„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/476/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. პოლიტიკური პარტია (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. 2. ეს კანონი განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის. 3. ამ კანონით ფინანსური საქმიანობის კანონიერებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული დებულებები აგრეთვე ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. 4. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები. 5. ამ კანონის ნორმები საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ერთად გამოიყენება რეგულირებასთან დაკავშირებით, საარჩევნო სუბიექტის მისი კანონიერებისა კამპანიის ხარჯების და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად.“. 2. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“. 3. 25-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან;“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოწირულებისთვის დადგენილი წესები ასევე ვრცელდება პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მხარდასაჭერად გაღებულ ფულად სახსრებზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები. 4. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ასევე ვრცელდება პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები.“. 4. 251 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემედგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) იურიდიული პირისგან, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწ-ვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის/საარჩევნო სუბიექტის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდის მეშვეობით.“. 6. 261 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი.“. 7. 291 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისათვის. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო. 3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის - 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისათვის - 5 ლარის ოდენობით. 4. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 9. 301 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“. 12. 321 მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 341 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმები;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს;“; გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მონიტორინგის მიზნით პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან გადაწყვეტილების საფუძველზე დაკავშირებით; ზ) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიების ან/და გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე შემომწირველი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ;“. 14. 342 მუხლის: ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა − გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით. 2. ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება, საწევრო შენატანი, ან, რომლის მხარდასაჭერად განხორციელდა ხარჯი, ან, რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის განხორციელებით, არ ჰქონდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა, − გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით. 3. პირის მიერ პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“ ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით.“; დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ოდენობით.“. დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან ჩადენილი ერთი პირის მიერ სხვადასხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით, − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდგომ ქმედების განმეორების შემთხვევაში შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით.“. ზ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებული შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი; ბ) ამ კანონით განსაზღვრული არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სრული ოდენობა; გ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი; დ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება/საწევრო შენატანი, ხარჯი.“. 15. ამ კანონის 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 და 392 მუხლები: „მუხლი 391 1. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დანამატს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესისაა. 2. თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლითა და ამ კანონის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად და ეს ჯამური თანხა თანაბრად იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებენ მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახა. მუხლი 392 2024 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე4 და მე-11 პუნქტებისა და მე-14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტები და მე-14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 3. პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. ამ დღიდან, პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის ნორმების მაქსიმალურად დახვეწის, მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი სრულად ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებულია საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების დახვეწილი და მარტივი სისტემის შექმნას. შესაბამისად, აუცილებელია, სათანადო ცვლილების განხორციელება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცალკეულ მუხლებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების მოსაწესრიგებლად აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება განხორცილედეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა მაქსიმალურად იქნება ჰარმონიზებული საქართველოს კონსტიტუციასთან, გაუმჯობესდება წინასაარჩევნო გარემო და შეიქმნება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების დახვეწილი, მარტივი სისტემა, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, სამართლიან, თანასწორ გარემოში და შექმნის პარტიული სისტემის განვითარების უკეთეს შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად: ✓ ახლებურად ყალიბდება ორგანული კანონის ძირითადი დებულებანი და ფართოდ განიმარტება პოლიტიკური მიმართულებები; პარტიის არსი და მისი საქმიანობის ძირითადი ✓ ახლებურად ყალიბდება III თავის სათაური და ზუსტდება, რომ არნიშნული თავი, პარტიის ქონების, ფინანსების და პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან ერთად ასევე მოიცავს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონებას, ფინანსებს და მისი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს; ✓ ზუსტდება პარტიების შემოწირულებისთვის დადგენილი წესები და ამ წესების გავრცელების ფარგლები; ✓ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხდება ორგანული კანონიდან საარჩევნო ბლოკების მარეგულირებელი ნორმების ამოღება; ✓ ზუსტდება, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებული იქნება შექმნას სპეციალური ფონდი; ✓ იურიდიული პირის მიერ შემოწირულოების განხორციელება იზღუდება პარტნიორის საქართველოში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასევე ზუსტდება მითითება საბოლოო ბენეფიციართან დაკავშირებით; ✓ პარტიების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემა იცვლება უფრო სამართლიანი და დახვეწილი მოდელით, რომლის მიხედვითაც, თითოეული პარტია დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციულად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. აღნიშნულის თანახმად: ▪ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო: ▪ - პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული - ხმისათვის 15 ლარის ოდენობით; თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისათვის 5 ლარის ოდენობით. დაფინანსების მიმღები პარტია 2028 წლამდე მიიღებს დანამატს მისაღები დაფინანსების 30 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება; ▪ პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. ✓ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ დაფინანსების წარმოდგენილი ფორმულა რეგრესულ პრინციპზეა აგებული და მცირე პარტიებისათვის შედარებით მეტ დაფინანსებას ითვალისწინებს. ✓ ზუსტდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის ფარგლები, მათ შორის, მიეთითება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება ექნება გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული აღნიშნულ ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს; ხელმოწერა. ექნება ისეთივე ✓ ზუსტდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღების ან დამალვის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, მიეთითება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ერთად განესაზღვრება კვალიფიციურ პარტიას - 5 000 ლარის ოდენობით; ✓ აკრძალულ შემოწირულებად/საწევრო შენატანად ასევე ჩაითვლება ამ ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება/საწევრო შენატანი და ხარჯი; ამასთანავე, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2024 წლის პირველ იანვრამდე განესაზღვრება ვალდებულება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები დრო, აუცილებელია, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ძირითადი ნაწილი რაც შეიძლება მოკლე დროში (გამოქვეყნებისთანავე) ამოქმედდეს. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების ნაწილი მიზანშეწონილია, ამოქმედდეს მომდევნო 2024 წლის 1 იანვრიდან, რათა საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად ადაპტირებადი და მასში მონაწილე სუბიექტებს მიეცეთ საკმარისი დრო შესაბამისი ცვლილებების პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. შესაბამისად, კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია მისი ნორმების ამოქმედების შემდეგი ვადები: ✓ ორგანული კანონის ძირითადი ნაწილი, გარდა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებისა გამოქვეყნებისთანავე, და მე-14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება ✓ ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტები და მე-14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი ამოქმედდება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. ამ დღიდან, პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები დრო და როგორც პოლიტიკურ პარტიებს ისე საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება დრო, რათა კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უზრუნველყოფილი იქნეს მომდევნო 2020 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება, აუცილებელია, კანონპროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით. ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტად განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დამატებას, რომელიც, ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის დროს, პასუხისმგებლობის ნაწილში, უთანაბრდება პარტიის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირიც ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა. აღნიშნულის წინასწარ ზუსტი განსაზღვრა რთულია და დამოკიდებულია ასეთი შემთხვევების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გასათვალისწინებელია, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემა იცვლება უფრო სამართლიანი და დახვეწილი მოდელით, რომლის მიხედვითაც, თითოეული პარტია დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციულად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. ეს ფორმულა რეგრესულ პრინციპზეა აგებული და მცირე პარტიებისათვის შედარებით მეტ დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო: - პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის 15 ლარის ოდენობით; - თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისათვის 5 ლარის ოდენობით. მეტი სიცხადისთვის შესაძლებელია შედარდეს დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო კანონპროექტით ბიუჯეტიდან გათვალისწინებული გამოყოფილი ცვლილებების თანხების რაოდენობა შესაბამისად ამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფ თანხების რაოდენობასთან. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება საერთო ჯამში გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. ცხრილი #1: პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის ერთი საბიუჯეტო წლის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განაწილება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით (საარჩევნო კანონმდებლობის მოქმედი რედაქციის შესაბამისად) ცხრილი #2: პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის გამოსაყოფი თანხის სავარაუდო განაწილება საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების შემთხვევაში (ცხრილი წარმოდგენილია ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად თუ ეს პარტიები, მათ შორის, დაიცავენ საარჩევნო სიებში გენდერულ ბალანსს და ამისათვის მიიღებენ დამატებით დაფინანსებას) ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენა დამოკიდებული იქნება არჩევნების საბოლოო შედეგებზე და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაფინანსების შემოთავაზებული სისტემა, საერთო ჯამში იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რომლის პარალელურად იზრდება დაფინანსება ე.წ. მცირე პარტიებისათვის. შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების ზუსტი გაანგარიშება სწორედ არჩევნების საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტად განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დამატებას, რომელიც, ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის დროს, პასუხისმგებლობის ნაწილში, უთანაბრდება პარტიის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირიც ვალდებული იქნება გადაიხადოს დადგენილი ჯარიმა, რისი წინასწარ ზუსტად განსაზღვრა რთულია და დამოკიდებულია ასეთი შემთხვევების რაოდენობაზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემა იცვლება ახალი მოდელით, რომლის მიხედვითაც, თითოეული პარტია დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციულად. ეს ფორმულა რეგრესულ პრინციპზეა დაფინანსებას აგებული ითვალისწინებს. და მცირე პარტიებისათვის აღნიშნულიდან შედარებით გამომდინარე, მეტ პარტიებისათვის გარკვეული ფინანსური შედეგების წარმოშობა დამოკიდებული იქნება არჩევნების საბოლოო შედეგებზე და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: ამ განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტი). კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება (301 მუხლის ამოღება) ზეგავლენას მოახდენს არასამთავრობო სექქტორზე იმ კუთხით, რომ აღარ იარსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ფონდი, საიდანაც არასამთავრობო სექტორს მიეცემოდა გრანტები ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლის მიზანიც, პარტიების განვითარების ხელშეწყობა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებაა. აღნიშნულ ცვლილებას ანალოგიური ზეგავლენა ექნება პარტიებზეც, რომლებსაც მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან (არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე) მოუწევთ კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების და რეგიონული პროექტების დაფინანსება, ასევე სხვა პირებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა. კანონპროექტმა სახელმწიფო შესაძლოა აუდიტის გარკვეული სამსახურზე იმ ფინანსური ზეგავლენა შემთხვევაში, თუ მოახდინოს მას, ასევე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ადმინისტრირებისათვის, მოუწევს დამატებითი ადამიანური და შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყენება. აღნიშნული ზეგავლენა ასევე შეეხება პარტიებსა და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტად განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დამატებას, რომელსაც, ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის დროს დაეკისრება ისეთივე სანქცია, როგორც პარტიას. შესაბამისად, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი სანქციის შემოღებას, ზუსტდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტთა წრე, რომელთაც, დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებათ შესაბამისი სანქცია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად. რაც შეეხება სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმების ოდენობას სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს დამოკიდებული იქნება ასეთი შემთხვევების რაოდენობაზე და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ასეთი არ არსებობს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მიიღო კანონპროექტის კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.