საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ალტერნატიული წინადადება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-07-02
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-6980/20
30-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის თანახმად წარმოდგიდგენთ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტებზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტებზე „ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის
პროექტი „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/476;
24.06.2020) მოზადებულ ალტერნატიულ წინადადებას.
მომხსენებლად წარმოდგენილია ეკა ბესელია.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 02 ფურცლად.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ალტერნატიული წინადადება
ალტერნატიული წინადადება საქართველოს ორგანული კანონზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/476; 24.06.2020)
პროექტით გათვალისწინებული 391 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის
არჩევნებში
საარჩევნო
ბლოკის
შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლით
დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად
და ეს ჯამური თანხა თანაბრად იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე. ამასთან, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან თანხას მიიღებენ მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები, რომელმაც
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი
გადალახა.“.