საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/489; 16.06.2020) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-14
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
წერილი
*GOV82000027128*
GOV 8 20 00027128
13/07/2020
საქართველოს პარლამენტს
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს
პარლამენტში წარდგენილი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონების პროექტების (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №22141; თარიღი:
16.06.2020წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი - 07-2/489) დაჩქარებული
წესით განხილვის თაობაზე.
როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიმდინარე
წლის 22 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (№363/8) აღნიშნული კანონპროექტების
დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, თუმცა საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმული
წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებამ მოითხოვა გარკვეული დრო, რის გამოც
კანონპროექტების განხილვა ვერ მოხერხდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
დადგენილ ვადებში.
გასათვალისწინებელია, რომ პოზიციების შეჯერებისა და შესაბამისი შენიშვნებისა და
წინადადებების საფუძველზე გადამუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტები. ამდენად,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინიციატივის განხილვა წარმართოს კვლავ დაჩქარებული
პროცედურებით. ვინაიდან, არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, სამართალდარღვევათა მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და
ეფექტიანად ვერ პასუხობენ შესაბამის გამოწვევებს, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა
მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება,
სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა. შ. მით უფრო, რომ საკითხი ეხება ადამიანის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესთან
დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და
შემცირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება
კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დროულად შემოღების საფუძველზე. შესაბამისად,
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში
განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკანონმდებლო
პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში შეფერხდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე
მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბექა დოჭვირი