საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლების მქონე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის სამკერდე ნიშნის ნიმუში და აღწერილობა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
აპარატის უფროსი
2-7466/20
10-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“
ქვეპუნქტისა და 92-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის
უფლების მქონე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის სამკერდე ნიშნის
ნიმუშსა და აღწერილობას.
(დანართი 2 ფურცელი)
პატივისცემით,
პარლამენტის აპარატის უფროსი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლების
მქონე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის სამკერდე ნიშნის ნიმუში
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლების
მქონე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის სამკერდე ნიშნის
აღწერილობა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის
უფლების მქონე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის სამკერდე
ნიშანი მრგვალია. სამკერდე ნიშნის დიამეტრია 23 მმ, ხოლო სისქე − 2 მმ.
სამკერდე ნიშნის ავერსზე ცენტრში გამოსახულია საქართველოს პარლამენტის
სასახლის ცენტრალური ფასადის კონტურები. ეს გამოსახულება ჩასმულია
წრეში, რომლის გარშემო არის ორენოვანი წარწერა: „საქართველოს პარლამენტის
აპარატი“/„ADMINISTRATION OF THE PARLIAMENT OF GEORGIA“.
სამკერდე ნიშნის ავერსზე გამოყენებულია ორი ფერი: ლურჯი და
ნაცრისფერი.
სამკერდე ნიშნის რევერსზე მითითებულია საქართველოს პარლამენტის
აპარატის შესაბამისი პასუხისმგებელი მუშაკის სახელი და გვარი.