საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ალტერნატიული წინადადება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-07-02
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-6980/20
30-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის თანახმად წარმოდგიდგენთ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტებზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტებზე „ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის
პროექტი „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/476;
24.06.2020) მოზადებულ ალტერნატიულ წინადადებას.
მომხსენებლად წარმოდგენილია ეკა ბესელია.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 02 ფურცლად.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ალტერნატიული წინადადება
ალტერნატიული წინადადება საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/476; 24.06.2020)
პროექტით გათვალისწინებული 197 -ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე
გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს
განსაზღვრავენ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის
წარდგენილი სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი პირი მაინც უნდა იყოს
განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია
ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ
საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა
შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც
ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ
გატარდება.“
ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2024 წლის 26 ოქტომბრის და მის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, 2028 წლამდე,
პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები იმგვარად, რომ ცესკოს
თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც
უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს
თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პარტიის
მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი
პარტიას უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ
ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.“.
გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნას.