„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-06
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის 461 მუხლი:
„მუხლი 461. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები
1. თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე
მუხლის
შესაბამისად
დაკისრებული
ჯარიმები
ვერ
უზრუნველყოფს
კომისიის
გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის
შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან
ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური
მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით.
3. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალში შედის
კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.
4. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ
ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეგზავნება სსიპ „საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოს“ და ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს. სსიპ „საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტო“ მიღებული შეტყობინებისა და სპეციალური მმართველის მოთხოვნის
საფუძველზე აახლებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა
რეესტრში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის შესახებ მონაცემებს, სადაც
აღინიშნება სპეციალური მმართველის შესახებ.
5. სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის
უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.
გადაწყვეტილების
აღსრულების
6. სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს ინტერესთა
კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ და აკმაყოფილებს ამ
მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
7. ამ მუხლის მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ პირს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, თუ ის არის
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ან
მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან
არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ასევე ამ პუნქტში
აღნიშნული პირებთან ურთიერთადმოკიდებული პირი. ამ პუნქტის მიზნებისთვის პირი
ურთიერთდამოკიდებულად ითვლება, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობა.
8. სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი
განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება,
იურიდიული ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული
უფლებამოსილებების შესასრულებლად.
9. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კომისია, მისი დანიშვნის
შესახებ გადაწყვეტილებით.
10. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურების, ასევე მის მიერ დაკისრებული
ფუნქციების
შესრულებასთან
დაკავშირებული
ყველა
ხარჯი
ანაზღაურდება
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ბიუჯეტიდან.
11. კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სპეციალური მმართველის
უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს
შეუძლია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი
და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს
(მათ
შორის,
დირექტორი/დირექტორთა
საბჭო,
სამეთვალყურეო
საბჭო,
პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება.
12. სპეციალური მმართველი, კომისიის გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად
და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:
ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის
განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი
ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე
არსებულ კონკურენტულ გარემოს;
გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების
განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;
დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა
ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების
განკარგვისა);
13. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელია ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი პირის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის
ან/და კომისიის თანხმობის გარეშე.
14. ბათილია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ, სპეციალური
მმართველის მიერ ან ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით, კომისიის მიერ
სპეციალური
მმართველის
დანიშვნის
შემდეგ,
მიღებული
ყველა
გადაწყვეტილება/განხორციელებული ყველა ქმედება, თუ ისინი მიღებული/განხორციელებული
არ არის კომისიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
15. სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის მიერ
გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი
ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე. სპეციალური მმართველი კომისიის მიერ
დადგენილი წესითა და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგენს კომისიას თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
16. კომისია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს
სპეციალური მმართველი.
17. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს, რომ სპეციალური
მმართველის ცალკეული ან ყველა უფლებამოსილების განხორცილება საჭიროებს კომისიის
წინასწარ წერილობით თანხმობას.
18. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღნიშნულის დამადასტურებელი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
კომისიაში
წარმოდგენის
შემთხვევაში,
კომისიის
გადაწყვეტილებით თანამდებობიდან თავისუფლდება სპეციალური მმართველი და წყდება ამ
მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების
გამოყენება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ.
19. თუ კომისიის გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური
მმართველი, ეხება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი
წილის/აქციის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას და თუ სპეციალური მმართველის
დანიშვნამ და მის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო კომისიის
გადაწყვეტილების აღსრულება და კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით ან
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერებით/ლიცენზიის
გაუქმებით შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის
ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია
მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის
გაყიდვის შესახებ.
20. კომისია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის გაყიდვის მიზნით
ქმნის სპეციალურ სააუქციონო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წილის/აქციის აუქციონის
გზით გაყიდვას. აუქციონი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და
არადისკრიმინაციულად და ამ პროცესის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს
გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა და ბაზარზე კონკურენტული
გარემოს შენარჩუნება.
21. კომისია უფლებამოსილია აუქციონში მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს ან
გააუქმოს
აუქციონის
შედეგები,
თუ
აუქციონში
გამარჯვებული
პირის
მიერ
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის შეძენით შეიძლება საფრთხე
შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან
ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
22. კომისია სააუქციონო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებით (კომისიის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი) ასევე განსაზღვრავს ამ აუქციონის
ჩატარების წესსა და პირობებს.
23. აუქციონის შედეგად ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების
გასხვისებით მიღებული თანხა (აუქციონის ჩატარებისათვის აუცილებელი ხარჯების
გამოკლებით) გადაეცემა წილის/აქციის მფლობელებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო
წილის/აქციის მფლობელის მიერ თანხის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოხდება
აღნიშნული თანხის დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის დაფარვა მოხდება დეპონირებული თანხიდან.
24. ამ მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აღჭურავს
საკმარისი
უფლებამოსილებებით,
რომ
ეფექტიანად
აღმოფხვრას
ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ ჩადენილი
დარღვევები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ პირებს დააკისროს გაფრთხილება,
ჯარიმები და თუ ეს მექანიზმები არ იქნა საკმარისი - შეუჩეროს ავტორიზაცია/გაუუქმოს
ლიცენზია.
ცალკეულ
შემთხვევებში
ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი
გაფრთხილება
პირები
თუ
და
ჯარიმა
არაეფექტურია,
არ
შეასრულებენ
კომისიის
გადაწყვეტილებას, ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის
გაუქმება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის
ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეიცავს მნიშვნელოვანი ინტერესების
დაზიანების საფრთხეს და კომისიას აღარ რჩება მისი გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი
მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების
შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროს მარეგულირებელი ორგანო იყოს სექტორის ეფექტიანად რეგულირებისათვის
საკმარისად უფლებამოსილი შესაბამისი სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის.
კანონპროექტი მიზნად ისახავს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს
კანონში (შემდგომში - კანონი) არსებული ვაკუუმის შევსებას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ
კანონი არ ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დარგის მარეგულირებელი
დამოუკიდებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს. კანონის 45ე მუხლი კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის სახით
ითვალისწინებს გაფრთხილებას, ჯარიმებს ან ავტორიზაციის შეჩერებას/ლიცენზიის გაუქმებას.
კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს (გაფრთხილება, ჯარიმა), მართალია
გარკვეულწილად აქვს აღსრულების უზრუნველმყოფი ფუნქციაც, თუმცა ზოგი მათგანი
არაეფექტური და არასაკმარისია. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება,
როგორც პასუხისმგებლობის სახე ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ვერ გამოდგება
გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმად, რამეთუ პასუხისმგებლობის ამ ზომის გამოყენება
იწვევს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეჩერებას, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების
მიზანს უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
საქმიანობის შეჩერება, რამეთუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მომსახურების
მიმღებია ასეულ ათასობით ფიზიკური და იურიდიული პირი (მათ შორის სახელმწიფო
ორგანოები).
პრაქტიკაში
არის
შემთხვევები,
როცა
კომისიის
გადაწყვეტილების
აღსრულება
დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება
და
აღსრულების
ყველა
სხვა
საშუალება
არაეფექტურია.
მაგალითად,
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირიდაპირი
წილების/აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში (რაც
აკრძალულია და ბათილია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 25ე - 27-ე მუხლების მიხედვით), კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ
პირს მოსთხოვოს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ტრანზაქციის
შებრუნება და წილის/აქციის გასხვისებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
თუმცა ამ ტიპის გადაწყვეტილების აღსრულება (მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია
ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი
პირის
არაპირდაპირ
წილზე/აქციებზე)
დამოკიდებულია მხოლოდ წილის/აქციების მფლობელის ქმედებებზე და კომისია არ ფლობს
რაიმე ეფექტურ ბერკეტს, სამართლებრივ მექანიზმს უზრუნველყოს მისი ამ ტიპის
გადაწყვეტილებების აღსრულება.
სწორედ
ამ
გარემოებებიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია
„ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და გაჩნდეს შესაბამისი
სამართლებრივი მექანიზმები, რათა ამ და ყოველ სხვა შემთხვევაში კომისიას ქონდეს ეფექტური
და საკმარისი მექანიზმები მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შემოთავაზებული
მექანიზმი
ეხება
კომისიისთვის,
როგორც
დამოუკიდებელი
მარეგულირებელი ორგანოსთვის ახალი უფლებამოსილებების მინიჭებას. ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
კომისიის
უფლებამოსილებები,
დამრღვევი
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით. აქედან
გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, კომისიას
მიენიჭება
სპეციალური,
დამატებითი
უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია შეძლებს მის მიერვე მიღებული
გადაწყვეტილებების
აღსრულებას
და
უფრო
ეფექტური
გახდება
ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროს რეგულირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
შედის ცვლილება და კანონს ემატება 461 მუხლი „კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების
სპეციალური ღონისძიებები“.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი პირისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე
მუხლის
შესაბამისად
დაკისრებული
ჯარიმები
ვერ
უზრუნველყოფს
კომისიის
გადაწყვეტილების
აღსრულებას
და
აღსრულების
დაყოვნებამ
ან
ავტორიზაციის
შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს,
კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს
კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ ამ
უფლებამოსილების გამოყენება პირობადებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი მაღალი
სტანდარტის
გარემოებებით,
როგორიც
არის
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესისთვის და ბაზარზე კონკურენტული
გარემოსთვის ზიანის მიყენების საფრთხის არსებობა.
კომისია, სპეციალურ მმართველს დანიშნავს საკუთარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტით - გადაწყვეტილებით, რომელიც კომისიის მიერ მიიღება კოლეგიურად,
ისევე როგორც კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ამ
გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და მიღებას მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
კომისიის სპეციალური მმართველი დაინიშნება გარკვეული ვადით, რომელიც კომისიისვე
გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საერთო ვადა არ
უნდა იყოს 2 წელზე მეტი. კომისიის მიერ ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება იმ
გადაწყვეტილების შინაარსი, რომლის აღსასრულებლადაც ინიშნება სპეციალური მმართველი.
სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა კომისიის მიერ
გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ვინაიდან, სპეციალური მმართველის დანიშვნა ხდება იმ
შემთხვევაში, როდესაც კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესს და ბაზარზე არსებულ
კონკურენტულ გარემოს უქმნის საფრთხეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ
გამოქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (როგორც კომისიის ყველა გადაწყვეტილება)
ასევე გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც და დაუყოვნებლივ გაეგზავნება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თავად ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს.
აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას
კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან სპეციალური მმართველის
დანიშვნის შემდეგ კომპანიის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებები იზღუდება და
ეს ფუნქციები გადადის სპეციალური მმართველის ხელში.
ცვლილების თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი,
რომელსაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
მიმართ. ცვლილების თანახმად განისაზღვრება, რომ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ ის
არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან
არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ასევე ამ პირებთან
ურთიერთდამოკიდებული პირი, ხოლო თავის მხრივ, ურთიერთდამოკიდებულება
განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით. სპეციალურ მმართველს
ასევე მოეთხოვება გარკვეული პროფესიული კვალიფიკაციაც, კერძოდ კი სპეციალური
მმართველი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი
შემდეგი სპეციალობით: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული ან სხვა
შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების
შესასრულებლად.
სპეციალური
მმართველის
შრომის
ანაზღაურება
და
მისთვის
დაკისრებული
ვალდებულებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
სხვა
ხარჯები
დაიფარება
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ბიუჯეტიდან.
კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სპეციალური მმართველის
უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს
შეეძლება განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი
და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს
(მათ
შორის,
დირექტორი/დირექტორთა
საბჭო,
სამეთვალყურეო
საბჭო,
პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება. სპეციალური მმართველი
ვალდებული იქნება იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის მიერ გაცემული
ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული
იქნება მხოლოდ კომისიის წინაშე. სპეციალური მმართველი კომისიის მიერ დადგენილი წესითა
და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს
კომისიას თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
სპეციალური
მმართველის
დანიშვნის
შემდეგ
დაუშვებელი
იქნება
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება
სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე.
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ, სპეციალური მმართველის მიერ ან
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით, კომისიის მიერ სპეციალური
მმართველის დანიშვნის შემდეგ, მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განხორციელებული ყველა
ქმედება, თუ ისინი მიღებული/განხორციელებული არ არის კომისიის მიერ მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვლება ბათილად.
კომისიის
გადაწყვეტილების
უფლებამოსილი იქნება:
აღსრულების
მიზნით,
სპეციალური
მმართველი
ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის
მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის
განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი
ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე
არსებულ კონკურენტულ გარემოს;
გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების
განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;
დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა
ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების
განკარგვისა. ამ უკანასკნელს, საჭიროების შემთხვევაში თავად კომისია განახორციელებს);
ამასთან, კომისია უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილებით განსაზღვროს, რომ
სპეციალური მმართველის ცალკეული ან ყველა უფლებამოსილების განხორცილება საჭიროებს
კომისიის წინასწარ წერილობით თანხმობას. კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, რომ
ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით (მათ შორის ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც)
თანამდებობიდან გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი.
კანონპროექტის თანახმად, თუ აღსრულდება კომისიის გადაწყვეტილება და ამის
დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარედგინება კომისიას, აღნიშნული იქნება
სპეციალური ღონისძიებების შეწყვეტისა და სპეციალური მმართველის თანამდებობიდან
გათავისუფლების საფუძველი.
როდესაც საქმე ეხება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის პირდაპირი ან
არაპირდაპირი წილის/აქციის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას, თეორიულად
შესაძლებელია, რომ ვერც სპეციალური მმართველის დანიშვნამ და მის მიერ განხორციელებულმა
ქმედებებმა ვერ უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება. ასეთი
შემთხვევისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ კომისიამ აუქციონის გზით
მოახდინოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების გასხვისება
აუქციონის
გზით,
თუ
კომისიის
გადაწყვეტილების
აღუსრულებლობით
ან
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერებით/ლიცენზიის
გაუქმებით შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის
ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
აღნიშნული დამზღვევი მექანიზმის შემოღების საჭიროებას თავად რეგულირების საგნის
მნიშვნელობა განაპირობებს. კერძოდ, პროექტით შემოთავაზებული რეგულირება კრიტიკული
ინფრასტრუქტურის დაცვას ეხება, რომლის ფუნქციონირებაც სახელმწიფოსთვის, ისევე როგორც
საზოგადოებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია
ზოგადად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო
პარალელურად ახორციელებს. მოცემულ ეტაპზე, რეფორმა ორი ძირითადი მიმართულებით
ვითარდება: 1-კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში ერთიანი საკანონმდებლო
ჩარჩოს შექმნა და ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; 2კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების
რეგლამენტაცია და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით საინვესტიციო საქმიანობის
რეგულირება.
შესაბამისი რეფორმის იმპლემენტაციის შემდეგ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ეროვნული
ნუსხა შედგება, რომელშიც, მაღალი ალბათობით, ცალკეული კრიტიკული ინფორმაციული
სისტემის სუბიექტებიც შევა. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს მოცემული
კანონპროექტის რეგულირების სფეროს მნიშვნელობას.
რეგულირების
საგნის
სენსიტიურობის
გათვალისწინებით,
კანონპროექტით
შემოთავაზებული რეგულირება, რომელიც ავტორიზებული / ლიცენზიის მფლობელი პირის
წილის / აქციის გაყიდვის შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას
ითვალისწინებს, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება.
ამასთან, ის გარკვეულწილად უკიდურესი ზომის (ultima ratio) სახით შემოდის კანონმდებლობაში
და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ლეგიტიმური მიზნების
მიღწევის უაღრესად საჭირო მექანიზმს წარმოადგენს.
აუქციონის ჩატარების მიზნით კომისიის გადაწყვეტილებით შეიქმნება სპეციალური
სააუქციონო კომისია და ამავე გადაწყვეტილებითვე დადგინდება აუქციონის ჩატარების წესი და
პირობები. ამასთანავე, კანონპროექტი თავადვე განსაზღვრავს, რომ აუქციონი უნდა წარიმართოს
გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად და ამ პროცესის ფარგლებში
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა
და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნება. კომისია უფლებამოსილი იქნება აუქციონში
მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს ან გააუქმოს აუქციონის შედეგები, თუ აუქციონში
გამარჯვებული პირის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის
შეძენით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის
ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
აუქციონის შედეგად ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების
გასხვისებით მიღებული თანხა გადაეცემა წილის/აქციის მფლობელებს მისი წილის
პროპორციულად, ხოლო მის მიერ თანხის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოხდება
აღნიშნული თანხის დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის დაფარვა მოხდება დეპონირებული თანხიდან.
კანონპროექტის თანახმად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან
დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი მექანიზმი უცხო არ არის რეგულირებადი ეკონომიკური
საქმიანობების მომწესრიგებელი საკანონდებლო აქტებისთვის. კერძოდ, როგორც „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონი სხვადასხვა ვარიაციითა და ფუნქციებით ითვალისწინებს
სპეციალური მმართველის და სპეციალური ღონისძიებების ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე,
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთვის, როგორც რეგულირებადი ეკონომიკური
საქმიანობისთვის, საკმაოდ ლოგიკური და როგორც აღინიშნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია
მსგავსი რეგულაციის არსებობა, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
ავტორიზებული
პირები
ხშირად
ფლობენ
ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კრიტიკულ
ინფრასტრუქტურას, რომელთა მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული
შტატები, კანადა, ისრაელი, ესპანეთი) საკმაოდ მკაცრი რეგულაციები არსებობს, მათ შორის
მესაკუთრეთა მხრივაც (მაგ. ამ ქვეყნებში ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის
მფლობელი არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც პრაქტიკაში არსებული
საკანონმდებლო ვაკუუმიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილების კომისიისთვის რაც შეიძლება სწრაფად მინიჭება, რათა
კომისიამ შეძლოს მისი გადაწყვეტილებების დაუბრკოლებლად აღსრულება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმით,
რომ დღეისათვის მოქმედ კანონმდებლობაში არის ვაკუუმი, რომელიც ხელს უშლის კომისიის
ეფექტურ ფუნქციონირებას, ვინაიდან, არ არსებობს მყარი სამართლებრივი ბერკეტები კომისიის
გადაწყვეტილებების
აღსრულებისთვის.
კომისიის,
ელექტრონული
კომუნიკაციების,
ამ
უმნიშვნელოვანესი სფეროს რეგულატორის გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით შესაძლოა
გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის
ეკონომიკურ ინტერესსა და საქართველოს რეგიონულ კონკურენტუნარიანობას შესაბამის
ბაზარზე.
ამდენად,
კომისიისთვის
კანონპროექტით
წარმოდგენილი უფლებამოსილების
დროული მინიჭების გარეშე, შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი
ინტერესები,
ქვეყნის ეკონომიკური
ინტერესი და
რეგიონული კონკურენტუნარიანობა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონპროექტის მიღება მოხდეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას, ვინაიდან,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
დაფინანსდება
იმ
ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ, რომელთა მიმართაც მოხდება
სპეციალური ღონისძიებების გამოყენება, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს ხარჯებს, აღნიშნული
დაფინანსდება
საერთო
სასამართლოებისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
მოახდინოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე პოზიტიური კუთხით, კერძოდ აღნიშნული კანონპროექტის შედეგად
შესაძლებელია გაიზარდოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების სასამართლოში
მიმართვიანობა,
რომელიც
გადახდასთან,
აქედან
თავის
მხრივ
გამომდინარე,
დაკავშირებული
კანონპროექტის
იქნება
მიღებამ
სახელმწიფო
შესაძლოა
ბაჟის
გამოიწვიოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება
სარჩელების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიძლება ხარჯები გაეზარდოთ
იმ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირებს, რომელთა მიმართაც მოხდება სპეციალური
ღონისძიებების გამოყენება (მაგ. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურება და მის მიერ
უფლებამოსილებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები) თუმცა, აღნიშნული პირები
არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები და შესაბამისად აღნიშნული არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
კანონპროექტის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით
შესაძლოა შეიქმნას სპეციალური სააუქციონო კომისია, რომელიც ჩაატარებს აუქციონს, თუმცა
კანოპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ანაზღაურებას სააუქციონო კომისიის წევრებისთვის,
ხოლო თავად აუქციონის ჩატარების ხარჯები (მაგ. ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროების
შემთხვევაში
აუქციონის
ელექტრონულად
ჩატარება
და
სხვა)
დაიფარება
თავად
ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილების/აქციების გაყიდვით მიღებული
თანხიდან, შესაბამისად აღნიშნულიც არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით შეიძლება გაიზარდოს
სასამართლოსთვის მიმართვიანობა, ეს ვერ იქნება იმ მოცულობის (ვინაიდან საქმე ეხება
გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმს, რომელიც უკიდურეს ღონისძიებას წარმოადგენს,
რომელიც განხორციელდება მას შემდეგ, რაც კომისია მის ხელთ არსებული სხვა მექანიზმებით,
როგორიც არის გაფრთხილება, ჯარიმა, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილების
აღსრულებას), რომ სასამართლოს დასჭირდეს დამატებითი ადამიანური, ფინანსური ან სხვა
სახის რესურსი, შესაბამისად წინამდებარე კანონპროექტი გავლენას ვერ მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული
სხვა
შესაძლო
ხარჯების
(მაგ.
სპეციალური
მმართველის შრომის ანაზღაურება, აუქციონის ჩატარების ხარჯები) დაფინანსება მოხდება
თავად ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების (რომლებიც წარმოადგენენ კერძო
სამართლის იურიდიულ პირებს) ბიუჯეტიდან და ამ მიზნით საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაღება არ იქნება საჭირო.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
არ
ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღებით
შეიძლება
კომისიის
გადაწყვეტილების
აღსრულებასთან
დაკავშირებული
სპეციალური
ღონისძიებების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
დამატებითი ხარჯები (მათ შორის სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურება და მის მიერ
უფლებამოსილებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
ხარჯები)
წარმოშვას
იმ
ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირისთვის, რომლის მიმართაც
მოხდება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებების
გამოყენება. ამასთან, კანონპროექტი ამ ხარჯების მიმართულებით არ ითვალისწინებს რაიმე
კონკრეტულ/ფიქსირებულ ოდენობებს (მაგ. კანონპროექტი არ განსაზღვრავს სპეციალური
მმართველის შრომის ანაზღაურებას და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ყოველ
ცალკეულ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით).
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის
ისეთ უფლებამოსილებებს, როგორიც არის ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის
მოგების/დივიდენდის განაწილების, ასევე პრემიების გაცემისა და ხელფასების ზრდის
შეზღუდვა, ასევე ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ის დანიშვნა და
გათავისუფლება. თითოეული ამ უფლებამოსილების განხორციელებამ შეიძლება დამატებითი
ფინანსური შედეგები წარმოშვას შესაბამისი პირებისთვის (მაგ. პარტნიორმა/აქციონერმა
გარკვეული პერიოდი ვერ მიიღოს დივიდენდი, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის
თანამშრომელმა ვერ მიიღოს პრემია, გათავისუფლებულმა დირექტორმა ვერ მიიღოს ხელფასი,
ახალდანიშნულმა დირექტორმა მიიღოს შრომის ანაზღაურება).
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია
კომისიის მიერ მოხდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების წილების/აქციების
გაყიდვა აუქციონის გზით. აუქციონს ჩაატარებს კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი
სპეციალური
სააუქციონო
კომისია.
კანონპროექტი
არ
ადგენს
სააუქციონო
კომისიის
წევრებისთვის რაიმე ანაზღაურებას, ვინაიდან მოიაზრება, რომ იგი უნდა დაკომპლექტდეს
კომისიის თანამშრომლებით. ხოლო აუქციონის ხარჯები კი დაიფარება წილის/აქციების
გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან ( აუქციონის ჩატარების ხარჯები დამოკიდებულია
თავად აუქციონის სახეზე (ელექტრონული ან არაელექტრონული), ხანგრძლივობაზე და ა.შ.,
რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
კანონპროექტის თანახმად, წილების/აქციების გაყიდვის გზით მიღებული თანხა უნდა
გადაეცეს წილის/აქციის მფლობელს, ხოლო თუ ის უარს იტყვის მიღებაზე, მოხდება ამ თანხის
დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, თანხის დეპონირებასთან
დაკავშირებული ხარჯები (რომელიც სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის დეპონირების
ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული) დაიფარება დეპონირებული თანხიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.