საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშების“ თაობაზე (№1-302/20; 10.01.2020, №1- 6110/20; 01.05.2020)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7618/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-14
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7618/20 13-07-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დასაცავად გასატარებელ წლების მსხვერპლთა სამოქმედო (დაზარალებულთა) ღონისძიებათა 2018-2020 შესრულების 2018-2019 გეგმის წლების ანგარიშების“ თაობაზე (N1-302/20; 10.01.2020, №16110/20; 01.05.2020) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები. წარმოდგენილი ანგარიშები მოიცავს 2018-2019 წლების ბოლომდე გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების შესახებ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგი აქტივობების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2018-2020 წლები, შესაბამისად, საქმიანობების ნაწილი შესრულების ეტაპზეა. ამავე დროს, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ საქმიანობებს, რომლებიც უშუალოდ 2018-2019 წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშებში მითითებული საქმიანობები მიემართება ამოცანებს, რომლებიც კანონმდებლობის და საჭიროებებზე მორგება; გაერთიანებულია პოლიტიკის შემდეგი ეფექტიანობა და მიზნების ქვეშ: (1) ქვეყნის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (2) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დაცვისა და დახმარების ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სარგებლობის უზრუნველყოფა; (3)ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშეწყობა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 1. ქვეყნის კანონმდებლობის და პოლიტიკის ეფექტიანობა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგება საანგარიშო პერიოდში ქვეყნის კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 2019 წელს დატკიცებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ხსენებული ცვლილებები ფარავს მიმართულებათა ფართო სპექტრს. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა: პოლიციის უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი; შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ძალადობის განმეორების რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა; ქმედებაზე პროაქტიული რეაგირებისა და რისკის შეფასების წესი შემოტანილ იქნა აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული მოძალადე პირის შემთხვევაში; შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის მომთხოვნ სუბიექტა წრის გაზრდა სოციალური მუშაკის დამატებით; დამცავი ორდერის შემთხვევაში მოძალადისთვის ქცევის კორექციის კურსის გავლის ვალდებულება; საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინების წესი. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიზღუდა ჯარიმის, როგორც ძირითადი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა, აგრეთვე დანაშაულად გამოცხადდა დამცავი ან შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ცივი იარაღის ტარება. საკანონმდებლო ცვლილებებმა ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის საქმეებზე რიგი პროცესუალური ინსტრუმენტებით აღჭურა მსხვერპლი/დაზარალებული. უფრო კონკრეტულად, დაზარალებულს მიეცა უფლება გაასაჩივრის პროკურორის გადაწყვეტილებები დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების, გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/შეწყვეტის თაობაზე. ამავე დროს, აღსანიშნავია ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის/დაზარალებულის კოორდინატორის როლის გაზრდა, რის შედეგად ძალადობის მსხვერპლ პირს დაევალდებულა კოორდინატორთან გაიაროს კონსულტაცია ჩვენების მიცემაზე უარის თქმამდე. მსხვერპლს პროცესუალური პრივილეგია მიენიჭა სამოქალაქო საპროცესო კუთხითაც, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება მოსარჩელე მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე. ამავე დროს, დადგინდა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ვალდებულება დაზარალებულის (მსხვერპლის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეზღუდოს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის სატელეფონო საუბარი და მიმოწერა დაზარალებულთან. მსგავსი ტიპის ვალდებულება განისაზღვრა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ, რა დროსაც ეს უკანასკნელი ვალდებულია დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისთვის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისათვის არ ჰქონდეს დაზარალებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტი, რის საფუძველზე შესაძლებელი გახდა სტატისტიკის წარმოება და მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და მომზადდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი პერიოდულად აქვეყნებს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოჯახში ძალადობისა და შემაკავებელი ორდერების ჩაშლილი მონაცემების მიხედვით (რეგიონი, სქესი, მსხვერპლი, მოძალადე) სტატისტიკას. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნისა და ფუნქციონირების ამოცანის შესასრულებლად გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ (შემდგომში - უწყებათაშორისი კომისია) 2018 წელს შეიმუშავა კონცეფცია „მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმა“, რომლის იმპლემენტაცია იგეგმება სამომავლოდ. ამასთან, უწყებათაშორის კომისიაში შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განისაზღვრება გენდერზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციას და უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე არსებული მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებას. უწყებათაშორისი კომისიის აღსანიშნავია, მხარდაჭერას რომ კოორდინაციის უზრუნველყოფს მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. გზამკვლევი - „პრაქტიკული წარმომადგენლებისათვის პროცესში“ - რომელშიც რჩევები გენდერული ასახულ იქნა საქართველოს პრემიერ- ამავე დროს, შემუშავდა ადგილობრივი თანასწორობის თვალსაზრისით, თვითმმართველობის პოლიტიკის მუნიციპალიტეტებში განხორციელების განხორცილებული საკონსულტაციო საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური მექანიზმების უფლებამოსილებები. 2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დაცვისა და დახმარების ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სარგებლობის უზრუნველყოფა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვისა და დახმარებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდის ამოცანის განსახორციელებლად წარმოებული საქმიანობა მოიცავს სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში - სახელმწიფო ფონდი) ფარგლებში მოქმედი თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და 24 საათიანი ცხელი ხაზის მდგრადობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნებებით. ამავე დროს, 2018 წელს მომზადდა რიგი ტრენინგ-მოდულები მიზნობრივი ჯგუფებისათვის (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მანდატურის სამსახური, ჯანდაცვის მუშაკები და სხვა). 2016 წლიდან დღემდე ხორციელდება პროგრამა - „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ (Healthcare Response to DV/GBV), რომლის ფარგლებში სახელმწიფო ფონდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა მოდული ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებები. გარდა ამისა, სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურმა განაახლა სატრენინგო მოდული ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის როგორც 2018, ასევე 2019 წელს გადამუშავდა მოდული „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, რომელიც მოიცავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს. 2019 წელს სკოლებში თანასწორობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა „თანასწორ მხარდამჭერთა“ მოდული. 20162017 წლებში სახელმწიფო ფონდის მიერ დონორი ორგანიზაციების (UNFPA, USAID, UNWOMEN) მხარდაჭერით შემუშავებული ტრენინგ მოდულები სხვადასხვა პროფესიული ჯგუფებისთვის (ჯანდაცვის მუშაკები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები) 2018-2019 წლებში გადაიხედა და დაიხვეწა. 2019 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო სასწავლო ცენტრის კონცეფციის პროექტზე მუშაობა, რომელიც დამტკიცდა და სასწავლო ცენტრი ამოქმედდა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ხსენებული სატრენინგო მოდულების შესაბამისად, პროფილის გათვალისწინებით, განხორციელდა პირთა დატრენინგება. კერძოდ, 2018 წელს ტრენინგების გზით გადამზადდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ფონდის და სერვისის მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი (ჯამში 250 სოც. მუშაკი). ასევე, 20 სოციალური მუშაკისთვის 2018 წლის ოქტომბერ–ნოემბრის თვეებში ორ ეტაპად ჩატარდა საპილოტე ტრენინგი - მოტივაციური ინტერვიურების ტექნიკებში. ამავე წლის განმავლობაში გადამზადდა 140-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი თბილისსა და კახეთის რეგიონში, გორსა და ბათუმში. ასევე, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარდა ტრენინგები, რომელიც გაიარა 238 საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ხოლო ამ მიმართულებით სპეციალიზაცია მიიღო 39 საზოგადოებრივმა ადვოკატმა. აგრეთვე, 2018 წლიდან მოდულით „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ ტრენინგი გაიარა 5749 პედაგოგმა. ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხებზე პროფესიული უნარ ჩვევების გაძლიერების მიზნით სწავლების პროცესი გაგრძელდა 2019 წელსაც. მათ შორის, გადამზადდნენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოდულით „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ პედაგოგები (2018 წლიდან დღემდე - 6202), ჯანდაცვის მუშაკები (300-ზე მეტი), ადვოკატები. ტრენინგები მრავალფეროვან თემებს ეხებოდა, მათ შორის არის „ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება“, „მხარდაჭერის სერვისის მაძიებლის იდენტიფიცირების, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი”, „ოჯახში ძალადობის ჩამდენ იმ პირებთან მუშაობა, რომლებიც ვერ უმკლავდებიან აგრესიას და ვერ აკონტროლებენ სიბრაზეს“, „ოჯახში ძალადობის მიმართ სამართლებრივი რეგულაციები“. საანგარიშო პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფად, რაც გამოიხატება სამართლებრივი საფუძვლის შექმნით სოციალური მუშაკების მუშაობაში ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების უფრო აქტიურ ჩართულობაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასა (კონფიდენციალური გასაუბრების ოთახების მოწყობა; საგანგაშო დაცვის ღილაკების დამონტაჟება) და სამსახურის ავტომობილებით აღჭურვაში. ამავე დროს, 2019 წელს განხორციელდა სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდა 30 საშტატო ერთეულით, ფსიქოლოგთა რაოდენობამ მოიმატა 3 საშტატო ერთეულით, ხოლო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის № 7 ოქმის შესაბამისად, ასევე მოხდა 20 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სოციალური მუშაკი) დამატება. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების მექანიზმების შემუშავება/გაუმჯობესების კუთხით პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში შემუშავდა ძალადობის მსხვერპლი ქალების იდენტიფიცირების სკრინინგ კითხვარი. ინსტრუმენტი დაინერგა პენიტენციურ სისტემაში. ამავე დროს, შემუშავდა ძალადობის მსხვერპლი ქალების სამოტივაციო პროგრამა "ქალგა", რის შემდეგაც გადამზადდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის და პრობაციის სისტემის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები და სამოტივაციო პროგრამა „ქალგა“ დაინერგა ორივე სისტემაში. 2019 წელს ქალთა სამოტივაციო პროგრამაში "ქალგა" ჩართული იყო 10 მსჯავრდებული ქალი. სასამართლო პრაქტიკის გაანალიზებისა/განზოგადების მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ 2018 წელს გამოსცა კვლევა „საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში“. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ეროვნული სასამართლოს პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტამბოლის კონვენციის დებულებების გამოყენების ანალიზს. კვლევაში ეროვნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით შემოთავაზებულია რეკომენდაციები. 2019 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა კვლევა სახელწოდებით „სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლის (ადევნება) სასამართლო პრაქტიკა“. ამავე დროს, 2019 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა კვლევა დამცავი ორდერების გამოყენების საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით. ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე პროკურორთა სპეციალიზაციის გაძლიერების მიმართულებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: 2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ. 2019 წლის ბოლოსთვის სისტემაში სპეციალიზებულია 193 პროკურორი და გამომძიებელი. აღნიშნული პროცესისათვის გადამზადდა 83 პირი (გამომძიებლები და პროკურორები). 2018 წლის მონაცემებით განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი სასწავლო პროგრამაში ლგბტ ქალთა საკითხების ინტეგრირების თემაზე, რომელშიც ჩართული იყო 3 პროკურორი. გარდა ამისა, ჩატარდა ტრენინგი სამართალდამცავ ქალთა ლიდერობის უნარების განვითარების თემაზე, რომლის ფარგლებშიც სწავლება გაიარა 11-მა პროკურორმა. ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებული პროკურორებისათვის ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა 2 სასწავლო კურსი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. დისტანციურ სწავლებაში საქართველოს პროკურატურის 32 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მსგავსად 2018 წლისა 2019 წელსაც პროკურატურის სისტემის მოხელეებისათვის გენდერის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარდა რიგი ტრენინგები/სპეციალიზებული კურსები/სასწავლო ვიზიტი. ამ კუთხით სულ რვა სასწავლო საქმიანობა განხორციელდა. ამავე დროს, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის ოჯახური დანაშაულის შესახებ რეკომენდაციის განახლების მიზნით, 2018 წელს ევროპის საბჭოს ექსპერტმა შეისწავლა რეკომენდაცია პროკურორებისთვის ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. ხოლო 2019 წლის ივნისში შემუშავდა რეკომენდაცია „ოჯახში ძალადობის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ“, რომელშიც დეტალურად გაიწერა აღნიშნული დანაშაულის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობები. 2019 წლის ბოლოს განახლდა 2017 წლის 22 აგვისტოს რეკომენდაცია „სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1261 გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების საპროცესო მუხლებით ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიციელთა სპეციალიზაციის გაძლიერებისთვის 2018 წლის განმავლობაში სწავლების კურსი გაირა 325-მა პატრულ ინსპექტორმა და უბნის ინსპექტორმა. ასევე, 2018 წელს გადამზადდა 112 გამომძიებელი. 2019 წელს, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პოლიციელთა სწავლების მოკლე კურსი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 300 პატრულ-ინსპექტორი და უბნის ინსპექტორი. 2019 წელს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ მექანიზმებზე ტრეინინგ კურსი გაიარა 125-მა მართლწესრიგის ოფიცერმა. 2019 წელს 600-ზე მეტი პატრულ-ინსპექტორი გადამზადდა შემაკავებელი ორდერების სრულყოფილად შევსების თაობაზე. 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც, მათ შორის, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება პოლიციელთა რეაგირების ადეკვატურობისა და ხარისხის შეფასების გზით. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტი უკავშირდება საქმის გამომძიებელს (ან/და მის ზემდგომს), აძლევს შესაბამის მითითებებს და გამოსცემს რეკომენდაციებს და გეგმავს კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს. 2018 წელს გამომძიებლებისთვის ოჯახური დანაშაულის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები, მათ შორის, შემაკავებელი ორდერით განსასაზღვრი ვალდებულებების შესახებ, მოძალადის მიერ ციხის დატოვების შემთხვევაში მსხვერპლთან განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, მსხვერპლისთვის დასასმელი კითხვების შესახებ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (დაზარალებულისათვის) განკუთვნილი მომსახურების გაუმჯობესების/განვითარების ამოცანის ფარგლებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ჯანდაცვის მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 2018 წლიდან (გაგრძელდა 2019 წელსაც) რეფერალური მომსახურების პროგრამის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების აღრიცხვიანობის, გამოვლენის, შეფასებისა და შესაბამისი რეფერალის განსახორციელებლად შემუშავდა სამედიცინო დოკუმენტირების ჩანართი ფორმები სტაციონარულ და ამბულატორიულ ბარათებში, რომელთა პილოტირება შემდგომი დანერგვის მიზნით დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან. ძალადობაზე/გენდერულ პროექტის „ჯანდაცვის ძალადობაზე” ფარგლებში რეაგირება (პასუხი) განხორციელდა ოჯახში პროექტის შედეგიანობის შეფასება, სადაც გაანალიზებულია კახეთის რეგიონისას და თბილისში მიმდინარე პილოტური პროგრამის შედეგები. პილოტურ პროექტზე დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა დოკუმენტირების ფორმების კორექტირების საჭიროება. შესაბამისად, 2019 წლის ბოლოს მომზადდა სათანადო ცვლილებების პროექტები. ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობაზე ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2019 წელს გაგრძელდა აკრედიტებული ელექტრონული სასწავლო მოდულის შექმნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. 2018 წლის განმავლობაში გაიხსნა ორი ახალი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესდა სახელმწიფო ფონდის ქვეშ არსებული თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები. სახელმწიფო ფონდის ინიციატივით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩატარდა რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი სასწავლო კურსი, სახელმწიფო ფონდის სოციალური მუშაკების უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად. 2019 წელს ფონდის ფარგლებში, ქ. მარნეულში გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი. ანგარიშის თანახმად, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და სოციალური მუშაობის სახელმძღვანელოებში ინტეგრირდა ბავშვებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშობის სპეციფიკური საკითხები. 2018 წელს იურიდიული განხორციელებული დახმარების საკანონმდებლო სამსახური ცვლილებების ქალთა შემდეგ, მიმართ სსიპ ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის, მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად, უფასოდ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მსხვერპლის მიმართ განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს. შედეგად, 2018 წელს 284 პირმა ისარგებლა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით. გარდა ამისა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სსიპ - „112“ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი ხორციელდება. სსიპ „112“-ში შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე პროგრამულად განისაზღვრება ინციდენტის ტიპი, მათ შორისაა, „ოჯახში ძალადობა/კონფლიქტი“. თუმცა ინციდენტის კვალიფიკაცია ზუსტდება გამოძახების მისამართზე გამოცხადების შემდეგ. ამავე დროს, ყოველ 6 თვეში ერთხელ ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მუშავდება მონაცემები სსიპ „112“-ში შემოსული შეტყობინებებიდან რამდენი მათგანი არ დადასტურდა, რამდენ მათგანზე დაიწყო გამოძიება, რამდენ მათგანზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რამდენ მათგანზე მოხდა გამოძიების დაწყების პარალელურად ორდერის გამოცემა. ამასთან, ყოველი თვის ბოლოს, სსიპ „112“-ის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს მოეწოდება ინფორმაცია განმეორებითი ზარების შესახებ. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში მომზადდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული 12 თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში საქმიანობა განხორციელდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტის შექმნისა და დანერგვის მიზნით. კერძოდ, 2018 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი. რისკების შეფასების ინსტრუმენტი, ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის გამეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტას უწყობს ხელს. იგი წარმოადგენს სპეციალურ კითხვარს, რომელიც ინტეგრირებულია შემაკავებელი ორდერის ოქმში და რომლის შევსებაც სავალდებულოა ფაქტზე რეაგირებისას. კითხვარის პასუხები შეფასებულია ქულებით, რომელთა ჯამის მიხედვით შესაძლებელია გამოიკვეთოს მოძალადისგან მოსალოდნელი რისკის 3 დონე: მაღალი, საშუალო და დაბალი რისკი. შსს აკადემიასთან ერთად, შემუშავდა აღნიშნული ინსტრუმენტის მოხმარების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც გაიარა 10 000-მა პოლიციის მუშაკმა. 2019 წლის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში, გამომძიებლებისთვის ოჯახური დანაშაულის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები. 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი. ასევე, შემუშავდა მოძალადის მსხვერპლისაგან განრიდების ინსტრუქცია და რეკომენდაცია ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებისა და პოლიციელის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. 3. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშეწყობა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2017 წელს დამტკიცდა, გაწერილია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით სტრატეგიული მიმართულებები. უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებელ უწყებათა მიერ კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის. კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის ქვეშ შეიქმნა მუდმივმოქმედი კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2018 წელს ორი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევით განხორციელდა ერთიანი სამთავრობო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მთავარ გზავნილს წარმოადგენდა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 50-ზე მეტი სამთავრობო ღონისძიება. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის კამპანიას, ასევე, შეუერთდება 30-ზე მეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. სამთავრობო კამპანია მოიცავდა, როგორც საინფორმაციო-საგანმანათლებლო, ისე სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებს, ქუჩის აქციებს და სხვა. 2018 წელს განხორციელდა მოძალადე მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება/დახვეწა. ამავე წელს ქცევის კორექციაზე ორიენტირებულ პროგრამებში ჩართული იყო სულ 117 მსჯავრდებული და 240 პრობაციონერი. 2019 წელს „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“ გაიარა 125-მა პირობით მსჯავრდებულმა, ხოლო ძალადობის რაობასა და ძალადობისგან დაცვის საკანონმდებლო მიმოხილვის (ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ტრენინგი) კურსში ჩართული იყო 30 პირობითი მსჯავრდებული. ამავე დროს, 2018-2019 წლებში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სისტემისთვის განახლდა, ხოლო პენიტენციური სისტემისთვის შეიქმნა ერთობლივი „მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა“. 2019 წელს პროგრამა წარმატებით პილოტირდა ორივე სისტემაში. 2019 წელს, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში, "მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამაში" ჩართული იყო 10 ბენეფიციარი. 2018-2019 წლებში ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის რეგიონებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება/ტრენინგი/ლექცია. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი იყო კამპანია სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“. ამავე დროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავისი ავტონომიის ფარგლებში სასწავლო პროგრამებში ითვალისწინებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სწავლებას (სულ 11). ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებს შორის მიმდინარეობდა კონკურსები ბულინგისა და თანასწორობის საკითხებზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის საკითხებზე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადდა ყველა დირექტორი/დირექტორის მოადგილე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის არაერთი შეხვედრა, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობის, რეფერირების მექანიზმების შესახებ. გაგრძელდა პროექტი „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“, რომლის ფარგლებშიც მოხალისე განმანათლებლებმა 15 მუნიციპალიტეტის (8 ახალი მუნიციპალიტეტი დაიფარა) 66 სოფელში გამართეს 200 შეხვედრა. 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებსა და არსებულ სახელმწიფო მომსახურებებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებათა ნაწილი ერთიანდება გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის ქვეშ, ნაწილი კი ცალკეული საქმიანობის ფორმატში გაიმართა. 2019 წელს 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად განსაზღვრული იყო სექსუალური შევიწროება. ღონისძიებებს ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. საანგარიშო პერიოდში წარმართული სრული კამპანიის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილი ძალადობის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, ამ კუთხით მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. კამპანია მოიცავდა შეხვედრებს, ტრენინგებს, ესეების კონკურსს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, რელევანტურ დაწესებულებებში ვიზიტებს, კულტურულ ღონისძიებებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სხვადასხვა აქსესუარების დამზადებასა და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გავრცელებას. გარდა ამისა, 2018 წელს პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში 241 შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ადგილობრივი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან. აქტივობები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა მონაწილეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის, ადრეული ქორწინების, ქორწინების იძულების, ადევნების და სხვა დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2018 წელს სახელმწიფო ფონდის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებსა ზოგადსაგანმანათლებლო და ფონდის მომსახურებებზე დაწესებულებებში, ეთნიკური (უმაღლესი და უმცირესობის წარმომადგენლებთან) ჩატარდა 20 შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 700-მდე ადამიანი. დამატებით, ზემოხსენებულის მიღმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რეგიონების მასშტაბით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამიზნე ჯგუფებთან გაიმართა არაერთი შეხვედრა. 2019 წელს 3 შეხვედრა გაიმართა ეთნიკურ უმცირესობებთან ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან და სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშროლობით. ამასთანავე, პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“ განხორციელების შედეგად (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით) 2018-2019 წწ. 282 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 7849 ბენეფიციარი დაესწრო. 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მიგრანტთა დროებით განთავსების ცენტრის თანამშრომლებთან ჩატარდა არაერთი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება. როგორც ანგარიშებიდან ირკვევა, რიგი საქმიანობები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესრულებულ იქნა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე და ეფექტიანად, რაც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას. ამავე დროს, წარმოდგენილ ანგარიშებში გამოიყოფა ისეთი საქმიანობებიც, რომელთა იმპლემენტირება საჭიროებს დამატებით ძალისხმევას. ამდენად, რიგი საქმიანობების სამოქმედო პროგრამით დადგენილ ვადაში და ეფექტიანად შესასრულებლად ძალისხმევის გაძლიერების მიზნით, კომიტეტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს: აღმასრულებელმა ხელისუფლებამ:  უზრუნველყოს გადაუდებელი სიტუაციების დროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე შექმნილი მრავალსექტორული საკოორდინაციო ჯგუფის ეფექტიანი ფუნქციონირება;  შეიმუშავოს ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისათვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი;  გააანალიზოს პოლიციელების მიერ შემაკავებელი ორდერების გამოყენების პრაქტიკა შეიმუშავოს და მიღებული შედეგების მიხედვით შესაბამისი რეკომენდაციები;  ჩაატაროს შშმ, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობის რისკებისა და საჭიროებების კვლევა;  გააუმჯობესოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების მექანიზმები. მთლიანობაში კომიტეტმა დადებითად შეაფასება „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების მიზნით 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე