„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე
ნომერი
#07-3/475/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: 1.კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 2. კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 3. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი „გ‘’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 4. კანონის მე-151 მუხლის მე-3 პუნქტის „დ’’ და „ი’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ეკოტურიზმი, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ი) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო, სანაოსნო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება“; 5. კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ვიზიტორთა ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-13, მე-14, მე-151, მე-17 და მე-18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების ფარგლებში“. 6. კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 7. კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციის თანამშრომლების ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 8. კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ’’ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება“; 9. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი’’ და „ლ’’ ქვეპუნქტები: „ი) ვიზიტორთა გადაადგილება სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება; ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება;“ 10. კანონის მე-49 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2024 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია ვიზიტორების მომსახურება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში საბჭოთა პერიოდში იქნა შეყვანილი. ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოების 1 503 მეტრიანი მონაკვეთი მდებარეობს ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე, სადაც გაზსადენზე ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ, „ტყეთსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 273 მუხლის თანახმად შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნულ გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამასთანავე, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხდება დაზუსტება, ვინაიდან მე-13-151, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლებით განსაზღვრულია, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაშვებულია ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, რაც თავისთავად გულისხმობს ტერიტორიის დაცვას, მათ შორის უკანონო ბუნებათსარგებლობისაგან, რომლის დროსაც დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლები (მათი პირდაპირი და სამსახურეობრივი მოვალეობაა სწორედ ტერიტორიის დაცვა) იყენებენ ავტო-მოტო ტრანსპორტს ბრაკონიერობის აღსაკვეთად, როგორც პალიასტომის ტბაზე, ასევე ხმელეთზე. შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილების თანახმად ხდება დაზუსტება, რომ ზოგადად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშვებულია ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება და არ მხოლოდ სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, რაც თავისთავად გაურკვევლობას იწვევს. ამასთანავე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 და მე-20 მუხლებით განსაზღვრულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობები. ცვლილებების თანხმად ხდება ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ქობულეთის აღკვეთილში ეკოტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობების დაზუსტება კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ ხდება ეკო ტურისტული სერვისების ზოგადი განსაზღვრა, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასთან და ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე ხდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ვიზიტორთა მომსახურების დაშვება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვიძრავიანი ნავებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დაშვებული იქნას ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამავალი ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები, ასევე ხდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილებასთან და ეკოტურიზმთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი იქნება ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამავალი ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება და დაზუსტდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილებასთან ეკოტურიზმთან დაკავშირებით საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილება, კერძოდ, ხდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის და ეკოტურიზმთან დაკავშირებით საკითხის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. ვიზიტორთა ზონის მოწყობის საშუალება შესაძლებელი იქნება ტრადიციული გამოყენების ზონაშიც. რეგულირდება არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხის, ეკოტურიზმთან დაკავშირებული საკითხის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტება. ასევე 49-ე მუხლს ემატება 6 პუნქტი და ხდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ვიზიტორთა მომსახურების დაშვება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვიძრავიანი ნავით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონის ძალაში შესვლა არაა დაკავშირებული რაიმე გარემოებასთან ან თარიღთნ, კანონი ძლაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონი არ ითალისწინების უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონის პროექტით ზუსტდება, რომ კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში, ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება დაშვებული იქნება არ მხოლოდ სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, არამედ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უკეთ დაიცვან ტერიტორია ბრაკონიერების უკანონო ქმედებებისგან. ვინაიდან, ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოების 1 503 მეტრიანი მონაკვეთი მდებარეობს ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე, სადაც გაზსადენზე ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნულ გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამასთანავე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ქობულეთის აღკვეთის ცალკეულ უბნებში შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების სრულად დანერგვა და განვითარება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ისედაც ნებადართულია ეკოტურიზმი, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ვიზიტორების მომსახურება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით და სხვა. ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის შესაბამის ზონებში, ისევე როგორც ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და ქობულეთის აღკვეთილში, ისედაც დაშვებულია ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება. ცვლილებებით ხორციელდება კანონის დაზუსტება და არ ითვალისწინებს ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ახალი საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, აღნიშნული დაკავშირებული არ იქნება დამატებითი შტატების დასაქმებასთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კოლხეთის ეროვნული პარკის შესაბამის ზონებში, ისევე როგორც ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და ქობულეთის აღკვეთილში, ისედაც დაშვებულია ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება. ცვლილებებით ხორციელდება კანონის დაზუსტება და არ ითვალისწინებს ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ახალი საქმიანობის განხორციელებას, რაც არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, მათ შორის დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებასთან თუ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. ასევე, კანონპროექტში ხდება ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელების დაშვება, რაც შეეხება შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნული განხორციელდება თავად ინფრასტრუქტურის განმახორციელებელი მხარის მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილან სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები ნინო წილოსანი და სულხან მახათაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები ნინო წილოსანი და სულხან მახათაძე.