საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/492; 17.06.2020) საქართველოს კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადის დინების გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6793/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-25
ბიუროს ნომერი 366

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6793/20 24-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც ცნობილია, 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო N363/11 გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე (N07-2/492; 17.06.2020) წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსაზღვრის შესახებ და ამ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის თაობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში,“ ხოლო მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის 26 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მთავრდება, ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვის უფლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2020 წლის სექტემბრის პირველ კვირამდე არ აქვს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიღება 2020 წლის 1 სექტემბრამდე არის აუცილებელი, რადგან კანონით დადგენილი ვადა, რომელიც კანონპროექტით იცვლება, 2020 წლის 1 სექტემბერია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ამ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge