საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/452, 21.02.2020) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-29
ბიუროს ნომერი 368
📜 ტექსტი
წერილი
*GOV52000024335*
GOV 5 20 00024335
29/06/2020
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს
პარლამენტში წარდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების (საქართველოს პარლამენტში
წარდგენის №6777, თარიღი: 21.02.2020 წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი
- 07-2/452) დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების
შესახებ შეთანხმების 143-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საჯარო
შესყიდვების სფეროში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო,
რომლის ამოცანა იქნება შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების მიერ ხელშეკრულების
დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანი
გადასინჯვა. ასოცირების შეთანხმების (AA/DCFTA) 146-ე მუხლისა და XVI დანართის
შესაბამისად კი, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების
კანონმდებლობისა და ინსტიტუციური მოწყობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის
კანონმდებლობასთან.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით დამტკიცებული
გზამკვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს დავების განხილვის სისტემის
ინსტიტუციური რეფორმა უნდა განხორციელებულიყო 2017 წელს, ჯერ კიდევ
იმპლემენტაციის პირველ ფაზაში.
საგულისხმოა, რომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული განრიგის თანახმად, რაც
გულისხმობს დავების განმხილველი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სრულიად
ახალი ორგანოს ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას, უნდა განხორციელებულიყო შეთანხმების
(AA/DCFTA) ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, 2017 წლის სექტემბრისათვის.
ამასთან, ასოცირების შეთანხმებაში მოცემული ე.წ. „დავების ევროდირექტივით“
განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაახლოება და ეროვნულ კანონმდებლობაში მათი
იმპლემენტაცია უნდა განხორციელებულიყო ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5
წლის ვადაში, ანუ 2019 წლის სექტემბრამდე.
აღნიშნული რეფორმის განხორციელებას დაბეჯითებით ითხოვდნენ როგორც ევროკომისია,
ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები (WTO, OECD, SIGMA, USAID, CLDP) და
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (WB, EBRD, ADB). ამ რეფორმის განხორციელება,
როგორც წინაპირობა, გათვალისწინებულია საქართველოსთვის მიმდინარე წელს მისაღები
იმ საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში, როგორიცაა ევროკავშირის მაკრო-საფინანსო
დახმარება 150 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე მსოფლიო ბანკის საკრედიტო ხაზი
დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს მიერ ნაკისრი
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, აღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ
იქნეს დაჩქარებული წესით.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბექა დოჭვირი