„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი გაჩეჩილაძე, კახაბერ კუჭავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი გაჩეჩილაძე, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/477/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-06
ბიუროს ნომერი 372

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1981 მუხლი: „მუხლი 1981. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ისჯება ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტის მიზანია, პასუხისმგებლობის გამკაცრება, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტის, წარმოების ან/და მიწოდებისათვის, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივი ქმედებად, ვინაიდან აღნიშნული პასუხისმგებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის, რომ არაფერი ითქვას ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ კოდექსს დაემატოს 1981 მუხლი რომლის გამოყენებაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი განმეორებით ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტს, წარმოებას ან/და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს. სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: - - 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. - 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელია შედეგია ადეკვატური და ზომიერი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს, კანონმდებლობის დაცვას, როგორც თვით დამნაშავის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსს ემატება 1981 მუხლი და სისხლის სამართლებრივ ქმედებად დაკვალიფიცირდება ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი იმ ქმედებისათვის რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტის, წარმოების ან/და მიწოდებისათვის, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს და კვლავ ჩაიდენს იგივე ქმედებას განმეორებით. შესაბამისად, ამგვარი ქმედებისათვის განისაზღვრება სასჯელი ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ასევე, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ამგვარი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლით. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. ვინაიდან, საგრძნობლად მომრავლდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, განსაკუთრებით ბოლო წლებში იმრავლა დარღვევების რიცხვმა (მიწოდების). ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჭიროა დადგეს როდესაც პირი სახდელდადებული იქნება ამავე ქმედებისათვის და იგი განმეორებით ჩაიდენს იგივე ქმედებას ან ამავე ქმედებისათვის იქნება ნასამართლევი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტს ძალაში შესვლის შემთხვევაში არ ექნება უკუძალა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა 1 მდგომარეობს იმაში, რომ კოდექსს დაემატოს 198 მუხლი რომლის გამოყენებაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი განმეორებით ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტს, წარმოებას ან/და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს. აუცილებელია აღინიშნოს რომ ხშირ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირები, განმეორებით სჩადიან იმავე ქმედებას, და საჭიროა შემაკავებელი შესაბამისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობა. ამას ასევე ადასტურებს ის სტატისტიკური მონაცემები რომლის მიხედვითაც, წლების მიხედვით მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: - - - 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული თავის მხრივ მავნე ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში გარემოსდაცვით მდგომარეობაზე და ზიანს აყენებს ატმოსფერული ჰაერს, ასევე ზრდის ეკოლოგიურ რისკებს, რაც თავის მხრივ კორელაციურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება ბიუჯეტის შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით კოდექსის 1981 მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და შემდგომ ამოღებული თანხები მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: - - 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. - 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გარდა ამისა, კანონრპროქტის მიხედვით იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს შეეფარდება სასჯელის სახედ ჯარიმა და რა ოდენობის ჯარიმა იქნება შეფარდებული, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რა ოდენობის გადასახადები შედიოდა სახელმწიფო ბიიუჯეტში ამ იურიდიული პირის საქმიანობიდან. ანუ, თუ იურიდიული პირების ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მოხდება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს, ვინაიდან შესაძლოა შესაბამისი გადასახადები აღარ შევიდეს ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი. აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კოდექსის 1981 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს, რის გამოც სასჯელის ფორმა ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. სტატისტიკური ინფომრაცია იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: - - - 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. კანონპროექტი ადგენს გადასახდელს ჯარიმის სახით. კერძოდ, კანონპროექტით 1 გათვალისწინებულია 198 მუხლი განსაზღვრულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; მისი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი გაჩეჩილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი გაჩეჩილაძე