„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/476/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. (საქართველოს საქართველოს ორგანულ საკანონმდებლო კანონში მაცნე, „საქართველოს 10.01.2012, საარჩევნო კოდექსი“ სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა საქართველოს პარლამენტის, ორგანოს – საკრებულოს, მერის არჩევნების, ორგანოს და – ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობის წესს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.“. 2. მე-2 მუხლის „რ1“ და „უ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი: „181. საარჩევნო კომისიის შენობიდან, კომისიის სხდომიდან, კენჭისყრის შენობიდან პირის გაძევების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 4. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს მათ შორის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული სამი წევრი მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი, (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.“; 6. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრის არჩევამდე, შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.“. 7. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41 . კომისიის წევრი, თუ ის გამოწვეულ იქნა ან უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დაკისრების მიზნით დარღვევის უფლებამოსილი გამო ორგანოს დისციპლინური მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით; მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით; და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.“. 8. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 37-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახით, რომელიც მხარდამჭერ პირთა შემადგენლობის თვალსაზრისით არ უნდა განსხვავდებოდეს ბლანკში აღნიშნული პირებისაგან. ელექტრონული სახით მოსაწოდებელი ინფორმაციის ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო. ელექტრონული სახით მოწოდებული ინფორმაციის გაცნობასა და განადგურებაზე ვრცელდება ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესები.“. 10. 38-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობაზე. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მას პირადად ეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.“. 11. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლისა.“. 12. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის პირი, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.“ 14. 45-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, აგრეთვე საჯარო სკოლების პედაგოგებისა - სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.“; გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ამ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ კანონის X თავით განსაზღვრული ნორმები.“. 15. 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე, ერთჯერადად სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, შესაბამისი საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე.“. 16. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების მაუწყებელთა ეთერში ისეთი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.“. 17. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით გადასცენ საეთერო დროის ტარიფები. ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. ტარიფების ცვლილება დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით და ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. კენჭისყრამდე 50-ე დღიდან ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირები ვალდებული არიან დაიწყონ რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ან საომარ მდგომარეობას ან ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ფასიანი წინასაარჩევნო განსათავსებლად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული რეკლამის მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა გადასცენ საეთერო დროის ტარიფები, რომლებიც ძალაში შედის კენჭისყრამდე 35-ე კალენდარულ დღეს. კენჭისყრამდე 35-ე დღიდან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირები იმავე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული პირობების დაცვით ვალდებული არიან დაიწყონ რეკლამის განთავსება. გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვალდებულნი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია ამ საშუალებებში განთავსებულ საარჩევნო რეკლამაზე.“. 18. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა 1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. 2. უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ხმების 3% მაინც. 3. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად. ამასთანავე, მაუწყებელი ვალდებულია დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პარტია რომელთაც დებატებში მონაწილე პარტიასთან მიმართებით ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენები აქვთ მსგავსი ან უკეთესი შედეგი. 4. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე15 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე, უფლებამოსილ პარტიებთან მიმართებით. 5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს 7,5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 7. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი. 8. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, უფლებამოსილი პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ პარტიებს შორის. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება მერის რიგგარეშე არჩევნებზე, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისა, ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისათვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საერთო ეროვნულ მაუწყებელზე. 10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას. 11. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. 12. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მაუწყებელთა ეთერში მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას. 13. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს, ამასთანავე რეკლამა იმდაგვარად უნდა იყოს დამზადებული, რომ დასასრულს (არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში) ნაჩვენები იქნას სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, ისე, რომ სუბიექტის სახელწოდებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის 50%-ს მაინც. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას. 14. მაუწყებელს ეკრძალება ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას შესაბამისი სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩაითვლება აკრძალულ შემოწირულებად. 15. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი ან საკაბელო მაუწყებელი ვალდებულია თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს 7,5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს)არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის . 16. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. 17. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე. 18. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო მაუწყებელზე, რომელიც აქვეყნებს სხვისი დაკვეთით შესრულებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ვრცელდება მხოლოდ მე-15 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.“. 19. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები 1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს: ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად. 2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით. 3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. 4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს. 5. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა. 6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. 7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს. 8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიისათვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%) უნდა გაიყოს ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.“. 20. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. კანონმდებლობა საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების შესახებ საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ფინანსების კანონიერება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია ამ კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმებით.“. 21. 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 22. 57-ე მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით. 2. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს. 3. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში. 4. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.“. 23. დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი: „მუხლი 761. მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო ვადებისა და ღონისძიებების განსაზღვრა 1. მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ ამ პუნქტის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსათვის მიწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღეს, შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალური სია, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემების გათვალისწინებით; გ) მეორე ტურისათვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის გამართვის დღისათვის აკმაყოფილებენ ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური) საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. 2. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება სპეციალური სია. 3. შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით. 4. შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ პირველი ტურისთვის საარჩევნო ოლქში შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები, თუ ცესკოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა აითვლება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით. 7. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 8. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები, ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ერთი დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მიიღოს საბუთები და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები. 10. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. 11. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა, გრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. 12. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს, შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, ამ კანონით დადგენილი წესებით. 13. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე. 14. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკრედიტაცია უგრძელდებათ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით. 15. აქვთ, ამ მუხლით განსაზღვრულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უფლება შესაბამისად, დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები წარუდგინონ სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. 16. რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, ამ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს წარუდგინონ მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. 17. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, ამ კანონის 67ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება. 18. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისათვის და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის უფლებამოსილება. პირველ პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის 19. მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს. მე-2 ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. 20. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი. 21. წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს პირველი ტურისთვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელიც ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. რეკლამები მაუწყებლების მიერ გადაიცემა მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. 22. უფასო საეთერო დრო იმ სარჩევნო ოლქში/ოლქებში სადაც მეორე ტური იმართება, ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციის შესაბამისად როგორი პროპორციითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში მეორე ტურში მონაწილეობისთვის. 23. საჭიროებისამებრ ცესკოს უფლებამოსილია, დადგენილებით განსაზღვროს მეორე ტურის გამართვისა და ჩატარებისათვის საჭირო ამ მუხლისაგან დამატებითი ღონისძიებები და ვადები.“. 24. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა - გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებების - 1500 ლარის ოდენობით.“. 25. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება 1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასთან და განთავსებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა – გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა - გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ – დ“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა და მაუწყებლისათვის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 5. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 26. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არასწორი მონაცემებით წარდგენა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას დამოუკიდებელი კანდიდატის - 1 000 ლარით, პოლიტიკური პარტიის - 5 000 ლარით. 2. ამ კანონის 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთი და იმავე არჩევნებისას განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდგომ ქმედების განმეორების შემთხვევაში შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.“. 27. 93-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 82-ე მუხლითა და 83-ე მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოქმის შედგენა დაკავშირებულია საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომასთან.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა, არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. 8. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.“. 28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 931 მუხლი: „მუხლი 931. პასუხისმგებლობა მაუწყებლების მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის და გამოუქვეყნელობისთვის კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი მაუწყებლების მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფებისა მიწოდების მოთხოვნის, ასევე, ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“ 29. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა 1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. 2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. 3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. 4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.”. 30. 113-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება).“. 31. 115-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები.“. 32. 142-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება და მისი შემოკლებული ფორმა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.“; გ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება და მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი.“; დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და მისი შემოკლებული ფორმა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას(თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება); გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.“; ე) მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება მისი შემოკლებული ფორმა რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში.“. 33. 143-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.“. 34. XX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 184. არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე 1. ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი ვალდებულია არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურებების საფასურის გადახდისაგან. 2. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურებების საფასურის გადახდისაგან. 3. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2023 წლის 1 ივნისამდე. მუხლი 185. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესის განსაზღვრა 1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. 2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით. 4. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 5. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს 7,5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“; 6. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის): ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს); ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს); 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოსა და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას. 8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი. 9. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. 10. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი: ა) რომელიც არის ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი; ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა (გაიმარჯვეს), არჩევნების მეორე ტურში გავიდა (გავიდნენ) ან მიიღო (მიიღეს) ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა; გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა. 11. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს: ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა; ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით. 12. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე. 13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო მაუწყებელზე, რომელიც აქვეყნებს სხვისი დაკვეთით შესრულებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ვრცელდება მხოლოდ მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 14. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. 15 პარტიები, რომლებსაც აქვთ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლება, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ ამ უფლებას, ხოლო ეს საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს მას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი. 16. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. 17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას. 18. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. 19. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მაუწყებელთა ეთერში მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას. 20. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს, ამასთანავე რეკლამა იმდაგვარად უნდა იყოს დამზადებული, რომ დასასრულს (არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში) ნაჩვენები იქნას სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი ისე, რომ სუბიექტის სახელწოდებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის 50%-ს მაინც. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.“; 21. მაუწყებელს ეკრძალება ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას შესაბამისი სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩაითვლება აკრძალულ შემოწირულებად. მუხლი 186. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების შეძენამდე არჩევნებში არჩეული წინასაარჩევნო პარლამენტის კამპანიის წარმოების მიერ სრული საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესის განსაზღვრა 1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. 2. უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი ბარიერი. თუ უფასო საეთერო დრო ეძლევა საარჩევნო ბლოკს, ეს დრო თანაბრად ნაწილდება მასში შემავალ პარტიებზე. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით. 4. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 5. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს 7,5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის 6. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის): ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს); ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს); 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოსა და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას. 8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი. 9. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის 10. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პარტია/ბლოკი: ა) რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა. 11. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს: ა) პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა; ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით. 12. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე. 13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო მაუწყებელზე, რომელიც აქვეყნებს სხვისი დაკვეთით შესრულებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ვრცელდება მხოლოდ მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.“; 14. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ პარტიებს შორის. 15. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. 16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას. 17. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. 18. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მაუწყებელთა ეთერში მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას. 19. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს, ამასთანავე რეკლამა იმდაგვარად უნდა იყოს დამზადებული, რომ დასასრულს (არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში) ნაჩვენები იქნას სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი ისე, რომ სუბიექტის სახელწოდებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის 50%-ს მაინც. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას. 20. მაუწყებელს ეკრძალება ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას შესაბამისი სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩაითვლება აკრძალულ შემოწირულებად.“. მუხლი 187. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვის ვადისა და ამ თანხის განაწილების დროებითი წესის განსაზღვრა ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა.“; მუხლი 188. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე მეორე ტურის ჩატარებისას საარჩევნო სუბიექტისათვის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვისათვის საჭირო ვადის განსაზღვრა მეორე ტურში მონაწილე დაფინანსების მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტისათვის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განსაზღვრულია მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღე. მუხლი 189. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან 30-ე დღემდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესის განსაზღვრა 1. საარჩევნო წელს მხარდაჭერისათვის პოლიტიკური საქართველოს პარტიების სახელმწიფო საარჩევნო კამპანიის ფინანსური ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან: ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ; ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.“ მუხლი 190. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დასახარჯი თანხის გამოყენების ზოგიერთი წესის განსაზღვრა არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. მუხლი 191. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსების მარეგულირებელი დროებითი წესის განსაზღვრა 1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 185-ე მუხლის მე-19 პუნქტის და 186-ე მუხლის მე-18 პუნქტისა მოთხოვნათა დარღვევა - გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. 2. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების და 186-ე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ – დ“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა და მაუწყებლისათვის 185-ე და 186-ე მუხლებით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-18 პუნქტითა და 186-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 5. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოქმის შედგენა დაკავშირებულია საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომასთან. 7. ამ მუხლის პირველი და მე-3 (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა, არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 23 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. 10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. 11. ამ ჩადენისას მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ აროს დადგენილი. მუხლი 192. საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში პოლიტიკური პარტიების კვოტების განსაზღვრის დამატებითი წესი საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იმ პოლიტიკური პარტიების კვოტების განსაზღვრის დამატებითი წესი, რომლებმაც საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში მანდატები საარჩევნო ბლოკების შემადგენლობაში ყოფნით მოიპოვეს, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. მუხლი 193. პროპორციული წესით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ზოგიერთი წესისა და ვადების განსაზღვრა 1. პროპორციული წესით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. 3. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. 4. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები. 5. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. თუ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში აღემატება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით თანმიმდევრობით განაწილდება იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 6. მოკლებული მანდატების გასანაწილებლად, მოკლებული მანდატის მიღებაზე უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება მოკლებული მანდატების რაოდენობაზე და იყოფა მოკლებული მანდატების მიღებაზე უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ შესაბამისი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მოკლებული მანდატების რაოდენობაზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები. 7. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შესაბამისი კონსტიტუციური კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად: ა) თბილისის მუნიციპალიტეტის - მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი; ბ) თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გარდა) მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. 8. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ამ კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. 9. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია (რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან), ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო. 10. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 120-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის ყოველ კანდიდატს უნდა მიეთითოს წარმდგენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება. 11. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების შექმნის, 110-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომრების განსაზღვრის და 110 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განკარგულების მიღების ვადებად 2 განისაზღვროს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტო, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში - მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-5 დღე. 12. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებიდან 2024 წელს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. ამ საარჩევნო ოლქების საზღვრები ამ პერიოდში უცვლელი რჩება, მიუხედავად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაძლო ცვლილებისა. 13. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს და ადგენს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 14. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები. 15. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის თარიღი, თუ დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, აგრეთვე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა ოლქის მიხედვით: რაოდენობა და ამომრჩეველთა საერთო ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი, თუ დაინიშნა მეორე ტური, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები. 16. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქებში იქნენ არჩეული) მითითებით. 17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. 18. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული უფლებამოსილების ცნობის მიერ პარლამენტის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე ჩასატარებელი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ამ კანონის მოქმედი რედექციით. 19. ცესკოს 6 წევრი ინიშნება ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით, იმ პარტიების მიერ რომლებმაც ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტების შესაბამისად მოიპოვეს პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია. მუხლი 194. მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი რეგულაციის განსაზღვრა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართოს 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ამ კანონის მოქმედი რედაქციით. მუხლი 195. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესი 1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა. საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში, ეცნობება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და როგორც ერთიან, ასევე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ,,ფაქტობრივი მდგომარეობის“ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას ამ მუხლით განსაზღვრულ ვადებში იღებს საოლქო საარჩევნო კომისია. 3. საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა - საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს. 4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. 5. ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. 6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები, ვალდებულნი არიან შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო გეოგრაფიული/ტერიტორიული ოლქის ტერიტორიაზე (სხვადასხვა პრინციპის გათვალისწინებით), ეტლით ლოკაციაზე, მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მოახდინონ არანაკლებ 4 სათანადო შენობა-ნაგებობის ადაპტირება საარჩევნო უბნის განთავსებისთვის და 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 196. მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრების განსაზღვრის დამატებითი წესი საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომერი მიენიჭებათ ამ კანონის 381 მუხლით დადგენილი წესით. ასევე, იმ საარჩევნო სუბიექტებს რომელთა მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც 2018 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს ხმების 0.75% ან 0.75% მეტი, უფლება აქვთ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართონ ცესკოს და მოითხოვონ საპარლამენტო არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ საპრეზიდენტო არჩევნებში.“. მუხლი 197. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელ საქართველოს პარლამენტისა და 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიული სიების წარდგენის დროებითი წესი 1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელ საქართველოს პარლამენტისა და 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 3. 2024 წლის 26 ოქტომბრის და მის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, 2028 წლამდე, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი პარტიას უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 4. 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, 2032 წლამდე, პარტიული სიის შედგენის თავმჯდომარისათვის წესს წარდგენილი განსაზღვრავენ სიის ყოველ პარტიები სამეულში იმგვარად, ერთი მაინც რომ ცესკოს უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი პარტიას უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტები უფლებამოსილი არიან ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინონ პარტიული სია, რომელშიც ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. აღნიშნული მოთხოვნის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებაის მიღებას. 6. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში გამოკლებული წევრის მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. 7. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 8. 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები იმდაგვარად, რომ სიის წარდგენისას ამ სიაში ყოველი მეორე პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 9. 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში შესაბამისმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ადგილობრივი თვითმმართველობის ოგანოთა საერთო არჩევნებისათვის ამ მუხლით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 10. თუ პროპორციული საარჩევნო სისიტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს შესაბამის სიაში გამოკლებული წევრის მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. მუხლი 198. დასკვნითი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107). 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-12, მე-18, 21-ე და 25-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მე-2 დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან 30-ე დღეს. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 და 25-ე პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია საარჩევნო კოდექსის ნორმების მაქსიმალურად დახვეწის, მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი სრულად ჰარმონიზაციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ერთი წელია მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს ეფუძნება. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა: • საარჩევნო ადმინისტრაცია; • მედია-კამპანია და საეთერო დრო; • წინასაარჩევნო გარემო; • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია; • საარჩევნო დავების განხილვა; • არჩევნების მეორე ტური. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან, გენდერულ კვოტებთან და თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ მიზნით, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) მონაწილეობით შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი და გაიმართა მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ზემოაღნიშნული რეკომენდაციებიდან გამომდინარე თითქმის ყველა პრინციპულ საკითხზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი იხილავს საქართველოს პარლამენტის 85 წევრის მიერ ინიციირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/443/9; 11.03.2020), რომელიც ახლებურად არეგულირებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს. კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია II მოსმენით, რის გამოც, აუცილებელია მასში ასახული დებულებების შესაბამისად განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რათა, მისი სამივე მოსმენით მიღების შემდეგ, საქართველოს საარჩევნო კოდექსი სრულად იქნეს ჰარმონიზებული საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების მოსაწესრიგებლად და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან სრულყოფილი ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილებები განხორცილედეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად, საქართველოს საარჩევნო კოდექსი სრულად იქნება ჰარმონიზებული საქართველოს კონსტიტუციასთან და მოხდება მისი ნორმების მაქსიმალურად დახვეწა და მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საარჩევნო კოდექსში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით განსახორციელებელი ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: საარჩევნო ადმინისტრაცია ✓ ქვედა დონის (საუბნო) საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლად, პარტიული ინტერესებისგან განყენებულად წარმართვას; ✓ საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. კერძოდ, ზუსტდება პირების წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან. აგრეთვე, ემატება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული; ✓ მეტი გამჭვირვალობისათვის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება არამხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის (შერჩეულ) წევრთა სია, არამედ სრული სია იმ აპლიკანტებისა, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი შესაბამისი კომისიის წევრობაზე. მედია-კამპანია და საეთერო დრო ✓ ორგანული კანონის პროექტში უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად დადგენილი „ბარიერის“ შესახებ გათვალისწინებულია 2 პუნქტი: პირველი პუნქტი გარდამავალ პერიოდზე იქნება ორიენტირებული და დაადგენს, რომ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც ბოლო (2020) საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ ✓ ✓ ✓ ✓ ✓ ✓ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%); ხოლო მეორე პუნქტი ამოქმედდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დაადგენს 3%-იან ბარიერს. 2020ის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმოქმედებს კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი (უფასო საეთერო დროს მიიღებს 19 კვალიფიციური პარტია); მედია-კამპანიის თანასწორ პირობებში ჩასატარებლად, მაუწყებელი ვალდებული იქნება ცესკოსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, გადასცეს საეთერო დროის ტარიფები, რომელთა გადახედვა (პირველი ტურის ფარგლებში) შესაძლებელი იქნება ერთხელ. მკაფიოდ დგინდება შესაბამისი ვადები („პირველადი“ ტარიფი ძალაში შევა კენჭისყრამდე 50-ე დღიდან; ტარიფის გადასინჯვის შემთხვევაში, ახალი ტარიფი ამოქმედდება კენჭისყრამდე 30-ე დღიდან); წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა; პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას დგინდება სუბიექტის სახელწოდების/საარჩევნო ნომრის ვიზუალიზაციის პარამეტრები. კერძოდ, რეკლამის გაშვებისას შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში, მკაფიოდ უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი; მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად; 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები; რეკლამის განთავსების წესის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას მოახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარე, ხოლო მაუწყებლებს (გარკვეულ შემთხვევებში სატელეფონო ოპერატორებს) - უშუალოდ კომუნიკაციების კომისია დააჯარიმებს ღია სხდომაზე. საარჩევნო გარემო ✓ კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ✓ კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას; ✓ დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ✓ ემატება მკაფიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი; ✓ აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც. ✓ აუდიტის სამსახური მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენებს ელექტრონული დოკუმენტთბრუნვის სისტემას/ელექტრონულ ხელმოწერას; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია ✓ საჯარო სკოლების პედაგოგებზე, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რეგლიგიური ორგნიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებზე (სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში); ✓ კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას; საარჩევნო დავების განხილვა ✓ დგინდება შემჭიდროვებული ვადები ცესკოსთვის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენასთან დაკავშირებით (სპეციფიკიდან გამომდინარე 10-დღიანი ან 2-დღიანი ვადები); ✓ სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან, სამართალდარღვევის ბუნების გათვალისწინებით, 2 დღეს ან 10 დღეს. მეორე ტური ✓ კოდექსით მკაფიოდ დგინდება მე-2 ტურის ჩატარების ვადები და გასატარებელი ღონისძიებები; ✓ მაუწყებელს მეორე ტურისთვის ექნება რეკლამების განთავსებისთვის დადგენილი ტარიფის ერთხელ გადასინჯვის შესაძლებლობა; ✓ უფასო საეთერო დრო მეორე ტურში შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც). გენდერული კვოტები ✓ 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ✓ ✓ ✓ ✓ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება; 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება; 2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ; 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება; საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი). სხვა საკითხები ✓ სადამკვირვებლო სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენციისათვის კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედია ორგანიზაციას უფლება ექნება საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი; დაუშვებელი იქნება 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იყოს ერთზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი; ✓ მხარდამჭერთა სიების ბლანკების (მატერიალურად) წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს; გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამისად, მომდევნო ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილებები: ✓ არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით; ✓ პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ✓ ✓ ✓ ✓ ✓ თანმიმდევრობით განაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე; იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს; კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით; 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება: ▪ ყველა კვალიფიციური პარტია; ▪ ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო; ▪ ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო; 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას კანონპროექტი არ ითვალისწინებს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება (თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები დრო, აუცილებელია, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ძირითადი ნაწილი რაც შეიძლება მოკლე დროში (გამოქვეყნებისთანავე) ამოქმედდეს. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების მცირე ნაწილი, მიზანშეწონილია, ამოქმედდეს მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად ადაპტირებადი და მასში მონაწილე სუბიექტებს მიეცეთ საკმარისი დრო შესაბამისი ცვლილებების პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის. შესაბამისად, კანონპროექტის მე2 მუხლით გათვალისწინებულია მისი ნორმების ამოქმედების შემდეგი ვადები: ✓ კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-12, მე-18, 21-ე და 25-ე პუნქტებისა; ✓ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-12 პუნქტები ამოქმედდება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მე-2 დღეს; ✓ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ამოქმედდება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან 30-ე დღეს; ✓ კანონის პირველი მუხლის მე-18 და 25-ე პუნქტები ამოქმედდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციას, სჭირდება დრო, რათა კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უზრუნველყოს მომდევნო 2020 წლის არჩევნების შეუფერხებლად ჩატარება, აუცილებელია, კანონპროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით. ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო საშუალოვადიან პერიოდში არის სახელმწიფო ბიუჯეტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული დარღვევების გამო დაჯარიმებულ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოუწევს შესაბამისი საჯარიმო თანხის გადახდა. აღნიშნული გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და დამოკიდებულია დარღვევების სახეებსა და რაოდენობაზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი ნაწილისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან (როგორც ყველა სხვა არჩევნების გამართვის დროს). კანონპროექტმა შესაძლოა გარკვეული ფინანსური ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ მათ, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ადმინისტრირებისათვის, მოუწევთ დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლოა მოახდინოს გარკვეული ფინანსური ზეგავლენა ცალკეულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დარღვევის გამო დაჯარიმებულ პირს მოუწევს შესაბამისი საჯარიმო თანხის გადახდა. აღნიშნული გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და დამოკიდებულია მხოლოდ ასეთი დარღვევების რაოდენობაზე (არსებობის შემთხვევაში). კანონპროექტმა შესაძლოა გარკვეული ფინანსური ზეგავლენა მოახდინოს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ადმინისტრირებისათვის, მოუწევთ დამატებითი ადამიანური და შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყენება. კანონპროექტი წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო ფინანსურ ზეგავლენას არ მოახდენს მაუწყებლებზე, ვინაიდან პარტიების მიერ მაუწყებლებში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობა და ამ კუთხით, მაუწყებლების მიერ შესაბამისი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, უცვლელი რჩება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის ახალი სანქციების დამატებას, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული დარღვევების პრევენციისათვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმის შექმნასთან. ასეთი სანქციებიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტში სავარაუდო შენატანების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა რთულია და დამოკიდებულია მხოლოდ ჩადენილი დარღვევების სახესა და რაოდენობაზე. რაც შეეხება სანქციების განსაზღვრის პრინციპს, იგი თანმიმდევრულია კოდექსის მოქმედი რედქციით დადგენილი სანქციების განსაზღვრის პრინციპთან და არ ხდება სანქციების განსაზღვრის ახალი პრინციპის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ასეთი არ არსებობს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.