„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-06
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 913 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 913. საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების
ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა
1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს
ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე იმპორტირებული
შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის
ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით.
შენიშვნა:
საწვავის იმპორტის ფასი გულისხმობს შესაბამისი საწვავის იმპორტის ფასს, რომელიც
დაფიქსირებულია საბაჟო დეკლარაციაში.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს
ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული
შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის
თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით.
შენიშვნა:
საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც დაიხარჯა საწვავის
წარმოებაზე.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს
ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე ავტოგასამართ
სადგურზე/ნავთობროდუქტების
საცავზე
მიწოდებისთვის
განთავსებული/განკუთვნილი შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის
(ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის
ნამრავლის 10-მაგი ოდენობით.
შენიშვნა:
საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი
ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს.”
გულისხმობს
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913
მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება,
ვინაიდან აღნიშნული მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვერ ქმნის
შემაკავებელ
ეფექტს
კანონდამრღვევთათვის,
რომ
არაფერი
ითქვას
ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების
პრინციპის ხელყოფაზე.
საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
საქართველოში
გარემოსდაცვითი
მოთხოვნების
შესრულება
ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის
პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს
დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.
ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული
ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება
დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური
პრობლემები.
დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს
(მონოქსიდს და დიოქსიდს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე
ავტომობილები. ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთებიძალიან
საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი
და სხვა რესპირატორული დაავადებები. ასევე, იზრდება ინფარქტების და
ინსულტების რისკი განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის
პრობლემები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლში არსებული სანქციების გამკაცრება
შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, რაც
გამომდინარეობს ადეკვატური და ზომიერი სახდელის დაწესებით, რომელიც ხელს
შეუწყობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციას, აგრეთვე, სხვა პირთა
მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილებას.
სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში,
განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
რომელმაც
-
-
-
2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა
10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში,
შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა
საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის
270-მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები
(სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან
რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა
პროკურატურაში.
2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის
საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა
ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება კოდექსის 913 მუხლის არსებული
სანქციების გამკაცრება, რაც თავისებურად ზეგავლენას მოახდენს კანონდამრღვევთა
პრევენციის/შემცირების მიმართულებით კოდექსის სრულყოფას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 913 მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით კერძოდ, იმ
შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და
დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით (საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ
ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმები განსაზღვრულია
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბერის №124 დადგენილებით
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ და საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის დადგენილებით №238 დიზელის საწვავის
შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა
შესახებ.) განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის
ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის
ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15მაგი ოდენობით დაჯარიმება. საწვავის იმპორტის ფასი გულისხმობს შესაბამისი
საწვავის იმპორტის ფასს, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟო დეკლარაციაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირების მიერ. აღნიშნული ცვლილების შეტანის საჭიროება წარმოიშვა იქიდან, რომ
არსებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და
საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან, კერძოდ კი,
საქართველოს ბაზარზე ისეთი საწვავის იმპორტირებას, რომლის ხარისხიც ვერ
აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს.
კოდექსის 913 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით კერძოდ, იმ
შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და
დიზელის საწვავის წარმოება ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული შესაბამისი
საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების
ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმებას. საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ
ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმები განსაზღვრულია
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბერის №124 დადგენილებით
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ და საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის დადგენილებით №238 დიზელის საწვავის
შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა
შესახებ. საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც დაიხარჯა
საწვავის წარმოებაზე. აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არ
გამოიწვევს დამატებითი რესურსების გამოყოფის აუციებლობას.
აღნიშნული ცვლილების შეტანის საჭიროება წარმოიშვა იქიდან, რომ არსებული
სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს
გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან, რომელიც გამოიხატება
საქართველოში ისეთი საწვავის წარმოებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს.
კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით კერძოდ, იმ
შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და
დიზელის საწვავის მიწოდება ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე, მოხდება ავტოგასამართ
სადგურზე/ნავთობპროდუქტების საცავზე მიწოდებისთვის განკუთვნილი შესაბამისი
საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე
არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით დაჯარიმება. საწვავის
მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტის
ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს. აღნიშნული
ცვლილების შეტანის საჭიროება წარმოიშვა იქიდან, რომ არსებული სანქცია ვერ
უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს
გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან.
ამასთანავე, აღსანიშნავია რომ საგრძნობლად მომრავლდა სამართალდარღვევის
ჩადენის ფაქტები, განსაკუთრებით ბოლო წლებში იმრავლა დარღვევების რიცხვმა.
913 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების
გამკაცრება გამომდინარეობს იქედან, რომ ხსენებული მუხლის პირველ და მე-2
ნაწილებით სანქციების არსებული მცირე ოდენობა შეუსაბამოა და არ მოიცავს
ბენზინისა და დიზელის იმპორტისა ან/და წარმოების შემთხვევაში შესაბამისი
უხარისხო საწვავის რაოდენობისგან წარმომდგარ ეკოლოგიურ რისკებს, როგორიცაა
იმპორტირებული ან/და წარმოებული საწვავის შემდგომში მომხმარებელზე მიწოდება.
ხოლო რაც შეეხება ავტოგასამართ სადგურზე/ნავთობპროდუქტების საცავზე
მიწოდებისთვის განკუთვნილი შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის და
ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი
ოდენობით დაჯარიმებას, აღნიშნული განპირობებულია იმის გათვალისწინებით, რომ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების პროცესში
აღებული სინჯები იგზავნება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ეროვნულ ბიუროს
სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მოამზადოს დასკვნა წარდგენილ სინჯებთან
მიმართებაში. ამასთან, აღნიშნული წარმოების ფარგლებში გარკვეულ დროს ასევე
საჭიროებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შემდგომ
სასამართლოში გაგზავნა, რის შემდეგაც სასამართლოსაც სჭირდება გარკვეული
პერიოდი რომ განიხილოს ოქმი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყოველივე
ზემო აღნიშნული ზოგიერთ შემთხვევაში გრძელდება რამდენიმე თვე, ხოლო
ავტოგასამართი სადგური ამ ხნის მანძილზე აგრძელებს არასანქცირებული საწვავის
რეალიზაციას. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით კოდექსის 913 მუხლის მე-3
ნაწილის დარღვევისათვის განსაზღვრულია მხოლოდ ფიქსირებული საჯარიმო
სანქცია - 8000 ლარის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების პროცესში
კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს დროებით,
ავტოგასამართი სადგურის/ნავთობპროდუქტების საცავის საქმიანობის შეჩერება ან
სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციით დროებით ჩამორთმევა. ამგვარად,
საჭიროა
მოხდეს
საწვავის
მიმწოდებლების
ავტოგასამართი
სადგურების/ნავთობპროდუქტების საცავების დამატებით დაჯარიმება, გარდა
ფიქსირებული საჯარიმო სანქციისა, ავტოგასამართ სადგურზე//ნავთობპროდუქტების
საცავზე მიწოდებისთვის განკუთვნილი შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი
რაოდენობის და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის
ნამრავლის 10-მაგი ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი
არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტს ძალაში შესვლის
შემთხვევაში არ ექნება უკუძალა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კოდექსის 913 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით,
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო
ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან მიწოდება ხორციელდება,
რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
(საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის
შემადგენლობის ნორმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31
დეკემბერის №124 დადგენილებით საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების
შესახებ და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის დადგენილებით №238
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი
დანერგვის ღონისძიებათა შესახებ)
განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას, იმპორტის შემთხვევაში გათვალისწინებულია 30 000 ლარის ოდენობით
და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი
რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი
ოდენობით დაჯარიმება, წარმოების შემთხვევაში 30 000 ლარის ოდენობით და
ამასთანავე წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და
ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმებას,
ხოლო მიწოდების შემთხვევაში 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე, მოხდება
ავტოგასამართ სადგურზე მიწოდებისთვის განკუთვნილი შესაბამისი საწვავის
ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე
არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით დაჯარიმება.
აუცილებელია აღინიშნოს რომ ხშირ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირები, დღეს
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მცირე ჯარიმების გამო განმეორებით
სჩადიან იმავე სამართალდაღვევას და საჭიროა შემაკავებელი ეფექტისთვის
არსებობდეს სამართალდარღვევის ტოლფასი მაღალი ჯარიმა. ამას ასევე ადასტურებს
ის სტატისტიკური მონაცემები რომლის მიხედვითაც, წლების მიხედვით
მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება.
სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში,
განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
-
-
რომელმაც
2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა
10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში,
შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა
საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის
270-მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან
-
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები
(სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან
რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა
პროკურატურაში.
2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის
საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა
ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება
აღნიშნული თავის მხრივ მავნე ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში გარემოსდაცვით
მდგომარეობაზე და ზიანს აყენებს ატმოსფერული ჰაერს, ასევე ზრდის ეკოლოგიურ
რისკებს, რაც თავის მხრივ კორელაციურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების
გამოყოფას.
კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლის
ადმინისტრირება, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ, სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდება მათი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება ბიუჯეტის
შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით კოდექსის 913 მუხლით
განსაზღვრული საჯარიმო სანქცია იზრდება და შემდგომ ამოღებული თანხები
მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტზე
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
სახესა
და
შესაბამისად,
სამართალდამრღვევების დაჯარიმების რაოდენობაზე.
დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მცირე ჯარიმების გამო განმეორებით
სჩადიან იმავე სამართალდაღვევას და საჭიროა შემაკავებელი ეფექტისთვის
არსებობდეს სამართალდარღვევის ტოლფასი მაღალი ჯარიმა. ამას ასევე ადასტურებს
ის სტატისტიკური მონაცემები რომლის
მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება
წლების
მიხედვით
სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში,
განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
რომელმაც
-
-
-
მიხედვითაც,
2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა
10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში,
შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა
საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის
270-მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები
(სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან
რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა
პროკურატურაში.
2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის
საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა
ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლის
ადმინისტრირება, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ, სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდება მათი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას 913 მუხლით განსაზღვრული წესების
დარღვევისათვის. მათ შესაბამისად მოუწევთ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის
დადგენილი გაზრდილი ჯარიმების გადახდა.
დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მცირე ჯარიმების გამო განმეორებით
სჩადიან იმავე სამართალდაღვევას და საჭიროა შემაკავებელი ეფექტისთვის
არსებობდეს სამართალდარღვევის ტოლფასი მაღალი ჯარიმა. ამას ასევე ადასტურებს
ის სტატისტიკური მონაცემები რომლის მიხედვითაც, წლების მიხედვით
მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება.
სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში,
განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
-
-
-
რომელმაც
2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა
10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში,
შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა
საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის
270-მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები
(სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან
რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა
პროკურატურაში.
2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის
საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა
ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით გათვალისწინებულია 913 მუხლით განსაზღვრული საჯარიმო
სანქციის ოდენობის გაზრდა. ჯარიმების ოდენობები დადგინდა მათი შემაკავებელი
ეფექტის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მოქმედი სანქციები
(არსებული სტატისტიკის მიხედვით) ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის
სათანადო პრევენციას.
საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული
შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის
ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმება, ნაცვლად 10 000 ლარისა
საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის წარმოება ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული შესაბამისი
საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების
ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 9 000 ლარისა
საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის
საწვავის მიწოდება ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის
ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს
დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე, მოხდება ავტოგასამართ
სადგურზე/ნავთობპროდუქტების საცავზე მიწოდებისთვის განკუთვნილი შესაბამისი
საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე
არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით დაჯარიმება, ნაცვლად 8
000 ლარისა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო
წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი
გაჩეჩილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო
წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი
გაჩეჩილაძე