„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1641 მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს,
სასჯელის სახედ გამოიყენება ჯარიმა.“.
2. 362-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“
გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ
ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბებისათვის
გამოიყენება მხოლოდ ჯარიმა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)
რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის ნორმების მაქსიმალურად დახვეწის,
მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი
სრულად ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებულია საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც სხვა
ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო
დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. შესაბამისად, აუცილებელია
სათანადო ცვლილების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641
მუხლსა (ამომრჩევლის მოსყიდვა) და 362-ე მუხლში (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების მოსაწესრიგებლად
აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება განხორცილდეს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა მაქსიმალურად იქნება ჰარმონიზებული საქართველოს
კონსტიტუციასთან, გაუმჯობესდება წინასაარჩევნო გარემო და შეიქმნება საარჩევნო
დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას
თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად:
✓ ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის
თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემაც1 სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას) გამოიწვევს.
✓ რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“
გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ
ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბებას, ამ
შემთხვევაში გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯარიმა.
1
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული იწვევს ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები
დრო აუცილებელია, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები
დრო და როგორც პოლიტიკურ პარტიებს ისე საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება დრო, რათა
კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უზრუნველყოფილი იქნეს მომდევნო 2020 წლის
არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება, აუცილებელია,
კანონპროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული დარღვევის
გამო პირს მოუწევს შესაბამისი საჯარიმო თანხის გადახდა. აღნიშნული გავლენის წინასწარ
განსაზღვრა შეუძლებელია და დამოკიდებულია მხოლოდ ასეთი დარღვევების რაოდენობაზე
(არსებობის შემთხვევაში).
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს პროკურატურისა და
საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვით ნაწილზე იმ
შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში (100 ლარზე ნაკლები ღირებულების
მქონე გარიგებისას) აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღება მოუწევს სასამართლოს. აღნიშნული გავლენის წინასწარი განსაზღვრა
რთულია, ვინაიდან იგი დამოკიდებული იქნება ასეთი შემთხვევების რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა საქართველოს პროკურატურასა და
საერთო სასამართლოებზე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ამომრჩევლის მოსყიდვას (100
ლარზე ნაკლები ღირებულების გარიგებისას) და ამ საქმეებზე სამართალწარმოებისათვის საჭირო
იქნება დამატებითი ფინანსური ან/და ადამიანური რესურსის გამოყოფა.
კანონპროექტი ასევე ზეგავლენას მოახდენს იმ პირზე, რომელიც განახორციელებს ამ
კანონპროექტით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვას, რისთვისაც მას, ნაცვლად
ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, დაეკისრება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით ასეთი გათვალისწინებული არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ასეთი არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
(OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა ხელისუფლების, ოპოზიციური
პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის,
მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი,
დავით მათიკაშვილი.