„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-06
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№5, 18.01.2005, მუხ. 19) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით
დადგენილი წესით. სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი
აქტების მოქმედების შეჩერებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში - კომისია) მის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმების დახვეწას და ამ მიზნით
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას.
სწორედ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კომისიას ქონდეს მის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოფილი იყოს
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაუბრკოლებლად აღსრულება, საჭიროა, რომ
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი სასამართლოში გასაჩივრებისას,
ავტომატურად არ შეჩერდეს, არამედ მხარის მოთხოვნით სასამართლომ ცალკე უნდა იმსჯელოს
მისი შეჩერების საკითხზე. სწორედ აქედან გამომდინარე ცვლილება შედის „მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-8
მუხლშიც,
რომელიც
განსაზღვრავს
კომისიის
სამართლებრივ აქტებს, მათი მიღებისა და გასაჩივრების წესებს.
შემოთავაზებული რეგულირების რეგლამენტაციის საჭიროებას იმ თემატიკის მნიშვნელობა
განაპირობებს, რომელთან შეხებაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უწევს. კერძოდ,
საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული რეგულირება კრიტიკული ინფრასტრუქტურის
დაცვას ეხება, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია
ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების
ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზოგადად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის
სფეროში რეფორმის იმპლემენტაციაზე მუშაობს. რეფორმის ერთ-ერთ მიზანს კრიტიკული
ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმის იმპლემენტაციის
შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ეროვნული ნუსხის შედგენა იგეგმება, რომელშიც,
მაღალი ალბათობით, ცალკეული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებიც შევა.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ კომისიას
კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით უწევს გადაწყვეტილებების მიღება, რაც
თემატიკის
სენსიტიურობიდან
გამომდინარე,
მის
გადაწყვეტილებებს
ეროვნული
უსაფრთხოების სფეროში აქცევს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მოცემული კანონპროექტის
რეგულირების სფეროს მნიშვნელობას.
ეროვნული უსაფრთხოების აღნიშნული კომპონენტის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ
კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები ერთი მხრივ,
მყარ სამართლებრივ მექანიზმებს ეფუძნებოდეს, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების
ინტერესების მყისიერ, რეალურ და სათანადო დაცვას უზრუნველყოფდეს. პროექტში მოცემული
რეგულირების მიღების სასარგებლოდ, ერთ-ერთ არგუმენტს სწორედ აღნიშნული გარემოება
წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“
ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტიც ადგენს, რომ მარეგულირებელი
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს
აქტის მოქმედების შეჩერებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შემოთავაზებული
ცვლილების
მიხედვით,
კომისიის
სამართლებრივი
აქტების
სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ გამოიწვევს ამ აქტების შეჩერებას. საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად,
აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, შესაბამისად
აუცილებელია, რომ ცვლილება შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლში, რომელიც განსაზღვრავს კომისიის სამართლებრივი აქტებს და მათი გასაჩივრების წესს
(თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი,
კომისიის სამართლებრივ აქტებთან მიმართებით დათქმას აკეთებს „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონზე).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება, ამავდროულად შესძენს დამატებით
მყარ მექანიზმს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან
ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კომისას მიენიჭება მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულების ქმედითი უფლებამოსილებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების
(მათ
შორის
გადაწყვეტილების
აღსრულებასთან
დაკავშირებული
უფლებამოსილებების
ფარგლებში გამოცემული აქტები) სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ გამოიწვევს ამ
აქტის შეჩერებას, ანუ არ ექნება სუსპენზიური ეფექტი და მხარის მოთხოვნით სასამართლოს
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეეძლება ცალკე იმსჯელოს აღნიშნული აქტის შეჩერების
მიზანშეწონილობაზე. ამასთან, აღნიშნული დათქმა სრულ შესაბამისობაშია „ერთის მხრივ,
საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და
მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, ასევე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლთან, რომლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტი შესაძლებლად მიიჩნევს კანონით მსგავსი დათქმის არსებობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
უნდა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც
იგი წარმოადგენს
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილს, რომელიც გულისხმობს „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას და რომელიც თავის
მხრივ უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც უაღრესად მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული უფლებამოსილების კომისიისთვის რაც შეიძლება
სწრაფად მინიჭება, რათა კომისიამ შეძლოს მისი გადაწყვეტილებების დაუბრკოლებლად
აღსრულება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
წარმოადგენს
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტის
ნაწილს
და
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტთან ერთად უნდა იქნას დაჩქარებული წესით განხილული. კერძოდ,
საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია
იმით, რომ დღეისათვის მოქმედ კანონმდებლობაში არის ვაკუუმი, რომელიც ხელს უშლის
კომისიის ეფექტურ ფუნქციონირებას, ვინაიდან, არ არსებობს მყარი სამართლებრივი ბერკეტები
კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის. კომისიის, ელექტრონული კომუნიკაციების,
ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს რეგულატორის გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით
შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,
ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესსა და საქართველოს რეგიონულ კონკურენტუნარიანობას შესაბამის
ბაზარზე. ამდენად, კანონპროექტის მიუღებლობით შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფო და
საზოგადოებრივი
ინტერესები,
კონკურენტუნარიანობა.
ქვეყნის
შესაბამისად,
ეკონომიკური
მნიშვნელოვანია
ინტერესი
კანონპროექტის
და
რეგიონული
მიღება
მოხდეს
დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის
გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, კომისიის აქტის სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ
შეაჩერებს მის მოქმედებას (არ ექნება სუსპენზიური ეფექტი) და ამისთვის საჭირო იქნება მხარის
მიმართვა და დასაბუთებული მოთხოვნა აქტის შეჩერებისა. აღნიშნული მოთხოვნის დაყენება
ხდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და არ მოითხოვება ცალკე სარჩელის შეტანა,
შესაბამისად აღნიშნული არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სახელმწიფო ბაჟის ან სხვა
მოსაკრებლის გადახდასთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ ახდენს
იმ პირებზე, ვისზეც ის ვრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
ორმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.