საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიშის თაობაზე (№1-5776/20; 15.04.2020) და კომიტეტის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7538/20
13-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნას საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ. (N1-5776/20; 15.04.2020)
(დანართი 9 ფურცლად)
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7510/20
13-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის
ანგარიშის შესახებ (N1-5776/20; 15.04.2020)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 10 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის
შესახებ ანგარიში.
წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა სამსახურის
საქმიანობის მიმართულებების მიხედვით და მოიცავს ინფორმაციას
ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებული
ტერიტორიები, სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა,
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები
და მათგან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული
საფრთხეები და გამოწვევები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ანგარიშში
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე, სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და
სასამართლოებთან ურთიერთობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის,
საერთაშორისო
და
უწყებათაშორისი
თანამშრომლობისა და კოორდინაციის და
სამსახურის ინსტიტუციური
განვითარების საკითხებს.
საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ
განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტი. საანგარიშო პერიოდში
საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა
სახის დესტრუქციული ქმედებები, როგორიც არის საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა
მონაკვეთზე უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი, საოკუპაციო ხაზთან მძიმე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება და
უკანონო ინსტალაციების აღმართვა.
2019 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 430 მეტრის სიგრძეზე უკანონოდ იქნა
აღმართული ლითონის ღობე, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა
ორი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი და სარწყავი არხის ნაწილი. ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფლების-ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარე ტყის მასივში
ცენტრალური ხელიდუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 1 კმ სიღრმეში
გაკაფული იქნა ბილიკები უკანონო პატრულირებისათვის. უკანონო ბორდერიზაცია
განხორციელდა ასევე, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოკუპირებული
აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაცია განხორციელდა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფლების განხმუხურისა და ორსანტიას მიმდებარე
ტერიტორიაზე.
საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა უკანონო
დაკავებების პრაქტიკა. 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმდებარედ
საზღვრის უკანონო ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი
კვარაცხელია. დაკავების შემდგომ იგი გადაყვანილი იქნა რუსეთის ფედერაციის
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ბაზაზე, სადაც დაკავებიდან მცირე დროის
შემდეგ საკანში ჩამომხრჩვალი იქნა აღმოჩენილი.
საერთაშორისო და საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია 2019 წლის 9 ნოემბერს
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებამ. უსაფრთხოების სამსახურის,
შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული
მოქმედებებისა და ძალისხმევის შედეგად ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 28
დეკემბერს გათავისუფლებული იქნა უკანონო პატიმრობიდან.
საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონის მიმართულებით 86, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 27
უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.
2019 წლის 28 დეკემბერს პროვოკაციული ქმედებების უპრეცენდენტო მაგალითს
წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების გარკვეული დროის
განმავლობაში უკანონო დაკავება.
მწვავე
პრობლემას
წარმოადგენს
ეთნიკურად
ქართველი
მოსახლეობის
მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის
შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა. ეთნიკურად ქართველი
მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა. ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლის მიზნითა და მომავალში მკვიდრი
ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით სოფელ ერედვში
რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა.
საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ გრძელდებოდა საოკუპაციო ძალებისა და დე
ფაქტო რეჟიმების ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად გამოყენება, მიზანმიმართული
დეზინფორმაციული კამპანია, 2019 წლის დასაწყისში ე.წ. ღორის გრიპის (H1N1)
სეზონური გავრცელების ე.წ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო
ხაზზე გადაადგილება 45 დღით შეიზღუდა. მიზანმიმართულად ხორციელდებოდა
ყალბი ახალი ამბების გავრცელება. მათ შორის, თბილისის მხრიდან დამატებითი
პოლიციური ძალების მობილიზების და პოლიციასა და მოსახლეობას შორის
მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების მიზანმიმართული
დესტრუქციული ქმედებების შედეგად სოფელ ერგნეთში შეწყდა ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრები, რაც
მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები
მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მიმდინარე უკანონო პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების
იდენტიფიცირება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა
საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო ქმედებებზე. სამსახური აქტიურად არის
ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. 2019 წელს გაიმართა ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიების ოთხი რაუნდი. წარმატებით ფუნქციონირებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული „ცხელი
ხაზი“, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა „ცხელი ხაზის გააქტიურების ზრდის ტენდენცია.
2019 წელს აღნიშნული მექანიზმი 2362-ჯერ იქნა გამოყენებული, აქედან
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი გააქტიურდა 673-ჯერ,
ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 1689. უსაფრთხოების სამსახური
ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიასთან
(EUMM),
რომელიც
საქართველოში
მოქმედი
ერთადერთი
სადამკვირვებლო მისიაა. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სამსახური
თანამშრომლობს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის
(OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან. სამსახური აქტიურად
თანამშრომლობს ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC), ხოლო
2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიების პროცესში უსაფრთხოების
სამსახური თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან (ICC).
სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი მუშაობა განხორციელდა სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად
მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური სოციალური და სხვა სახის
ზეგავლენის მოპოვება წარმოადგენდა. საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს
წარმოადგენდა
რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა. საქართველოს
წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა
„ჰიბრიდული ომის“ სხვადახვა
ინსტრუმენტები. ქართული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული იყო ე.წ. საინფორმაციო ომის
ინსტრუმენტი, რომელიც ხორციელდებოდა საინფორმაციო და პროპაგანდისტული
კამპანიების საშუალებით, რაც მიმდინარეობდა ყალბი ახალი ამბების, ფაქტების
დამახინჯებისა და ისტორიის გაყალბებისა საშუალებით. საქართველოზე გავლენის
მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ ხორციელდებოდა ქვეყანაში
მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებისა და
საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობები. 2019 წელს დესტრუქციული
ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების
გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების
გაღვივებას. პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან ხორციელდებოდა
მეზობელ ქვეყნებთან თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების
დესტაბილიზაციის მცდელობები, რათა გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე
საფრთხეები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.
უსაფრთხოების სამსახურისთვის არსებით გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული
ქვეყნების მხრიდან. „რბილი ძალის“ პოლიტიკა. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა
ცალკეული სახელმწიფოების მიერ
ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი
გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეები.
2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების
გარკვეული ნაწილი შეადგინა კიბერშეტევებმა და კიბერსადაზვერვო ოპერაციებმა.
ზემოაღნიშნული საფრთხეების განეიტრალების მიზნით, უცხო ქვეყნების
სპეციალური სამსახურების შესაძლო საქმიანობის, კავშირებისა და დაინტერესების
სფეროების გამოვლენის მიზნით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონმდებლობის
ფარგლებში მიღებული იქნა შესაბამისი ზომები.
საანგარიშო პერიოდში
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაანალიზდა გასაფორმებელი სავაჭროეკონომიკური ხელშეკრულებები და გამოვლინდა მათთან დაკავშირებული შესაძლო
რისკები. სამსახურის მიერ აქტიურად ტარდებოდა ქიმიური, ბიოლოგიური,
რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული
ღონისძიებები და აქტივობები. აღკვეთილი იქნა რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი
უკანონო მოპყრობისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები. სამსახური
ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მიგრაციის არხების მონიტორინგს.
2019 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა ტერორისტულ
საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო
პარტნიორებთან თანამშრომლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმით არის
აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა და მზაობა, გამოავლინოს,
შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში უსაფრთხოების
სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად არის შეფასებული.
„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური
ანგარიშის მიხედვით საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან
დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის დასახელებული.
საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან
დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს
სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო
მხარდამჭერი ან/და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს
მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი
უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ან/და ტრანზიტულად
გამოყენების, ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა
გადაბირების, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, ასევე
საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისათვის ფინანსური ან
სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენისა და ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო
მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების
მცდელობები.
ტერორისტულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებაში სამსახური მიერ
განხორციელებული იქნა მნიშვნელოვანი აქტივობები. კერძოდ, საერთაშორისო
თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების
განახლება, რამაც უფრო ეფექტური გახადა ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან
გასვლის არხების მონიტორინგი. პარტნიორ ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან
თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან
შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას
უთმობდა ტერორიზმთან შესაძლო დაკავშირებული სხვადასხვა ფინანსური
ოპერაციების მონიტორინგს და ამ მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
სამსახურის მიერ მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების უახლოესი
მეთოდების და ტენდენციების კვლევა. 2019 წელს შესაბამისი უწყებების
ჩართულობით მიღებული იქნა „საქართველოში ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში“ (NRA) და მისი სამოქმედო
გეგმა, რომელშიც გაანალიხებულია ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით
არსებული რისკები.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართებით სამსახური
ახორციელებდა როგორც ოპერატიულ-სამძებრო, ასევე საგამოძიებო მოქმედებებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა
დროულ, ეფექტიან და პრევენციაზე დამყარებულ ღონისძიებების განხორციელებას.
საანგარიშო პერიოდში გაძლიერდა ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური
შესაძლებლობები კორუფციის გამოვლენისა და მისი პრევენციის ეფექტური
ხერხებისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით.
საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა საერთაშორისო
გამოცდილება კორუფციის პრევენციის საკითხებზე, განხორციელდა ნორმატიული
აქტების პროექტების ანტიკორუფციული კუთხით ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი
წინადადებები. ამასთანავე, სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი მუშაობა იქნა გაწეული
ანტიკორუფციული ღონისძიებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობისა
და სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში კორუფციულ
დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
სამსახურმა 2019 წელს კორუფციასთან დაკავშირებულ 91 სისხლის სამართლის
საქმეზე დაიწყო გამოძიება, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემული იქნა 135 პირი.
საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი მუშაობა
იქნა გაწეული სამართლებრივი ბაზის სრულყოფისათვის. 2019 წელს შემუშავდა და
გამოიცა 202 ახალი სამართლებრივი აქტი. მათ შორის უნდა აღინიშნოს
განხორციელებული ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია იზოლატორში
განთავსებულ პირთა უფლებების უფრო მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განისაზღვრა იზოლატორში შესვლის
უფლება და ინფორმაციის დროული მიწოდების პროცედურები. ცვლილებები შეეხო
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შერჩევის წესს,
გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, განისაზღვრა შრომის
უსაფრთხოების მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები. სამსახურის დებულებაში
შეტანილი ცვლილებების თანახმად ერთმანეთისაგან გაიმიჯნა საჯარო ინფორმაციის
გაცემა და საჩივრების განხილვა.
საკანონმდებლო
ცვლილების
შესაბამისად
სტრუქტურული დანაყოფი- სასწავლო ცენტრი.
სამსახურში
შეიქმნა
ახალი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურმა
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს პროაქტიულ რეჟიმში გასაცნობად
წარმოუდგინა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული 14
საიდუმლო ნორმატიული აქტი.
აღსანიშნავია სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა საერთო სასამართლოებთან
მიმართებაში. კერძოდ, საერთო სასამართლოებს შესაბამისი განჩინების საფუძველზე
სასამართლოებს მიეწოდათ საქმის განხილვისათვის საჭირო საიდუმლო და
არასაიდუმლო ინფორმაცია და მტკიცებულებები.
2019 წელს სასამართლოში
გადაიგზავნა 1428 ინფორმაცია/მტკიცებულება. დამუშავდა სასამართლოებიდან
შემოსული 720-ზე მეტი დოკუმენტი, სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 29
სასამართლო საქმის განხილვაში.
სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პერსონალურ მონაცემთა
დაცვას. ამ მიზნით სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურთან. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ
განხორციელდა უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის
შემოწმება. ჩატარდა სამასახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი-ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შემოწმება.
საანგარიშო პერიოდში ინსპექტირება განხორციელდა ექვსჯერ, მათ შორის ორი
გეგმაზომიერი და ოთხი არაგეგმაზომიერი ხასიათის შემოწმება.
2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის
თაობაზე შესული იყო 67 განცხადება, რომელთაგან 59 დაკმაყოფილდა, შემდგომი
რეაგირებისათვის გადაიგზავნა 4 და არ დაკმაყოფილდა 4 განცხადება.
საანგარიშო წლის განმავლობაში რეაგირება განხორციელდა სხვადასხვა უწყებებიდან
უსაფრთხოების სამსახურში შესულ 1597 კორესპონდენციაზე. ხორციელდებოდა
სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისათვის
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობა.
ამ
მიმართულებით სამსახური წარმატებულად
თანამშრომლობდა სტარტეგიულ
პარტნიორებთან,
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
და
საქართველოში
აკრედიტებულ
სხვადასხვა
ქვეყნის
ატაშეებთან
და
დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან.
სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანანშრომლობის გაძლიერების
მიზნით 2019 წელს ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად
დაცვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებს კვიპროსთან და ესპანეთთან. უნდა
აღინიშნოს, რომ ანალოგიური საერთაშორისო ხელშეკრულებები დადებულია
ევროკავშირსა და 24 სახელმწიფოსთან.
უსაფრთხოების სამსახური ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პროცესში
მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან-ამერიკის
შეერთებულ შტატებთან.
საანგარიშო
პერიოდში
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭებოდა
სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობის
გაძლიერებას. სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობას იღებდნენ
ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების
ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში. სამსახურის მიერ
ეფექტურად გამოიყენებოდა ინტერპოლთან თანამშრომლობის შესაძლებლობები,
როგორც ინფორმაციის გაცვლის, ისე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში სამსახური ახორციელებდა საერთაშორისო ტერორიზმის,
კორუფციასთან
წინააღმდეგ ბრძოლასა და ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს გამოცდილების შესახებ საერთაშორისო
თანამეგობრობის ინფორმირებას და ინფორმაციის გაზიარებას.
სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა პროფესიონალი კადრების
მოზიდვას. სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადება-გადამზადებას და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლებას.
კომიტეტს მიაჩნია, რომ სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი მუშაობა იქნა გაწეული.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 171-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადებითად შეფასდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2020 წლის ...ივლისი
არჩილ თალაკვაძე