„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) უფლებამოსილი პარტია – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები
პოლიტიკური პარტია.“.
2. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის
დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს
არადისკრიმინაციულად. ამასთანავე, მაუწყებელი ვალდებულია დებატებში მოიწვიოს
ყველა სხვა პარტია რომელთაც დებატებში მონაწილე პარტიასთან მიმართებით ბოლო
საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენები აქვთ მსგავსი ან უკეთესი შედეგი.“.
3. 66-ე მუხლის:
ა) პირველი - მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არაუმეტეს 60
წამით
უსასყიდლოდ
და
არადისკრიმინაციულად
განათავსონ
თითოეული
უფლებამოსილი პარტიის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და
რადიო ვალდებული არიან, უფლებამოსილი პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტიის
წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის
თანაბრად განაწილდება. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ
დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
2. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია
საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში
არაუმეტეს 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული
უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ
შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი
სხვა დროისათვის.
3. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული
მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა
არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს არჩევნებში მონაწილე პარტიის
ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი ან საკაბელო
მაუწყებელი ვალდებულია თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს 7,5 წუთი
წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და
არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის
წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო
სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო
სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება სუბიექტის მიერ
გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა
დროისათვის.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი:
„მუხლი 761. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო
დებატების,
წინასაარჩევნო
რეკლამისა
და
მაუწყებლის
პასუხისმგებლობის
მარეგულირებელი დროებითი წესის განსაზღვრა
1. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების
გამართვისას გამოყენებული იქნეს ამ კანონის 55-ე მუხლი თუ საქართველოს საარჩევნო
კოდექსის 185-ე და 186-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო რეკლამის
განთავსებისას გამოყენებული იქნეს ამ კანონის 66-ე მუხლი თუ საქართველოს საარჩევნო
კოდექსის 185-ე და 186-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის
მიერ
სრული
უფლებამოსილების
შეძენამდე
მაუწყებლის
პასუხისმგებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 191ე მუხლის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლი პირველი-მე-3 პუნქტებისა, ამოქმედეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 26
ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული
უფლებამოსილების შეძენისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
(OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის ნორმების
მაქსიმალურად დახვეწის, მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და
საქართველოს კონსტიტუციასთან მისი სრულად ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებულია
საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს
წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების, მათ
შორის, მაუწყებლის პასუხისმგებლობის განსაზღვრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნას.
შესაბამისად, აუცილებელია სათანადო ცვლილების განხორციელება საქართველოს
კანონში „მაუწყებლობის შესახებ“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ამ
განმარტებითი
ბარათის
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში
დასახელებული
საკითხების
მოსაწესრიგებლად აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება განხორცილდეს საქართველოს
კანონში „მაუწყებლობის შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების
შედეგად აღნიშნული კანონი მაქსიმალურად იქნება ჰარმონიზებული საქართველოს
საარჩევნო კოდექსთან, გაუმჯობესდება წინასაარჩევნო გარემო და შეიქმნება საარჩევნო
დარღვევებზე რეაგირების, მათ შორის, მაუწყებლის პასუხისმგებლობის ეფექტიანი
მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, სამართლიან და
თანასწორ გარემოში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების
თანახმად:
✓ ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად,
ამ
კანონის
მიზნებისათვის
უფლებამოსილ
პარტიად
ჩაითვლება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტია;
✓ ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის
თანახმადაც, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო
კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები
უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად. ამასთანავე, მაუწყებელი ვალდებულია
დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პარტია რომელთაც დებატებში მონაწილე
პარტიასთან მიმართებით ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენები აქვთ მსგავსი ან
უკეთესი შედეგი;
✓ ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 66-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები და
ხდება ამავე მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება. აღნიშნული ცვლილებით
კანონის მითითებული ნორმები შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსის“ პროექტით წარმოდგენილ ცვლილებებთან და ხდება წინასაარჩევნო
რეკლამის განთავსების ცალკეული საკითხების დაზუსტება.
✓ კანონს ემატება ახალი 761 მუხლი, რომლის თანახმადაც, განისაზღვრება 2024 წლის 26
ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ
სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების, წინასაარჩევნო
რეკლამისა და მაუწყებლის პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე
ნაკლები დრო, აუცილებელია, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ნაწილი
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ნაწილი - 2024 წლის 2024 წლის 26 ოქტომბრის
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნებში
არჩეული
პარლამენტის
მიერ
სრული
უფლებამოსილების
შეძენისთანავე.
ამასთანავე
გასათვალისწინებელია,
რომ
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
იქიდან გამომდინარე, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვეზე
ნაკლები დრო და როგორც პოლიტიკურ პარტიებს ისე საარჩევნო ადმინისტრაციას
სჭირდება დრო, რათა კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უზრუნველყოფილი
იქნეს მომდევნო 2020 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში
ჩატარება, აუცილებელია, კანონპროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით ასეთი გათვალისწინებული არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ასეთი არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა ხელისუფლების,
ოპოზიციური
პარტიების,
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა
და
საერთაშორისო
პარტნიორების (მათ შორის, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების) ჩართულობით შექმნილი
სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი
ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.