის განკარგულება
-
საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების
განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის (2019 წ)
ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანი
ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც
უზრუნველყოფილია ახალგაზრდების7 - როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,
თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები და განვითარების შესაძლებლობები.
III.
სტრატეგიული პრიორიტეტები
1. საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური
მონაწილეობა
წინამდებარე სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების მე-16
მიზანს8 .„ადგილობრივ და რეგიონულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების
მონაწილეობის შესახებ“ ევროპული ქარტიის თანახმად, საზოგადოების დემოკრატიულ
ცხოვრებაში მონაწილეობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე არჩევნებში ხმის მიცემა ან საკუთარი
კანდიდატურის დაყენება. მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების,
საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერას
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სათანადო ჩართულობისთვის. ახალგაზრდების
მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს შემდეგი შედეგების მისაღწევად:
მოსალოდნელი შედეგი 1.1: ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესში გაზრდილია.
საქართველოში ახალგაზრდების 90.4% იცის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მონაწილეობის უფლება აქვს9, თუმცა რეალურად მათი მონაწილეობის დონე ძალიან დაბალია
და ყოველწლიურად იკლებს (2014 წელს - 10.9%10, ხოლო 2016 წელს - 6 %11). საკონსულტაციო
შეხვედრებზე ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, რომ მათსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის
თანამშრომლობა სპორადული და არათანმიმდევრულია; არსებობს ნდობის დეფიციტი,
რომელიც განსაკუთრებით მწვავეა მუნიციპალურ დონეზე; ასევე ახალგაზრდებს არ აქვთ
7 ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდები; საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, 2014.
8 „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.“
9 ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში. 2014, UNICEF
10 ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში. 2014, UNICEF
11 თაობა გარდამავალ პერიოდში. 2016, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
4
რეალური გავლენა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს
გადაწყვეტილებები მათ უკავშირდება. აქედან მომდინარეობს მათი დაბალი მოტივაცია,
აქტიურად იყვნენ ჩართულნი დემოკრატიულ პროცესებში ადგილობრივ და ცენტრალურ
დონეებზე.12
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, სახელმწიფო
ორგანოებმა უნდა აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე სამოქალაქო
უფლებებსა და ვალდებულებებზე, მონაწილეობის გზებსა და მეთოდებზე. ასევე საჭიროა
ახალგაზრდების რეალური მონაწილეობის ხელშემწყობი მდგრადი სისტემური მექანიზმების
შექმნა (ახალგაზრდული საბჭოები, თანამენეჯმენტის მოდელები, სტრუქტურირებული
დიალოგი და/ან სხვა), რათა ახალგაზრდების მონაწილეობა არ აღმოჩნდეს სპონტანური,
არამედ იყოს მუდმივმოქმედი და თანმიმდევრული.
მოსალოდნელი შედეგი 1.2: ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში
გაზრდილია.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ინდიკატორია
პროცესებში.
ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ერთ-ერთი
მათი ჩართულობა მოხალისეობრივ აქტივობებსა და
2014-2016 წლებში13 საქართველოში დაფიქსირდა ახალგაზრდების მოხალისეობრივ
აქტივობებში ჩართვის ზრდის ტენდენცია - 24.3%-დან 27%-მდე. მნიშვნელოვანი მიღწევაა 2015
წელს მოხალისეობის შესახებ კანონის მიღება და ამ მიმართულებით განხორციელებული
სახელმწიფო პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ (საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, 2015-2018).
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად14 გამოიკვეთა, რომ არსებული
კანონი არ ითვალისწინებს მოხალისისა და მიმღები ორგანიზაციის წამახალისებელ
მექანიზმებს, რაც ფორმალურ მოხალისეობას მნიშვნელოვნად აფერხებს. ახალგაზრდებთან
კონსულტაციებისას კი აღინიშნა, რომ საზოგადოებას არასათანადოდ აქვს გაცნობიერებული
მოხალისეობის მნიშვნელობა და მისი დადებითი შედეგები. ამ მხრივ, განსაკუთრებით იკვეთება
მშობლების თაობის ნეგატიური განწყობა და უნდობლობა მოხალისეობრივ პროგრამებში
ახალგაზრდების ჩართულობის მიმართ.
ამ მიმართულებით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მექანიზმები
მოხალისეობის
ფაქტორებისა
(ახალგაზრდა,
ორგანიზაციული
სტრუქტურა)
და
მოხალისეობრივი პროგრამების ბიძგის მისაცემად და მოახდინოს მათი ინტეგრირება არსებულ
კანონმდებლობაში. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობისა და
ცნობიერების დონის ამაღლება მოხალისეობასა და მის დადებით შედეგებზე. განსაკუთრებულ
ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ფორმალური მოხალისეობის განვითარების
ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი 1.3: ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო მხარდაჭერა ხელმისაწვდომია
ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გზაა მათი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება. საკუთარი იდეების
განვითარებითა და რეალიზებით ახალგაზრდებს წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ საზოგადოების
განვითარებაში, არამედ პირადი გამოცდილების გამდიდრებასა და კომპეტენციების
გაუმჯობესებაში.
12
ნ. გოგოლაძე, თ. სირბილაძე, ა. კორეპანოვი, თ. ლომიტაშვილი. ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის განვითარების
ინიციატივა, საველე მოკვლევის შემაჯამებელი ანგარიში (2019).
13
ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში. 2014, UNICEF; თაობა გარდამავალ პერიოდში. 2016, ფრიდრიხ ებერტის
ფონდი.
14
მ. ფრასი, ნ.გოგოლაძე. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინირების რეკომენდაციები. 2019.
5
ამჟამად ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ საინიციატივო ჯგუფების პროექტები მეტწილად
საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ხორციელდება; სახელმწიფო მხარდაჭერა
შემოიფარგლება 2012-2017 წლებში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“
დაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
2019 წლიდან ფონდის ფუნქცია შეითავსა ახალგაზრდობის სააგენტომ - ეს არის ახალგაზრდული
ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერის მექანიზმი ცენტრალურ დონეზე.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში გაფართოვდეს თემატურ
პრიორიტეტთა არეალი და მოიცვას ახალგაზრდების ინტერესთა უფრო ფართო სპექტრი.
მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების იდეებისა თუ ინიციატივების მხარდაჭერა და
თანადაფინანსება არასისტემურია. დამკვიდრებული პრაქტიკით, თვითმმართველობა
მატერიალურ რესურსებს გამოყოფს უფრო მეტად ახალგაზრდების მიმართვის საფუძველზე,
ვიდრე რეგულარული საგრანტო პროგრამებით.15
ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების სახელმწიფო მხარდაჭერის
მეტი ხელმისაწვდომობისათვის, სახელმწიფო უწყებებმა ხელი უნდა შეუწყონ საგრანტო ან/და
დაფინანსების სხვა პროგრამების განხორციელებას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ
დონეზე.
2. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა
წინამდებარე სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4
მიზანს16.გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდებს დამოუკიდებელ ცხოვრებაზე
გადასვლის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ.ახალგაზრდების დასაქმების
საკითხებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შრომის
ბაზარზე ინტეგრირებისათვის თაობები უფრო და უფრო გრძელ და რთულ გზას გადიან. ამ გზის
დასაძლევად მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცხოვრების დამოუკიდებლად
წარმართვის უნარების ათვისება.17
ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების გარდა,
აუცილებელია ალტერნატიული მექანიზმები, რომლებიც მათ საკვანძო კომპეტენციების
განვითარებისა და პრაქტიკული უნარების ათვისების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს
თავდაჯერებულობის განმტკიცებასა და შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების
ჩამოყალიბებას.
ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის თანახმად, ასეთი ინსტრუმენტია არაფორმალური
განათლება. მისი დახმარებით შესაძლებელია ახალგაზრდების გაძლიერება, საზოგადოებაში
ინტეგრირება, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით
აღჭურვა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა.18 არაფორმალურ განათლებას
განსაკუთრებული წვლილი შეაქვს პიროვნების განვითარებაში და მას ფორმალური განათლება
ვერ ჩაანაცვლებს. წარმატებულ ახალგაზრდულ საქმიანობას და ახალგაზრდების აქტიურ
ჩართვას არაფორმალურ განათლებაში არაერთი დადებითი შედეგი მოჰყვება: სხვადასხვა
უნარისა და შესაძლებლობის განვითარება (ადამიანური კაპიტალი); პოზიტიური
ურთიერთობების დამყარება (სოციალური კაპიტალი); კონკრეტული, მაგალითად,
15
16
17
მ. ფრასი, ნ.გოგოლაძე. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინირების რეკომენდაციები. 2019.
„ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“.
Furlong, A. and Cartmel, F. (1997), Young people and Social Change, Buckingham: Open University Press; Helve, H. and Evans, K. (2013), Youth
and work transitions in changing social landscapes, London: Tufnell Press; Woodman, D. and Wyn, J. (2015), Youth and Generation: Rethinking
Change and Inequality in the Lives of Young People, London: Sage.
18
the European Union Youth Strategy 2019-2027
6
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქცევის შეცვლა (ჯანმრთელობის ხელშეწყობა);
შესაძლებლობების მობილიზება ყველა სფეროში (პიროვნული ზრდა)19, 20,21.
ახალგაზრდების პოტენციალის განვითარებისა და რეალიზების ხელშესაწყობად, სახელმწიფო
გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს შემდეგი შედეგების მისაღწევად:
მოსალოდნელი შედეგი 2.1: საქართველოში დანერგილია და ამოქმედებულია ახალგაზრდული
მუშაკის ინსტიტუტი.
ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის, ოჯახური და სამსახურეობრივი კონტექსტის მიღმა
ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულია ახალგაზრდული მუშაკი. მისი მონაწილეობა, სხვა
ამოცანებთან ერთად, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის სწავლის საკვანძო
კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. საქართველოში ახალგაზრდული მუშაკი არ არის
აღიარებული პროფესია, თუმცა, არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში უხვად არიან
ადამიანები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან ჰობი-ცენტრების, მასობრივი
სპორტის, კულტურულ-შემოქმედებითი წრეებისა თუ საზაფხულო ბანაკების ფარგლებში.
საკონსულტაციო შეხვედრებზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს არაფორმალური განათლების
შესაძლებლობათა სიმწირე, ერთფეროვნება და დაბალი ხარისხი როგორც რეგიონული
ცენტრების, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. ამ პრობლემას აღრმავებს ახალგაზრდული
მუშაკის პროფესიისა და საქმიანობის სტანდარტის არარსებობა. საქართველოში არ არის
ხელმისაწვდომი ახალგაზრდული მუშაკის მომზადების აკადემიური სასწავლო პროგრამები.
უკვე არსებული, პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების გადამზადებისა და კვალიფიკაციის
ამაღლების შესაძლებლობებიც მწირია. შედეგად, ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხი
შეუსაბამოა ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოთხოვნებთან.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში22, ქართულმა მხარემ აიღო
ვალდებულება, ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდულ საქმიანობას,
ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარებას და ამ კუთხით ევროკავშირთან
ითანამშრომლოს.
ამისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი ბაზის განვითარება,
ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის სტანდარტის და აპრობირებული საერთაშორისო
პრაქტიკის დანერგვა; ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად აღიარება და შესაბამისი
პროფესიული სტანდარტის შემუშავება. უნდა შეიქმნას შესაძლებლობები ახალგაზრდული
მუშაკების მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირებისათვის.
საჭიროა სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკების დასაქმების წახალისება,
განსაკუთრებით,
სახელმწიფო
მხარდაჭერით
განხორციელებული
ახალგაზრდული
პროგრამების ფარგლებში.
მოსალოდნელი შედეგი 2.2: ხარისხიანი არაფორმალური განათლების შესაძლებლობები
ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოში არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის გამოცდილება
სპორადულია. მას, ძირითადად, ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები
უძღვებიან. არაფორმალური განათლების კუთხით სახელმწიფო სერვისები, როგორც წესი,
შემოიფარგლება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული
19
Allison Dunne, Daniela Ulicna, Ilona Murphy, Maria Golubeva Checked by Daniela Ulicna, Margaret James. Working with young people: the
value of youth work in the European Union. European Commission. 2014
20
21
The impact of Non Formal Education on young people and society. AEGEE (Association des Etats Généraux des Etudiants de l΄Europe)
Young people’s views of the outcomes of non-formal education in youth organisations: its effects on human, social and psychological capital,
employability and employment. Journal of Youth Studies. 2016
22
ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის; 2014. მუხლი 360.
7
ღონისძიებებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების შეთავაზებული პროგრამებით (ე.წ.
წრეები), რაც საჭიროებს განახლებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. 23
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს: მუნიციპალურ დონეზე ხარისხიანი
ახალგაზრდული
საქმიანობის
განვითარებას;
ახალგაზრდული
საქმიანობისა
თუ
ახალგაზრდებთან
არაფორმალური
განათლების
შესახებ
ცნობიერებისა
და
ინფორმირებულობის დონის ამაღლებას სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებაში;
არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების გაუმჯობესებას და დამკვიდრებას;
არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული საქმიანობის მიმწოდებელი ორგანიზაციების
განვითარებას;
ახალგაზრდული
საქმიანობისა
და
არაფორმალური
განათლების
ხელმისაწვდომობას სოციალურად არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი, განსაკუთრებით,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისათვის.
მოსალოდნელი შედეგი 2.3: ახალგაზრდების ჩართულობა მობილობის24 აქტივობებში
გაზრდილია.
გლობალიზაციის პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრებაზე
მთელ მსოფლიოში. მობილობა იზრდება ქვეყნებს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ,
დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის, კულტურისა და სხვა მიმართულებებით.
განვითარებული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს,
შეინარჩუნონ კონტაქტი თავიანთ მეგობრებსა თუ ნათესავებთან საზღვარგარეთ, ინტერნეტის
საშუალებით მიწვდნენ ინფორმაციასა და შესაძლებლობებს გლობალური მასშტაბით. თუმცა,
საინფორმაციო ტექნოლოგიების დაბალი ხელმისაწვდომობა აბრკოლებს ამ პროცესს.25
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამ საქართველოში მნიშვნელოვნად
გაზარდა ახალგაზრდების მობილობის შესაძლებლობა. სასწავლო მობილობის26 პროგრამებში
ჩართულობამ იმატა ევროკავშირის პროგრამის Erasmus Plus-ის შედეგადაც. თუმცა,
ახალგაზრდების ფართო ჯგუფს აფერხებს ფინანსური წინაღობები, ენობრივი ბარიერი,
გეოგრაფიული დისტანცია და ინფორმაციის დაბალი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით,
სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.27
მობილობის ბარიერებს შორის დასახელებული ინფორმაციისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების დაბალი ხელმისაწვდომობა სირთულეს უქმნის ახალგაზრდების ზოგად
ინფორმირებულობასაც და ვირტუალურ მობილობასაც.28 მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდების 95%-ს ყოველდღიურად მიუწვდება ხელი
ინტერნეტზე, ეს კვლავ გამოწვევად რჩება.29 საკონსულტაციო შეხვედრებზე, განსაკუთრებით,
მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობის ძირითად მიზეზად
დასახელდა მისი სიძვირე. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ვირტუალურ მობილობას
აფერხებს ისიც, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ინტერნეტს უფრო სოციალური ქსელისა
(98.6%) თუ აუდიო-ვიდეო კავშირებისთვის (89.4%) იყენებს და ნაკლებად ინფორმაციის, ახალი
23
24
ჰობი-განათლების სტანდარტი, ესტონეთი. 2007. Hobby Education Standard. Estonia. 2007.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში განათლების მიღების, ტრენინგში მონაწილეობისა თუ
მოხალისეობის მიზნით. ევროკავშირი.
25
26
მსოფლიო ახალგაზრდობის ანგარიში 2005, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ახალგაზრდების გადაადგილება/მობილობა ქვეყნებს შორის განსაზღვრული დროის პერიოდში განათლების ან/და ახალი
ცოდნისა თუ კომპეტენციების განვითარების მიზნით. ახალგაზრდების სასწავლო მობილობა შესაძლებელია მრავალფეროვანი
პროექტებით როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში. ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის
თანამშრომლობა. https://pjp-eu.coe.int/en/web/youth-partnership/european-platform-on-learning-mobility
27
28
Evaluation of the Eastern Partnership Youth in Action Window. ევროკავშირი, 2014.
აქტივობათა ჯგუფი, რომელიც ხორციელდება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, ელექტრონული
სწავლების ჩათვლით, და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომობას განათლებისა და ტრენინგის კონტექსტში. ევროკავშირი.
29
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სტატისტიკური ინფორმაცია - საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები. 2019 წელი.
8
ამბების მოსაძიებლად (56.4%); ხოლო მისი მოხმარება განათლებისა და პიროვნული
განვითარების მიზნით შესწავლილი არ არის.
საერთაშორისო მობილობის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისათვის
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაღალი
ხელმისაწვდომობა, იზრუნოს მათ განათლებაზე ინტერნეტის გამოყენებისა და
კიბერუსაფრთხოების კუთხით, განავითაროს ახალგაზრდული საინფორმაციო სერვისები.
აუცილებელია ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა მობილობის პროექტებთან
დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. მნიშვნელოვანია უცხო ენების სწავლების ხარისხის
გაუმჯობესება და წახალისება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო
სივრცეში.
3. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
წინამდებარე სტრატეგიული მიმართულება, ერთი მხრივ, ესადაგება გაეროს მდგრადი
განვითარების შემდეგ მიზნებს30 3, 5, 10, 16. მეორე მხრივ, თანხვდება ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სტრატეგიას, რომლის
თანახმად, „ჯანმრთელობის ხელშეწყობა არის პროცესი, რომელიც ადამიანებს აძლევს
საშუალებას, გააძლიერონ კონტროლი საკუთარ ჯანმრთელობაზე და გაიუმჯობესონ
ჯანმრთელობა“ (ჯანმრთელობის ხელშეწყობის ოტავას ქარტია).
ინდივიდუალურ დონეზე ჯანმრთელობის ხელშეწყობა გულისხმობს საგანმანათლებლო
პროცესს, რომელიც ადამიანებს აწვდის ინფორმაციას და ეხმარება ჯანსაღი ქცევების
ფორმირებაში; თემის და მთლიანად საზოგადოების დონეზე კი - ისეთი პოლიტიკის,
სტრუქტურებისა და მხარდამჭერი სისტემების შექმნას, რომლებიც
ადამიანებში
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ქცევებს წაახალისებს.
ჯანმრთელობის
ხელშემწყობი
სტრატეგიების
განხორციელებისას
მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრევენციული ჩარევების
დანერგვა. კომპიუტერული, მობილური და ვებტექნოლოგიების
გამოყენება მიმზიდველია ახალგაზრდებისათვის და ხარჯთეფექტურიც.
ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო
გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს შემდეგი შედეგების მისაღწევად:
მოსალოდნელი შედეგი 3.1: ახალგაზრდებში ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების
(ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების, აზარტულ თამაშებსა და თანამედროვე
ტექნოლოგიურ საშუალებებზე დამოკიდებულების) მაჩვენებლები შემცირებულია.
ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პროცესი, როგორც წესი, მძაფრად მიმდინარეობს და
ამ დროს განსაკუთრებით გამწვავებულია ექსპერიმენტირების, მძაფრი შთაბეჭდილებების
განცდისა და რისკის შემცველი ქცევებისაკენ სწრაფვა, რამაც, შეიძლება, მოზარდს
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა ან აზარტული თამაშებისკენ უბიძგოს.
2019 წლის მონაცემებით31, მოზარდებში მაღალია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების
მაჩვენებელი. ასევე პრობლემურია არალეგალური ნარკოტიკების, კერძოდ, მარიხუანას
მოხმარება.
30 მიზანი 3 -„ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის“;
მიზანი 5 - „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება“;
მიზანი 10 - „უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის“;
მიზანი 16 - „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის,
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების
მშენებლობა ყველა დონეზე.“
31
სირბილაძე თ., ჯავახიშვილი მ., კობაიძე მ., ჭიჭინაძე თ., ბენაშვილი მ. (2019). ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური
ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების კვლევა საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თბილისი, საზოგადოებრივი
გაერთიანება ბემონი
9
საქართველოში ქიმიური და ქცევითი ადიქციის კუთხით ძალიან პრობლემურია ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ე.წ. „ბიო ნარკოტიკების“) მოხმარება და აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულება. ახალგაზრდებში საძილე-დამამშვიდებელი საშუალებების და ბიო
ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლები ანალოგიურ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს
აღემატება.32
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა
და ტექნოლოგიური ადიქციის პრობლემა მკაფიოდ გამოიკვეთა ახალგაზრდებთან
საკონსულტაციო შეხვედრებზე. მონაწილეთა შეფასებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები
უნდა გადადგას მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებისათვის, ვინაიდან ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების პრევენციული
ღონისძიებები საქართველოში ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და საინფორმაციო კამპანიებით
შემოიფარგლება. ახალგაზრდები ასევე ხაზს უსვამდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციის ნაკლებობას.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანსაღი ქცევის პრევენცია
მიიღწევა თანმიმდევრული, კომპლექსური პროგრამებითა და არა ერთჯერადი იზოლირებული
კამპანიებით/ქმედებებით. ამ მიმართულებით საჭიროა როგორც პრევენციული პროგრამების
ეროვნული სტანდარტის შემუშავება, პრევენციის კომპლექსურ პროგრამებში აზარტულ
თამაშებზე დამოკიდებულებისა და ტექნოლოგიური ადიქციის პრევენციის საკითხების
ინტეგრირება, ასევე დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდების მკურნალობისა და
რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი 3.2: რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
ახალგაზრდების ცნობიერების დონე გაზრდილია.
საქართველოში ახალგაზრდებისა და მოზარდების ინფორმირებულობის დონე დაბალია,
როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების,
მათ შორის, აივ/შიდსის შესახებ.33,34 ეს არა მარტო ზრდის ინფექციის მიმართ მათ
მოწყვლადობას, არამედ ამძაფრებს აივ პოზიტიური ადამიანების მიმართ სტიგმასა და
დისკრიმინაციულ განწყობებს, რაც თავისთავად აფერხებს აივ-ინფექცია/შიდს-ზე სახელმწიფოს
ეფექტიან რეაგირებას.
ბოლო პერიოდში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის შესაბამისი საგნობრივი
სტანდარტების განახლების ფარგლებში, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანსაღი
წესი, გენდერული თანასწორობა თუ სხვა საკითხები შევიდა ზოგადი განათლების რამდენიმე
საგანში.
მიუხედავად აღნიშნული პროგრესისა, საქართველოს განათლების სისტემა ჯერ კიდევ
მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. აღნიშნულ საკითხებზე ახალგაზრდების მეტი
ინფორმირებულობისათვის საჭიროა მათთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის
მიწოდება ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, სწავლების განახლებული
სტანდარტის ადეკვატური ასახვა ახალ სახელმძღვანელოებში და მასწავლებლების
კვალიფიკაციის ამაღლება. არანაკლები მნიშვნელობისაა საზოგადოებისა და მშობლების
ცნობიერების
ამაღლება
და
მათი
მხარდაჭერის
მობილიზება.
საჭიროა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლებში ინტეგრირდეს სპეციალური ფუნქცია ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
მომსახურება და ამ სერვისების განვითარებაში ახალგაზრდების (განსაკუთრებით, თანატოლგანმანათლებლების) ჩართვა.
32
33
34
European School Survey Project on Alcohol and Other Drugs (ESPAD). 2015
ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში, 2014. გაეროს ბავშვთა ფონდი
Multiple Indicator Cluster Survey (MICS6)
10
მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
მომსახურებები მიეწოდებოდეს 2017-2030 წლების დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის
სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ამ სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს
ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი ფორმით.
მოსალოდნელი შედეგი 3.3: ბავშვთა/ადრეული ქორწინების და მოზარდთა ორსულობის
მაჩვენებლები შემცირებულია.
ბავშვის ასაკში ქორწინება გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ
ფორმად რჩება35 - ბავშვთა ქორწინების და მოზარდობის ასაკში ორსულობის მაჩვენებლები
საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს
აღემატება. 2018 წლის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის36 თანახმად, 20-24 წლის
გოგონების 13.9% დაქორწინდა 18 წლის ასაკამდე. ეს მაჩვენებელი არ შემცირებულა 2010 წლის
შემდეგ.
დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემაში არ არსებობს მოზარდებისა და ახალგაზრდების
საჭიროებებზე მორგებული, მათდამი მეგობრული სერვისები სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის სფეროში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვთა/ნაადრევი ქორწინებისა
და მოზარდობის ასაკში ორსულობის პრევენციისათვის.
საკონსულტაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები ხაზს უსვამდნენ ადრეული ქორწინების და
გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემებს. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს ბავშვის/ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის დაძლევა, რაც
არსებითია გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ადამიანის მდგრადი, თანასწორი
განვითარებისათვის.
მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ქორწინების კანონიერ
ასაკსა და გენდერული ნიშნით ძალადობის სამართლებრივ რეგულაციებზე. ასევე, ახალგაზრდა
თაობის აღჭურვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციით სქესობრივი და
რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის
პრინციპებზე. აუცილებელია სტიგმის შემცველი მიდგომებისა და პრაქტიკის აღმოფხვრის
ხელშეწყობა, იმ სოციალური ნორმების ცვლილება, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ
გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს.
მოსალოდნელი შედეგი 3.4: ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია.
ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა დღეს მნიშვნელოვანი საზრუნავია, რომელიც
დარგის ექსპერტებისა და პოლიტიკის შემქმნელების ყურადღებას საჭიროებს.
2018 წელს საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირდა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის
326 შემთხვევა 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 432 შემთხვევა 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში37.
სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე
ახალგაზრდა ადასტურებს დეპრესიული განცდების არსებობას.38
ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩატარებულ საკონსულტაციო
შეხვედრებზე ახალგაზრდები ხშირად საუბრობდნენ ოჯახის მხრიდან შეზღუდვაზე, მშობლების
უნდობლობაზე, გადაჭარბებულ კონტროლსა და მითითებებზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
ახალგაზრდებმა ასევე პრობლემად გამოყვეს უიმედობის, დეპრესიისა და სუიციდის სურვილის
35
The European Union for Georgia, GEOSTAT, and UN Women (2018) National Study on Violence Against Women in Georgia 2017, Tbilisi: UN
Women, p.12.
36
37
38
Multiple Indicator Cluster Survey (MICS6)
სტატისტიკური ცნობარი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმერთელობის ეროვნული ცენტრი,2018
სირბილაძე თ., ჯავახიშვილი მ., კობაიძე მ., ჭიჭინაძე თ., ბენაშვილი მ. (2019). ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური
ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების კვლევა საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თბილისი, საზოგადოებრივი
გაერთიანება ბემონი
11
განცდა. ისიც აღნიშნეს, რომ მათ არ გააჩნიათ გარემოსთან ადაპტაციისა და ცხოვრებისეულ
სირთულეებთან გამკლავების უნარ-ჩვევები.
დღეისათვის საქართველოში პრაქტიკულად არ ტარდება მოზარდებისა და ახალგაზრდების
ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე მიმართული ღონისძიებები.
ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ სახელმწიფოს
ძალისხმევა მიემართებოდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის მეტად
ინფორმირებასა და სტიგმის შემცირებას, ასევე, მოზარდებსა და ახალგაზრდებში
ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საჭიროა
პოზიტიური მშობლობის პრაქტიკის გაღრმავებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა.
აგრეთვე ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების შექმნა/გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი 3.5: მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ყველა ფორმის
ძალადობა და დისკრიმინაცია შემცირებულია.
მოზარდების მიმართ ძალადობას მოჰყვება უშუალო და გრძელვადიანი საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შედეგები და ეკონომიკური დანახარჯები, რაც საფრთხეს უქმნის განათლებაში,
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში ჩადებულ ინვესტიციას და აქვეითებს მომავალი
თაობების პროდუქტიულობას.
ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრებზე მონაწილეები განსაკუთრებით ხშირად
აღნიშნავდნენ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, მათ შორის: სამუშაო ადგილზე
დამსაქმებლის მხრიდან (ასაკის, სამუშაო გამოცდილებისა და მუშაობის სტაჟის არარსებობის
გამო), სექსუალური ორიენტაციის, ნასამართლეობის, ფიზიკური ან/და ფსიქიკური
ჯანმრთელობის დარღვევის, შეზღუდული შესაძლებლობისა და გენდერული ნიშნით.39
საქართველოში ახალგაზრდები დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად განიცდიან განათლების
დაბალი დონისა (24%) და ეკონომიკური მდგომარეობის (31%) გამო.40 ამ თვალსაზრისით,
განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ ისინი, ვინც სოციალურად არახელსაყრელ
მდგომარეობაშია და რესურსებსა თუ შესაძლებლობებზე, სხვებთან შედარებით, ნაკლები
წვდომა აქვს.
საქართველოში გავრცელებულია მოზარდების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ძალადობა41 ოჯახში, რის შედეგადაც ვითარდება დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაცია და
მოზარდთა დამოუკიდებლობის შეგრძნების დაქვეითება. ასევე, ძალიან მაღალია სკოლებში
ახალგაზრდებს შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მაჩვენებლები.
ფსიქოლოგიური ძალადობა არ აღიქმება ისეთივე მნიშვნელობის მქონედ, როგორც ფიზიკური
ძალადობა.42 ბოლო წლებში აქტუალური გახდა ონლაინ ძალადობა, კერძოდ, სიძულვილის ენა,
ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა ინტერნეტის საშუალებით - ე.წ. კიბერბულინგი.
საქართველოში
ძალადობისა
და
დისკრიმინაციის
შემცირების
მიმართულებით
განხორციელებული ქმედებების (საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, პრევენციის პროგრამების
განხორციელება და სხვა) მიუხედავად, მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობა და
დისკრიმინაცია კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან
ყურადღებას მოითხოვს.
საჭიროა ძალადობისა და დისკრიმინაციისგან მოზარდებისა თუ ახალგაზრდების დაცვის
მექანიზმების სრულყოფა, ყველა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პერიოდული გადახედვა და
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, აუცილებელია საზოგადოების
39
ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრებისა და გამოკითხვის შეჯამებული ანგარიში. 2019. საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი, UNFPA, UNDP, UNICEF, UNIDO, ILO.
40
41
42
„თაობა გარდამავალ პერიოდში“, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2016
ბავშვის მიმართ ძალადობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2018
ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდი. 2018
12
ფართომასშტაბიანი ინფორმირება, რომ მოზარდთა მიმართ ძალადობა - როგორც
აღმზრდელობითი ზომა - დაუშვებელია და მავნე ზემოქმედება აქვს; ძალადობის
იდენტიფიცირებისა და შემდგომი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია გზამკვლევთა შემუშავება,
რეფერირების სისტემისა და პროცედურების შესაბამისად.
მოსალოდნელი შედეგი 3.6: ახალგაზრდებისთვის რეკრეაციულ ინფრასტრუქტურასა და
სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია.
თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების
ფიზიკური, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი განვითარებისათვის. ახალგაზრდებთან
კონსულტაციებისა და კვლევის43 შედეგად, გამოიკვეთა ახალგაზრდული არაფორმალური
განათლების, ხარისხიანი ჰობი-განათლებისა და გასართობი დაწესებულებების ნაკლებობა
რეგიონულ ცენტრებსა და სოფლებში. გამოვლინდა ისეთი სივრცეების სიმწირე, რომელთაც
ახალგაზრდები თავშეყრის, ურთიერთობისა და გართობისთვის გამოიყენებენ. ეს პრობლემები
განსაკუთრებით აქტუალურია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან
მუნიციპალურ ცენტრებამდე გადაადგილება მათთვის ბარიერებთანაა დაკავშირებული. ასევე
მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპორტული და სხვა
ინფრასტრუქტურის (ჰობი-ცენტრების, მოსწავლე ახალგაზდობის სასახლეების) ადაპტირების
საკითხი, რაც კავშირშია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან.
ამოცანის შესასრულებლად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:
რეკრეაციული სივრცეების (ბაღები, სკვერები, ტურისტული ბილიკები, სალაშქრო და საბანაკე
ინფრასტრუქტურა) მოწყობა-განახლება; გასართობი და შემეცნებითი სივრცეების შექმნა,
ხარისხიანი პროგრამების და სერვისების მრავალფეროვნების ზრდა, კულტურული
დაწესებულებების, ასევე თვითშემოქმედების შესაძლებლობების შექმნა და მათზე
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი 3.7: ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის დონე გაზრდილია და
ჭარბწონიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
საქართველოს 18-34 წლის ახალგაზრდების დიდი ნაწილი - 66%, ფაქტობრივად, საერთოდ არ
არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით და მხოლოდ 26% ახერხებს, სულ ცოტა, კვირაში
ერთხელ ვარჯიშს.44 საერთაშორისო კვლევის45 თანახმად, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა
საქართველოს ყოველწლიურად 16.8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, საიდანაც ჯანდაცვის
სისტემის პირდაპირი დანახარჯი დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია, ხოლო
პროდუქტიულობის დანაკარგი - 4.4 მილიონი ლარი.
არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობის
გავრცელებას. ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არ იცავს ჯანსაღი კვების თანაფარდობის
პრინციპს.46
სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ახალგაზრდების ინფორმირებასა და სწავლებაზე
გონივრული კვების არსსა და უპირატესობებზე. ასევე საჭიროა საზოგადოების უკეთ
ინფორმირება სიმსუქნესთან დაკავშირებულ რისკებსა და სიმსუქნის პრევენციის
მნიშვნელობაზე.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების
ზეგავლენის შეფასების ანგარიშში47 აღნიშნულია, რომ მასობრივი სპორტის განვითარების
43
44
45
ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 2020
საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპორტთან მიმართებაში. საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი. 2013
Ding, Kenny D Lawson, Tracy L Kolbe-Alexander, Eric A Finkelstein, Peter T Katzmarzyk, Willem van Mechelen, Michael Pratt. The economic
burden of physical inactivity: a global analysis of major non-communicable diseases. 2013
46
ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ქცევა თელავის მუნიციპალიტეტის მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი. 2017
47
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/121002/Sport_RIA_-_PARL-2019_final_text
13
სახელმწიფო პროგრამები, ძირითადად, მოკლებულია თანმიმდევრობას და სისტემურობას.
დამკვიდრებული პრაქტიკით, ეს პროგრამები შედგება სპორტული ღონისძიებებისგან,
რომელთა შედეგებიც ფასდება მონაწილეთა რაოდენობით. სპორტზე პასუხისმგებელ საჯარო
დაწესებულებათა პროგრამებში სპორტი არ გამოიყენება, როგორც არაგადამდები დაავადებების
პრევენციის და ჯანმრთელობის განმტკიცების საშუალება.
ზემოაღნიშნული მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის
აუცილებლობაზე, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობა და სპორტში
ჩართულობის დონე. ამისათვის საჭიროა წახალისდეს ახალგაზრდების სპორტული აქტივობა ჩართვა როგორც პროფესიულ, ასევე სამოყვარულო სპორტში. ამ მხრივ სახელმწიფოს
საზრუნავია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისეთი მულტისექტორული
მიდგომების შემუშავება, რომლებიც წაახალისებს ფეხით სიარულს, ველოსიპედით
გადაადგილებას, ფიზიკური ვარჯიშის სხვა ფორმებს და ასევე უზრუნველყოფს ამ
აქტივობებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
4. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება
წინამდებარე სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ
მიზნებს48: 4, 5, 8, 9, 10.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო გადადგამს შესაბამის
ნაბიჯებს შემდეგი შედეგების მისაღწევად:
მოსალოდნელი შედეგი 4.1: ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე
მნიშვნელოვნად შემცირებულია
საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიუხედავად,
უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. უმუშევრობის მაღალი დონე,
რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.49
2018 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში მთლიანი უმუშევრობის დონე 12.7% იყო, საიდანაც 15-19
და 20-24 ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი, შესაბამისად, 26,6% და 30,8% აღწევდა.50
საკონსულტაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ
ძალიან ცოტაა მათ საჭიროებებს მორგებული სამუშაო ადგილები, რომლებიც საშუალებას
მისცემს, არ მოსწყდნენ სასწავლო პროცესს და იზრუნონ თვითგანვითარებაზე. მონაწილეები
განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს მათზე მორგებული სტაჟირების პროგრამების ნაკლებობას,
რაც სასურველ პროფესიაში მათ ჩართულობას უზრუნველყოფდა. მათივე თქმით,
დამსაქმებლის მოთხოვნები ხშირად არარეალისტურია, ახალგაზრდებისგან ითხოვენ ისეთ
გამოცდილებას, რისი მიღების საშუალებაც ქვეყანაში მწირია.
შეუსაბამობა მოთხოვნილსა და მიწოდებულ უნარებს შორის მაღალი უმუშევრობის ერთ-ერთი
მთავარი მიზეზია. შესაბამისად, ამ მიმართულებით, აუცილებელია სამუშაო ადგილების
პროგნოზირებისა და კარიერული კონსულტირების არსებული სისტემის დახვეწა.51
აუცილებელია ფორმალური, არაფორმალური და პროფესიული განათლების ხარისხის
გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვნად აღმოფხვრის შრომის ბაზარზე არსებულ დისბალანსს.
48
მიზანი 4 -„ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა
ყველასათვის“; მიზანი 5 - „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება“;
მიზანი 8 -„სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და
ღირსეული სამუშაო ყველასათვის“; მიზანი 9 - „მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული
ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა“; მიზანი 10 -„უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის“.
49
„საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების
სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა“; საქართველოს მთავრობის დადგენილება №199; 2013
წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი
50
51
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რომლებიც ნაკარნახევია ე.წ. „მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის“ აუცილებლობით, მათ შორის, ცირკულარული, ინოვაციური და
მწვანე ეკონომიკის მიმართულებით
14
საჭიროა, რომ განათლების სისტემა სწორად პასუხობდეს დამსაქმებლის მთავარ მოთხოვნებს
კონკრეტული პროფესიისა და უნარ-ჩვევების კუთხით. უნდა ამაღლდეს პროფესიული
განათლების რგოლის რეპუტაცია ახალგაზრდებს და მათ მშობლებს შორის. ამასთან,
გაიზარდოს პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ისინი
ტექნიკურად თუ ტექნოლოგიურად აღიჭურვონ. კერძო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს
პროგრამების შემუშავებაში. მნიშნელოვანია პროფესიული სწავლების ინტეგრირება სასკოლო
დონეზე. ასევე, რეკომენდებულია ინოვაციებზე დაფუძნებული ინდუსტრიული პოლიტიკის
გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობათა გაზრდას.
არსებითია ახალგაზრდების ხელშეწყობა სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის ეტაპზე, მათი
შრომის ბაზარზე უკეთესი ინტეგრირებისთვის. აღნიშნული მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი
იქნება სტაჟირების პროგრამების დახვეწა, ხელფასის სუბსიდირების პროგრამების
გაუმჯობესება,
ასევე
ალტერნატიული,
ინოვაციური
ინიციატივების
ხელშეწყობა,
განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი 4.2: განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი
ახალგაზრდების წილი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
2017 წლის მდგომარეობით, 15-29 ასაკობრივ ჯგუფში, განათლების, დასაქმებისა და
ტრენინგების მიღმა მყოფი (Not in Education, Employment, or Training - NEET) ახალგაზრდების
წილი 30%-ს აღწევდა (ქალები 35.9%-ია, მამაკაცები - 24.7%). შედარებისთვის, აღნიშნულ
ასაკობრივ ჯგუფში OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 6,5%-ია.52
მნიშვნელოვანია NEET ახალგაზრდებისთვის სამუშაო ძალაში ჩართვის შესაძლებლობათა
დროულად შეთავაზება ან სწავლის პროცესში დაბრუნება, რაც მომავალში სასურველი და
ღირსეული სამუშაოს მოძიების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად აუცილებელია ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის
სფეროს კოორდინაციის გაძლიერება. მაღალი დონის კოორდინაციამ უნდა უზრუნველყოს
ახალგაზრდების მხარდაჭერა განათლების, განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლის, პირველი
სამუშაო გამოცდილებისა და ადრეული დასაქმების ეტაპებზე.
ახალგაზრდების იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ,
უნდა შემუშავდეს ალტერნატიული პროგრამები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და
თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესება, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება,
გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და იპოვონ სასურველი სამსახური.
საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ NEET ახალგაზრდების პროპორციის შემცირების
კუთხით განსაკუთრებით დიდი როლი აქვს ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტს.
მოსალოდნელი შედეგი 4.3: დასაქმებასა და სამუშაო ძალაში ახალგაზრდების მონაწილეობის
უთანაბრობა შემცირებულია.
უთანაბრობა დასაქმების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ფაქტორია. კერძოდ, მწვავე
პრობლემაა სქესის მიხედვით დისბალანსი სამუშაო ძალაში მონაწილეობასა და დასაქმების
მაჩვენებლებში. საქართველოში სამუშაო ძალაში ახალგაზრდა (15-29 ასაკობრივი ჯგუფის)
მამაკაცთა წილი 65.4%-ია, ხოლო ქალების 34.9%-ს აღწევს.53 თვალშისაცემია დასაქმების
არათანაბარი პროპორცია როგორც დარგების მიხედვით, ისე სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში
დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის.54,55
52
53
54
55
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (რონდელის ფონდი), პოლიტიკის დოკუმენტების სერია 2019
YOUTH TRANSITION TO WORK IN GEORGIA - ETF, 2018.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2017
15
ასევე მწვავეა რეგიონული უთანაბრობა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 60% ცხოვრობს
სოფლად, ხოლო დასაქმებულთა მხოლოდ 30% მოდის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
ახალგაზრდობის უმეტესობა, დაახლოებით 29%, თბილისში ცხოვრობს.56
ასევე აღსანიშნავია იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის უმუშევრობის მაღალი
მაჩვენებელი, სხვა ჯგუფებთან შედარებით.
სამუშაო ძალაში ახალგაზრდების მონაწილეობის უთანაბრობის შემცირებისთვის, საჭიროა
განახლდეს არსებული პოლიტიკის დოკუმენტები და შემუშავდეს მიზანმიმართული დახმარების
პროგრამები, რაც წაახალისებს ახალგაზრდა ქალების, იძულებით გადაადგილებული პირებისა
და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სამუშაო ძალაში მონაწილეობას, გაზრდის მათ მობილობასა და
ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას.
მოსალოდნელი შედეგი 4.4: ახალგაზრდების დასაქმების და სამუშაოზე მიღების არასათანადო
პრაქტიკა შემცირებულია.
განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკა . ამაზე
მიუთითებს ის, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს წერილობითი კონტრაქტი
დამქირავებელთან და სამსახურეობრივი ურთიერთობა არ არის ფორმალიზებული. ამასთან,
ახალგაზრდებს შორის ბევრი მუშაობს არასრულ განაკვეთზე ან დროებით დასაქმებულია.57
ასევე ხშირია არაანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკაც.
დასაქმების პრაქტიკის კუთხით საგულისხმოა, რომ ახალგაზრდების სამუშაოზე მიღების
მთავარი წყარო არაფორმალური არხებია. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით,
საქართველოში ახალი კადრის აყვანისას დამსაქმებლის უმთავრესი წყაროა ნათესავები,
მეგობრები და ნაცნობები (44,9%).58
ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად, საჭიროა დასაქმების
სტრუქტურული გაუმჯობესება, კონკრეტულად კი იმ სექტორების ხელშეწყობა, სადაც ნაკლებია
სამსახურში აყვანა არაფორმალური გზებით და ახალგაზრდებს ღირსეულ, მათზე მორგებულ
სამუშაოს სთავაზობენ.
მოსალოდნელი შედეგი 4.5: ახალგაზრდებს შორის მეწარმეობის დონე ამაღლებულია.
მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის გამოცხადებული პრიორიტეტია.59 ბოლო
წლებში დამტკიცდა რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი და სახელმწიფომ ამ მიმართულებით
არაერთი პროგრამა განახორციელა. თუმცა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მაგ.
„ახალგაზრდა მეწარმე“), ეს პროგრამები კონკრეტულად ახალგაზრდების ჯგუფის
საჭიროებებზე მორგებული არ ყოფილა. ასეთი არადიფერენცირებული მიდგომა
ახალგაზრდებს ხშირად ტოვებს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა და ხელს უშლის მათ
ეკონომიკურ გაძლიერებას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 17%-ს ერთხელ მაინც უცდია საკუთარი
საქმის დაწყება60, ქართული საწარმოების წარმატების დონე გაცილებით ჩამორჩება ანალოგიურ
მაჩვენებელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ფორმალური სამეწარმეო განათლება ფაქტობრივად არ არსებობს, ან ძალიან არაეფექტიანია.
მეწარმეობა არ არის ეროვნული სასწავლო პროგრამის ნაწილი საშუალო საფეხურის
განათლების ნაწილში. ბოლო პერიოდში რიგი ღონისძიებები გატარდა პროფესიულ
სასწავლებლებში სამეწარმეო სწავლების დანერგვის მიმართულებით, თუმცა, გამოწვევები
56
57
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
Good Practices Of Youth Employment, Labor Market And Entrepreneurship Based On The Experiences of Poland, Estonia and the US, DRC,
EU4Youth project, 2019
58
59
60
„უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2017
Enterprenership Rate- რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს ახალგაზრდების მონაწილეობას მეწარმეობაში.
Georgia at Work: Assessing the Jobs Landscape, The World Bank Group. 2018
16
კვლავ რჩება. ხარვეზებია არაფორმალური განათლების კუთხითაც. კვლევის თანახმად,
არაფორმალური განათლების პროგრამების მხოლოდ მცირე რაოდენობა ფოკუსირდება
სამეწარმეო განათლებაზე.61 მთლიანობაში, დეფიციტურია ისეთი პროგრამები, რომლებიც
ორიენტირებულია პრობლემების გადაწყვეტაზე, პასუხისმგებლობის აღებასა და ლიდერობაზე.
რეგიონებში
განხორციელებული
საკონსულტაციო
შეხვედრებისას
ახალგაზრდების
დასახელებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა საწყისი კაპიტალის სიმცირე,
ცოდნის ნაკლებობა, პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე და მოტივაციის
ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობას
საკუთარი მიწა აქვს, ბევრ მათგანს მაინც ურჩევნია დედაქალაქში ცხოვრება და ანაზღაურებადი
სამუშაო, რომელიც ხშირად ბინის ქირის გადასახადსაც კი არ ჰყოფნის. სოფლის მეურნეობის
დაბალი პოპულარობა, რეგიონში ეკონომიკური და გართობის საშუალებების სიმცირე,
გრძელვადიანი პერსპექტივის არარსებობა - ამის მთავარი მიზეზებია.
ახალგაზრდებს შორის დაბალია პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის დონე. კვლევის
მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტს „აწარმოე საქართველოში“
პროგრამის შესახებ ინფორმაცია აქვს, ხოლო „ახალგაზრდა მეწარმეს“ მხოლოდ 14,7% იცნობს.62
საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტები ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით უნდა ეხმიანებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდულ
სტრატეგიას (Youth 2030), განსაკუთრებით, სტრატეგიის მესამე თემატურ პრიორიტეტს „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება ღირსეული დასაქმების გზით“.
საქართველოში ახალგაზრდებს შორის მეწარმეობის დონის ამაღლების მიზნით, საჭიროა
არსებული მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების ახალგაზრდებზე ორიენტაციის
გაძლიერება და ახალგაზრდების მეინსტრიმინგი.
გარდა ამისა, საჭიროა ახალგაზრდებზე ორიენტირებული ახალი ინტეგრირებული მიდგომის და
ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება. ამ მიმართულებით მნიშნელოვანია თვითდასაქმებისა
და მეწარმეობის ხელშემწყობი ერთიანი ეკოსისტემის ხედვის შემუშავება.
საჭიროა სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის გაძლიერებაც. არსებითია ახალგაზრდების
ადრეული სამეწარმეო განათლება, მათთვის გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა
და მათი დახმარება ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებაში. აღნიშნული
მიმართულებით რეკომენდებულია სამეწარმეო განათლების ინტეგრირებული სტრატეგიის
შემუშავება, სასკოლო განათლების რგოლში სამეწარმეო უნარების სწავლების შემოღება,
პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული სამეწარმეო განათლების
ხარისხის ამაღლება, მეწარმეობის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების
პროგრამების ხელშეწყობა და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს
სამეწარმეო განათლებას ქვეყანაში.
სოციალური მეწარმეობის კუთხით კი საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის
გაუმჯობესება, ხელშემწყობი პროექტების ინიცირება და მხარდაჭერის გაძლიერება,
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს
შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ქვეყანაში.
61
Save The Children. Youth-focused gender-sensitive Labor market assessment, (Kakheti, Shida Kartli, Samegrelo-Zemo Svaneti and MtskhetaMtianeti)
62
Save The Children. Youth-focused gender-sensitive Labor market assessment, (Kakheti, Shida Kartli, Samegrelo-Zemo Svaneti and MtskhetaMtianeti)
17
5. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
მართვის სრულყოფა
წინამდებარე სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ
მიზნებს63: 16, 17.
ახალგაზრდული პოლიტიკა განსხვავდება დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებებისგან
თავისი სპეციფიკით - ის სექტორთაშორისი დარგია. ახალგაზრდობის საკითხები ეხება ყველა
სექტორს (ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, დასაქმება, განათლება, სოფლის მეურნეობა და სხვა)
და, შესაბამისად, მთავრობის ყველა უწყებას, რაც აუცილებელს ხდის მათ შორის საქმიანობის
კოორდინირებას და ინტენსიურ თანამშრომლობას. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ
საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც
დაეფუძნება ახალგაზრდების მონაწილეობისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის
პრინციპებს.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის
დოკუმენტი“, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 2015-2020 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის
სამოქმედო გეგმა, რომელმაც განსაზღვრა მთავრობის პროგრამები და ღონისძიებები
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პრიორიტეტთა შესაბამისად.
ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კვლევებმა 64,65
გამოავლინა არსებული ხარვეზები პოლიტიკის მართვისა და აღსრულების მიმართულებით.
კვლევა ცხადყოფს, რომ პოლიტიკის განხორციელების პროცესში უწყებებს შორის სუსტმა
კოორდინაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის
(2015-2020) შესრულებაზე.
ახალგაზრდული პოლიტიკის სრულყოფილი მართვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო
გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს შემდეგი შედეგების მისაღწევად:
მოსალოდნელი შედეგი 5.1: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე წარმოებული
ახალგაზრდული პოლიტიკა ეფუძნება მტკიცებულებებს და უფლებებზე დაფუძნებულ
მიდგომას.
ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შეფასებით გამოვლინდა, რომ
დოკუმენტის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების საჭიროებები არ იყო სათანადოდ
შესწავლილი და გათვალისწინებული. შეფასების თანახმად, ახალგაზრდული პოლიტიკის
სამოქმედო გეგმის პროგრამების, პროექტებისა თუ აქტივობების უმეტესობა არ ეფუძნება
მტკიცებულებებს, შესაბამისად, არ უპასუხებს ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს.66
მუნიციპალურ დონეზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარების პრაქტიკა
ფრაგმენტულია. 2017-2018 წლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდა მუნიციპალური ახალგაზრდული
პოლიტიკის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში 8 მუნიციპალიტეტში შეიქმნა
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები. თუმცა, სხვა
მუნიციპალიტეტებში ეს პრაქტიკა დანერგილი არ არის.67 ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი
ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციის გაზრდა.
63
მიზანი 16 – „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის,
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების
მშენებლობა ყველა დონეზე“; მიზანი 17 - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.“
64
65
66
67
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება, 2019.
მ. ფრასი, ნ. გოგოლაძე. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინირების რეკომენდაციები. 2019.
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება, 2019.
ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 2020.
18
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პრაქტიკის
დასანერგად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერების ინტერდისციპლინური დარგის ახალგაზრდული საკითხების კვლევის - განვითარებას, ასევე ახალგაზრდული მიმართულებით
რეგულარული კვლევების ჩატარებას; სისტემატურად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს
ადმინისტრირებული ან მხარდაჭერილი ახალგაზრდული პროგრამების შედეგები და
ზეგავლენა; ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტებში (სტრატეგია, სამოქმედო გეგმა)
დასახული პრიორიტეტები და პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს კვლევის შედეგებსა და
არსებულ მონაცემებს.
მოსალოდნელი შედეგი 5.2: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას
უწყებების კოორდინაცია გაუმჯობესებულია.
ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნების მისაღწევად აუცილებელია მართვისა და კოორდინაციის
ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის
ეფექტიან ჩართულობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პრობლემატურია კოორდინაციის უზრუნველყოფა არა
მხოლოდ მთავრობის უწყებებს შორის, არამედ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს
შორისაც. 68
საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის, საქართველოს
მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს კოორდინაციის მექანიზმი და უზრუნველყოს დაინტერესებული
სამთავრობო სუბიექტების რეგულარული მონაწილეობა შესაბამის პროცესებში.
მოსალოდნელი შედეგი 5.3: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული
პოლიტიკის და პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში
უზრუნველყოფილია ახალგაზრდების მონაწილეობა.
ახალგაზრდების მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში
სპონტანური და არასისტემატურია.69 ცენტრალურ დონეზე ახალგაზრდებთან საკონსულტაციო
შეხვედრები ტარდება მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას, ხოლო
მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობა თითქმის ნულოვანია.70
ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ახალგაზრდული
პოლიტიკის მართვის აუცილებელი ელემენტია და მის უზრუნველსაყოფად საქართველოს
მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს თანამონაწილეობითი მართვის კულტურის დამკვიდრებას,
ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან სტრუქტურული დიალოგის მდგრადი
პლატფორმების შექმნას, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
მოსალოდნელი შედეგი 5.4: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების და
მონიტორინგის სისტემა გაუმჯობესებულია.
ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეფასების შედეგად გამოიკვეთა
მონიტორინგის სისტემის ხარვეზები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა გეგმის
განხორციელებაზე. კერძოდ, სუსტია მონიტორინგის სისტემა, რასაც განაპირობებს ხარვეზები
კვლევის, ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების მიმართულებით; ასევე, გაზომვადი
ინდიკატორების სიმწირე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა თუ სამოქმედო გეგმაში;
მონიტორინგში სამოქალაქო სექტორისა და ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა.71
პოლიტიკის მონიტორინგის სისტემის გასაუმჯობესებლად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს
მონიტორინგის ერთიანი ჩარჩოს შემუშავებას, მათ შორის, ე.წ. ახალგაზრდული ინდექსის
დანერგვით, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მდგრადი განვითარების შესაბამისი სამიზნე
68
69
70
71
ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 2020.
მ. ფრასი, ნ.გოგოლაძე. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინირების რეკომენდაციები. 2019.
მ. ფრასი, ნ.გოგოლაძე. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინირების რეკომენდაციები. 2019.
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება, 2019.
19
ინდიკატორები; ასევე უზრუნველყოს ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების
ჩართულობა პოლიტიკის მონიტორინგის პროცესში; საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა
განახორციელოს სათანადო საზედამხედველო საქმიანობა.
IV.
კონცეფციის განხორციელება და მონიტორინგი
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში განსაზღვრული
სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ და
ადგილობრივ ხელისუფლებას. დასახული მიზნების წარმატებით მიღწევა მოითხოვს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეების მჭიდრო
კოორდინაციასა და თანამშრომლობას.
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისათვის
შესაბამისი მექანიზმის გამართულ ფუნქციონირებას პოლიტიკურ (უწყებათაშორისი) და
ტექნიკურ (სამუშაო ჯგუფი) დონეზე. აღნიშნული ითვალისწინებს როგორც ვერტიკალურ, ასევე
ჰორიზონტალურ კოორდინაციას. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ხელს შეუწყობს
საკოორდინაციო მექანიზმის შემუშავებას, საქმიანობას და ანგარიშგებას.
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, კონცეფციით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად,
უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტ(ებ)ის (სტრატეგია, სამოქმედო გეგმა)
შემუშავებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შეიმუშავებს
შესაბამის
პროგრამებს,
უზრუნველყოფს
ახალგაზრდული
პოლიტიკის
სფეროში
დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა ზრდას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდული
პოლიტიკის განვითარებას მუნიციპალურ დონეზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი უნდა შეუწყოს
სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული
პოლიტიკის გატარებას.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
პასუხისმგებელია კონცეფციის შესრულების ყოველწლიურ მონიტორინგზე. ამ მიზნით, სულ
მცირე წელიწადში ერთხელ, კომიტეტი მოისმენს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ანგარიშს
კონცეფციით დასახული მიზნების მიღწევის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდგომ კომიტეტი
მოამზადებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას.
წინამდებარე კონცეფციით დასახული მიზნები უნდა შესრულდეს 2030 წლამდე.
20
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის სრული
რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად
უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული
ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.
საქართველოს 14-დან 29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების (საქართველოს მთლიანი
მოსახლეობის დაახლოებით 1/5 - 688,792) ადამიანურ კაპიტალში1 სათანადო სახელმწიფო
რესურსის ინვესტირებისათვის და საზოგადოების ამ ასაკობრივი ჯგუფის წინაშე არსებული
გამოწვევების საპასუხოდ მომზადა კონცეფციის2 დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს
პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 2030
წლამდე 21 მოსალოდნელ შედეგს, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და
ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელსაც მოყვა 2015-2020 წლებისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის
შემუშავება და დამტკიცება. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებამ ხელი შეუწყო
ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას.
მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი
გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და
დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა
თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ახალგაზრდული პოლიტიკის
ტრანსვერსალური ხასიათიდან გამომდინარე (გამჭოლია სხვა სექტორებში წარმოებულ საჯარო
პოლიტიკასთან) გამოწვევას წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის
2019 წლის საქსტატის მონაცემებით 14-დან 29 წლის ასაკობრივი ჯგუფი წარმოადგენს საქართველოს
მოსახლეობის დაახლოებით 20% - 688,792 მოქალაქე (52% - მამაკაცი, 48% ქალი).
1
2
„კონცეფცია არის პარლამენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
განსაზღვრის შესახებ ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს
პარლამენტი“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლი 132, პუნქტი 1.
ეფექტიანი მართვის და პროცესებში სათანადო კოორდინაციის (ჰორიზონტალური
ვერტიკალური) უზრუნველყოფა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე.
და
ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
2019 წლის 21 მაისს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტთან შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი“3, რომელმაც გააერთიანა სფეროში
მოქმედი სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ტიპის დაწესებულებათა
წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით და საქართველოში გაეროს ორგანიზაციების
(UNFPA, UNDP, UNIDO, UNICEF, ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კომიტეტმა
მოამზადა/ჩატარდა:
-
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (2015-2020
წწ) შესრულების მდგომარეობის შეფასება (იხ.: http://bit.do/fqaKF)
საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინაციის კვლევა
(იხ.: http://bit.do/fqaMU)
-
ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოწინავე
გამოცდილების შედარებითი ანალიზი (http://bit.do/fqaNr)
-
ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების კვლევა:
იმერეთის რეგიონის და თბილისის თვითმმართველობებში (http://bit.do/fqaMj),
რომელიც მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის
მხარდაჭერით
-
საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის)
საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე 1400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული
გამოკითხვა
(კონსულტაციების
და
გამოკითხვის
ანგარიშები
იხილეთ:
https://bit.ly/2U7SE0a )
ზემოხსენებული კვლევებისა და ახალგაზრდებთან ჩატარებული კონსულტაციის შედეგად
დადგინდა მოქმედი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის ხარვეზები და
ნაკლოვანებები, ასევე განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული
გამოწვევები და მათი პრიორიტეტები. საქართველოს პარლამენტის „2020-2030 წლებისთვის
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ პროექტი, რომელიც მომზადდა
ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების
საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
ძირითად ამოცანებს.
საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დოკუმენტისგან
„სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ განსხვავებით, პარლამენტის კონცეფციის
დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ 2030 წლამდე შესასრულებელ კონკრეტულ
ამოცანებს და მოსალოდნელ შედეგებს. კონცეფციის დოკუმენტის მეშვეობით საქართველოს
კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულება -http://bit.do/fqaFS, სამუშაო ჯგუფის დებულება http://bit.do/fqaFC, ჯგუფის წევრების შესახებ ინფომრაცია -http://bit.do/fqaGi
3
პარლამენტი ადგენს ახალგაზრდულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმების დღის
წესრიგს და იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს განსაზღვრული ამოცანების შესრულების
ყოველწლიური მონიტორინგი. კონცეფციის დამტკიცებით, ინსტიტუციურ ჭრილში,
საგრძნობლად გაიზრდება საკანონმდებლო ორგანოს პროაქტიული მონაწილეობა სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების ხელშეწყობაში.
ნიშანდობლივია, რომ კონცეფციის დოკუმენტის პროექტი დამტკიცება და მისი აღსრულება
ხელს უწყობს გაეროს მდგარდი განვითარების მიზნებსა და საქართველოსა და ევროკავშირს
შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების (თავი 16. „განათლება, ტრენინგი და
ახალგაზრდობა“), ასევე ევროპის საბჭოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში
შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია ემსახურება:
ახალგაზრდების
ჯანმრთელობის,
სოციალურ-ეკონომიკური
კეთილდღეობის,
მრავალმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების
შექმნას
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების
სრულფასოვანი მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
მართვის სისტემის სრულყოფას.
ზემოაღნიშნულის
უზრუნველსაყოფად,
კონცეფცია
განსაზღვრავს
სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 21 მოსალოდნელ შედეგს,
რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტით მტკიცდება ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და მისი
მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების - როგორც
საზოგადოების სრულფასოვანი წევრების - მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია
მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები
და განვითარების შესაძლებლობები.
ამ მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები:
პრიორიტეტი 1. საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების
აქტიური მონაწილეობა. მოსალოდნელი შედეგები:
1.1: ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაზრდილია
1.2: ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში გაზრდილია
1.3: ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ახალგაზრდული
ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის.
პრიორიტეტი 2. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების
ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგები:
2.1: საქართველოში დანერგილია და ამოქმედებულია ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტი
2.2: ხარისხიანი არაფორმალური განათლების შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე
2.3: ახალგაზრდების ჩართულობა მობილობის აქტივობებში გაზრდილია.
პრიორიტეტი 3. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მოსალოდნელი შედეგები:
3.1: ახალგაზრდებში ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების (ფსიქოაქტიური
ნივთიერებების ავად მოხმარების, აზარტულ თამაშებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ
საშუალებებზე დამოკიდებულების) მაჩვენებლები შემცირებულია
3.2: რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების დონე
გაზრდილია
3.3: ბავშვთა/ადრეული ქორწინების და მოზარდთა ორსულობის მაჩვენებლები შემცირებულია.
3.4: ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია
3.5: მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია
შემცირებულია
3.6:
ახალგაზრდებისთვის
რეკრეაციულ
ინფრასტრუქტურასა
და
სერვისებზე
ხელმისაწვდომობა გაზრდილია
3.7: ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის დონე გაზრდილია და ჭარბწონიანობის
მაჩვენებელი შემცირებულია.
პრიორიტეტი 4. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება. მოსალოდნელი შედეგები:
4.1: ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირებულია
4.2: განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდების წილი
მნიშვნელოვნად შემცირებულია
4.3: დასაქმებასა და სამუშაო ძალაში ახალგაზრდების მონაწილეობის უთანაბრობა
შემცირებულია
4.4: ახალგაზრდების დასაქმების და სამუშაოზე მიღების არასათანადო პრაქტიკა
შემცირებულია
4.5: ახალგაზრდებს შორის მეწარმეობის დონე ამაღლებულია.
პრიორიტეტი 5. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის მართვის სრულყოფა. მოსალოდნელი შედეგები:
5.1: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე წარმოებული ახალგაზრდული პოლიტიკა
ეფუძნება მტკიცებულებებს და უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას
5.2: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას უწყებების კოორდინაცია
გაუმჯობესებულია
5.3: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და პროგრამების
შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოფილია
ახალგაზრდების მონაწილეობა
5.4: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების და მონიტორინგის სისტემა
გაუმჯობესებულია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან
მიმართებით, დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ;
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
სამოქმედო გეგმის (2015-2020 წლებისთვის) ვადა წლის ბოლოს ეწურება. დადგენილების
გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს, მიმდინარე წლის ბოლომდე, საქართველოს
ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაგეგმოს 2021 წლიდან
განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები (კონცეფციის გათვალისწინებით) და ასახოს
საჭირო ასიგნებები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, ასევე
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებები დოკუმენტში (BDD).
გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ)დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების
დაფინანსების წყარო:
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების
დაფინანსების წყაროა შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებები და ევროკავშირის, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე მოქმედი გაეროს
საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ტექნიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება შემდგომ საშუალო
ვადიან პერიოდს, დაფინანსების წყაროები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული
იქნება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და დაფინანსების წყაროებზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან
გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი
ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის
პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი
სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება. სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელდება
სსიპ
„საქართველოს
ახალგაზრდობის
სააგენტოსა“
და
შესაბამისი
მხარჯავი
დაწესებულებებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების ფარგლებში, ევროკავშირისა და
ახალგაზრდობის საკითხებზე მოქმედი გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ტექნიკური
მხარდაჭერით. რაც შეეხება შემდგომ საშუალო ვადიან პერიოდს, გავლენა განისაზღვრება
მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პირებზე შესაბამისი ფინანსური გავლენა დამოკიდებულია სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ
აქტივობებზე.
ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში რაოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
დადგენილებით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დადგენილების აღსრულება ხელს
შეუწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შემდეგი
დოკუმენტების შესრულებას:
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 წლის დღის წესრიგი
- გაეროს ახალგაზრდული სტრატეგია 2030 „მუშაობა ახალგაზრდებისთვის და
ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად“
- ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს რეკომენდაციები:
CM/Rec(2017)4, CM/Rec(2016)7, CM/Rec(2015)3, CM/Rec(2010)7, Rec(2006)14, Rec(2004)13,
Rec(2003)8
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, დადგენილების პროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორემხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
1. „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო
ჯგუფის“ წევრები - 54 წარმომადგენელი (შემადგენლობა იხილეთ: https://bit.ly/2XXTPk8)
2. საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები: UNFPA, UNICEF, UNDP Good Governance Fund,
UNIDO, ILO, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, NDI, USAID, IRI, Danish Refugee Council,
World Vision Georgia, Save the Children Georgia, SIDA – Swedish International Development Agency,
Fridrich Ebert Fund, People in Need
3. სამოქალაქო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები
4. ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები
5. დარგის ექსპერტები
6. საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში (გორი, მარნეული, დუშეთი, თელავი, ახალციხე,
ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი, თბილისი) 300-მდე
ახალგაზრდასთან (19-29 წლის) საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე 1400-მდე მოზარდის (1418 წლის) ელექტრონული გამოკითხვა
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
პროცესში ჩართული მხარეების მოსაზრებები და პოზიციები გათვალისწინებულია კონცეფციის
პროექტში. პარლამენტში დადგენილების ინფიცირებამდე, მიმდინარე წლის 25 მაისს, ჩატარდა
„სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის“
ვიდეო-კონფერენცია, რომლის ფარგლებში მოხდა დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია და
წევრთა მოსაზრებების გათვალისწინება. ამასთან, კონცეფციის პროექტში ნაწილობრივ
გათვალისწინებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ელექტრონულად
წარმოდგენილი მოსაზრებები (26 მაისიდან 3 ივნისი ჩათვლით კონცეფციის პროექტზე
მოსაზრებების მიღების მიზნით დოკუმენტი განთავსებული იყო საქართველოს პარლამენტის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3eOkw1c )
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი დადგენილების პროექტის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ გაკეთებულა
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, ირინე ფრუიძე
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი; ირინე ფრუიძე; გენადი მარგველაშვილი;
შოთა ხაბარელი; ირაკლი აბუსერიძე; მუხრან ვახტანგაძე; ნინო წილოსანი; თენგიზ
ხუბულური; გიორგი თოთლაძე; ცოტნე ზურაბიანი; გიორგი კოპაძე; კობა ნაკაიძე; ლევან
კობიაშვილი; ზაზა გაბუნია; ირაკლი ხახუბია; გოგა გულორდავა; კობა ლურსმანაშვილი;
დავით მათიკაშვილი; ედიშერ თოლორაია; დიმიტრი მხეიძე; თეიმურაზ კოხრეიძე; ვიქტორ
ჯაფარიძე; შალვა კიკნაველიძე; ირაკლი სესიაშვილი; ილია ნაკაშიძე; გოდერძი ჩანქსელიანი;
ისკო დასენი; გელა სამხარაული; რომან მუჩიაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; თამაზ
ნავერიანი; ირაკლი (დაჩი) ბერაია; მერაბ ქვარაია; ლევან მგალობლიშვილი; ფატი ხალვაში;
რევაზ არველაძე; თეიმურაზ ჭკუასელი; გივი ჭიჭინაძე; გურამ მაჭარაშვილი; ენძელა
მაჭავარიანი; ვალერი გელაშვილი; ლერი ხაბელოვი; სვეტლანა კუდბა; ვლადიმერ კახაძე;
გუგული მაღრაძე; კახაბერ კუჭავა; არჩილ ხაბაძე; ირაკლი ბერაია; ირაკლი მეზურნიშვილი;
სულხან მახათაძე; ზურაბ ხაჩიძე; მამუკა მდინარაძე.