საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2019 წლის ანგარიშზე (№1-7954/20; 17.06.2020)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-7380/20
08-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის ანგარიშზე
(N1-7954/20; 17.06.2020)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2020 წლის 6 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის
მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
შესახებ და გააჩნია შემდეგი სახის რეკომენდაციები:
1. ელექტროენერგიის სექტორი:
2019 წელს ელექტროენერგიის სექტორში განაწილების ლიცენზიატების მიერ მრიცხველის
ჩვენების წაკითხვა რიგ შემთხვევებში 30-ე დღის ნაცვლად ხდებოდა 28-ე, 29-ე დღეს.
საშუალო დღიური ხარჯის გადაანგარიშების შედეგად კი მომხმარებელს ერიცხებოდა
შემდგომი საფეხურის ტარიფით გათვალისწინებული გადასახადი. ძირითად შემთხვევაში
ადგილი ჰქონდა მეორე საფეხურის მომხმარებლების გადაყვანას მესამე საფეხურის ტარიფში,
რის შედეგადაც მეტობით დარიცხული თანხა საშუალოდ 13-დან 25 ლარამდე მერყეობდა.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ სისტემატური
მონიტორინგის განხორციელება, რათა ადგილი არ ჰქონდეს გამანაწილებელი კომპანიების
მხრიდან მომხმარებლებისათვის მეტობით თანხების დარიცხვას.
2. ბუნებრივი აირის სექტორი:
ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებების
რიცხვმა, კერძოდ 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაფიქსირდა
ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების - 15 შემთხვევა, რომლის შედეგადაც
დაშავდა - 32, ხოლო დაიღუპა - 9 პირი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი იყოს ენერგოომბუდსმენის ხედვები
და მოსაზრებები ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებასა და კონკრეტული ქმედითი
ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
3. წყალმომარაგების სექტორი:
ანგარიშით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასმელი წყლის ხარისხთან
დაკავშირებული სადაო საკითხების შესწავლა გარკვეულ სირთულეებთან არის
დაკავშირებული. კერძოდ, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ დროულად ვერ ხერხდება
ფაქტზე რეაგირება და სინჯის აღება დაბინძურების მომენტში. სხვადსხვა მიზეზების გამო
შესაძლებელია სასმელი წყალი მოედინებოდეს მღვრიე და სასმელად უვარგისი, მაგრამ
რეაგირების და სინჯის აღების დროს სასმელი წყალი შესაძლებელია უკვე აკმაყოფილებდეს
ნორმებს.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შედგეს
სამუშაო შეხვედრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, სსიპ სურსათის ეროვნული
სააგენტოს და კომიტეტის ჩართულობით, რათა პრაგმატულად მოხდეს აღნიშნული
პრობლემის გამომწვევი მიზეზის დანახვა და მოიძებნოს გამოსავალი, თუ რა შეიძლება
გაკეთდეს სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ანგარიშის ტექსტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჰიბრიდულ ტარიფებს საოჯახო
ტიპის სასტუმროების შემთხვევაში, ნახსენებია, რომ ვინაიდან საოჯახო ტიპის სასტუმროს
განმარტება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს, წყალმომარაგების
კომპანიების თანამშრომლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში - ითვლება თუ არა ფიზიკური პირი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელად.
კერძოდ,
„წყალმომარაგების
კომპანიებს
მიეცათ
შესაძლებლობა
თავისი
შეხედულებისამებრ, მრავალმხრივად განმარტონ ნორმა და გაავრცელონ ნებისმიერ
ფიზიკურ პირზე“, შესაბამისად ტარიფებიც აქედან გამომდინარე დაუწესდებათ.
კომიტეტის მოსაზრებით, კანონმდებლობა საჭიროებს გამართვას და თვლის, რომ
აუცილებელია გაკეთდეს დოკუმენტური (წერილობითი) ანალიზი, თუ როგორ ვითარდება
აღნიშნული საქმიანობა პრაქტიკაში. კომიტეტი ჩართული იქნება საკითხის შესწავლის
პროცესებში სამუშაო შეხვედრების ფორმატში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანგარიშის განხილვისას კომიტეტის მიერ
არაერთხელ დაფიქსირდა მზაობა სექტორული მიმართულებით სამუშაო შეხვედრებთან
დაკავშირებით, რათა განხორციელდეს პარლამენტის დამატებითი ჩართულობა სისტემაში
ჯერ კიდევ არსებული სირთულეების აღმოფხვრის კუთხით და პრობლემების მოგვარებაში
მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია