„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/476/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 240-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.“ ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: ,,22. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს, ხოლო თუ ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის ნორმების მაქსიმალურად დახვეწის, მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი სრულად ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებულია საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. შესაბამისად, აუცილებელია, სათანადო ცვლილების განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლში (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსი მაქსიმალურად იქნება ჰარმონიზებული საქართველოს საარჩევნო კოდექსთან, გაუმჯობესდება წინასაარჩევნო გარემო და შეიქმნება საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად: ✓ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში; ✓ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს, ხოლო თუ ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები დრო და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების დიდი ნაწილის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია გამოქვეყნება, აუცილებელია, ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებაც ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და როგორც პოლიტიკურ პარტიებს ისე საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება დრო, რათა კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უზრუნველყოფილი იქნეს მომდევნო 2020 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება, აუცილებელია, კანონპროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით. ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე სახის დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისი ადმინისტრირებისათვის გაჩნდება დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების საჭიროება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული ფინანსური ზეგავლენა მოახდინოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისი ადმინისტრირებისათვის გაჩნდება დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების საჭიროება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით ასეთი გათვალისწინებული არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ასეთი არ არსებობს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი