საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/494; 01.07.2020) საქართველოს კანონის პროექტების პაკეტიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
*GOV62000027126*
GOV 6 20 00027126
13/07/2020
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№25125; 01.07.2020) საქართველოს
კანონების პროექტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული
კანონპროექტები და კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების
საფუძველზე, კანონპროექტის ავტორის თანხმობით, საქართველოს მთავრობის მიერ
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მსვლელობა აღარ მიეცეს „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020
წლის 13 ივლისის №1220 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი
საკანონმდებლო პაკეტის („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია:
01.07.2020; №25125)) შემადგენელ საქართველოს კანონის პროექტს - „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დანართი: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13ივლისის №1220 განკარგულება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,
მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბექა დოჭვირი