საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშების თაობაზე (№1-302/20; 10.01.2020, №1-6110/20; 01.05.2020)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7659/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-15
ბიუროს ნომერი 375

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7659/20 14-07-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშების თაობაზე (N1-302/20; 10.01.2020, №1-6110/20; 01.05.2020) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები აღნიშნული ანგარიშები შემუშავებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მიერ და მოიცავს მოქმედების ოთხ ძირითად სფეროს, ესენია:  ქალთა გაზრდილი მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე;  ქალებსა და გოგოებზე ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის საკითხები;  დაცვის ღონისძიებები, კერძოდ, ქალებისა და გოგოების უსაფრთხოება, საჯარო სერვისებზე წვდომა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა;  სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხები. მოქმედების სფერო I ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ამოცანის თანახმად, გათვალისწინებულია უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ფუნქციონირება, რომელიც დაფუძნებულია სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების ანალიზზე. ამ მიზნით, 2018 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროში მუშავდებოდა და დაინერგა მონაცემთა მართვის ახალი სისტემა, რომელიც ელექტრონულ რეჟიმში გენდერული ნიშნით მონაცემთა სეგრეგაციის და სტატისტიკური ანალიზის საშუალებას იძლევა. 2019 წელს აღნიშნულ სამინისტროში სისტემა ამუშავდა სატესტო რეჟიმში. ამავდროულად, 2019 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უცხოელმა ექსპერტმა მათ გაუზიარა გამოცდილება სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზის თაობაზე. მნიშვნელოვანია სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე საკადრო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისა და კაცების კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. ამ მიზნით, 2018 წლის ზაფხულში განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კარიერის მართვაზე პასუხისმგებელი სამსახურები. 2019 წლის პირველ აპრილს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაიწყო ორგანიზაციული კლიმატის სრულმასშტაბიანი შესწავლა. მის ფარგლებში განხორციელდა გენდერული დისკრიმინაციის, თანამშრომელთა (სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეები) სამსახურისადმი და ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შესახებ კვლევა, რომელიც დასრულდა 2019 წლის ივნისში. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები და მომზადდა გადაწყვეტილებები. გატარდა ღონისძიებები უსაფრთხოების სექტორის უწყებებისთვის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტების მომზადებისა და განახლების მიზნით. კერძოდ, შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსია, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებულია გენდერული თანასწორობის სტრატეგიის სამუშაო ვერსია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობის ზრდის გათვალისწინებული ხელშეწყობაც, რეკომენდაციების კერძოდ, ფარგლებში გაეროს 1325 საქართველოს რეზოლუციით საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა სემინარი „მედიაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები“. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ქალბატონები, რომლებიც ჩართულნი არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ან პოტენციურად გეგმავენ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას. ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, დაიგეგმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ტრენინგის დანერგვა. აღნიშნული მიზნით 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შემუშავდა სასწავლო მოდული, განხორციელდა ტრენერების მომზადება და დასრულებული სახე მიიღო სახელმძღვანელომ, რომელიც შემუშავებულია, როგორც გზამკვლევი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ქალბატონებისთვის. შემუშავებული სასწავლო მოდულის პირველი საპილოტე ტრენინგი განხორციელდა 2020 წლის 21-23 თებერვალს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაუძღვნენ. ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართული არიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში. სამშვიდობო/ნდობის მშენებლობის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის/თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა 20 შეხვედრა დონორ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ახალი სამშვიდობო ინიციატივების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხზე, ხოლო 2019 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თანხმობა გასცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ 64 ახალ პროექტზე. აქედან, 41 პროექტი ეხებოდა ნდობის აღდგენის ინიციატივებს, ხოლო 11 პროექტი უშუალოდ მოიცავდა ქალთა საკითხებს ან წარდგენილი იყო ქალთა არასამთავროო ორგანიზაციების მიერ (17%). გატარდა ღონისძიებები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაზრდილი მონაწილეობისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში კონფლიქტების პრევენციის, მართვისა და გადაჭრის მიმართულებით, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო სამეთვალყურეო საბჭო, არასამთავრობო, ადგილობრივი დევნილთა საკითხებზე გეგმის რომლის და სხვადასხვა ეფექტურად წევრებიც არიან საერთაშორისო მიზნობრიობითა შესრულებისთვის როგორც სამთავრობო, ორგანიზაციები. და შექმნილია ასევე სამინისტროში, პერიოდულობით იქმნება დროებითი ექსპერტთა ჯგუფები, მათ შორის, საარსებო წყაროებისა და განსახლების საკითხებზე ახალი პროგრამების შემუშავების მიზნით. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში აქტიურად არიან ჩართულები დევნილ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. საანგარიშო წლის განმავლობაში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩატარდა 2-ჯერ და TEG(ექსპერტთა ჯგუფი) შეიკრიბა 2-ჯერ. ასევე, სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფორუმის ფარგლებში ჩატარდა 12 არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ამასთან, 2019 წელს მიმდინარეობდა ახალი რეგულარული დიალოგის წარმოების მექანიზმის შემუშავებისათვის სხვადასხვა პრაქტიკის მოძიება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრი უწყებები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთათვის არსებული სხვადასხვა სერვისებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და პროგრამების დაგეგმვის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, იყენებდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს. გადაიდგა ნაბიჯები ინფორმაციის გაცვლისა და ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების მოლაპარაკებებში გათვალისწინების მიზნით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა უფლებების დამცველთა, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით. კერძოდ, 2018 წელს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეგულარული დიალოგის ფარგლებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კონფლიქტებისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექპერტების ჩართულობით 2 გაცვლითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თბილისში (20 ივლისი: 26 ქალი და 21 კაცი; 17 დეკემბერი: 25 ქალი და 20 კაცი), ხოლო ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეგულარული დიალოგის ფარგლებში, 2019 წლის 5 მაისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების, სამოქალაქო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე საზოგადოების სათანადო და ექსპერტების ჩართულობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ (სულ 40 მონაწილე). მოქმედების სფერო II პრევენცია 2018 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლობით 4 საკონსულტაციო შეხვედრა გამართა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან, ძირითადად ქალების მონაწილეობით, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ, ხოლო 2019 წელს ჩატარდა 5 გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრა: სოფ. ქვემო ჭალა (16 ქალი; 8 კაცი); სოფ. ატოცი (15 ქალი; 7 კაცი); სოფ. ქვემო კოშკა (13 ქალი; 2 კაცი); სოფ. ჯვარი (42 ქალი; 4 კაცი); ზუგდიდი (13 ქალი; 2 კაცი). შეხვედრებზე განხილული იყო გენდერული, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ასევე, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებისა და სერვისების მიწოდების საკითხები. 2019 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გამყოფი ხაზის სოფლებში ჩატარდა შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასევე სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომლის წარმომადგენელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს ფონდის მომსახურებებსა და ცხელ ხაზთან დაკავშირებით. შეხვედრები ჩატარდა შემდეგ სოფლებში: 6 მარტი - სოფელი ქვემო ჭალა, დამსწრეთა რაოდენობა 24 (16 ქალი, 8 კაცი); 28 მარტი - სოფელი ატოცი, დამსწრეთა რაოდენობა 22 (15 ქალი, 7 კაცი); 24 ოქტომბერი - სოფელი ქვემო კოშკა, დამსწრეთა რაოდენობა 15 (13 ქალი, 2 კაცი). გაზრდილია შესაძლებლობები უსაფრთხოების სექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის და შესაბამისი რეაგირების მიმართულებით. 2018 წლის 28 ივნისს გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის N534 ბრძანება, რომლის თანახმადაც, გენდერული ნიშნით ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, ელექტრონული სასწავლო კურსი „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“ სავალდებულო გახდა. აღნიშნული კურსი გაიარა თავდაცვის სამინისტროს ყველა სამოქალაქო პირმა, თავდაცვის ძალების ყველა ოფიცერმა და კაპრალ-სერჟანტებმა, რომლებიც დანიშნულნი არიან სამეთაურო/საშტაბო თანამდებობებზე. 2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებას დაემატა ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და სექსუალური შევიწროების შემთხვევაში. სექსუალური შევიწროების ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გასაჩივრებისთვის მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი. საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებით, 2018 წელს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის 3 დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-მა თანამშრომელმა. 2018 წელს გენდერული მრჩევლების ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის დონის ქვედანაყოფებში პერსონალის მართვის ოფიცრები (G1) შეითავსებენ გენდერული მრჩევლების ფუნქციებს. მრჩევლების ინსტიტუციონალიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალებში სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტების პრევენციასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას. სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებზე ეფექტური და სათანადო რეაგირებისთვის, საგამოძიებო პროტოკოლის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პროტოკოლის განახლება/შემუშავებისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს UN Women-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში (2020 წლის 15-17 იანვარი) სექსუალური შევიწროებისა და მსხვერპლზე ფოკუსირებული გამოძიების მექანიზმების შესახებ. პროტოკოლის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. 2019 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით არაერთი ტრენინგ კურსი ჩატარდა, რომლებიც გენდერული ნიშნით, ასევე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრეინინგების ჩატარებას სამინისტრო, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სისტემატურად ახორციელებს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით ჩატარდა გენდერზე საკონტაქტო პირების სამი ტრეინინგ ნაკადი, რომელთა ფარგლებშიც ასევე განხილულ იქნა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნითა და სექსუალური ძალადობის საკითხები. საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების სპეციალიზაცია განხორციელდა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან, ამ მიმართულების სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ. აღნიშნული პროცესისათვის პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების მოსამზადებლად, 2018 წელს ჩატარდა 3 სპეციალიზაციის კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა პროკურატურის 83 თანამშრომელი. სასწავლო პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის, “ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. აგრეთვე, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებული პროკურორებისათვის ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა 2 სასწავლო კურსი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. სწავლება ერთობლივად გაიარეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში 32-მა პროკურორმა გაიარა გადამზადება. სასწავლო კურსი მოიცავდა “ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. მოქმედების სფერო III დაცვა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისთვის შექმნილია და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და უფასო იურიდიული მომსახურების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ, 2018 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონებისთვის სულ 23 საინფორმაციო–გასვლითი შეხვედრა გამართა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფარგლებში მოქმედი გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, რომელსაც ჯამში დაესწრო 247 დევნილი პირი, მათ შორის, 170 ქალი და 77 კაცი. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, 2018 წელს იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარება გაეწია 1212 დევნილს. შესაბამისად, ჯამში 2018 წელს იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარება მიიღო 1459-მა დევნილმა პირმა, მათ შორის, 774 ქალი და 685 კაცი, რაც საერთო კონსულტაციების და საქმეების 5%-მდეა. ამასთან, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებს/გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირებს გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. აღნიშნულ ცენტრებში 2019 წლის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის 176 ღონისძიება ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერი, ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 2640-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ, სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის მონაწილეობით, 2018 წლის იანვარში დევნილთა მოსაზრებების გამოვლენის მიზნით, განხორციელდა მონაწილეობითი შეფასება. კერძოდ, გაიმართა 7 შეხვედრა (ორი თბილისში, ორი წეროვანში, ზუგდიდში, ქუთაისში და შაუმიანში) და ფოკუს-ჯგუფის დისკუსია ცალცალკე გოგონების, ქალების და კაცებისა და ბიჭების ჯგუფებთან/ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლისა და სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, დევნილის ყოველთვიური შემწეობის რეფორმის, დევნილთა განსახლების პოლიტიკისა და დევნილებისთვის სხვა მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ 2018 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ფოკუს ჯგუფის დისკუსიები დევნილთა 21 ჯგუფთან (შაუმიანში, ქუთაისში, ზუგდიდში, წეროვანში, თბილისში, გორში და მარნეულში). 2018 წლის მაისში, დანიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ ორგანიზებით, სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მუნიციპალიტეტების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, სახალხო დამცველის ოფისისა და სხვადასხვა არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით დევნილებთან გაიმართა დისკუსია ყოველთვიური შემწეობის რეფორმასთან დაკავშირებით. დევნილ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, სამეურნეო და სხვა სახის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ჩართულობა გაზრდის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამით 2018-2019 სასწავლო წელს დაფინანსდა 1635 სტუდენტი, მათ შორის 1402 ბაკალავრის და 233 მაგისტრატურის სტუდენტი. აქედან 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსდა 1607 სტუდენტი, ხოლო 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 1626 სტუდენტი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამით 2018-2019 სასწავლო წელს სტუდენტების დაფინანსებისათვის გამოყოფილმა თანხამ 3 336 500 ლარი შეადგინა. ზემოთაღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტებისთვის 20192020 სასწავლო წელს სწავლის საფასურის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიამ 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ №20 სხდომაზე მიიღო. აღნიშნული პროგრამით 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსდა 2091 ბაკალავრისა და 297 მაგისტრატურის სტუდენტი. დაფინანსების საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 2 488 950 ლარი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები აგრეთვე ფინანსდებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად განხორციელებული სოციალური პროგრამითაც. 2019-2020 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 225 სტუდენტი (143 ქალი, 82 კაცი), რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის გაუმჯობესების თანასწორობის საკითხებში მცხოვრებ მიზნით, საქართველოს 2018 პირთა წელს სოციალურ-ეკონომიკური შერიგებისა სახელმწიფო და მინისტრის სამოქალაქო აპარატმა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა ახალი სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ. სამშვიდობო ინიციატივის მიზანია, არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახის ვაჭრობაზე დამატებითი რეგულაციების დაწესების გარეშე, გამყოფი ხაზების გასწვრივ სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა, გამარტივება და გაფართოება სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტებისა და ფინანსური მექანიზმების გამოყენებით, როგორიც არის პირადი ნომრით სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაცია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გადასახადებისგან გათავისუფლება, ვაჭრობის წახალისების მიზნით სპეციალური საგრანტო პროგრამის და ფონდის შექმნა. 2019 წელს, დაიწყო სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" აქტიური განხორციელება. ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტები, ეკონომიკური რომლებიც საქმიანობის ითვალისწინებს ხელშეწყობას. გამყოფი საგრანტო ხაზის გასწვრივ სავაჭრო- პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ შერჩეულ იქნა და დაფინანსდა 20 ბიზნეს-პროექტი ოკუპირებული რეგიონებიდან. 2019 წლის 17 აპრილს ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული აბიტურიენტების მომზადების პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომზადებასა და უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას. პროგრამაზე სწავლა დაიწყო 142-მა სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ და აქედან 139-მა გამარტივებული წესით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ჯამში 2019-2020 აკადემიურ წლებში უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან 348 სტუდენტი ჩაირიცხა. მოქმედების სფერო IV სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება და მონიტორინგი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 2018 წელს დაიწყო მუშაობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, კოორდინაციის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. „მუნიციპალიტეტებთან არასამთავრობო უწყებათაშორისმა თანამშრომლობის ორგანიზაცია „ქალთა კომისიამ შეიმუშავა კონცეფცია პლატფორმა“, რომელშიც ინტეგრირდა საინფორმაციო ცენტრის“ რეკომენდაციები. კონცეფციის მიხედვით, უწყებათაშორის კომისიაში შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით და ხელს შეუწყობს აღნიშნული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნულ ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან თემატური სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განისაზღვრება გენდერზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციას და უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე არსებული მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებას. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის მიზნით 2019 წლის იანვარსა და მარტში გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ არაერთ საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სამუშაო შეხვედრებზე განიხილებოდა როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებასთან მიმართებით მიღწეული პროგრესი, ისე გამოწვევები. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. იმავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გატარდეს სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ზემოაღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავდეს სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების ანალიზის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისა და კაცების კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს;  საქართველოს მიმდინარე თავდაცვის წელს სამინისტროსა დამტკიცდეს და შინაგან გენდერული საქმეთა სამინისტროში თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტები;  გაგრძელდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ აქტიური განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და ხარისხიან განათლებაზე წვდომას, ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას;  დევნილთა ჩასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომელიც ორიენტირებული იქნება გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებზე. განხორციელებული აქტივობების გათვალისწინებით კომიტეტმა დადებითად შეაფასა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული შესრულების მიზნით 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სამოქმედო გეგმის“