საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-26439; 31.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6939/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-30
ბიუროს ნომერი 369

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-6939/20 29-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-26439/19; 31.12.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 ივნისის სხდომაზე განიხილა მოქალაქე იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონში 2019 წლის 29 მაისს შესული ცვლილებების თანახმად მომეტებული საფრთხის შემცველი რამდენიმე სახის ობიექტი აღმოჩნდა საზედამხედველო ობიექტების ნუსხის მიღმა (აირგასამართი სადგური, აირსავსები სადგური, ავტოგასამართი კომპლექსი), რის გამოც ითხოვს მოქმედი კანონის შესაბამის მუხლში აღნიშნული ობიექტების დამატებას. კომიტეტი იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციას (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წერილი N1-6973; 1.06.2020), რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შენიშვნა 2019 წლის 19 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით ახლებურად ჩამოყალიბდა და იგი არსებითად იმეორებს საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულ ნორმას, რის გამოც კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge