საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/479; 08.07.2020) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#2-7573/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-14
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-7573/20 13-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ (N07-3/479; 08.07.2020). კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან პარლამენტი ასრულებს მუშაობას, იგი იკრიბება რიგგარეშე სესიის ფორმატში და შესაძლებელია სხვა სხდომები არც გაიმართოს. ამიტომ, აუცილებელია ამ საკითხის დროული მოწესრიგება. პარლამენტმა სწრაფად უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი, რათა საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბების შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად მოგმართავთ, რათა კიდევ ერთხელ იმსჯელოთ აღნიშნული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge