საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-7162/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-02
ბიუროს ნომერი 371 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-7162/20 02-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა კომიტეტმა 2020 წლის 30 ინვისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემუშავებული ანგარიში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ, რომელიც დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად დასკვნის სახით. აქედან გამომდინარე, ცნობის სახით გიგზავნით ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
1 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ 2 ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა განხორციელდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და USAIDის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 1 სულხან მახათაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ენძელა მაჭავარიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაჩეჩილაძე - კომიტეტის წევრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი გიორგი ცხვედიანი - აპარატის უფროსი გიორგი ფანცხავა - აპარატის თანამშრომელი ელისო შანავა - აპარატის თანამშრომელი თინათინ ოდილავაძე - აპარატის თანამშრომელი 1 2019 წლის 06 მარტს დაიწყო ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა, რომლის დროსაც 2019 წლის 28 ნოემბრამდე კახა კუჭავა წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს. 3 სარჩევი 1. შესავალი 2. განსახილველი საკითხი 3. საკითხის აქტუალურობა 4. 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების აღსრულების მდგომარეობა 5. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ეფექტიანი აღსრულების შემაფერხებელი ფაქტორები - ეკონომიკური და ტექნიკური ფაქტორი - ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება და მომხმარებლის სიფრთხილე რეგულირების საკითხი - o ჰიბრიდული ავტომობილის ცნება o ელექტროსკუტერები o იმპროტის პროცედურა o ლითიუმის ბატარეები პოტენციური ენერგომოხმარება საზოგადოების ინფორმირებულობა 6. საერთაშორისო რეგულირება და გამოცდილება - კომიტეტის რეკომენდაციები 4 I. შესავალი 1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა (შემდგომში „გარემოს კომიტეტი“) საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველმა დაიწყო თავის საკომიტეტო საქმიანობაში ნორმატიული აქტების აღრულების კონტროლის მექანიზმის გამოყენება, რასაც საფუძვლად დაედო 2018 წლის 06 დეკემბერს მიღებული პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედება, რომლის 38-ე მუხლი ადგენს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის დებულებებს. აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სიახლეს ქართული პარლამენტისთვის, რადგან მისი გაზიარება მოხდა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო პრაქტიკიდან. პროექტი განხორციელდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. 2. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი წარმოადგენს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმს, რომლითაც კომიტეტი შეისწავლის მის კომპეტენციის ფარლგებში მიღებული კანონის აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებს თუ რამდენად მიაღწია კანონმა დასახულ მიზნებს და არსებობს თუ არა მის მოქმედებაში რაიმე ხარვეზები და სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები, რის შედეგადაც იღებს შესაბამის ზომებს. პარლამენტს შეუძლია იმსჯელოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის შედეგებზე, მოახდინოს მათი შეფასება ან/და საჭიროების შემთხვევაში დაავალოს შესაბამის კომიტეტს სათანადო საკანონმდებლო ცვლილების მომზადება. 3. გარემოს კომიტეტის საქმიანობა მოიცავს გარემოსდაცვით და ეკოლოგიის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებას, განხილვას, საკანონმდებლო აქტების შესრულების კონტროლსა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. 4. შესაბამისად, გარემოს კომიტეტმა თავისი საქმიანობის სფეროში შეარჩია 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რათა შეისწავლოს და გაანალიზოს ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების ეფექტიანობა, კერძოდ, რამდენად მიაღწია აღნიშნულმა ცვლილებებმა შემდეგ მიზნებს: ა) ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირება. 5. ვინაიდან, გარემოს კომიტეტის მიერ მიღებული ინფორმაციით საქართველოში ჯერ კიდევ ძალზედ მცირეა ეკოლოგიურად სუფთა ავტოსატრანსპორტო საშუალებები და განსაკუთრებით ჭარბობს შიგაწვის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, კომიტეტმა გადაწყვიტა შეისწავლოს და გააანალიზოს აღნიშნულის გამომწვევი ფაქტორები, რათა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის მეშვეობით დადგინდეს შესაძლო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევის ხარისხის გაუმჯობესებას. 6. გარემოს კომიტეტის მიერ, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის ჯეროვნად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, განხორციელდა პროცესის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსება და სხვადასხვა მედიის საშუალებით მისი გავრცელება. გარემოს კომიტეტმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მეწარმეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია და გამოცდილება, რათა ჩართულიყვნენ ნორტამიული აქტების აღსრულების კონტროლში და კომიტეტისთვის გაეზიარებინათ დასაბუთებული მოსაზრებები და ინფორმაცია, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. შედეგად, 5 საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გარემოს კომიტეტმა მიიღო საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია და მოსაზრებები სხვადასხა დაინტერესებული პირებისგან 2. 7. საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გარემოს კომიტეტმა მიმართა შესაბამისი კომპეტენციის საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მათი დასაბუთებული პოზიციები და ინფორმაცია, რომელმაც ხელი შეუწყო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სრული სურათის დანახვას. 8. ამასთან, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის პროცესის მიმდინარეობისას დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ზეპირი მოსმენა 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ირგვლივ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა იმ დაინტერესებულმა პირმა, რომელთაც წარმოადგინეს თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები. ასევე, ზეპირ მოსმენებზე დაბარებულ იქნა შესაბამისი კომპეტენციის მქონე საჯარო უწყებების წარმომადგენლები, რომლებთანაც დაისვა შეკითხვები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად და მიღებულ იქნა საინტერესო პასუხები. გარემოს კომიტეტმა ასახა ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მოსაზრებები წინამდებარე ანგარიშში. - II. 2019 წლის 06 მარტს გარემოს კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურა დაიწყო 3 2020 წლის 16 იანვარს გაიმართა კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ზეპირი მოსმენა 4 2020 წლის 27 იანვარს გაიმართა საჯარო უწყებების წარმომადგენელთა ზეპირი მოსმენა 5 განსახილველი საკითხი 9. თანამედროვე მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების განვითარება, მათი რაოდენობის ზრდა და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემცირება, რადგან სწორედ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერებები ახდენს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებებს. 10. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობაში იწვევს 7 მილიონ ნაადრევ სიკვდილს 6. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს 7 მიერ 2010-2015 წლების მონაცემებით გაკეთებული კველევის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს 8. ამასთან, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის შედეგად ხდება სხვადასხვა ტიპის მავნე დამაბინძურებლის გაფრქვევა, მათ შორის, აზოტის ოქსიდები (NOx), აქროლადი ორგანული ნაერთები (Volatile organic compounds (VOCs)), 2 მიღებული მოსაზრებები: https://bit.ly/3flbnOa წყარო: https://bit.ly/3dcl7Je 4 წყარო: https://bit.ly/3e5CAUV 5 წყარო: https://bit.ly/3hvsf6L 6 წყარო: https://www.who.int/airpollution/ambient/about/en 7 ICCT, The International Council on Clean Transportation: http://www.theicct.org/ 8 წყარო: https://www.theicct.org/sites/default/files/publications/Global_health_impacts_transport_emissions_20102015_20190226.pdf 3 6 ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშიროჟანგი (CO2), გოგირდის დიოქსიდი (SO 2 ) და ტყვია 9. ამდენად, ნათელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჰაერის დაბინძურებასა და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გარემოზე ზემოქმედებას შორის. 11. შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის გარდა, ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ხმაურის წყაროს, რომელიც შესაძლებელია ქმნიდეს დისკომფორტს, პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე. შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ხმაურის ძირითადი წყაროა ძრავი და საბურავების კონტაქტი საავტომობილო გზასთან 10. 12. შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქდემების წყაროს. კერძოდ, მისი ექსპლუატაციის შედეგად გამოიყოფა ნახშიროჟანგი (CO2), რომელიც წარმოადგენს სათბური გაზების ძირითად ელემენტს, რაც გლობალური დათბობის შედეგად იწვევს კლიმატის ცვლილებებს. ევროკავშირის მასშტაბით სათბური გაზების ემისია სატრანსპორტო სექტორიდან (ნახშიროჟანგი (CO2)) შეადგენს 26.96% 2016 წლისთვის, რაც დიდწილად შედგება შიგაწვისძრავიანი სამგზავრო სატრანპორტო საშუალებების მიერ გამოყიფილი გაზებისგან. აღნიშნული დასახელებულია უმთავრეს კლიმატის ცვლილებების წყაროდ 11. 13. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე გამოკითხულთა 46% (თავად ან მისი ოჯახი) ფლობდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას 12. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში 5.1%-ით გაიზარდა ავტომანქანების რეგისტრაციის დინამიკა და 2018 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 1 321 569 სატრანსპორტო საშუალება (ავტოპარკი) 13. აქედან, 2018 წელს იმპორტირებული ავტომანქანების პროცენტული განაწილება საწვავის მიხედვით შედგენს 14: o o o o ბენზინი - 38.01% დიზელი - 24.35% ჰიბრიდი - 36.41% ელექტრო - 0.85% 14. ხოლო, 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით საქართველოში იმპორტირებულ იქნა 5080 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მსუბუქი ავტომობილი და მოტოტრანსპორტი), საიდანაც მხოლოდ 87 ერთეულია ელექტროძრავიანი (1.71 %) 15. მეტიც, 2018 წელს ელექტრომობილების რეგისტრაციის რაოდენობა 2017 წელთან შედარებით შემცირებულია 31%-ით 16. 9 წყარო: http://www.air-quality.org.uk/08.php წყარო: უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), სპეციალური ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი 10 Electric Vehicles in Europe, European Environmental Agency (EEA) Report No 20/2016 11 წყარო: https://www.transportenvironment.org/sites/te/files/publications/2018_04_CO2_emissions_cars_The_facts_report_final_0_0 .pdf 12 წყარო: https://www.transparency.ge/ge/post/sakartvelos-saavtomobilo-sacvavis-bazari-2014-2018-clebshi 13 წყარო: http://info.police.ge/uploads/5cc4260cc8ecd.ppsx 14 იგივე. 15 იგივე. 16 წყარო: https://bit.ly/2WftjEQ 7 15. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 723 500 ადამიანს 17, შესაბამისად, ზემოთაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის პირობებში ძალზედ დიდი რაოდენობის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილია და განსაკუთრებით მცირეა ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა. 16. თუმცა, არსებობს შიგაწვის ძრავის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა - ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ასევე ნაკლებად დამაბინძურებელი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება. ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რომლის წარმოების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციები მზარდია 18. იზრდება და ვითარდება ელექტროძრავიანი ავტომობილების წარმოება და შესამჩნევია მასთან დაკავშირებული ბაზრის განვითარებაც 19. გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში მზარდია მომხმარებლის მხრიდან ელექტრომობილებისადმი დაინტერესება, ასევე იზრდება მათზე მოთხოვნაც 20. 17. საქართველოს პარლამენტის მიერ 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით განხორციელდა შემდეგი საბაჟო და საგადასახადო შეღავათების დაწესება: 17 • 2016 წლის 16 დეკემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე შემცირდა აქციზის გადასახადი 60%-ით (188-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შენიშვნა); • 2017 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 21 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი); • 2017 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულდა სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი (168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი); • 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლდა წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba 18 წყარო: https://commersant.ge/ge/post/ford-i-eleqtromobilebis-warmoebashi-500-milionis-investirebas-gegmavs 19 წყარო: https://commersant.ge/ge/post/tesla-m-amerikis-farglebs-garet-pirveli-qarxnis-mshenebloba-daiwyo 20 წყარო: https://commersant.ge/ge/post/nissan-i-eleqtromobilebis-wamoebas-iwyebs 21 სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები აქციზისაგან გათავისუფლებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან („საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის №3489–რს კანონით აღნიშნული საგადასახადო შეღავათი დაემატა 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსს და ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 სექტემბერს მიღებულ მოქმედ საგადასახადო კოდექსში). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 29 მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (N4616-IIს) კანონით ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისგან გათავისუფლდა მხოლოდ 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები 8 ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება ან/და იმპორტი (168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ პვეპუნქტი). III. საკითხის აქტუალურობა 18. გარემოს კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: 1. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს ნოვაციას საქართველოსთვის. ელექტროძრავიანი ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების ზრდისთვის მოცემული ცვლილებები წარმოადგენს სიახლეს, რადგან მათ ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტს არ გადაუდგამს ამგვარი გამბედავი ნაბიჯები გზებზე გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2. საკანონმდებლო ცვლილებები პოტენციურად დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდის მეშვეობით. 19. თანამედროვე მსოფლიოში ძალზედ გააქტიურდა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით პოლიტიკის დაგეგმვა, რაზეც, მათ შორის, მიანიშნებს ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი თემაა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება, ამასთან, ევროკავშირის გრძელვადიანი მიზნებით 2050 წლისთვის ევროკავშირში ნახშიროჟანგის ემისია მთლიანობაში უნდა შემცირდეს 80-95 პროცენტით 22. 20. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ეფექტიანობის გაანალიზება ხელს უწყობს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმტკიცებული გარემოს დაცვის უფლების რეალიზების კონტროლსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების 23 302-ე მუხლით დადგენილი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულების შემოწმებას. 21. შესაბამისად, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. IV. 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების აღსრულების მდგომარეობა 22. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებისას, პროცესის სწორად და ჯეროვნად წარმართვის მიზნით, მიზანშეწონილია განხილულ იქნეს საკანონმდებლო აქტების მოქმედება, თუ რა შედეგს მიაღწია კანონმა. აღნიშნულის შეფასებისთვის განხილული იქნება გარემოს კომიტეტის მიერ მიღებული ინფორმაცია, დასაბუთებული მოსაზრებები და საჯარო უწყებების მიერ მოწოდებული ცნობები. 22 წყარო: https://ec.europa.eu/transport/themes/urban/cts_en 23 ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის 9  ერთ-ერთი კვლევის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 34 ელექტრომობილი, ხოლო 2017 წელს 871 ელექტრომობილი 24, რაც ცალსახად უთითებს საკანონმდებლო ცვლილებების დადებით ზემოქმედებაზე ამ პერიოდისთვის, თუმცა 2018 წელს ელექტრომობილების რეგისტრაციის რაოდენობა 2017 წელთან შედარებით შემცირებულია 31%-ით 25, რაც საერთო ჯამში მიანიშნებს ეფექტიანობის პრობლემაზე. 23. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო და საბაჟო შეღავათების დაწესების შედეგად: • • • • • • • • • თბილისის მერია გეგმავს 90 ელექტრო ავტობუსის შესყიდვას 26; 2020 წელს ბათუმსა და თბილისში ურბანული მობილობის პროექტმა Scroll განახორციელა ელექტროსკუტერების გაზიარების პროექტი, რომლითაც შესაბამისი ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ელექტროსკუტერებით 27; ქ. თბილისში უფასოა ელექტროძრავიანი ავტომობილების პარკირება 28; 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქ. თბილისში ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა უფასოა ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია 29; 2018 წელს ქ. თბილისში განხორციელდა „Car Sharing“ პროექტი, რომლითაც კომპანია “Aicar”-მა თბილისში განათავსა 50 ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილი მომხმარებლის მიერ ქირაობის მიზნით 30. აღნიშნული პროექტი 2019 წელს აგრეთვე განხორციელდა ქ. ბათუმში 31; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის 2019 წელს გაფორმდა ხელშეკრულება 8 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით. შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქი იქნება სამხრეთ კავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. საქართველოს მთავრობის წევრს, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" შორის ქ. ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორამდუმი გაფორმდა 32; 2019 წლის 4 მარტიდან M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით შემცირდა 33; 2019 წლის ბოლომდე ქ. თბილისში 60 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების დამტენი დამონტაჟდება 34. 24. მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო და საბაჟო შეღავათების 24 წყარო: https://bit.ly/2WftjEQ იგივე. 26 წყარო: https://www.bm.ge/ka/article/tbilisshi-90-eleqtro-avtobusis-shemoyvana-igegmeba-/25511 27 წყარო: https://scroll.eco/ 28 წყარო: თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წერილი; http://www.tbilisi.gov.ge/news/3298 29 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-80 30 წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/101986/tbilisshi-car-sharingis-programa-dges-amoqmedda 31 წყარო: https://www.bm.ge/en/article/aicar-launches-car-sharing-service-in-batumi/38825 32 წყარო: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=71983 33 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 04 მარტის დადგენილება N127 34 წყარო: https://www.bm.ge/ka/article/2019-wlis-bolomde-tbilisshi-eleqtromobilebis-60-damteni-damontajdeba/34505 25 10 დაწესებამ წაახალისა და უბიძგა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე ბიზნეს სექტორს აქტიურად გადადგას ნაბიჯები ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციის მიმართულებით. 25. თუმცა, მნიშვნელოვან გამოწვევად და პრობლემად რჩება განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო ეფექტი, რადგან ჯერ კიდევ ძალზედ მცირეა ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, შიგაწვის ძრავის მქონე ავტოსატრანსპოტო საშუალებებთან შედარებით, სხვაგვარად რომ ითქვას, 2019 წლის მდგომარეობით საქართველოში ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ არის არსებითი კანონმდებლის მიერ დასახული გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიზნის მისაღწევად. V. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ეფექტიანი აღსრულების შემაფერხებელი ფაქტორები 26. პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ბუნება და რეგულირების საგანი, რადგან სწორედ აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელია სწორი ანალიზის განხორციელება. 27. 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შესულ ცვლილებებამდე დაწესებული იყო საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, რომლებიც, თავის მხრივ, როგორც გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების შექმნის ძირითადი წყაროს, რადგან გადასახადს გააჩნია მნიშნველოვანი ეკონომიკური და საჯარო-სამართლებრივი შინაარსი. 28. შესაბამისად, პარლამენტმა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე 2016-2018 წლებში ნულოვანი ტარიფის დაწესებით, ერთის მხრივ, უარი თქვა ამ ურთიერთობისთვის დაწესებული გადასახადით სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებაზე, თუმცა, მეორეს მხრივ, ხელი შეუწყო ბევრად უფრო აღმატებულ და მნიშვნელოვან მიზანს - გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ინტერესის გამოხატულებას და იგი პასუხობს თანამედროვე საქართველოში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ანუ ასეთი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე შეღავათიანი რეჟიმის დაწესება, რომლითაც შემცირდება შიგაწვისძრავანი სატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა, გამოიწვევს გარემოსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე ნაკლები საბიუჯეტო დანახარჯის გაწევას. 29. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის განხორციელებისას გარემოს კომიტეტი ითვალისწინებდა და აანალიზებდა საკანონმდებლო აქტის უშუალო მოქმედებასთან შემხებლობაში მყოფ რელევანტურ გარემოებებს, რომელთა არსებობა/არარსებობა ზეგავლებას ახდებს კანონის ეფექტიან აღსრულებაზე. 30. წარმოგიდგენთ გარემოს კომიტეტის მიერ საჯარო მოსმენების, დასაბუთებული მოსაზრებებისა და სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილ ფაქტორებს, რომლებიც აფერხებს კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის სრულფასოვან რეალიზებას, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გავრცელებისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით: 11 1. ეკონომიკური და ტექნიკური ფაქტორი 31. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და ელექტოძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოების დინამიური ზრდისა, მსოფლიოს ბაზარზე ელექტროძრავნიანი ავტომობილების საბაზრო ფასი, ტექნიკური მახასიათებების გათვალისწინებით (აკუმულატორის მოცულობა და სვლის სიშორე/მანძილის დაფარვა), ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია შიგაწვისძრავიან ავტომობილების ფასთან შედარებით 35. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტოკონცერნების ოპტიმისტური გათვლებით, 2020 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეათე მანქანა ელექტრომობილი იქნება 36. 32. არსებული რეალობით, ელექტროძრავიანი ავტომობილების ტექნიკური ნაკლოვანება გამოიხატება ელექტრომობილის ერთი დამუხტვით მოძრაობის მცირე მანძილში, რომელიც ვერ უთანაბრდება შიგაწვისძრავიანი ავტმომობილის სვლის სიშორეს. ასევე, ელექტრომობილს ჯერ კიდევ უფრო ხშირად სჭირდება დატენვა, შედარებით შიგაწვისძრავიან ავტომობილს ექსპლუატაციისას საწვავის ჩასმის სიხშირესთან. ერთ-ერთ მნიშნველოვანი პრობლემა, რომელსაც ასახელებენ, მათ შორის, ნორმატიული აქტების აღსრულების პროცესში მონაწილე დაინტერესებული პირები, არის ელექტროძრავიანი ავტომობილის დამუხტვის დრო, რომელიც ჩვეულებრივი ქსელიდან ელექტრომობილის სრულ დამუხტვას საშუალოდ 8 საათი სჭირდება 37. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებობს სწრაფი დამუხტვის აპარატები – ე.წ. „სუპერჩარჯერები“, რომლებსაც შეუძლია 30 წუთში ბატარეების მოცულობის 80%-ით შეავსება 38. 33. გარემოს კომიტეტის მიერ ერთ-ერთი დაინტერესებული პირისგან 39 მიღებული ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ ელექტროდამტენით სარგებლობა ძვირია. მოსაზრების წარმომდგენი კომპანიის მიერ გაკეთებული განმარტებით, მოცემული შესაძლოა გამოწვეულა იმით, რომ ელექტროდამტენის ოპერირება ხორციედება გაუმართავი ფორმით, რადგან ელექტროდამტენის მფლობელს აქვს მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ გააქირაოს ელექტროდამტენი და ამგვარი ფორმით გაუწიოს მომხმარებელს ელექტრომობილის დატენვის მომსახურება 40. შესაბამისად, ამის გამო მომხმარებლისთვის დატენვის შეთავაზებული ფასი ძვირია. 34. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის ფარგლებში გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საჯარო უწყებების ზეპირ მოსმენაზე დაისვა კითხვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებისთვის (შემდგომში „სემეკი“) ელექტროდამტენების ოპერატორების მიერ მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვის/მიწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სემეკის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონით 41 არსებობს რეგულაცია, რომლითაც ელექტროდამტენების ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებელზე. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ელექტროდამტენით მომსახურების გაწევა კომპლექსურია და მოიცავს სხვადსასხვა კაპიტალურ დანახარჯებს საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გამართვა ბიზნესსა და სემეკს შორის. სემეკმა გამოთქვა მზადყოფნა, 35 Jac Motors-ისგან მიღებული დასაბუთებული მოსაზრება; წყარო: https://bit.ly/2HKdmNS წყარო: https://forbes.ge/news/1523/eleqtromobilebis-era 37 იგივე. 38 იგივე. 39 წყარო: E-Space-სგან მიღებული დასაბუთებული მოსაზრება 40 იგივე. 41 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონი მიღებულ იქნა 2019 წლის 20 დეკემბრეს. 36 12 რომ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდეს ელექტროდამტენების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული წესი, რომელიც დამყარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკაზე. 35. სემეკის მიერ განმარტებულ იქნა, რომ არსებული რეგულაციით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის ქონდეთ დამტენი სადგურები, რაც განიხილება მიერთებად ელექტროენერგიის ქსელზე. თავის მხრივ, დამტენი ქსელის მოწყობის მიზნებისთვის, აღნიშნულით დაინტერესებულ პირს შეუძლია შესაბამისი ტექნიკური პირობის მიღების საფუძველზე თავად მოაწყოს დამტენი სადგური. 36. გარდა ამისა, სემეკის განმარტებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის მე-80 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სემეკი უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის დაადგინოს განსხვავებული პირობები. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სემეკი უფლებამოსილია დაადგინოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უფრო მოქნილი პირობები, რაც ხელს შეუწყობს დამტენი სადგურები ოპერატორთა საქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკმა ასევე გამოთქვა ბიზნესთან კომუნიკაციის მზადყოფნა. 37. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, ელექტროავტობუსებს გააჩნია თვალშისაცემი ეკონომიკური უპირატესობა, კერძოდ, ელექტროავტობუსის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები გაცილებით უფრო იაფია ვიდრე შიგაწვისძრავიანი ელექტროავტობუსისთვის. კონკრეტულად კი, 100 კმ-ზე დიზელის ძრავის მქონე ავტობუსისთვის საჭიროა 73.80 ლარის საწვავი, მაშინ როცა 100 კმ-ზე ელექტროავტობუსის საჭიროა მხოლოდ 20.22 ლარის ელექტროენერგია 42. ამასთან, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ელექტროავტობუსების ოპერირება 15%-ით უფრო იაფია დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსთან შედარებით 43. დამატებით, 2018 წელს კანადაში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ოპერირება, ანუ საწვავის და ტექნიკური მომსახურების ხარჯები, 71%-ით უფრო იაფია, ვიდრე შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული კვლევის ფარგლებში დადგინდა: მომხმარებელთა 55% ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის უპირატესობად ასაბუთებს საწვავის ხარჯის ეკონომიას 44. 38. მართალია, ქ. თბილისში და ქ. ბათუმში გადაიდგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ელექტროძრავიანი ავტობუსების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების მიზნით და ამ კუთხით შესამჩნევია პროგრესი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის დადგენილებით „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ არ არის განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ჰიბრიდული ან/და ელექტროძრავიანი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა 45, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას, რადგან, აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ყველა მიმართულებით განხორციელების მოვალეობა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნიდან გამომდინარე - სახელმწიფო 42 წყარო: https://www.marketer.ge/first-electrobuss-tbilisi-test/ 43 წყარო: https://www.sierraclub.org/sites/www.sierraclub.org/files/sceauthors/u2387/MBTA%20Bus%20Cost%20Analysis_26%20Oct%202017.pdf 44 წყარო: https://www.2degreesinstitute.org/reports/comparing_fuel_and_maintenance_costs_of_electric_and_gas_powered_vehicles _in_canada.pdf 45 წყარო: უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), სპეციალური ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი 13 შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა 46, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილების ეკონომიკური უპირატესობა შიგაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, რათა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ეკონომია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 21 მაისს ასოცირების შესაგებ შეთანხმებიდან გამომდინარე 47 მიღებული ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით გათვალისწინებული მოწესრიგება, რომლითაც შემოღებულ იქნა ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის ცნება. ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვიდან გამომდინარე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის შესაძლებლობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების შემუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, საუბარი არ შეეხება მყისიერი რეაგირების, სასწრაფოსამედიცინო, საპოლიციო სისტემაში და სხვა მსგავს სფეროში გამოყენებად ტრანსპორტს, ამდენად მიზანშეწონილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. 39. დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ამჟამად მუშაობს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმაზე, რომლის შემუშავებაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებითაა განსაზღვრული. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ, ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბურის გაზების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და 46 საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XXV დანართში მოცემულია ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთან დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს და რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას, შეერთების ოქმით (შემდგომში ოქმი), რომლითაც განისაზღვრა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვის ვადები. ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით განხორციელდა ასოცირების შეთანხმებაში მოცემული, ისევე როგორც ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეებისთვის ადაპტირებული ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბერის 2012/27/EU „ენერგოეფექტურობის შესახებ“ დირექტივის იმპლემენტაცია 47 14 მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10წლიანი პერიოდისთვის, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამ სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ელექტროძრავიან და ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული სამოქმედო გეგმის დეკარბონიზაციის და კვლევის, ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის ნაწილიც გახდეს. 40. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის ფარგლებში გარემოს კომიტეტის მიერ კერძო სექტორისგან ზეპირ მოსმენაზე მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებსა და ჰიბრიდებისთვის გათვალისწინებულ უნდა იყოს გარკვეული ტიპის უპირატესობა, რათა სახელმწიფო ავტოპარკი განახლდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. ასეთი ტრანსპორტი ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია, რადგან მისი ექსპლუატაცია მოითხოვს ნაკლებ დანახარჯს. ამდენად, სახელმწიფო ავტოპარკის განახლების და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ტრანსპორტის მიმართ პრიორიტეტის დადგენის მიზნით. ასევე, შესაძლებელია მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის გააქტიურება მათი მხირდან ელექტროძრავიანი ან ჰიბრიდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვის წახალისების მიზნით. 41. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის არის მეზობელი სომხეთი, სადაც დაგეგმილია, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა. როგორც სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ამისთვის საერთაშორისო ეკოლოგიური ფონდი პროექტს 700 000 აშშ დოლარით დააფინანსებს 48. 42. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად დაინტერესებულია ელექტრომობილების მიმართ და ამ მიმართულებით შესამჩნევია დადებითი ტენდენცია, რადგან, მაგალითად, 2018 წელს იაპონიის მთავრობამ გამოყოფილი გრანტის ფარლგებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა 49. ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას და სხვადასხვა დეპარტამენტს გადაეცა. 2. ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება და მომხმარებლის სიფრთხილე 43. საქართველოში ელექტროძრავიანი ტრანსპორტით განვითარების კვალდაკვალ ვითარდება მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, იგულისხმება ელექტროდამტენები, შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ცენტრები და სხვა. თუმცა, არსებითია, რომ 2019 წლის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ელექტრტოდამტენებთან დაკავშირებით შექმნილია შემდეგი სურათი: • ქ. თბილისში არსებობს 33 ელექტროდამტენი 50; 48 წყარო: https://commersant.ge/ge/post/somxetis-ministrta-kabineti-eleqtromobilebze-gadava 49 წყარო: https://1tv.ge/news/iaponiis-mtavrobam-shss-s-96-eleqtro-da-hibriduli-avtomobili-gadasca-foto/ 50 წყარო: http://e-space.ge/chargers-map.html?lang=GE 15 • • • ქ. ბათუმში ფუნქციონირებს 2 ელექტროდამტენი 51; ქ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 ელექტროდამტენი 52; ქ. გორში ფუნქციონირებს 2 ელექტროდამტენი 53. 44. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საჭიროა ელექტროდამტენების სისტემისა განვითარება და მათი რაოდენობის ზრდა ასევე ქალაქებს შორის არსებულ საავტომობილო გზებზე, რადგან, როგორც ითქვა, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სვლის სიშორე ჯერ კიდევ მცირეა და აუცილებელია არსებობდეს ელექტროდამტენების მჭიდროდ განლაგებული ქსელი, რათა ავტომობილის დატენვა კომფორტული და საიმედო გახდეს, მაგალითისთვის, ისეთ მანძილზე, როგორიცაა თბილისი-ბათუმის გზა. 45. ქ. თბილისში ელექტროდამტენებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თბილისის მერია აქტიურ ღონისძიებებს ატარებებს, მაგალითად, უფასო საპარკინგე ადგილების მოწყობის გარდა, ელექტროძრავიანი ავტომობილების მფლობელებისთვის უფასოდ დამონტაჟდება დამტენი საშუალებები 54. 46. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა კვლევებში 55 ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაციის არსებით შემაფერხებელ გარემოებად დასახელებულია მომხმარებლის შიში დასატენ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება მომხმარებლის შიშში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ერთ დატენვაზე გარბენთან მიმართებით, რადგან მომხმარებელს სურს დარწმუნებული იყოს იმაში, თუ რა მანძილის გავლა შეუძლია მის ავტომობილს. ამასთანავე, დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარების ამწუთიერ საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს გზებზე ელექტროძრავიანი ტრანსპორტის სიმცირე, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამტენების რაოდენობის გაზრდა წაახალისებს მომხმარებელს და გარკვეულწილად გაუქარწყლებს მას შიშსა და სიფრთხილეს ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიმართ. 47. გარემოს კომიტეტის მიერ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სერვის ცენტრები და შეინიშნება მათი სიმცირე 56. მართალია, ელექტრომობილი თითქმის არ საჭიროებს გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას, რადგან მას, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, დაახლოებით 90-ით ნაკლები დეტალი აქვს (მათ შორის, ელექტრომობილს არ გააჩნია გამონაბოლქვის სისტემა, სტარტერი, აალების სანთლები, გაგრილების სითხე, იგი არ საჭიროებს ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის გამოცვლას) 57, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის განვითარებისა და მათი რაოდენობის ზრდისთვის აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი რაოდენობის ტექნიკური მომსახურების ცენტრები. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ არსებული რეალობით საქართველოში ძირითადად შემოდის მეორადი ელექტრომობილები 58. 3. რეგულირების საკითხი 3.1. ჰიბრიდული ავტომობილის ცნება 51 ბათუმის მერიის წერილი 52 ქუთაისის მერიის წერილი 53 წყარო: http://e-space.ge/chargers-map.html?lang=GE 54 წყარო: https://bit.ly/2YVhQan 55 წყარო: http://cnee.colostate.edu/wp-content/uploads/2017/07/Vehicle-Charging-Infrastructure-Incentives.pdf 56 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის წერილი 57 წყარო: https://bit.ly/2QzCaLz 58 Jac Motors-ისგან მიღებული დასაბუთებული მოსაზრება 16 48. საგადასახადო კოდექსში 2016-2018 წელს შესული საკანონმდებლო ცვლილებები ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო და საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით ტერმინოლოგიურად ერთმანეთისგან მიჯნავს ელექტროძრავიან და ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებს. თუმცა, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ტერმინის - „ჰიბრიდი“-ს საკანონმდებლო დეფინიცია, ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება (Plug-in hybrid electric vehicle; Range-extended electric vehicle), რომელსაც გააჩნია გარე წყაროთი დატენვის საშუალება, ვერ ექცევა ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმის ქვეშ, რაც გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კერძოდ, საუბარი შემდეგი ტიპის ელექტროძრავიან ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებზე: • Plug-in hybrid electric vehicle (PHEV) - ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ელექტროძრავა და შიგა წვის ძრავი, რომლებიც მუშაობენ ცალ-ცალკე ან/და ერთობლივად. ასეთი ავტომობილი იტენება ელექტროენერგიის გარე წყაროთი სპეციალური სადენით, მას გააჩნია ელექტრობატარეები და იგი მოძრაობს ელექტროძრავის მეშვეობით, რომელიც უკავშირდება თვლებს. თუმცა, PHEV-ს გააჩნია ასევე შიგაწვის ძრავა, რომელის ელექტროგენერატორის მეშვეობის საჭიროებისამებრ ტენის ბატარეებს. ხოლო ბატარეებში ელექტროენერგიის არარსებობისას შიგა წვის ძრავა ამოძრავებს ავტომობილს და ელექტროგენერატორის მეშვეობით ტენის ბატარეებს, ასეთ დროს ავტომობილი მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ჰიბრიდი 59. PHEV – Plug in Hybrid Electric Vehicle მოძრაობაში მოდის, როგორც ელექტროძრავით, ასევე შიგაწვის ძრავით და შესაძლებელია გადაადგილება ორივე რეჟიმში პარალელურად ან ცალ-ცალკე. ელექტროძრავი, ისევე როგორც შიგაწვის ძრავი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გადაადგილებას და დამოკიდებულია მძღოლზე თუ გადაადგილების რომელ რეჟიმს არჩევს. აღნიშნული ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილია, მაგალითად „Chevrolet Volt“ 60. • Range-extended electric vehicle (REEV), რომელიც წარმოადგენს ელექტრომობილს გაზრდილი გარბენის ტექნოლოგიით. აღნიშნული ტიპის ელექტომობილის გააჩნია შიგა წვის ძრავა, რომელიც არ უკავშირდება თვლებს, არამედ მისი მიზანია საჭიროებისამებრ ელექტრობატარეების დატენვა (როცა ბატარეის ენერგია შეადგენს 6%-ს) ელექტროგენერატორის მეშვეობით, შესაბამისად შიგა წვის ძრავა არ გამოიყენება ავტომობილის მოძრაობისთვის, არამედ მხოლოდ ელექტრობატარეების დასამუხტად 61. ასეთი ელექტრომობილი მოიხმარს უმნიშნველო რაოდენობის საწვავს, იგი ძალზედ ეფექტიანია და მას გააჩნია უმნიშვნელო ემისია. 49. საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს გაზრდილი გარბენის ტექნოლოგიის მქონე ელექტრომობილის და PHEV-ის ცნებები, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსი იცნობს მხოლოდ ელექტრომობილს და ჰიბრიდს, ხოლო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავს ჰიბრიდს და ელექტრომობილს. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით ვერ ასახავს ზუსტ სურათს ელექტროძრავიან ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. 50. განმარტებისთვის, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ელექტროენერგიის გარე წყაროს მეშვეობით ბატარეების დამუხტვის ფუნქცია, იგი მოიხმარს მხოლოდ საწვავს. ტერმინოლოგიურად კლასიკური ჰიბრიდი მოიხსენიება, როგორც Mild Hybrid. ხოლო სრულად ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება (BEV) – გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებას, 59 წყარო: https://www.autotrader.ca/newsfeatures/20180410/types-of-electric-vehicles-explained/ https://www.wheelscounty.com/hybrid-vs-range-extender-which-is-better/ 60 წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Chevrolet_Volt 61 წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Range_extender_(vehicle) https://www.drivingelectric.com/your-questions-answered/322/what-range-extender 17 რომელიც იყენებს მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე ელექტროძრავას. ბატარეების ხორციელდება სპეციალური სადენით ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთებით. დამუხტვა 51. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნის მე-3 ნაწილის საფუძველზე ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებები (REEV და PHEV) ექცევა ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის ცნების ქვეშ, რის გამოც ასეთი ავტომობილების დაბეგვრა ხდება აქციზის გადასახადით. ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი იბეგრება აქციზის გადასახადით იმგვარად, რომ აქციზის გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია ავტომობილის წლოვანებაზე, კერძოდ, 0-დან 6 წლის ჩათვლით წლოვანების ავტომობილი აქციზის განაკვეთი იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ახალია იგი. შესაბამისად, არსებული რეგულირებით გამოდის, რომ 1 წლამდე ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი იბეგრება აქციზის გადასახადის უფრო მეტი განაკვეთით, ვიდრე შედარებით ძველი ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილი, რაც არ ემსახურება საქართველოში ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რაოდენობის ზრდას. მართალია, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე შემცირდა აქციზის გადასახადი 60%-ით, თუმცა აქციზის განაკვეთის გამოთვლის ზემოთხსენებული წესი ძალაშია. 52. როგორც ითქვა, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალების ცნების ქვეშ მოიაზრება ზემოთ ჩამოთვლილი ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებებიც, რომელთა მიმართ სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს საერთო შეღავათები, როგორც მხოლოდ ელექტროძრავიან, ასევე REEV-ს PHEV-ს ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ. მაგალითად, საფრანგეთში 2015-2016 წლებში არსებობდა ბონუსი 6300 ევროს ოდენობით გაზრდილი გარბენის ტექნოლოგიით ელექტრომობილის შეძენაზე 62, ასევე შეერთებულ შტატებში ასეთი ავტომობილი მყიდველს შეუძლია ისარგებლოს 7500 აშშ დოლარის ოდენობის საგადასახადო კრედიტით 63. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის (Electrically propelled vehicles ISO/TC 22/SC 37) 64 დადგენილ კლასიფიკატორში შედის ზემოთაღნიშნული ჰიბრიდული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. 53. ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებით, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში იმპორტის დროს არსებული დაბეგვრის რეჟიმი არ იძლევა სხვადახვა ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საშეღავათო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, საქმე ეხება, მაგალითისთვის, Plug-in ტიპის ელექტროძრავიან ჰიბრიდულ ავტომობილებს, რომლებსაც გააჩნიათ ბატარეების დატენვის ფუნქცია. საერთაშორისო პრაქტიკით ასეთი ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებები გათანაბრებულია ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან და ექცევიან ივიგე საშეღავათო რეჟიმში. შესაბამისად, ამ ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის უნდა არსებობდეს ისეთივე შეღავათები, როგორც ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. 54. აქედან გამომდინარე, REEV-ს და PHEV-ს ტიპის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებები შესაძლებელია მოქცეულ იქნეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალების ცნების ქვეშ ან ასეთი სატრანსპორტო საშუალებისთვის შესაძლებელია დადგინდეს ცალკე საკანონმდებლო განმარტება. ელექტროძრავიანი ჰიბრიდული 62 წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Government_incentives_for_plug-in_electric_vehicles წყარო: https://www.myev.com/research/interesting-finds/electric-vehicle-incentives-update 64 წყარო: https://www.iso.org/committee/5391154/x/catalogue/ 63 18 ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლება ან არსებულთან შედარებით უფრო დაბალი დაბეგვრის განაკვეთის დაწესების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ელექტროძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების ცნების განმარტება. 3.2. ელექტროსკუტერები 55. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული განსახილველი ცვლილებები ასევე ეხება მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) საგადასახადო და საბაჟო შეღავათების დაწესებას. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლისგან 65 მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ელექტროძრავიანი სკუტერის 66 იმპორტისას ხდება ამ ტიპის მცირე ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების დაბეგვრა დღგ-ს გადასახადით. საბოლოო ჯამში, ასეთი სატრანსპორტო საშუალების საქართველოში იმპორტისა და მომხმარებელზე რეალიზაციის შედეგად დღგ-ს იხდის მომხმარებელი, რაც აძვირებს პროდუქტს და ზღუდავს ელექტრო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას. 56. 2017 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი (168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი). თუმცა, არსებული მდომარეობით ხდება ელექტროძრავიანი სკუტერის იმპორტის დღგ-თი დაბეგვრა. 57. კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფრომაციის საფუძველზე 2020 წლის 27 იანვარს საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის ფარგლებში გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დასმულ იქნა რელევანტური შეკითხვები სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის (შემდგომში „საბაჟო დეპარტამენტი“). 58. საბაჟო დეპარტამენტისგან მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებიდან დადგინა, რომ არსებული პრაქტიკით დღგ-ს გადასახადისგან თავისუფლდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8711 კოდში 67 აღნიშნული მხოლოდ მოტოციკლების და მოპედების იმპორტი. საბაჟო დეპარტამენტის განმარტების მიხედვით, მოპედის ცნება განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით 68, რომლითაც ტერმინი მოპედი განმარტებულია, როგორც სატრანსპოტო საშუალება. ამასთანავე, ამავე კანონით ტერმინი სატრანსპორტო საშუალება განმარტებულია, როგორც „გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება“ 69. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის დასაბუთებით მითითებული ელექტროძრავიანი სკუტერი არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, რადგან იგი არ შეიძლებ იყოს დაშვებული გზაზე მოძრაობისთვის. სწორედ აღნიშნული არგუმენტაციით საბაჟო დეპარტამენტი ახდენს ელექტროძრავიანი სკუტერის იმპორტის დაბეგვრას დღგ-თი. 65 კომპანია „EScootersGeorgia“ იგულისხმება სკუტერი: მსუბუქი, მცირე ზომის საბურავებითა და მათი დამაკავშირებელი ჰორიზონტალური სადგომით, ელექტრო ძრავითა და ბატარეით. 67 გასათვალისწინებელია, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8711 კოდში არ არსებობს ცაკლე ქვეკატეგორია, რომელიც მოახდენდა მოტოციკლებისა და მოპედების დეფინიციას. მითითებული ელექტროსკუტერი ხვდება ნომენკლატურის ბოლო ქვეკატეგორიაში: „871190 – დანარჩენი“. 68 საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით განსაზღვრული ცნების მნიშვნელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე: „საგადასახადო 66 ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ 69 საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მე-5 მუხლის 73-ე პუნქტი 19 59. ელექტროძრავიანი მსუბუქი პერსონალური სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, ელექტროსკუტერის იმპორტის დაბეგვრის ხსენებული პრობლემის გადაჭრის საშუალების სახით საბაჟო დეპარტამენტის მიერ დასახელებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში ცვლილებების შეტანა. საკანონმდებლო ცვლილებით შესაძლებელია განისაზღვროს ნორმის შემდეგნაირი ფორმულირება: „....საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8711 კოდში აღნიშნული ელექტროძრავიანი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი“ 60. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში ცვლილებების შეტანის მოცემული ფორმულირებით მოხდება არსებული საკანონმდებლო ტერმინის (მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით)) გენერალიზაცია, რითაც გამოირიცხება საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით განსაზღვრული მოპედის ტერმინის განმარტების გამოყენების და შესაბამისად მისი სატრანსპორტო საშუალებად კვალიფიკაციის პრობლემა. 61. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხმობილ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით მოცემული სატრანსპორტო საშუალების ტერმინი არ შეიცავს ამომწურავ დეფინიციას (გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება), პირიქით აღნიშნული დეფინიცია მიზანმიმართულად არ აკონკრეტებს სატრანსპორტო საშუალების კრიტერიუმებს, მოძრაობისათვის განკუთვნილ მოწყობილობაზე. არამედ განზოგადებულად უთითებს გზაზე 62. ასეთი ტიპის ტრანსპორტის პერსპექტიულობის საილუსტრაციოდ შესაძლებელია დასახელდეს განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური მოდელი, კერძოდ, ე.წ. სკუტერის გაზიარების სისტემა (Scooter-sharing system) 70, რომლითავ მომხმარებელს შეუძლია სმარტფონის საშუალებით მოძებნოს ახლომდებარე ელექტროძრავიანი სკუტერი, გამოიყენოს იგი და მოახდინოს ავტომატური საბოლოო ანგარიშსწორება კომერციული ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემებით. აღნიშნული ინოვაციური ტრანსპორტის პლატფორმები მუშაობს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ქლაქებში, შეერთებულ შტატებში, ისრაელში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში 71, იგი ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულია ქალაქში გადასაადგილებლად, ევროკავშირში მისი განვითარება გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლით, ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული გადასახადებითა და შეზღუდვებით, ასევე ქალაქებში ავტომობილით გადაადგილების პრობლემებით 72. მოცემული ბიზნეს მოდელი თავისი საქმიანობისთვის იყენებს 4 კვტ-ზე ნაკლები მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრის სკუტერებს 73. შესაბამისად, საქართველოში ასეთი ტრანსპორტის დანერგვის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქმიანობის განმახროციელებელმა ელექტროძრავიანი სკუტერების იმპორტისას ვერ ისარგებლოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო საკითხით. ხსენებული კი, ზღუდავს და აბრკოლებს ასეთი ტიპის ტრანსპორტის განვითარებას. 70 წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Scooter-sharing_system https://www.li.me/; http://bird.co/; https://jump.com/ 72 წყარო: https://www.forbes.com/sites/anagarciavaldivia/2018/12/06/the-phenomenon-of-electric-scooters-that-hasbroken-into-european-cities-by-surprise/#1bb978591b4e 73 წყარო: https://electrek.co/2019/05/15/boosted-rev-electric-scooter-unveiled/ 71 20 63. წინამდებარე ანგარიშით განხილულმა საგადასახადო კოდექსში 2016-2018 წლებში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტის არაპრორციული მატება, იმავე კლასიფიკაციის მარცხენასაჭიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, ვინაიდან ხსენებული საკანონმდებლო ცვლილები განზოგადებით ვრცელდებოდა მარჯვენასაჭიან და მარცხენასაჭიან ავტომობილებზე. 64. იმის გათვალისწინებით, რომ საქარველოს საგზაო ინფრასტუქტურა მორგებული და გათვლილია მარცხენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზე 74, 2019 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც დააწესა აქციზის გადასახადი მარჯვენასაჭიან ელექტროძრავიან და ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 65. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით მოპედი, რომლის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს არ აღებამტება არ ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას 75, მასზე არ ვრცელდება კონტროლის პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების შესახებ ინსტრუქცია 76. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც სავალდებულო გახდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. 3.3. იმპორტის პროცედურა 66. კერძო სექტორის წარმომადგენლების ზეპირ მოსმენაზე მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ელექტროძრავიანი სკუტერის, მოპედის ან სხვა მზგავსი სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას არსებობს პრობლემა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო ორგანოს მხრიდან ამ საქონლის მიმართ ექსპერტიზის განხორციელების მოთხოვნას. კერძოდ, ამ საქონლის პარტიის იმპორტისას, შესაძლებელია, საგადასახადო ორგანომ მოითხოვოს ექსპერტიზის განხორციელება მთელ პარტიაზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში აჭიანურებს პროცესს. 67. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს კომიტეტის თავმჯდომარემ საჯარო უწყებების ზეპირ მოსმენაზე დაუსვა შეკითხვები საბაჟო დეპარტამენტს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არსებული რეგულაციით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 77 ბრძანებით 74 განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (რეგისტრაციის № 07-3/267/9) 75 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება N150 მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ. თუმცა, საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის № 07-2/355/9) 2019 წლის 29 მაისს წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოპედი, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებება დაექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას შინაგან საქმეტა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში. გარდა ამისა, განისაზღვრება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი), რომლისთვისაც სავალდებულო იქნება მართვის მოწმობა. 76 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 77 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე 21 დამტკიცებული №8 დანართის 78 მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) იმპორტის პროცედურის დროს სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტებია: სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი). 68. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განმარტებით, აღნიშნული პროცედურით წარმოსადგენი დოკუმენტის მიზანია სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების დადგენა, რაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ხოლო აღნიშნული მახასიათებლები აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის 41 გრაფით დადგენილი განაკვეთებისა და აქციზით დაბეგვრის წესის გამოყენების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია შემოსულ პარტიაში არსებობდეს რაიმე ნიშნით (ძრავის მოცულობა და სხვა) განსხვავებული ტიპის სატრანსპორტო საშუალება. 3.4. ლითიუმის ბატარეები 69. კერძო სექტორის წარმომადგენლისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ელექტროძრავიან ტრანსპორტთან დაკავშირებული სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლითიუმის ბატარებიის ინდუსტრიის ხელშეწყობა. ამისთვის შემოთავაზებულია ლითიუმის ბატარეების იმპორტი გათავისუფლდეს დღგ-ს გადასახადისგან. 70. გარემოს კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა კერძო სექტორის შემოთავაზება საჯარო უწყებების ზეპირ მოსმენაზე. ამასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გარემოს კომიტეტთან არსებული სტატისტიკური ინფორმაციის გაზიარებისა და აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით. 4. პოტენციური ენერგომოხმარება 71. გარემოს კომიტეტი დაინტერესდა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის კვალობაზე ენერგომოხმარების პოტენციურ შედეგებზე. ცნობილია, რომ საქართველო ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართულებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. საინტერესოა აგრეთვე ის, რომ კახეთის რეგიონში დაიგემა 5 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა 79. - - 78 79 საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიხედვით უკვე მომზადებულია საგარეჯოს 25 მგვტ მზის ელ.სადგურის პროექტის აუქციონის დოკუმენტები. მიმდინარეობს კომუნიკაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან. აქტიურად მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება 50 მგვტ-ის მზის ელ. სადგურისთვის. ინსტრუქცია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ წყარო: http://gedf.com.ge/project/18-saqartvelos-mzis-kompania 22 - ორივე პროექტი ვითარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) მიერ. 72. მაგალითისთვის: 2018 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტოძრავიანი ავტომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენს 17,061 კილოვატს, ხოლო კომპანია E-space-ის ინფორმაციით, გასული 2019 წლის მე-4 კვარტალში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 52 489 კილოვატი და ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6 529 ტრანზაქცია შეადგინა 80. 73. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ გარემოს კომიტეტისთვის მოწოდებული ინფორმაციის გაანაზილების შედეგად, შესაძლებელია ითქვას, რომ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას, თუმცა აღნიშნული ზრდა არ შექმნის ქსელში ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას. 74. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლისგან მიღებული პოზიციის თანახმად დამტენი სადგურების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შესაძლებელია დასახელდეს გარკვეულ შემთხვევებში სხვადასხვა ადგილებზე შესაბამისი ელექტროენერგიის სიმძლავრის წყაროების არარსებობა. აღნიშნული პრობლემა გამოიწვეულია იმით, რომ წარსულში განაშენიენების დაგეგმვისას არ არსებობდა დღეისთვის აქტუალური მოწყობილობები, როგორიცაა დამტენი სადგურები, რამაც განაპირობა შესაბამისი ელექტროენერგიის სიმძლავრეების არასაკმარისობა. 5. საზოგადოების ინფორმირებულობა 75. შიგაწვისძრავიანი ტრანსპორტი ჯერ კიდევ წარმოადგენს ადამიანის გადაადგილების უმთავრეს საშუალებას. თანამედროვე მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად ადამიანს უჭირს გააკეთოს არჩევანი ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალების სასარგებლოდ. ჩვენი წარმოდგენები სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით ასოცირდება შიგა წვის ძრავასთან, საწვავის ჩასხმასთან და სხვა თანმდევ დამახასიათებელ ქმედებასთან. ადამიანის მიერ ავტომობილის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი დიდი დაბრკოლებაა ის, რომ იგი არ ფიქრობს ელექტროძრავიან ავტომობილზე 81. მეტიც, ერთ-ერთი მოსაზრებით 82, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების ნაკლები პოპულარულობა განპიროებებულია იმით, რომ ადამიანს კარგად გათვიცნობიერებული აქვს შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მუშაობის პრინციპი და მისი ტექნოლოგიური მახასიათებლები, ხოლო ელექტროძრავიანის მიმართ არსებობს კითხვები, იგი სიახლეა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ აღქმული საზოგადოების მიერ. 76. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიზნეს სკოლის (MIT Sloan) გამომცემლობის ერთ-ერთი სტატიის მიხედვით 83, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აიხსნება იმით, რომ მომხმარებლის უმეტესობას არ უმგზავრია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით. თუმცა, გზებზე ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მატების შემთხვევაში, აღნიშნული გახდება სოციალურად გადამდები მოვლენა. 80 წყარო: https://bit.ly/2Xg2bSs წყარო: https://mitsloan.mit.edu/ideas-made-to-matter/real-barriers-to-electric-vehicle-adoption 82 წყარო: https://www.forbes.com/sites/jeffmcmahon/2019/01/27/the-4-lingering-obstacles-to-electric-vehicle-adoptionand-what-might-overcome-them/#de457575c548 83 იგივე. 81 23 77. ამ ეტაპზე საზოგადოება თავშეკავებულად უდგება ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას, რადგან არსებობს კითხვები: როგორ მუშაობს ელექტრომობილი? საიმედოა იგი თუ არა? რამდენად ფართოა ელექტრომობილების არჩევანი? სად და როგორ შეიძლება მისი დამუხტვა? რა გარბენი აქვს ერთ სრულ დამუხტვაზე? 78. პოტენციური მომხამარებელი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა ისარგებლოს ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არსებული ნულოვანი საგადასახადო და საბაჟო ტარიფით, ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით ჩამოყალიბებული აქვს წარმოდგენა, რომ მისი საბაზრო ფასი მაღალია, ერთ სრულ დამუხტვაზე სავარაუდო გარბენი მცირეა, ხოლო ტექნოლოგიური ასპექტი ბუნდოვანია, ამიტომ მომხმარებელი ირჩევს ფასის კატეგორიაში მისთვის უფრო ხელსაყრელ და ნაცნობ ჰიბრიდულ ან შიგაწვისძრავიან სატრანსპორტო საშუალებას. 79. ზემოთაღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მოხდეს აქტიური საინფორმაციო კამპანიის გამოყენებით, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს სწორი წარმოდგენა შეიქმნას ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებთან, მათ შორის, არსებულ საშეღავათო საგადასახადო რეჟიმთან მიმართებით. ასეთი კამპანია არ უნდა იყოს მიმართული რომელიმე კონკრეტული ბრენდის ავტომობილზე, არამედ ზოგადად ელექტროძრავიან ავტომობილზე, წარდგენილ უნდა იქნეს მისი მუშაობის პრინციპი, დადებითი ტექნიკური მახასიათებლები და გარემოსდაცვითი ელემენტი. ვინაიდაინ საქართველოში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით განხორციელებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, მიზანშეწონილია შესაბამისი საინფორმაციო კამპანია დაეყრდნოს აღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციას, რათა საზოგადოებას კარგად განემარტოს მათი შინაარსი ელექტროძრავიანი სატრანპორტო საშუალებების უპირატესობებთან ერთად. VI. საერთაშორისო რეგულირება და გამოცდილება 80. ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მასშტაბური და გაბედული საგადასახადო შეღავათი დაწესებულ იქნა შეერთებულ შტატებში 2010 წელს. კერძოდ კი, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მყიდველს მიენიჭა უფება ისარგებლოს 7500 აშშ დოლარის ოდენობის საგადასახადო კრედიტით (Tax Credit), რაც გულსიხმობს იმას, რომ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მყიდველს მიეცა უფლება გამოქვითოს აღნიშნული თანხა იმ წლის საშემოსავლო გადასახადიდან, რომელშიც განხორციელდა ხსენებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა 84. მოცემული შეღავათი ძალზედ პროგრესულია, მან გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგი, რაც აისახა აშშ-ში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშალებების გაყიდვების ზრდაში 85. ზემოაღნიშნულის გარდა, კალიფორნიის შტატში ელექტროძრავიანი ავტომობილის მფლობელი სარგებლობს საგადასახადო კრედიტით (Tax Credit 7500 აშშ დოლარი) და დამატებით კალიფორნიის შტატის ფასდაკლებით 7000 აშშ დოლარის ოდენობით 86. 81. საქართველოს შემთხვევაში, უცხოა ვისაუბროთ საგადასახადო კრედიტის მოდელზე, ქართული საგადასახადო სისტემიდან და მისი ისტორიიდან გამომდინარე, თუმცა სავსებით რეალურია ისეთი ტიპის მასტიმულირებელი დამატებითი საგადასახადო შეღავათის დაწესება, როგორიცაა, მაგალითად, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონებიდან ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამორიცხვა, ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქონების გადასახადისგან 84 წყარო: https://www.myev.com/research/interesting-finds/electric-vehicle-incentives-update 85 იგივე. 86 წყარო: https://www.oxfordenergy.org/wpcms/wp-content/uploads/2019/02/Electricity-Electric-Vehicles-and-Public- Policy-8-Key-Takeaways.pdf 24 განთავისუფლების მიზნით. მართალია, აღნიშნული შეიძლება იყოს არსებითად უმნიშვნელო ციფრებში გამოხატული შეღავათი, თუმცა იგი წამახალისებელ ზეგავლენას იქონიებს. 82. გარემოს კომიტეტის მიერ მიღებული ერთ-ერთი დასაბუთებული მოსაზრებით განხილულია ირლანდიის მაგალითი, სადაც განხორციელდა იმ საწარმოთა მიმართა საგადასახადო შეღავათების დაწესება, რომლებიც ფლობენ დაბალემისიურ სატრანსპორტო საშუალებებს 87. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოცემული იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას საქართველოში, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ამგვარი ტიპის საგადასახადო ცვლილებებთან. 83. ევროპის ქვეყნებში განვითარებულია საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მექანიზმი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციისთვის. ცნობილია, რომ საფრანგეთში არსებობს შეღავათი ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთა გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის ოდენობა არის 60გ/კმ-ზე ნაკლები. ახალი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს ეძლევა მისი ღირებულების 27% 88. მსგავსი რელულაცია არსებობს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ელექტრომოტოციკლის ყიდვის შემთხვევაში, მყიდველი იღებს ღირებულების 20%-ს, ხოლო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3500 გირვანქა სტერლინგს 89. 84. მსოფლიოს მასშტაბით ნორვეგია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში, კერძოდ, 2018 წლის ნორვეგიაში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები შეადგენს 10.7%-ს 90. 85. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) ინფორმაციით 91, მსოფლიოს მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემდეგი წამახალისებელი ზომების გატარებას ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით: 1. 2. 2018 წლის მდგომარეობით ჩინეთში ფუნქციონირებს სუბსიდირების სისტემა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, რაც ერთობლივად დაახლოებით შეადგენს 9500 აშშ დოლარის 92 სუბსიდირების თანხას. ქ. შანხაიში ელექტრომობილების მფლობელებს ეძლევათ უფასო სანომრე ნიშნები. ხაზგასასმელია, რომ ქ. შენჯენში 2017 წლიდან ყველა ახალი ტაქსი უნდა იყოს ელექტროძრავიანი. არსებული გეგმით, ქ. ლონდონში შეიქმნება ნულოვანი ემისიის ტერიტორიები 2020 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის ქალაქის ცენტრი. 86. მოცემული ანგარიშის შინაარსის გათვალისწინებით, საინტერესოა პოლონეთის მაგალითი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კვლევა პოლონეთში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოლიტიკის თაობაზე. ამ კვლევაში მითითებულია 2018 წლის 11 იანვარს პოლონეთში მიღებული კანონი ელექტროტრანსპორტისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ, რომელიც ადგენს წამახალისებელ ზომებს ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციისთვის და შემზღუდავ ზომებს შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. საინტერესოა, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენებია პოლონეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მისი შემოსავლები, როგორც ჯერ კიდევ შედარებით ძვირიანი ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო 87 ელექტროძრავიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - გელა კვაშილავა 88 წყარო: https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F34014 89 წყარო: https://www.gov.uk/plug-in-car-van-grants/what-youll-get 90 წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Electric_car_use_by_country 91 წყარო: https://www.theicct.org/sites/default/files/publications/EV_Capitals_2018_final_20181029.pdf 92 წყარო: https://equalocean.com/auto/20190329-beijing-cuts-electric-vehicle-subsidies-ev-startups-winter-is-coming 25 საშუალებების რაოდენობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი. ხსენებული კვლევის რეკომენდაციებში მითითებულია საქართველოს შემთხვევასთან მსგავსი საკითხები, როგორიცაა: ელექტრომობილების სიძვირე და აქტიური საშეღავათო-წამახალისებელი საგადასახადო პოლიტიკის გატარების აუცილებლობა, ასევე ინფრასტრუქტურის გამართვის საჭიროება (დასახელებული იყო ელექტროდამტენების საკითხი) 93. ევროკავშირის გამოცდილებით არსებული შეღავაღები: • • • • შეღავათები და სუბსიდიები ვრცელდება ერთდროულად ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გააჩნია ელექტროძრავა; ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობისთვის ევროკავშირი ადგენს კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების მავნე ნივთიერებების ემისიასა და ენერგომოხმარებაზე; ეროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა მიმართულია შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გადასახადებების/მოსაკრებლების ეტაპობრივ გაზრდაზე, ხოლო ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გადასახადების გაუქმებასა და სუბსიდირებაზე; საფრანგეთში ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მიმართ არსებობს შეღავათები და სუბსიდიები იმ სატრანპორტო საშუამებებზე, რომელთა გამომუშავება არ აღებატება 3 კილოვატს (kW), ასევე იმათ მიმართ, რომელთა გამომუშავება უდრის ან აღემატება 3 კილოვატს (kW). ევროკავშირის კანონმდებლობა: • ევროკავშირში ელექტროძრავიან (EV) და ჰიბრიდულ (PHEV) ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არსებობს დირექტივები: DIRECTIVE 2009/33/EC სუფთა და ენერგოეფექტური ავტოსატრანსპორტო საშუალებების წახალისების - ხელშეწყობის შესახებ და DIRECTIVE 2014/94/EU ალტერნატიული საწვავების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. დირექტივის მიზანია კონტრაქტორებმა, რომლებიც აპირებენ სატრანსპორტო საშუალების შეძენას სუფთა და ენერგოეფექტური საგზაო ტრანსპორტის ბაზრის მხარდაჭერაგანვითარებისათვის, გაითვალისწინონ ამ სატრანსპორტო საშუალების მიერ მთელი სიცოცხლის მანძილზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის გაფრქვევების ჯამური რაოდენობები. სტიმული ვრცელდება როგორც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე (როგორიცაა BEV - battery electric და FCEV - fuel cell vehicles), ასევე ძალიან დაბალი გამონაბოლქვის მქონე (50 g CO2/km) დატენვით ჰიბრიდულ ავტომობილზე (PHEV plug-in hybrid vehicles). მნიშვნელოვანია 2017 წელს სუფთა ენერგიის მინისტერიალის (Clean Energy Ministerial) შექმნილი ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების ინიციატივის (EVI) მიერ მომზადებული EV30@30 კამპანია 94. მინისტერიალის მონაწილეა 27 ქვეყანა, მათ შორის ევროკომისია ევროკავშირის სახელით, ხოლო ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების ინიციატივის (EVI) მონაწილეა 16 ქვეყანა (კანადა, საფრანგეთი, მექსიკა, პორტუგალია, ჩილე, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, იაპონია, ნორვეგია და აშშ). EV30@30 კამპანიის მიზანია, 2030 წლისთვის ამ ქვეყნებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები, საშუალო სიმძიმის სატვირთო ავტომობილები, მძიმე სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები), შეადგენდნენ არსებული სატრანსპორტო 93 წყარო: http://eos.com.pl/?page_id=497 94 წყარო: https://www.iea.org/media/topics/transport/3030CampaignDocumentFinal.pdf 26 საშუალებების 30%-ს. ინიციატივას მხარს უჭერს 13 ქვეყანა: კანადა, ჩინეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვედეთი. კამპანია მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას, მიმართულს ამ მიზნის მისაღწევად, იმ პრიორიტეტებისა და პროგრამების შესაბამისად, რომელიც EVI-ის მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შემუშავდა. ეს ღონისძიებებია: • დასატენი ინფრასტრუქტურის და მის პროგრესზე დაკვირვების მხარდაჭერა; • სახელმწიფო და კერძო სექტორის ავტოპარკში შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლების ხელშეწყობა; • სფეროში პოლიტიკის კვლევების გაზრდა, მათ შორის პოლიტიკის ეფექტურობის ანალიზი, ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, ასევე შესაძლებლობების განვითარება (Capacity building); • საპილოტე ქალაქების შექმნა გლობალურად, გამოცდილების შემდგომი გაზიარებისთვის და საქალაქო გარემოში ელექტრომობილების საუკეთესო გამოცდილებების წახალისება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეღავათების რამდენიმე ტიპი მოქმედებს, ესენია: • • • • • საგრანტო შეღავათი - გასაყიდი ფასის შემცირება სახელმწიფო გრანტის სახით. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 4500 გირვანქა სტერლინგი აკლდება ელექტრომობილის ფასს ყიდვის შემთხვევაში; შეღავათები დღგ-ზე და შეძენის გადასახადზე (Purchase Tax), ელექტრომობილების ყიდვისას შეღავათები (სარეგისტრაციო გადასახადის (მოსაკრებლის) შემცირება; დღგ-სგან გათავისუფლება) - რომელიც საშუალებას აძლევს მყიდველს გადაიხადოს დაბალი ან ნულოვანი დღგ ან არ გადაიხადოს ყიდვის გადასახადი, ზოგიერთი ტიპის ელექტრო ავტომობილის ყიდვისას. მაგალითად, ნიდერლანდებში ყიდვის გადასახადი გამოითვლება CO2-ის გამონაბოლქვის მიხედვით, და ბატარეაზე დაფუძნებული ელექტრომობილების (BEV) მყიდველები საერთოდ არ იხდიან ამ გადასახადს; შეძენის შემდგომი შეღავათები - ეძლევა მყიდველს ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის შემდგომ. ჩვეულებრივ მას ჩეკის ფორმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი იღებს ფულად გადარიცხვას ელექტრომობილის ყიდვის შემდეგ. ეს სტიმული გამოიყენება აშშ-ის რამდენიმე შტატში. მაგალითად, კალიფორნიაში BEV-ის ყიდვისას მყიდველს შეუძლია განაცხადი გააკეთოს 2500 დოლარის ოდენობის ფასდაკლებაზე, ხოლო PHEV-ის ყიდვისას - 1500 დოლარის ოდენობის ფასდაკლებაზე; საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათი - ყველაზე ნაკლებ გავრცელებული შეღავათია. ამ შეღავათით, მყიდველს უმცირდება საშემოსავლო გადასახადი წლის განმავლობაში. მაგალითად, აშშ-ში BEV-ის ყიდვის შემთხვევაში, მყიდველი იღებს 7500 დოლარის ოდენობის კრედიტს. ეს ნიშნავს, რომ საფინანსო წლის ბოლოს, მყიდველი გადაიხდის 7500 დოლარით ნაკლებს გადასახადის სახით. ელექტრომობილების მოხმარებისას შეღავათები (წლიური მოხმარების გადასახადი; პარკინგზე, ბორანზე და ა.შ. შეღავათები) და წვდომის შეზღუდვაზე უარი (ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება; უფასო/გამოყოფილი პარკინგი). 87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016-2018 წლენში შესრული ცვლილებები წარმოადგენს დროულ და სათანადო ზომას ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში პოპულარიზაციის მიმართულებით. VII. დასკვნითი ნაწილი 27 88. გარემოს კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ფაქტორები, რომლებიც აბრკოლებს საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევებში, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს ზომები ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველსაყოფად. ხსენებული დებულებით იგულისხმება შემდეგი ზომები: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით (38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი); ბ) შესაბამისი კომიტეტისათვის დავალება სათანადო საკანონმდებლო ცვლილების მომზადების მიზნით (38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი); გ) კომიტეტის რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს (42-ე მუხლის მე-4 პუნქტი) კომიტეტის რეკომენდაციები:  საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე განახორციელოს ღონისძიებები (ცვლილების     შეტანა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“) ეკოლოგიურად სუფთა ელექტროძრავიანი ან/და ჰიბრიდული ავტომობილების შესაბამის სახელმწიფო შესყიდვებში გათვალისწინების მიზნით (ანგარიშის პუნქტები 37-42). ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარსადგენი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების შესახებ დადგენილებების პროექტებში გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი წესები (ანგარიშის პუნქტები 37-42). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებულ სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები (ანგარიშის პუნქტები 37-42). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის ბოლომდე შეისწავლონ ელექტროდამტენების ბაზრის მდგომარეობა და შეიმუშაოს მისი განვითარების ღონისძიებები, მათ შორის, მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამარტივებული პირობების დადგენის მიზნით (ანგარიშის პუნქტები 31-36). ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე მუშაობის დაწყების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია (ანგარიშის პუნქტები 80-83): o ელექტროძრავიან მსუბუქ ავტომობილზე ქონების გადასახადის გადამხელთა (ფიზიკური პირი) შესახებ რაოდენობრივი/სტატისტიკური ინფორმცია 2018-2019 წლებზე, ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილზე ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე მითითებით. 28 ელექტროძრავიან მსუბუქ ავტომობილზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით 2018-2019 წლების განმავლობაში ბიუჯეტში შესული თანხა.  იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ან/და რომლებიც გეგმავენ მდგრადი ურბანული გადაადგილების შესაბამისი სამოქმედო გეგმების დამტკიცებას, 2022 წლისთვის ასეთ სამოქმედო გეგმებში უზრუნველყონ ელექტრო-მობილობისა და დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარების საკითხების გათვალისწინება.  იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით გააჩნიათ ავტობუსები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ელექტროძრავიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ელექტროავტობუსები) განვითარებისთვის. o შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები (პრინციპები):  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (ამ ანგარიშის 55-65 პუნქტებიდან გამომდინარე): „ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით), აგრეთვე 8711 კოდით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი“  წინამდებარე ანგარიშის 48-54 პუნქტებიდან გამომდინარე გარემოს კომიტეტმა დაიწყოს კონსულტაციები საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისთვის ელექტროძრავიანი ჰიბრიდული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების (Plug-in hybrid electric vehicle, Range-extended electric vehicle) ცნების განმარტებისა და ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში იმპორტის აქციზის გადასახადის უფრო დაბალი განაკვეთით დაბეგვრის მიზნით, ვიდრე გათვალისწინებული არსებული რეგულაციით.