„საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-07-13
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-7126/20
01-07-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 9 ივნისის #6039-IIს დადგენილების
შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს:
„საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის)
არჩევის შესახებ“
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების
გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი
აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
პარლამენტის წევრი
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული
ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე
აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 240
000 ლარით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან –
შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2020 წლის -- ივლისი.
№---- – რს
არჩილ თალაკვაძე