საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-7865/20
17-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
კომიტეტმა 2020 წლის 16 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის
ფარგლებში შემუშავებული ანგარიში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის
აღსრულების კონტროლის შესახებ, რომელიც დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად დასკვნის სახით.
აქედან გამომდინარე, ცნობის სახით გიგზავნით გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურის აღსრულების კონტროლის შესახებ ანგარიშს.
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურის აღსრულების
კონტროლის ანგარიში
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი განხორციელდა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ვესტმინსტერის
დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლში
მონაწილეობდნენ:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე
სულხან მახათაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ენძელა მაჭავარიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი გაჩეჩილაძე - კომიტეტის წევრი
პაატა გოგოხია - კომიტეტის წევრი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი
გიორგი ცხვედიანი - აპარატის უფროსი
გიორგი ფანცხავა - აპარატის თანამშრომელი
ნანა გოგიტიძე - აპარატის თანამშრომელი
თინათინ ოდილავაძე - აპარატის თანამშრომელი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
3
სარჩევი
I.
შესავალი
II.
ნორმატიული აქტების აღსრულები კონტროლის პროცედურა
III.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
IV.
მოკვლევის მიზნები
V.
შემოწმებული კანონქვემდებარე აქტები
VI.
აღმასრულებელი უწყებები
VII.
გამოკვეთილი საკითხები
o საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების ვადა
o გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული წარმოება
o სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები
o გზშ-ს სფეროში გაცემულ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა
o საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმირებულობა
o სკოპინგის და გზშ-ის ანგარიშების ხარისხი
o კოდექსის დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები
−
−
−
−
ქვიშა-ხრეში
ნაპირდაცვა
წიაღისეულის ღია წესით მოპოვება
ურბანული განვითარება
o სხვა საკითხები რომლებიც უკავშირდება მოკვლევის საგანს
VIII.
რეკომენდაციები
o რეკომენდაციები სამინისტროს
o რეკომენდირებული საკანონმდებლო ცვლილებები
o რეკომენდირებული საკანონმდებლო ცვლილებები პრინციპების დონეზე
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
I.
4
შესავალი
1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა
(შემდგომში „გარემოს კომიტეტი“) კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო წილოსანის
ინიციატივით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის (შემდგომში „გზშ“)
აღსრულების კონტროლი განახორციელა. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის
(შემდგომში „ნააკ“) პროცედურა ამოქმედდა 2018 წლის 06 დეკემბერს საქართველოს
პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებით. შედეგად, გარემოს კომიტეტმა უკვე მეორედ
განახორციელა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული
ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი.
2. გარემოს კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება გარემოსდაცვით და ეკოლოგიის სფეროში
საკანონმდებლო აქტების შემუშავება, განხილვა, მიღება და მათი შესრულების კონტროლი,
აგრეთვე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა
ორგანოების
საქმიანობის
კონტროლი.
საკომიტეტო
საქმიანობის
თვალსაზრისით,
ნორმატიული აქტების აღსრულები კონტროლი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან
პროცესს, რომელიც მიიჩნევა კომიტეტის საქმიანობის მუდმივ და განუყოფელ ელემენტად,
რადგან სწორედ აღნიშნული მექანიზმით კომიტეტს შეუძლია გაანალიზოს მიღებული
კანონების შემდგომი აღსრულების საკითხი.
3. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი წარმოადგენს პარლამენტის რეგლამენტის
38-ე მუხლით გათვალისწინებულ კონტროლის მექანიზმს, რომლითაც კომიტეტი შეისწავლის
მის კომპეტენციის ფარლგებში მიღებული კანონის აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებს
თუ რამდენად მიაღწია კანონმა დასახულ მიზნებს და არსებობს თუ არა მის მოქმედებაში
რაიმე ხარვეზები და სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები, რის შედეგადაც იღებს შესაბამის
ზომებს. პარლამენტს შეუძლია იმსჯელოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის
შედეგებზე, მოახდინოს მათი შეფასება ან/და საჭიროების შემთხვევაში დაავალოს შესაბამის
კომიტეტს სათანადო საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.
4. გარემოს კომიტეტის დადგენილი პრაქტიკით ნორმატიული აქტის აღსრულების
კონტროლის ფარგლებში მონაწილეობდნენ: ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და
საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებულ პირები. ამ უკანასკნელთა
მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მათი მონაწილეობით წარმართული ზეპირი
მოსმენების მეშვეობით გარემოს კომიტეტი უზრუნველყოფს კანონის აღსრულებასთან
დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად საჯარო და ინფორმირებულ განხილვას.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
5
II. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურა
5. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის ჯეროვნად და ეფექტიანად
წარმართვის მიზნით, პროცესის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ განთავსდა და გავრცელდა
სხვადასხვა მედიის საშუალებით. კერძოდ კი, გარემოს კომიტეტის თავმჯდომარემ
ქალბატონმა ნინო წილოსანმა 2020 წლის 06 მარტს გააკეთა გარემოზე ზემოქმედების
შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის დაწყების შესახებ პრეზენტაცია,
რომელსაც ესწრებოდნენ სფეროს ექსპეტრები, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო
უწყებების წარმომადგენლები.1
6. გარემოს კომიტეტმა საჯაროდ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც გააჩნია
სათანადო ინფორმაცია და გამოცდილება, ჩართულიყო ნორტამიული აქტების აღსრულების
კონტროლში და კომიტეტისთვის გაეზიარებინა წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები.
შედეგად, გარემოს კომიტეტმა მიიღო 13 საინტერესო და გამოსადეგი წერილობითი
დასაბუთებული მოსაზრება სხვადასხა დაინტერესებული პირებისგან.
7. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია გზშ-ის ნააკ-ის მიზნები და განხორციელების
პერიოდი,
დახასიათებულია
ნააკ-ს
დაქვემდებარებული
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე აქტები, პროცესში მონაწილე უწყებები და დაინტერესებული მხარეები,
შეგროვებული დოკუმენტაცია და განხორციელებული კომუნიკაცია. დეტალურადაა
აღწერილი გზშ ნააკ-ის ორგანიზაცია და დროითი განრიგი, მათ შორის ონლაინ
განხორციელებული საჯარო მოსმენები. 2
8.
ანგარიშში
წარმოდგენილია
დასაბუთებული
მოსაზრებების
დაინტერესებული
ძირითადი
მხარეების
ელემენტები,
მიერ
მათზე
მოწოდებული
დაყრდნობით
კი
ჩამოყალიბებულია ძირითადი მიგნებები, შემუშავებული რეკომენდაციები და სამოქმედო
პირობები, რაც, იმედია, მოემსახურება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის
დანერგვის და აღსრულების გაუმჯობესებას საქართველოში.
9.
ნააკ-ის
პროცესში
შესწავლილ
იქნა
გარემოს
კომიტეტის
თავმჯდომარის
მიერ
სამინისტროდან წერილობითი ფორმით გამოთხოვილი მონაცემები და ინფორმაცია, მასალები
1
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebiskomiteti/gonisdziebebi/gonisdziebebi1/axali-ambebi-garemo/nino-wilosani-garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebiskomiteti-normatiuli-aqtebis-agsrulebis-kontrolis-farglebshi-axal-mokvlevas-iwyebs.page
2 http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-
komiteti/normatiuli-aqtebis-agsrulebis-kontroli/garemoze-zemoqmedebis-shefasebis-proceduris-agsrulebis-kontroli/zepirimosmenebi
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
მიმდინარე
და
დასრულებული
სასამართლო
პროცესების
6
შესახებ,
აგრეთვე,
დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები.
10. რაც შეეხება მოკვლევის პროცესში ჩართულ სუბიექტებს, მოწვეულნი და ჩართულნი
იყვნენ
შესაბამისი
განმახორციელებელი
სახელმწიფო
საჯარო
უწყებები,
სამართლის
ინფრასტრუქტურული
იურიდიული
პირები,
პროექტების
არასამთავრობო
ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ზოგიერთი საკონსულტაციო
კომპანია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინდივიდუალური ექსპერტები, ასევე დონორი
ორგანიზაციების გარემოს დაცვის სპეციალისტები.
11. ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებულ მხარეთა მოწვევა ელექტრონული ფოსტით
და ვებგვერდზე განცხადებების მეშვეობით განხორციელდა 3. დათქმულ ვადაში 12
ორგანიზაციის და ერთი ფიზიკური პირის მიერ 13 დასაბუთებული მოსაზრება იქნა
წარმოდგენილი. ონლაინ საჯარო მოსმენების შემდეგ 3-მა ორგანიზაციამ 4 დამატებითი
მოსაზრება წარმოადგინა. წინამდებარე ანგარიშს დანართის სახით ერთვის ცხრილი,
რომელშიც ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების და მათი
ავტორების ჩამონათვალი.
12. წარმოდგენილი მოსაზრებების ყველა ავტორს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო
ონლაინ გამართულ ზეპის მოსმენებში და პასუხი გაეცა კომიტეტის შეკითხვებზე. კომიტეტმა
მოიწვია და ონლაინ დისკუსია გამართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან და სხვა საჯარო დაწესებულებებთან.
3
მოწვევა დასაბუთებული მოსაზრებების წარმოსადგენად 150-მდე ადრესატს დაეგზავნა ელექტრონული
ფოსტით
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
7
III. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
13. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი 4 (შემდგომში „კოდექსი“) მიღებულ იქნა 2017 წლის
01 ივნისს და იგი ახლებურად
არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და
სახელმწიფო
ან
კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ
საკითხებს,
რომელთა
განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის
სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. კოდექსის მიღება გამომდინარეობდა ასოცირების
ხელშეკრულებით 5 საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებიდან დაუახლოოს თავისი
კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. შესაბამისად, კოდექსით ჩამოყალიბდა
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა.
კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება
- სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
- გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასება
- შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
- ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები
14. კოდექსის მიღებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება
ვლინდება შემდეგ სფეროებში: გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოს საკითხების
პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრირება 6; გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე
ზემოქმედების შეფასება 7; საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 8
და საზოგადოების მონაწილეობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული
გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში9.
4
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
5 ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
6 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე
ზემოქმედების შეფასების შესახებ
7 2001 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/42/EC დირექტივა გარკვეული გეგმებისა და
პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ
8 2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ
9 2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს
საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების
შემუშავებაში
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
8
15. კოდექსის მიღების მიზანი იყო საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების
მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფა და ევროკავშირის დირექტივებთან
შესაბამისობაში მოყვანა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების დანერგვა, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა
ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისოდ
აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
9
IV. მოკვლევის მიზნები
16. კოდექსის თანახმად, 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „გარემოზე ზემოქმედების
შეფასების“ (გზშ) პროცედურა, რომელიც გულისხმობს, გარემოზე შესაძლო ზემოქმედებების
გამოვლენასა და შესწავლას იმ საქმიანობებისთვის, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
ზემოქმედება მოახდინონ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
17. წინამდებარე ანგარიშით განხილული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
შემოფარგლულია კოდექსით განსაზღვრული გზშ-ის პროცედურით, რომელიც თავისი
ახლებური რეგულირებით აფუძნებს გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურას, ადგენს მის
სტანდარტებსა და შესაბამის კრიტერიუმებს.
18. მოკვლევის საგნის მეტი დაზუსტების მიზნით უნდა განიმარტოს გზშ-ის პროცედურის
ცნება. კოდექსის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება გულისხმობს შესაბამის
კვლევებზე დაყრდნობით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის
პროცედურას იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება: (ა) კოდექსის დანართი I-ით
გათვალისწინებულ
საქმიანობას;
(ბ)
კოდექსის
დანართი
II-ით
გათვალისწინებულ
საქმიანობას, რომელზედაც სკრინინგის გადაწყვეტილებით განისაზღვრება გზშ-ის ჩატარების
საჭიროება.
19. გზშ-ის პროცედურა მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას (მათ შორის
ალტერნატივების ანალიზს, ზემოქმედებების შეფასებას და მათთვის შემარბილებელი
ღონისძიებების დასახვას), საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ
ორგანოებთან კონსულტაციებს, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებასა და გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემას. ამასთანავე, რელევანტურია საქმიანობების სკრინინგის
პროცედურის
განხილვაც,
რადგან
კოდექსის
დანართი
II-ით
გათვალისწინებული
საქმიანობების შემთხვევაში, სკრინინგის მეშვეობით დგინდება ექვემდებარება თუ არა
დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ის პროცედურას. შესაბამისად, ანგარიშში განხილული საკითხები
შემოფარგლულია ზემოთაღნიშნული გზშ-ის, სკრინინგის პროცედურითა და გამომდინარე
რეგულაციით.
20. ნააკ-ის ფარგლებში კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურა შერჩეულ იქნა, რადგან იგი მოიცავს შესაბამისი კვლევების ჩატარებას, შესაძლო
ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის, აგრეთვე, საზოგადოების მონაწილეობის
შესაბამის
პროცედურებს.
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების
პროცესი
მოითხოვს
სათანადოდ შესრულებულ კვლევებსა და საზოგადოების მონაწილეობის მაღალ ხარისხს,
რადგან შედეგად მიიღება გადაწყვეტილება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
10
უფლებაზე. გარემოს დაცვის სფეროში სწორედ აღნიშნიშნული საკითხები განეკუთვნება
მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. გარდა
ამისა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა ფართო გაგებით წარმოადგენს
ახლებურ რეგულირებას, ვინაიდან იგი მოიცავს შესაბამის ეტაპებს და ითვალისწინებს ისეთ
ახალ
ინსტიტუტებს,
როგორიცაა
სკრინინგი,
სკოპინგი,
თანამედროვე
ფორმით
საზოგადოების მონაწილეობა და გზშ, რომლის შედეგადაც მიიღება გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება. საზოგადოების მონაწილეობა გათვალისწინებული იყო კოდექსის
ამოქმედებამდე
მოქმედი
კანონმდებლობითაც,
თუმცა
განსხვავებული
ფორმით.
ამ
თვალსაზრისით სიახლეა სამინისტროს მიერ საზოგადოების ინფორმირებისა და ეფექტიანი
მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც, მათ შორის, შედგება სკოპინგისა და გზშ-ის
პროცედურების ფარგლებში ორი საჯარო განხილვის ჩატარების ვალდებულებისგან.
21. გარემოს კომიტეტმა თავისი კომპეტენციის სფეროში შეარჩია გარემოზე ზემოქმედების
შეფასების
პროცედურა,
როგორც
ნორმატიული
აქტების
აღსრულების
კონტროლის
მოკვლევის საგანი, რათა შეისწავლოს და გაანალიზოს ამ კოდექსით გათვალისწინებული
პროცედურის აღსრულების ეფექტიანობა, კერძოდ, რამდენად მიაღწია აღნიშნულმა
პროცედურამ
დასახულ
მიზანს
-
გარემოსდაცვითი
შეფასების
პროცედურის
განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. აგრეთვე, მოკვლევის
მიზანი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეფექტიანობის, შესაძლო
გამოვლენილი ხარვეზების შესწავლა და კანონის სრულფასოვანი მოქმედების სხვა
ხელშემშლელი ფაქტორების გაანალიზება.
22. ამასთნავე, ნააკ-ის პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის, გარემოს კომიტეტმა შეიმუშავა
და საჯაროდ გამოაქვეყნა თემატური შეკითხები დაინტერესებულ პირთა მხრიდან შესაბამისი
დასაბუთებული მოსაზრებების მიღების მიზნით.10 აღნიშნული შეკითხვები გამომდინარეობს
კოდესით
გათვალისწინებულ
გზშ-ის
პროცედურიდან.
თემატური
შეკითხვები
უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს:
- კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის11, სკოპინგისა 12 და გზშ-ის ეფექტიანობა
- გზშ-ის პროცედურის შესაძლო ხარვეზები
- კოდექსის დანართებით განსაზღვრული საქმიანობები
- სკრინინგი, სკოპინგისა და გზშ-ის ანგარიშების ხარისხი
- საზოგადოების მონაწილეობა გზშ-ის პროცედურაში
- სასამართლო პრაქტიკა
10
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/135221/tor
11 გულისხმობს პროცედურას, რომლითაც განისაზღვება საქმიანობა ექვემდებარება თუ არა გზშ-ის ან/და
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას.
12 გულისხმობს პროცედურას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ისთვის ან/და სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი, აგრეთვე ანგარიშში მისი ასახვის
საშუალებებს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
11
V. შემოწმებული კანონქვემდებარე აქტები
გზშ-ის ნააკ-ის ფარგლებში ასევე განხორციელდა შემდეგ კანონქვემდებარე აქტებთან
შეჯერება:
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-94. 13
„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №2-827. 14
„საზოგადოებრივ
ექსპერტთა
შრომის
ანაზღაურების
წესის
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის
ბრძანება №2-256. 15
13
იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941, 22/02/2018, 360160000.22.023.016478.
იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4330512, 11/10/2018, 360140000.22.023.016549.
15
იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4147095, 19/04/2018, 270090000.22.023.016487.
14
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
12
VI. აღმასრულებელი უწყებები
23. გზშ-ის ნააკ-ს დაქვემდებარებული ნორმების ძირითადი აღმასრულებელი უწყებები არიან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (სამინისტრო) და
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
-
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი.
24. კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი - გარემოსდაცვითი
შეფასების დეპარტამენტი, რომელიც შედგება 4 სამმართველოსგან: 1) გარემოსდაცვითი
შეფასების მეორადი სტრუქტურული ერთეული; 2) სტრატეგიული დაგეგმვის მეორადი
სტრუქტურული ერთეული; 3) ინტეგრირებული მართვის მეორადი სტრუქტურული
ერთეული; 4) სკრინინგის მეორადი სტრუქტურული ერთეული.
25. გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველო პასუხისმგებელია გზშ-ის პროცედურის
განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი
სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა
და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისთვის საჭირო შესაბამისი
პროცედურების ჩატარებასა და საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე შესაძლო
ზემოქმედების შემცირების/პრევენციის მიზნით შესაბამისი პირობების განსაზღვრას.
26. სამინისტროს მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული
სასამართლო პროცესების შესახებ კოდექსის ძალაში შესვლიდან ნააკ-ის ინიცირების
თარიღამდე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
13
VII. გამოკვეთილი საკითხები16
27. წინამდებარე თავში ჩამოთვლილია ნააკ-ის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული
მოსაზრებების შინაარსიდან გამომდინარე სათანადოდ ფორმულირებული ის ძირითადი
მიგნებები, რომლებიც მოკვლევის საგნიდან და მისი მიზნებიდან გამომდინარე ჩაითვალა
რელევანტურად და ასევე გამოვლინდა კომიტეტის მიერ საკითვის მოკვლევის პროცესში.
აგრეთვე, მოცემულ თავში შემოსულ დასაბუთებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით
წარმოდგენილია გარემოს კომიტეტის მიერ განხორციელებული ანალიზი და შესაბამისი
სამართლებრივი არგუმენტაცია.
საქმიანობის განმახორციელებლის17 მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ვადა
28. კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საქმიანობის განმახორციელებელი
სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით
გადაწყვეტილებას, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.
29. ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის მოსაზრებით, აღნიშნული ვადა გარკვეულ
შემთხვევებში მცირეა და იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გლობალური კლიმატის
ცვლილების ფონზე ყველა იმ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული უნდა
იქნეს სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდგომ 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის
კვლევების საფუძველზე, როგორიცაა ჩამონადენების ჰიდროლოგიური პარამეტრების
შესწავლა, გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების განხორციელება და სხვა.
30. მწვანეთა მოძრაობის მიერ შემოთავაზებულია ხსენებული ვადის გაზრდა 2-დან 5 წლამდე,
რათა გზშ-ის მომზადებისას შესაძლებელი გახდეს გრძელვადიანი საბაზისო კვლევების
ჩატარება.
31. მოცემულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად კოდექსის შემუშავებისას აღნიშნული ვადა ჩაითვალა რელევანტურად, რადგან 2
წლის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს გარემო პირობები და გაცემული სკოპინგის
დასკვნა აღარ ასახავდეს იმ რეალობას, რაც საჭირო იქნება გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის.
16
საკითხები დაჯგუფებულია ნააკ-ის შეკითხვების მიხედვით და წარმოდგენილია შესაბამისი წინადადებების
ავტორების მითითებით ქრონოლოგიურად და პრიორიტეტულობის გარეშე.
17
პირი, ადმინისტრაციული ორგანო, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი,
რომელსაც სურს ამ კოდექსის დანართბით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
14
ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის და მაგალითების
მიხედვით, ჩეხეთში ეს ვადა არის 1 წელი, ესტონეთშ 2 წელი და ა .შ.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული წარმოება
32. კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საქმიანობის განმახორციელებლის
მიერ სამინისტროში არ არის წარდგენილი კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი
ან
ინფორმაცია,
მაშინ
სამინისტრო
მას
უდგენს
ხარვეზს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით. ამ წესით ხარვეზის დადგენა გულისხმობს
სამინისტროს მიერ ვადის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც წარდგენილ უნდა იქნეს
დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
33. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის მოსაზრებით, ამ წესის გამოყენების პრაქტიკა
არაერთგვაროვანი და სადავოა, ამასთან ხარვეზის დადგენა იწვევს წარმოების შეჩერებას და
იგი უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების
მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობებზე. მწავანე ალტერნატივის მითითებით
სამინისტრო განმცხადებელს არ უსაზღვრავს ვადას დამატებითი დოკუმენტაციისა და
ინფორმაციის წარსადგენად.
34. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის მიერ შეთავაზებულია საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
წარმოებების შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის პრაქტიკისთვის დადგინდეს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებული ზუსტი წესები.
35. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ზოგადო
ადმინისტრაციული კოდექსი მოიცავს პრინციპებს, ცნებებსა და ნორმებს, რომლებიც საერთოა
მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის 18, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
კი, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ, ცალკეულ სფეროს.
შესაბამისად, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით მოწესრიგებული ადმინისტრაციული
წარმოება ჩვეულებრივ რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
განსაზღვრული მოწესრიგებით, თუ იგი შესაბამისობაშია გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის დებულებებთან.
36. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დამატებითი
დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს განცხადების განუხილველად
დატოვებას, რაც გულისხმობს იმას, რომ განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება
შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე. აღნიშნული მინზად ისახავს და
უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას.
18
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე. თბილისი, 2010
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
15
შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამარებითი
დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საზოგადოების
ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობებზე,
რადგან საზოგადოებას უნარჩუნდება თავისი მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის
შესაძლებლობა შევსებულ და დაზუსტებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები
37. სკრინინგი წარმოადგენს პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების
საჭიროებას. სკრინინგს ექვემდებარება კოდექსის დანართი II-ით გათვალისწინებული
საქმიანობები, ხოლო თავად სკრინინგის პროცედურა მოცემულია კოდექსის მე-7 მუხლში.
საქმიანობის
განმახორციელებელი
დაგეგმვის
შეძლებისდაგვარად
ადრეულ
ეტაპზე
სამინისტროს წარუდგენს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებას, რის შემდეგაც
სამინისტრო უზრუნველყოფს სკრინინგის განცხადების გასაჯაროვებას 19 საზოგადოების მიერ
მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის მიზნით. შედეგად, შემოსული შენიშვნებისა და
მოსაზრებების, საქმიანობის მახასიათებლებისა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით
(მაგალითად:
საქმიანობის
მასშტაბი,
ბუნებრივი
რესურსების
გამოყენება,
დაცული
ტერიტორიები და სხვა), აგრეთვე, შესაძლებელია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ
სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოყენებით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას
დაგეგმილი საქმიანობა დაუქვემდებაროს თუ არა გზშ-ის. ამასთანავე, თუ იკვეთება
საქმიანობის
განხორციელებაზე
უარის
თქმის
წინაპირობები,
სამინისტრო
იღებს
გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც გააჩნია ცალკე
არსებული შესაბამისი კრიტერიუმები.
38. სკრინინგის პროცედურაში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებთან დაკავშირებით
საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა მოსაზრება, რომლის
მიხედვითაც
გარდა კოდექსის
მე-7
მუხლის
მე-6
ნაწილით
დადგენილი ზოგადი
კრიტერიუმებისა, კოდექსი არ განსაზღვრავს სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადების
განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, არ ადგენს წარმოდგენილი
ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობას ან გადამოწმების მეთოდებს.
39. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეთავაზებულია შემუშავდეს
სახელმძღვანელო დოკუმენტი კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული
თითოეული კრიტერიუმის შეფასებისი მეთოდოლოგიისთვის, რომლითაც იხელმძღვანელებს
სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას.
19
იგულისხმება ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და
წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
16
40. გარდა ამისა, ორგანიზაცია საბუკოს მიერ შეთავაზებულია კოდექსის მე-7 მუხლის მე-6
ნაწილით გათვალისწინებულ სკრინინგის კრიტერიუმებს დაემატოს საერთაშორისოდ
აღიარებული კონსერვაციის ტერიტორიები (მაგ. „ზურმუხტის ქსელი“, სპეციალური დაცული
არეალი, ბიომრავალფეროვნების ძირითადი ადგილი, ფრინველთა მნიშვნელოვანი არეალი,
კრიტიკული ჰაბიტატი, ბიომრავალფეროვნების პრიორიტეტულ მახასიათებლების მქონე
ჰაბიტატი, რამსარის კონვენციის პოტენციური საიტები, სხვ.). ასევე, ორგანიზაცია მწვანე
ალტერნატივის
მოსაზრებით,
სკრინინგის
ეტაპისთვის,
მითითების
სახით,
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და რამსარის კონვენციის სათანადო
მოთხოვნების შესაბამისად, გზშ-ის მიმართებაში. 20
41. მოცემული მოსაზრებების გაანალიზების შედეგად, შესაძლებელია ითქვას, რომ სკრინინგი
წარმოადგენს გზშ-ის პროცედურის პირველ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც კოდექსის მე-7
მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობის მახასიათებლებისა და ზოგადი
კრიტერიუმების, აგრეთვე, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და
შენიშვნების გათვალისწინებით სამინისტრო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სკრინინგი
ამ კუთხით არ გულისხმობს კვლევების ჩატარებისა და შეფასების იმ ხარისხს, რაც
გათვალისწინებულია სკოპინგის ან გზშ-ის ანგარიშისთვის. სწორედ ამიტომ კოდექსით
გათვალისწინებულია I და II დანართები, საიდანაც დანართი I-ით გათვალისწინებულ
საქმიანობებზე არსებობს გზშ-ის ჩატარების ვალდებულება, როგორც გარემოზე მაღალი
ინტენსივობის ზემოქმედების მქონე საქმიქნობებზე.
42. სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების
ფუნქციას გარკვეულწილად ასრულებს საზოგადოების მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების
წარდგენის შესაძლებლობა, რადგან მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენით სამინისტროს
შეუძლია შეიტყოს ისეთი რელევანტური გარემოებები, რომლებსაც შესაძლებელია არსებითი
გავლენა იქონიოს გადაწყვბეტილების მიღებაზე.
43. სკრინინგის კრიტერიუმებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის მე-7
მუხლის
მე-7
ნაწილი
მიუთითებს
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების
შესახებ
სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომელიც სამინისტრომ უფლებამოსილია გამოიყენოს
სკრინინგის განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, მომზადებულია ,,საქართველოში
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრაქტიკაში განხორციელების სახელმძღვანელო”, თუმცა
მისი მომზადება მიმდინარეობდა კოდექსის შემუშავების პარალელურად და დასრულდა
კოდექსის საბოლოო რედაქციის მიღებამდე, შესაბამისად, იგი სრულყოფილად არ მოიცავს
20
რამსარის კონვენციის რეზოლუცია VIII.9 „გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობაში და/ან
პროცესებში, აგრეთვე სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებაში ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული
საკითხების ჩართვის სახელმძღვანელო დებულებები“ მიღებული ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ
კონვენციის მიერ და მათი მიმართება რამსარის კონვენციასთან, 2002.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
17
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს. აღნიშნული
გარემოების გათვალისწინებით, ამჟამად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
,,EU4Environment” ფარგლებში, მიმდინარეობს მისი კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.
სამინისტროს მიერ მოწოდებული მოსაზრებით, სახელმძღვანელო დოკუმენტებში შესაძლოა
სრულყოფილად ვერ იყოს ასახული ყველა გარემოება, მათ შორის, ყველა ტექნოლოგიური
პროცესი, თუ ტერიტორიის შეფასება თითოეულ საქმიანობასთან მიმართებით, ვინაიდან ეს
არის შეფასებითი პროცესი, რის გამოც არ შეიძლება უნიფიცირებული მიდგომით ან/და
განზოგადებით მისი შეზღუდვა.
44. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოყენება
ხდება საჭიროებისამებრ და მას არ გააჩნია სავალდებულო ხასიათი. შესაბამისად, სკრინინგის
კრიტერიუმების
დაზუსტების
ზემოქმედების
შეფასების
დაკონკრეტდეს
სკრინინგის
ინტერესიდან
შესახებ
გამომდინარე,
სახელმძღვანელო
კრიტერიუმები.
შესაძლებელია
დოკუმენტში
აგრეთვე,
გარემოზე
სათანადო
სახელმძღვანელო
წესით
დოკუმენტი
საჯაროდ გამოქვეყნდეს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საზოგადოების მიერ
შესაბამისი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენისას მისი გამოყენების მიზნით ან/და
სავალდებულო გახდეს სამინისტროს მიერ აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის
გამოყენება.
სკრინინგის კრიტერიუმების დაზუსტება უნდა მოხდეს შემდეგი მიმართულებით:
-
საერთაშორისოდ აღიარებული კონსერვაციის ტერიტორიები (მაგ. „ზურმუხტის
ქსელი“, სპეციალური დაცული არეალი, ბიომრავალფეროვნების ძირითადი ადგილი,
ფრინველთა მნიშვნელოვანი არეალი, კრიტიკული ჰაბიტატი, ბიომრავალფეროვნების
პრიორიტეტულ
-
მახასიათებლების
მქონე
ჰაბიტატი,
რამსარის
კონვენციის
პოტენციური საიტები)
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და რამსარის კონვენციის
სათანადო მოთხოვნების შესაბამისად.
45.
დამატებით,
კოდექსით
სკრინინგის
განსაზღვრული
განცხადებასთან
მოწესრიგება,
დაკავშირებით
რომლითაც
გასათვალისწინებელია
დადგეინილია
სკრინინგის
განცხადებით წარსადგენი ინფორმაცია. კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით სკრინინგის
განცხადებით გათვალისწინებული უნდა იყოს მოკლე ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის
შესახებ და ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, განხორციელების
ადგილისა და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიზანი და
ფორმულირება ლოგიკურია. თუმცა, ზემოთ მოცემული არგუმენტაციის გათვალისწინებით
რელევანტური იქნება მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს მიმათითებელი
ნორმა კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს სკრინინგის
კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში დაზუსტებული იქნება განმცხადებელის ვალდებულება
სკრინინგის განცხადებაში მიუთითოს ინფორმაცია სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
18
46. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკრინინგის პროცედურის ფარგლებში,
კოდექსის დანართი II-ით გათვალისწინებული საქმიანობის შემთხვევაში, სამინისტრომ
შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს დაგეგმილი საქმიანობით
მოსალოდნელია თუ არა მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რის შედეგადაც იგი იღებს სკრინინგის
გადაწყვეტილებას. კოდექსით სკრინინგის პროცედურისთვის დადგენილია 10-15 სამუშაო
დღის ვადა, კერძოდ კი, კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სკრინინგის
განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა (იგულისხმება
სამუშაო დღე) სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა
დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს. შესაბამისად, სკრინინგის პროცედურიდან იკვეთება, რომ
სკრინინგი კრიტერიუმებით დგინდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების არსებობა
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ განმახორციელებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის
საფუძველზე, რადგან აღნიშნული პროცედურა კოდექსის დანართი II-ით მოცემული
საქმიანობებისთვის
წარმოადგენს
ადმინისტრაციული
ორგანო
პირვანდელ
ხელმძღვანელობს
სტადიას,
რომლის
განმცხადებლის
ფარგლებშიც
მიერ
წარდგენილი
დაგეგმილი
საქმიანობის
ინფორმაციით.
47.
როგორც
ზემოთ
ითქვა,
სკრინინგის
ფარგლებში
განმახორციელებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების, დაზუსტებისა და
შევსების მიზანს ემსახურება კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
სკრინინგის
განცხადების
სამინისტროს
ოფიციალურ
ვებგვერდზე
და
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი
ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა, რათა
საზოგადოებამ 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს მოსაზრებები და
შენიშვნები სკრინინგის განცხადებასთან, ანუ მასში მოყვანილ ინფორმაციასთან
დაკავშირებით. გარდა ამისა, გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე
ზემოქმედების შეფასების შესახებ 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივის თანახმად
სკრინიგნის პროცედურა გულისხმობს დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებლის მიერ
წარდგენილი ინფორმაციის case-by-case, ინდივიდუალურ შეფასებას კანონმდებლობით
დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
48. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში
ასევე
საუბარია
გარემოსდაცვითი
კოდექსის
მე-5
მუხლის
გადაწყვეტილებით
მე-12
ნაწილზე,
გათვალისწინებული
რომლის
მიხედვითაც
საქმიანობის
საწარმოო
ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების
შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის
პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. მოცემული ნორმით, თუკი
საქმიანობის განმახორციელებელს გააჩნია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მას სურს
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
19
საწარმოს წარმადობის გაზრდა, ტექნოლოგიის შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების
შეცვლა, აღნიშნული ცვლილება ცალკე უნდა განიხილებოდეს სკრინინგის პროცედურით
იმისთვის, რომ დადგინდეს გზშ-ის ჩატარების საჭიროება. შესაბამისად, ცალკე ახალი
ადმინისტრაციული წარმოებით ხდება პროექტში ცვლილებების შეტანა.
49. ვინაიდან კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით პროექტის ცვლილება განიხილება ახალ
ადმინისტრაციულ წარმოებად, საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროს წარუდგენს
განსახორციელებელი ცვლილებების სკრინინგის განცხადებას, სკოპინგისა და გზშ-ის
ანგარიშს და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტაციას, რაც გარკვეულ შემთხვევებში იწვევს
დოკუმენტაციის სიმრავლეს (უკვე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მასთან
დაკავშირებით ანგარიში და პროექტის ცვლილების ანგარიში). აღნიშნული კი, იწვევს იმას,
რომ პროექტის ცვლილების მიზნით წარდგენილი ანგარიშებით შესაძლებელია არ იყოს
გათვალისწინებული არსებული პროექტისა და მისი ცვლილების გაერთიანებული ანგარიში
და შესაბამისი კუმულაციური ზემოქმედება. ამასთან, პროექტის ცვლილების დროს
ხსენებული ფაქტორი, ანუ არსებული პროექტისა და მისი ცვლილების გზშ-ის ანგარიშების
ობიექტური სხვაობა შესაძლებელია იწვევდეს საზოგადოების მხრიდან ცვლილების
შინაარსისა და მისი უკვე არსებულ პროექტთან ერთად კუმულაციური ზემოქმედების აღქმის
გართულებას. ამდენას, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება
შესაძლებლობის ფარგლებში სკრინინგის კრიტერიუმები გაიმიჯნოს არსებულ საქმიანობაში
„ცვლილების“ შემთხვევაში და სრულიად ახალი საქმიანობის სკრინინგის შემთხვევაში.
50. კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით პროექტის ცვლილებასთან მიმართებაში არსებულ
რეგულაციაზე სამინისტროში „EU4Environment“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს
მუშაობა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში გაიმიჯნოს სკრინინგის კრიტერიუმები არსებულ
საქმიანობაში ცვლილებისა და სრულიად ახალი საქმიანობის სკრინინგის შემთხვევაში.
51. სკრინინგის ეტაპისთვის, მითითების სახით, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული
კრიტერიუმების გათვალისწინების შესახებ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
შესაძლებელია
ბიომრავალფეროვნების
პარალელურად
მოხდეს
სკრინინგის
შესახებ
შემუშავებული
კრიტერიუმებში
აღნიშნული
კანონპროექტის
საკითხის
ასახვა.
შესაძლებელია, რომ ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონის პროექტს მოჰყვეს კოდექსში
შესაბამისი ცვლილებები, რომლებშიც დაზუსტდება აღნიშნული საკითხები.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
20
გზშ-ს სფეროში გაცემულ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტში ცვლილების შეტანა
52. კოდექსის მე-5 მუხლის მე-11 ნაწილით გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის
სფეროში
გაცემულ
შესაბამის
აღმჭურველ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტში
სამინისტრო უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების
წაესით.
53. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებით, აღნიშნული
რეგულაცია არ ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწვეტილების ან/და გზშ-ს სფეროში
გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
ცვლილებების შეტანისას საჯარო ადმინისტრაციული წესით წარმოების განხორციელებას,
რაც ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული
წარმოების წესს და ორჰუსის კონვენციის 21 მოთხოვნებს.
54. კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს წესს, რომლითაც სამინისტროს,
საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით, შეუძლია ცვლილება შეიტანოს შესაბამის
აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ინსპექტირების საფუძველზე
დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ
შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ
გარემოებებს ან/და გზშ-ის ანგარიშით/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციით
სრულყოფილად არ შეფასდა გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე საქმიანობის უარყოფითი
ზემოქმედება. აქ იგულისხმება, რომ ამ შემთხვევაში ცვლილების ინიციატორია სამინისტრო.
ხსენებული
დებულებით,
სამინისტრო
ახორციელებს
ცვლილებას
აღმჭურველ
ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით,
ისეთ შემთხვევაში, როცა სრულყოფილად არ შეფასდა გარემოზე პოტენციური უარყოფითი
ზემოქმედება ან/და ადგილზე გამოვლინდა განსხვავებული მდგომარეობა, ვიდრე ასახული
იყო გზშ-ში და სხვა დოკუმენტებში. ამდენად, ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე,
ნათელია, რომ იგი მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების
განხორციელებაზე მაშინ, როცა ადგილი ექნება ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამობას და
გარემოზე ზემოქმედების არასრულყოფილ შესწავლას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს
გარემოსდაცვითი ინტერესი. საქმიანობის განმახორციელებლის უფლებრივი მდგომარეობის
გაუარესების რისკი განაპირობებს სამინისტროს მიერ აღმჭურველი ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცვლილებისას საქმიანობის განმახორციელებლის
თანხმობის სავალდებულოობას.
21
კონვენცია
გარემოსდაცვით
საკითხებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების
საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
21
55. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კოდექსის მოწესრიგების ეფექტიანობის
უზრუნველყოფის
მიზანი,
რადგან,
თუ
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გამოვლინდება, რომ ადგილი აქვს გარემოებათა
შეუსაბამობას ან/და გარემოზე პოტენციური ზემოქმედება არასრულყოფილ შესწავლას,
გარემოსდაცვითი
საჯარო
ინტერესი
მოითხოვს
აღნიშნულის
გამოსწორებას,
ადმინისტრაციული
ორგანოს
მხრიდან
ჯეროვანი
სახელმწიფო
განხორციელებისთვის
ისე,
რომ
თავიდან
არიდებულ
იქნეს
კონტროლის
საქმიანობის
განმახორციელებლის მიმართ უკიდურესი ზომის გამოყენება, ანუ საქმიანობის უფლების
შეწყვეტა.
56. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით აქტის
ცვლილების წინაპირობაა საქმიანობის განმახორციელებელზე სახელმწიფო კონრტოლის
განხორციელების შედეგად ნორმის დისპოზიციაში მოცემული რომელიმე პირობის არსებობა:
ა) საქმიანობის განმახორციელებლის ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშს ანგარიშში ასახულ გარემოებებს ან/და ბ) გზშ-ს ანგარიშით სრულყოფილად არ შეფასდა
გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება. ამდენად,
ნათელია, რომ ამ ნორმის დისპოზიციით შეზღუდულია ადმინისტრაციული ორგანოს
დისკრეცია. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5
მუხლის მე-7 ნაწილით აქტის გამოცემა ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით,
აღნიშნული არ გამორიცხავს მისი გაცნობის ან/და გასაჩივრების უფლებას.
57. თუმცა, ვინაიდან კოდექსი საჯარო სამართლის ნაწილია, რომელიც თავისი არსით
ფორმალიზებული წესების ერთობლიობაა, გარემოსდაცვით სფეროში ნებისმიერი პირის
მონაწილეობის უფლების გათვალისწინებით და საჯარო სამართლის ბუნებიდან
გამომდინარე,
საქმიანობის
ინდივიდუალურ
მიმართ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ადმინისტრაციული
ადმინისტრაციული
ინტერესის
განმახორციელებლის
წარმოების
ორგანოს
წესების
მხრიდან
გაუთვალისწინებლობა,
აქტის
დაუცველად,
გადაწყვეტილების
რადგან
მარტივი
გამოცემული
აღმჭურველი
ცვლილებამ,
შესაძლოა
მიღებისას
საჯარო
გამოიწვიოს
საზოგადოების
ადმინისტრაციული
წარმოების
ფარგლებში არ ხდება საზოგადოების მონაწილეობის იმ მაღალი სტანდარტით, როგორც
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას.
58. კონსტიტუციის წინა და მოქმედი რედაქციებით განმტკიცებულია გარემოს მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. ამასთან, კანონით გარანტირებულია გარემოსდაცვით
გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობის უფლება. ამიტომ, კოდექსის მე-5 მუხლის
მე-7 ნაწილით ნაგულისხმევი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესი შესაძლებელია
ზღუდავდეს
პირის
უფლებას
დროულად
მიიღოს
ინფორმაცია
უკვე
მიღებული
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ცვლილების შესახებ, შესაბამისად დროულად და
ჯეროვნად განკარგოს თავისი უფლება, წარადგინოს საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
22
და სადავო გახადოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში
უფლებამოსილების განხორციელება.
59.
კოდექსის
მე-5
განმახორციელებელი
მუხლის
მე-8-მე-10
უფლებამოსილია
ნაწილების
მიმართოს
მიხედვით,
სამინისტროს
საქმიანობის
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ
უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და ამ
პირობის სხვა პირობით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების
თავიდან აცილების ან შემცირების თვალსაზრისით. საკითხის განხილვის მიზნით მინისტრი
ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას მინისტრს, რის შემდეგაც
მინისტრი საკითხს წარუდგენს მთავრობას, ხოლო მთავრობის თანხმობის შემთხვეაში
მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ცვლილების
შესახებ.
60. კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილი შინაარსობრივად განსხვავდება მე-7 ნაწილით
გათვალისწინებული დანაწესისგან, რადგან უკანასკნელი, მისი მიზნიდან გამომდინარე,
გულისხმობს საქმიანობის განმახორციელებლის უფლებრივი მდგომარეობის დამძიმებისკენ
მიმართული აქტის გამოცემას მაშინ, როცა მე-8 ნაწილით დადგენილი წესი უფლებას აძლევს
საქმიანობის განმახორციელებელს მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეცვლა
(გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე
ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას). შესაბამისად, მე-8 ნაწილით დადგენილი
წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ცვლილებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს
საზოგადოების უფლებრივი მდგომარეობის საზიანო ქმედებას. ამდენად, აქ წარმოების
პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესების არარსებობა არ ქმნის პრევენციას და არ
უზრუნველყოფს ზემოხსენებული კანონიერი სტანდარტის დაკმაყოფილებას.
61. რაც შეეხება კოდექსის მე-5 მუხლის მე-11 ნაწილს, ნორმის მიხედვით, სამინისტრო
უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ცვლილება შეიტანოს
გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (სკრინინგის გადაწყვეტილება და სკოპინგის
გადაწყვეტილება,
გარემოსდაცვითი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
კომპონენტების
დამატებითი
გადაწყვეტილება),
აქტით
შესწავლის
თუ
განსაზღვრულია
ვალდებულება
და
ამ
ინდივიდუალური
გარემოს
ცალკეული
შესწავლის
შედეგებზე
დაყრდნობით სამინისტრო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს. მოცემული
დებულება ადგენს სამინისტროს მხრიდან ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას
აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს აქტი. როგორც ეს მე-5 მუხლის მე-8 ნაწილის
შემთხვევაში იყო, აქ საქმე ეხება სამინისტროს მხირდან მიზანშეწონილობის შეფასებას და
დისკრეციის
ფარგლებში
გადაწყვეტილების
მიღებას.
ამიტომ,
მნიშვნელოვანია
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
უზრუნველყოფილ
იქნეს
საზოგადოების
მონაწილეობა
აქტის
23
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
62. ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლი განსაზღვრავს, რომ გარემოსდაცვითი ან/და მასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების ცვლილებისას მოხდეს საზოგადოების მონაწილეობის
უზრუნველყოფა,
ასეთი
გადაწყვეტილების
მიღებისას
გამოყენებული
წესის
გათვალისწინებით.
63. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ადმინისტრაციული
წარმოების
აქტის
წესები.
გამოცემისას
საჯარო
გამოიყენება
საჯარო
ადმინისტრაციული
წარმოება
ითვალისწინებს საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის
გამოქვეყნებას, ნებისმიერი პირის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენას, აქტის პროექტის
გამოქვეყნებასა და ზეპირი მოსმენის გამართვას. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი
ვრცელდება
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
მიღების
შეფასების
სამივე
კოდექსის
ეტაპზე.
მიხედვით
ამასთან,
გარემოსდაცვითი
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეიტანა ხდება ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება კოდექსის მე-5 მუხლის მე-7მე-11 ნაწილებით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
ცვლილების
შეტანის
წესი
შეიცვალოს
იმგვარად,
რომ
უზრუნველყოფილ
იქნეს
საზოგადოების მონაწილეობის უფრო მაღალი სტანდარტით დარეგულირება.
65. კოდექსის მე-5 მუხლის მე-7-მე-11 ნაწილებით განსაზღვრული ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის წესთან დაკავშირებით
სამინისტროს მიერ მოწოდებული მოსაზრების თანახმად, შესაძლებელია აქტში ცვლილების
დროს მოხდეს ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების
წარმდგენის მიზნით. სამინისტროს მოსაზრებით, დამატებითი საჯარო განხილვის ჩატარება
შესაძლებელია არ იყოს მიზანშეწონილი, ვინაიდან შესაძლოა დღის წესრიგში იდგეს მხოლოდ
ცალკეულ საკითხებთან მიმართებით ცვლილება, რაც არ საჭიროებს დამატებით საჯარო
განხილვებს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ კოდექსის მე-5 მუხლის მე-7
ნაწილის
შესაბამისად
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტში
ცვლილების შეტანა შესაძლებელია მოიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ისეთი
პირობების შესრულების ვალდებულებას, რომელიც ამ ნორმის მიზნიდან გამომდინარე,
გულისხმობს საქმიანობის განმახორციელებლის უფლებრივი მდგომარეობის დამძიმებას,
რადგან ნორმის დანაწესიდან იკვეთება საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
24
სავალდებულოობა ცვლილების შეტანისთვის, რომელიც უნდა დაეფუძნოს მხოლოდ
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირებას. ამდენად,
კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 ნაწილთან მიმართებით შესაძლებელია დღის წესრიგში არ იდგეს
დამატებითი საჯარო განხილვების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა მე-5 მუხლის მე-7
ნაწილთან დაკავშირებით არსებობდეს ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსების
ვალდებულება,
საზოგადოების
მიერ
შესაბამისი
შენიშვნებისა
და
წინადადებების წარმოდგენის მიზნით.
საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმირებულობა
66. კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კოდექსის მიზანია უზრუნველყოს
გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღება და
გარემოსდაცვით
საკითხებზე
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
საზოგადოების
მონაწილეობა. გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების
მონაწილეობის სტანდარტი ასევე განმტკიცებულია კონსტიტუციურ დონეზე.
67. კოდექსის IV თავი მთლიანად მოიცავს საზოგადოების მონაწილეობას, კონკრეტულად კი,
30-ე მუხლის მიხედვით საზოგადოებას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კოდექსით
გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
68. ნააკ-ის პროცესში მიღებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად გამოიკვეთა,
რომ კოდექსით განსაზღვრული საზოგადოების მონაწილეობის სტანდარტების გარდა,
საჭიროა გაუმჯობესდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გზშ-ის პროცედურასთან
დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობა ნაკლებად
ინფორმირებულია, მაგალითად, სკოპინგის ან/და გზშ-ის აგნარიშებთან დაკაშირებულ
საჯარო განხილვებზე.
69. ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებით, მოსახლებობის
მეტად ინფორმირებულობის უზრუნველყოფისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს SMSგზავნილები. კერძოდ კი, სკრინინგის, სკოპინგისა და გზშ-ის განაცხადების და ანგარიშების
შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად და SMS-გზავნილებით მიეწოდებოდეს ზემოქმედებას
დაქვემდებარებულ ტერიტორიების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.
70. ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის მოსაზრებით, SMS-გზავნილებით მოსახლეობის
ინფორმირებულობის უზრუნვლყოფის, როგორც დამატებითი მექანიზმის გამოყენება
მიზანშეწონილი და ობიექტურად შესრულებადი იქნება, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით
შესაძლებელია
პროექტის
ზემოქმედების
არეალის
განსაზღვრით
გაიგზავნოს
SMS-
გზავნილები მოსახლეობაზე, რომელიც მდებარეობს პროექტის ზემოქმედების არეალში.
71. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით
არსებობს შემთხვევები, როდესაც საჯარო განხილვებისთვის გამოყოფილი ადგილის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
25
მდებარეობა შორსაა საქმიანობის განხორციელების ზემოქმედების არელისგან, რამაც
შესაძლებელია გამოიწვიოს საჯარო განხილვაში მოსახლეობის მონაწილეობის შეფერხება
გადაადგილების პრობლების გამო. კოდექსით არსებული მოწესრიგებით, საჯარო განხილვა
ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის ზემოაღნიშნული დებულებით არსებობს საჯარო
განხილვის ჩატარების ადგილის შერჩევის ზოგადი კრიტერიუმი, კერძოდ, საქმიანობის
განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული
ორგანოს შენობა-ნაგებობა, საჯარო განხილვაში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობის
უზრუნველყოფისთვის გარემოს კომიტეტი თვლის, რომ შესაძლებელია მოსახლეობის
ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდისკენ ღონისძიებების გატარება.
72. საზოგადოების მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის მნიშნველოვანია
საჯარო განხილვის პროცესის ჯეროვანი წარმათვა. კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის
თანახმად საჯარო განხილივის წესი დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების
შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით 22 (შემდგომში „საჯარო განხილვის
წესი“). საჯარო განხილვის წესი არეგულირებს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს.
73. საჯარო განხილვის წესის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად საჯარო განხილვა
ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების
წარმომადგენელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის მიერ წამროდგენილი
მოსაზრებით აღნიშნული რეგულაცია აბრკოლებს საჯარო განხილვაში საზოგადოების
მონაწილეობას.
74. საჯარო განხილვის მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად
მიწოდება და მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მოსაზრებით მიზანშეწონილი იქნება საჯარო განხილვის წესის მე-9 მუხლის მე13
პუნქტში
ცვლილებების
შეტანა,
რომლითაც
გამოირიცხება
საჯარო
განხილვის
ჩატარებულად ჩათვლა მასზე საზოგადოების დაუსწრებლობის შემთხვევაში.
75. მოცემულ საკითხზე სამინისტრო მიერ მოწოდებული მოსაზრებით, ორჰუსის კონვენცია,
წევრი სახელმწიფოებისათვის ადგენს რიგ ვალდებულებებს გადაწყვეტილების მიღების
22
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-94
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
26
პროცესში საზოგადოების ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. სამინისტრო
ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვაში
მონაწილეობა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სამინისტროს მიერ საზოგადოების
დავალდებულებას
საჯარო
განხილვაზე
დასწრების
მიზნით.
მოცემულ
საკითხთან
დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია, რის გამოც საზოგადოება არ
არის აქტიური საჯარო განხილვებზე დასწრების თვალსაზრისით. თუმცა, ამასთანავე უნდა
ითქვას, რომ 2019 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით
და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის მონაწილეობით, მუნიციპალიტეტების და
სამინისტროების
წარმომადგენლებისთვის,
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა
და
მედიისთვის გაიმართა ტრენინგების სერია - „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის
უფლებები და ვალდებულებები“. ტრენინგების ფარგლებში განხილული იყო გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებისა
და
სტრატეგიული
გარემოსდაცვითი
შეფასების
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული
საკითხები
და
პროცედურები.
23
,,გარემოსდაცვითი
2020
წელს
შეფასების
დაგეგმილია
კოდექსით”
ასევე
გათვალისწინებული
ტრენინგების
ჩატარება
ყველა
მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი რეგულაციაბის შესახებ, მათ შორის, მნიშვნელოვანი
ნაწილი ეთმობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიულ გარემოსდაცვით
შეფასების პროცედურებს.
76. საზოგადოების მიერ საჯარო განხილვაზე დასწრებასთან დაკავშირებით გარემოს
კომიტეტი
თვლის,
რომ
აუცილებელია
დაგეგმილი
საჯარო
განხილვების
შესახებ
საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით დამატებითი შესაბამისი ღონისძიებების
გატარება, აგრეთვე, საკითხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდის კუთხით
აქტივობების გაძლიერება.
77. გარდა ამისა, ნააკ-ის პროცედურის ფარგლებში გამოიკეთა საკითხები, რომლებიც
დაკავშირებულია სამინისტროს მიერ თავისი ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებასა
და
მასზე
ინფორმაციის
განთავსებასთან,
კონკრეტულად
კი,
საზოგადოების
მეტი
ინფორმირებულობის მიზნით მიზანშეწონილია:
●
სკრინინგის,
სკოპინგისა
და
გზშ-ის
განცხადებების,
ანგარიშების,
საჯარო
განხილვებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად
სამინისტრომ
თავის
ოფიციალურ
ვებგვერდზე
საზოგადოებისთვის
შექმნას
სიახლეების ელ ფოსტის საშუალებით გამოწერის შესაძლებლობა;
23
2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში ჩატარდა 19 ტრენინგი. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 475 მონაწილემ
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
●
27
სამინისტრომ დახვეწოს და შეიქმნას გზშ-ის და სგშ-ის პორტალი იმგვარად, რომ
გამარტივდეს ანგარიშებისა და განცხადებების მოძიება (მაგ. იტალიის ვებგვერდის
მსგავსი) 24;
●
სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო განხილვის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა 25;
●
სამინისტრომ კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოს საქმიანობის
განმახორციელებელის მიერ წარდგენილი საქმიანობის შემდგომი
შედეგების (დოკუმენტი) განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე;
●
ანალიზის
სამინისტრომ გააძლიეროს ძალისხმევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო
მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით მონაცემთა
ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების,
საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
78. ვინაიდან, ნააკ-ის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოსაზრება საჯარო განხილვის
შედეგად მომზადებული ოქმების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან
დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული იმფორმაციით,
დაინტერესებული პირის მიერ ოქმის გამოთხოვის შემთხვევაში, იგი ოფიციალურად
იგზავნება განმცხადებველთან. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებულ,
შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება საჯარო განხილვის დროს და წარმოების ფარგლებში
წარდგენილი შენიშვნები და შესაბამისი პასუხები, რომლებიც ცხრილის სახით ერთვება
გადაწყვეტილებას. საჯარო განხილვის ოქმები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები შეიცავს
პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სამინისტროს არ მიაჩნია მიზანშეწონილად აღნიშნული
ოქმების საჯაროდ განთავსება. აგრეთვე, სამინისტროს ცნობით, იგი მუშაობს შესაბამისი
ონლაინ საჯარო პორტალის შექმნაზე. პორტალის შექმნის და ამუშავების პარალელურად
მოხდება საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების განთავსება.
სკოპინგის და გზშ-ის ანგარიშების ხარისხი
79. კოდექსის თანახმად სკოპინგისა და გზშ-ის შესრულებაზე უფლებამოსილია თავად
საქმიანობის განმახროციელებელი ან მის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია.
ნააკ-ის ფარგლებში სკოპინგისა და გზშ-ის შესრულების ხარისხთან და სისწორესთან
დაკავშირებით წარმოიშვა გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უმთავრესად
საკონსულტაციო
კომპანიების
კომპეტენციასთან
და
საკმარისი
რეგულირების
არარსებობასთან.
80. გარემოს კომიტეტის მიერ ნააკ-ის პროცედურის ფარგლებში მითებული დასაბუთებული
მოსაზრებების
24
ანალიზის
შედეგად
ერთ-ერთი
მნიშნველოვან
საკითხად
გამოივეთა
https://va.minambiente.it/en-GB
საჯარო განხილვების აუდიო ან ვიდეო ჩაწერა გათვალისწინებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვალის ბრძანებით №2-94 „საჯარო განხილვის წესის
დამტკიცების შესახებ“
25
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
28
სკოპინგისა და გზშ-ის ანგარიშების ხარისხი, რადგან გარკვეულ შემთხვევეში ადგილი აქვს
საქმიანობის განმახორციელებლების ან კონსულტანტი ორგანიზაციების მიერ უხარისხო
ანგარიშების
მომზადებას,
რაც
გამოიხატება
იმაში,
რომ
ასეთი
ანგარიშებით
გათვალისწინებული კვლევები არასრულფასოვანი და ნაკლიანია.
81. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია საუკეთესო უცხოური პრაქტიკის
მიმოხილვა. მაგალითისთვის, აშშ-ში გზშ-ის მომზადებას ახორციელებს თავად
კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო მაკოორდინირებელ ფუნქციის მქონე
ინტერდისციპლინური ჯგუფის მეშვეობით, რომელიც შედგება შესაბამისი დარგების
სპეციალისტებისგან:
● ინტერდისციპლინური ჯგუფის ფორმირება ხორციელდება case-by-case გზშ-ს
დაქვემდებარებული საქმიანობის ტექნიკური და გარემოსდაცვითი სპეციფიკის
გათვალისწინებით.
● გზშ-ის
დაქვემდარებული
საქმიანობის
ტექნიკური
და
გარემოსდაცვითი
მახასიათებლების/მასშტაბის გათვალისწინებით, ინტერდისციპლინური ჯგუფი,
ინტერესთა გამოკითხვის გზით, არჩევს კონტრაქტორ კომპანიას (საკონსულტაციო
კომპანია), რომლის მიზანია შეიმუშაოს გზშ-ის ანგარიში (კონტრაქტორი კომპანია
ახორციელებს კვლევებს, შეიმუშავებს ალტერნატივები, ატარებს კონსულტაციებს და
სხვა).
● ინტერდისციპლინური ჯგუფი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ამოწმებს საქმიანობის
განმახორციელებელი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას.
● კონტრაქტორი კომპანია გზშ-ს ფარგლებში ალტერნატივების შევუშავებას მნიშვნელოვან
ყურადღებას უთმობს და იყენებს მეცნიერულ მეთოდებსა და მიდგომას.
● ინტერდისციპლინური ჯგუფის წევრებსა და კონტრაქტორი კომპანიის პასუხისმგებელ
თანამშრომლებზე
ვრცელდება
ინტერესთა
კონფლიქტის
და
საქმიანობის
განმახორციელებელ კომპანიასთან კომუნიკაციის სტანდარდები.
● ინტერდისციპლინური ჯგუფისა და კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობა ფინანსდება
საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის მიერ.
82. გზშ-ს შემსრულებელი კომპანიების მიმართ შესაძლებელია დადგინდეს აკრედიტაციის 26
პირობები (მაგალითად: კადრების კვალიფიკაცია და გამოცდილება). ორგანიზაცია მწვანე
ალტერნატივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ზოგ ქვეყანაში აკრედიტაცია
სავალდებულოა (ბელგია, ჩეხეთი, მაკედონია, ინდოეთი, ბოტსვანა, ინდოეთი, მოზამბიკი,
ნიგერია, ზამბია), ზოგან კი - ნებაყოფლობითია (ავსტრალია, კანადა, ნამიბია, ახალი
ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, აშშ). ზოგ შემთხვევაში, დაკონკრეტებულია,
რომ აკრედიტაციის მოთხოვნა ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს (მაგ., ბელგიაში), ზოგან კი,
მხოლოდ ფიზიკურ პირებს (მაკედონია, დიდი ბრიტანეთი). ასევე, ზოგჯერ იქ, სადაც
სავალდებულოა აკრედიტაციის მოთხოვნა, დაკონკრეტებულია, რა სახის პროექტებზე
მუშაობისთვისაა საჭირო აკრედიტაცია (მაგ., მოზამბიკში, ნიგერიასა და ზამბიაში).
26
http://gac.gov.ge/
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
29
83. შესაძლებელია განიხილებოდეს გზშ-ის შემსრულებელი კომპანიების „შავი სიის“ შექმნა,
რომელიც იქნება რეესტრის ფორმით. „შავ სიაში“ შესაძლებელია მოხდება კომპანია, რომელმაც
ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის
სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით. „შავ სიაში“
არსებულ კომპანიას არ ექნება უფლება 1 წლის განმავლობაში მოამზადოს გზშ-ის ანგარიში
საქმიანობის განმახორციელებლისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში
განიხილებოდა და მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რამდენჯერმე დაფიქსირდებოდა
უხარისხო გზშ-ის ანგარიშის წარდგენის ფაქტი, მოხდებოდა საკონსულტაციო კომპანიის
დისკვალიფიკაცია გარკვეული ვადით.
84. გზშ-ის შემსრულებელი კომპანიების მიმართ შესაძლო აკრედიტაციის ვალდებულების
დაკისრების შემთხვევაში, შესაძლებელია არ გამოირიცხოს გზშ-ში უზუსტო ან/და შეცდომაში
შემყვანი ინფორმაციის მითითების რისკები. აღნიშნულის აღსაკვეთად შესაძლებელია
განიხილებოდეს გზშ-ის შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის ან/და მისი შესაბამისი
სპეციალისტის მხრიდან აფიდავიტის შედგენის ვალდებულება, რომელზე ხელმოწერითაც
პირი აღიარებს მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას.
85. კოდექსის არსებული რეგულაციით საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს მის ან
საკონსულტაციო კომპანიის მიერ განხორციელდეს დოკუმენტაციის მომზადება. შესაბამისად,
თუკი ამ თვალსაზრისით დაიწყება განხილვა შესაბამისი ცვლილებების მომზადებაზე,
რომლითაც კვლევებისა და დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ
საკუნსულტაციო კომპანია, მასსა (გზშ-ის შემსრულებელი კომპანიისა) და საქმიანობის
განმახორციელებელს შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკების აღსაკვეთად და
საკონსულტაციო კომპანიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია
დადგინდეს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების ვალდებულებები 27.
86. კოდექსის მე-7, მე-9, მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულია სკრინინგის
გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნის გაცემის, აგრეთვე, გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას
და
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
მიღებისას
სამინისტრო
უფლებამოსილია
გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ.
როგორც ზემოთ ითქვა, სამინისტრომ მიერ ამ სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოყენება არ
არის სავალდებულო.
87. სკოპინგისა და გზშ-ის აგანრიშების ხარისხზე შესაძლებელია დადებითი გავლენა იქონიოს
სამინისტროს მიერ ხსენებული სახელმძღვანელო დოკუმენტის სავალდებულოდ გამოყენება,
რომელშიც გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშების შეფაების
დეტალური კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. აღნიშნული ხელს შეუწყობს ანგარიშების
ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან განჭვრეტადი იქნება სამინისტროსგან უარყოფითი პასუხის
მიღება განმცხადებლის მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტით გათვალისწინებული
27
როგორც მაგალითად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
30
კრიტერიუმების ან მეთოდოლოგიის დუცველობის შემთხვევაში. დამატებით, სამინისტროს
მიერ შესაძლებელია შემდეგი საზელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და მიღება:
-
მდინარეების და ზღვის ნაპირდაცვისთვის, რათა დარეგულირდეს და გაადვილდეს
ზემოქმედებების შეფასება და მართვის გეგმების მომზადება.
-
კანონქვემდებარე
აქტით
მოხდეს
USAID-ის
მხარდაჭერით
შემუშავებული
დოკუმენტის „საქართველოს მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების
მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო“ დამტკიცება. 28
-
თემატური სახელმძღვანელო დოკუმენტი ელ. გადამცემი ხაზების გზშ-ისთვის
88. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „მმართველობა განვითარებისთვის
საქართველოში“ USAID-ის პროექტის ფარგლებში 2017 წელს შემუშავებულია „საქართველოს
მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგია“, მაგრამ მეთოდოლოგიის
გამოყენებისთვის საჭირო მონაცემების (როგორც ჰიდროლოგიური, აგრეთვე იხტიოფაუნაზე)
არასაკმარისობის
გამო,
მისი
პრაქტიკული
დანერგვა
რიგ
სირთულეებთან
არის
დაკავშირებული. აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების წინაპირობაა
წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონის მიღება, ცალკეული მდინარეებისთვის
სააუზო მართვის გეგმების დამტკიცება და ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვება
სხვადასხვა მდინარეებზე, კვლევების ჩატარების გზით.
89. კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გზშ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ექსპერტიზის
ჩატარება. კოდექსის მე-12 მუხლით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება აგრეთვე მოიცავს ექსპერტიზას. ექსპერტიზა
გულისხმობს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით შექმნილი საექსპერტო კომისიის
მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობას. ამ კომისიას
ქმნის სამინისტრო. საექსპერტო კომისია ამზადებს და სამინისტროს წარუდგენს ექსპერტიზის
დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნა მნიშნელოვანია, რადგან მის
საფუძველზე შესაძლებელია საქმიანობის განხორციელებელს უარის ეთქვას საქმიანობის
განხორციელებაზე.
90. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან
მის
სისტემაში
შემავალი
დაწესებულების
წარმომადგენელი
ან/და
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. საზოგადოებრივი
ექსპერტთან იდება შრომითი ხელშეკრულება, ხოლო შრომის ანაზღაურება მას გამოეყოფა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
28
https://geo.org.ge/wp-content/uploads/2019/02/THE-ASSESSMENT-OF-ENVIRONMENTAL-FLOWS-FOR-THERIVERS-AND-STREAMS-OF-GEORGIA_Geo-1.pdf .
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
31
91. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის 29 მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება
თითოეულ ექსპერტიზაზე 300 ლარის ოდენობით. ზოგიერთი რთული და კომპლექსური გზშის ანგარიშზე ექსპერტიზის განხორციელებისთვის აღნიშნული შრომის ანაზღაურება მცირეა.
შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება საზოგადოებრივი ექსპერტის მომსახურების შრომის
ანაზღაურების წესი შეიცვალოს და განისაზღვროს ისევე, როგორც უცხო ქვეყნის სუბიექტის
(ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და
აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით, საკონსულტაციო მომსახურების საჯარო
შესყიდვის შედეგების საფუძველზე. შესაძლებელია ასევე განიხილებოდეს აღნიშნული
შრომის ანაზღაურების ხარჯის საქმიანობის განმახორციელებელზე დაკისრება ან შესაბამისი
მოსაკრებელში გათვალისწინება, მოსაკრებლის გაზრდის გზით, რისთვისაც საჭირო იქნება
საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა.
92. გარდა ამისა, ნააკ-ის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, არსებობს შემთხვევები,
როდესაც სამინისტო გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით აკისრებს საქმიანობის
განმახორციელებელს შემდგომი კვლევების ჩატარების ვალდებულებას. ამასთან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კოდექსის მე-13 მუხლი განსაზღვავს საკითხებს, რომლებიც
მოცემული უნდა იყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. კოდექსის მე-13 მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა
მოიცავდეს პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და
ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ. შესაბამისად,
სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულება
მნიშვნელოვანია სწორედ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში. სამინისტრო
აკისრებს კომპანიას წინასამშენებლო ვალდებულებებს, ასევე გზშ-ის ეტაპზე ჩატარებული
კვლევების საფუძველზე დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების უზრუნველყოფას და
გარემოს ცვლილების პროგნოზის განსაზღვრას.
93.
სკოპინგისა
და
გზშ-ის
ანგარიშებით
გასათვალისწინებელ
ალტერნატივებთან
დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით, მე10 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით
ანგარიშში მოთხოვნილია მხოლოდ ადგილმდებარეობის ალტერნატივის განხილვა. ამასთან
დაკავშირებით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასოცირების შესახებ
შეთანმხებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება მიიღოს კანონი სამრეწველო
ობიექტებისთვის ინტეგრირებული ნებართვის დანერგვის შესახებ (სამრეწველო ემისიების
შესახებ
საქართველოს
კანონის
პროექტი),
რაც
გულისხმობს,
ტექნოლოგიების
ალტერნატივების შეფასებას და საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების
შემოღებას (,,Best available techniques” (BAT)), როდესაც ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, 2026
29
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის ბრძანება №2-256
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
32
წლიდან დაინერგება ასეთი ნებართვის გაცემის და საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენების
ვალდებულება და გზშ-ის და ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესი იქნება
ინტეგრირებული ერთმანეთში.
კოდექსის დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები
94. წინამდებარე ქვეთავში განხილულია ნააკ-ის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და
ინფორმაციაზე დაყრდნობით კოდექსის დანართებით გათვალისწინებული საქმიანობათა
შესაბამისობა ევროკავშირის დირექტივებთან 30 და საქართველოში არსებულ რეალობასთან.
95. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის მომზადების დროს საერთაშორისო
ექსპერტების მიერ საერთაშორისო და დირექტივის მოთხოვნებთან კოდექსის შესაბამისობის
შეფასება მოხდა, რის შედეგადაც, სამინისტროს ინფორმაციით, დაიდო დადებითი დასკვნა.
ამასთან, კოდექსის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული
საინვესტიციო გარემო, მათ შორის, მოხდა პოზიციების შეჯერება ყველა სამთავრობო
უწყებასთან და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სკრინინგსა და გზშ-ის პროცედურას
დაქვემდებარებული საქმიანობების ნუსხის არსებული სახით ჩამოყალიბება.
96. კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
ამასთან,
კანონპროექტის
განხილვებში
უზრუნველყოფილი
იყო
ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა. კანონპროექტის შემუშავდა ევროკავშირის
ფინანსური დახმარებითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური
მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (EaP
GREEN) ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ
2016 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში ჩატარდა UNECE-ს რიგით მე-8, გარემოსდაცვით
მინისტერიალი - გარემო ევროპისათვის (Environment for Europe (EfE)), რომლის ფარგლებში
განხილული იქნა სწორედ გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსი. მინისტერიალში 56
ქვეყნის დელეგაცია და საერთაშორისო და რეგიონული ორგანზიაციების მაღალი რანგის
წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, სადაც ერთხმად იქნა აღიარებული კოდექსით
გათვალისწინებული ახალი რეგულაციების საჭიროება და მნიშვნელობა საქართველოსათვის.
97. შესაბამისად, კოდექსის დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების ცვლილებასთან
დაკავშირებულ პროექტების მომზადების პროცესი მიზანშეწონილია განხორციელდეს ყველა
შესაბამისი უწყების, სამოქალაო და კერძო სექტორის ჩართულობით. გასათვალისწინებელია,
ასევე რომ საქმიანობების დამატება/გაზრდა დაკავშირებულია როგორც ადამიანურ ისე
ფინანსური რესურსების ზრდასთან.
30
2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე
ზემოქმედების შეფასების შესახებ
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
33
ქვიშა-ხრეში
98. კოდექსის II დანართის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის მიხედვით გამორიცხულია
სკრინინგის პროცედურის შესრულების ვალდებულება ქვიშა-ხრეშის მოპოვების შემთხვევაში.
შესაბამისად, ქვიშა-ხრეშის მოპოვების საქმიანობაზე არ ვრცელდება სკრინინგი, გარდა იმ
შემთხვევისა თუკი საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს წიაღისეულის ღია კარიერული
წესით მოპოვებას, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 25 ჰექტარზე მეტია, რაც
გათვალისწინებული კოდექსის I დანართით. ამავდროულად, კოდექსის II დანართის მე-5
პუნქტის 5.1. ქვეპუნქტი მოიცავს ქვიშა-ხრეშის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის
გადამუშავებაზე სკრინინგის პროცედურის შესრულების ვალდებულებას.
99. ქვიშა-ხრეშის დადგენილი წესისგან გადახრით მოპოვება უქმნის სერიოზულ საფრთხეებს
მდინარეების და ზღვის ნაპირების მდგრადობას, იწვევს გარემოს დეგრადაციას. ჩანაწერი
„გარდა ქვიშა-ხრეშის“ იძლევა საშუალებას ეს საქმიანობა არ დაექვემდებაროს გზშ-ს.
აღნიშნული კუთხით ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამოწვევაზე კონტროლის მექანიზმის
გაძლიერების საკითხი უნდა იქნეს განხილული.
100. კოდექსის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღების მიზეზია საქართველოს
სურვილი, შეასრულოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი
კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის
ვალდებულება, იზრუნოს გარემოზე და მოახდინოს გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენცია,
შემსუბუქება ან თავიდან აცილება. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით
საქართველო ვადებულია კანონმდებლობა მოიყვანოს დირექტივასთან შესაბამისობაში.
აღნიშნული დირექტივა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შემოწმების მექანიზმის
დაწესებას საშენი მასალისა და ქვიშა-ხრეშის ღია წესით მოპოვებაზე, რათა დადგინდეს გზშ-ს
შესრულების საჭიროება. საშენი მასალა და ქვიშა-ხრეში მოქცეულია შემდეგ ტერმინში Quarries (დირექრივის II დანართის მე-2 პუნქტი). მეტი სიცხადისთვის იხილეთ დირექტივისა
და კოდექსის შედარების ცხრილი:
EIA Directive Annex II
კოდექსის დანართი II
(a) Quarries, open-cast mining and peat extraction
(projects not included in Annex I);
2.1. ტორფის ან მყარი სასარგებლო წიაღისეულის
(გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით
მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის
ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია;
101. ზემოაღნიშნული მსჯელობდან გამომდინარე, კოდექსის II დანართის მე-2 პუნქტის 2.1.
ქვეპუნქტითან დაკავშირებით მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა და კონსულტაციები
საკანომდებლო ცვლილებების შემუშავებისთვის, რათა სკრინინგის პროცედურა გავრცელდეს
ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე. მოცემული საკითხი კომპლექსურია და უკავშირდება სხვადასხვა
დარგებს. ამიტომ, რეკომენდირებულია გაგრძელდეს საკითხის შესწავლა და კონსულტაციები
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
34
ობიექტური გარემოებების, გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო გადაწყვეტების შემუშავების
მიზნით.
102. დამატებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის
მიერ წარმოდგენილი მოსაზრებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დროს, გარემოზე
ზიანის მიყენება შესაძლებელია 10 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე მისი მოპოვების
შემთხვევაშიც. კოდექსის II დანართის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტიში გათვალისწინებულია,
რომ ტორფის ან მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებაზე
ვრცელდება სკრინინგი, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია.
აღნიშნული საკითხი ასევე კომპლექსურია და აქვს კვეთა სხვადასხვა დარგებთან, რის გამოც
რეკომენდირებულია გაგრძელდეს საკითხის შესწავლა და კონსულტაციები ობიექტური
გარემოებების, გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო გადაწყვეტების შემუშავების მიზნით
103. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ
მოწოდენული ინფორმაციის თანახმად, კოდექსის არსებული რედაქციით
სკრინინგის
პროცედურის ვალდებულება მიემართება 10-დან 25 ჰექტრამდე ფართობებთზე წიაღისეულის
მოპოვების შემთვევებს. ასევე სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარა შემთხვევები,
როდესაც ხდება მიწისქვეშა წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (მათ შორის
მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი მოცულობა წელიწადში
აღემატება 100 000 კუბურ მეტრს. მოცემული შემთხვევების ამგვარი რეგულირება
განპირობებულია მომეტებული საფრთხის არსებობით შედარებით დიდ ფართობზე
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
სალიცენზიო ფართობის სიდიდე როგორც წესი, განსაზღვრავს მოსაპოვებელი რესურსის
ოდენობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბებთან
და
მაღალ
ეკოლოგიურ
რისკებთან.
ამასთან,
სსიპ
წიაღის
ეროვნული
სააგენტოს
ინფომრაციით, ამ მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ:
გასული წლის მაისის თვიდან
რომლითაც
განახლდა
რეგლამენტაცია
ლიცენზირებული
და
ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება,
წიაღით
სარგებლობის
ობიექტების
დამუშავების
ტექნიკური
დაინერგა
განახლებული
მოთხოვნები.
ცვლილების
თანახმად,
ობიექტის
დამუშავების
პროექტი
ლიცენზიის
მფლობელის
მიერ
შემუშავებული და წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში მოპოვებითი სამუშაოების
დაწყებამდე და მან უნდა მოიცვას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს
ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან, ნარჩენების მართვასა და გარემოს
დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. პროექტს ასევე უნდა ახლდეს კომპეტენტურ
სახელმწიფო ორგანოსთან სეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა. აღნიშნული მოთხოვნები
ვრცელდება იმ წიაღითსარგებლობის ობიექტებზეც, რომლებიც არ ექვემდებარება გზშ-ს,
ამასთან, გაკონტროლებული იქნება დადგენილების მოთხოვებთან მათი შესაბამისობაც.
ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
მარეგულირებელი
მექანიზმების
გაუმჯობესება,
გარემოზე
35
დარგის
უარყოფითი
ზემოქმედების შემცირება.
კოდექსის და გზშ ევროდირექტივის დანართების შედარებითი ანალიზის საფუძველზე
შემოთავაზებულია სათანადო ცვლილებები (გზშ დანართების შედარებები წარმოდგენილია
შესაბამის მიგნებებთან ერთად), კერძოდ:
ნაპირდაცვა
104. გზშ-ის ევროდირექტივაში, სავარაუდოდ კოდექსშიც, შესაბამის პუნქტში საუბარია
მხოლოდ ზღვის სანაპიროზე. ამდენად, საჭიროა დაზუსტდეს II დანართის პუნქტი 9.13, რომ
იგი მოიცავს ზღვის, და არა მდინარეების ნაპირდაცვას. ამასთან, მდინარეების ნაპირების
გამაგრება ცალკე პუნქტად უნდა იქნას განხილული.
EIA Directive Annex II
10. INFRASTRUCTURE PROJECTS
(k) Coastal work to combat erosion and
maritime works capable of altering the coast
through the construction, for example, of
dykes, moles, jetties and other sea defence
works, excluding the maintenance and
reconstruction of such works;
კოდექსის დანართი II
9. ინფრასტრუქტურული პროექტები:
9.13. ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის
შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით
გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე საზღვაო
სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა
მშენებლობის მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის,
მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა
სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა.
წიაღისეულის ღია წესით მოპოვება
105. წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებაზე კოდექსის I დანართის 26 პუნქტით
გათვალისწინებული 25 ჰექტარის ნაცვლად დაიწყოს შესწავლა და კონსულტაციები,
საჭიროების შემთხვევაში სხვა, ნაკლები ფართობის დადგენაზე შესაბამისი რეგულაციის
შემუშავების მიზნით, რადგან საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, უმეტეს
შემთხვევაში ხდება გაცილებით ნაკლებ ფართობზე:
EIA Directive Annex I
კოდექსის დანართი I
19. Quarries and open-cast mining where the
surface of the site exceeds 25 hectares, or peat
extraction, where the surface of the site exceeds
150 hectares.
26. წიაღისეულის ღია კარიერული წესით
მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის
ზედაპირი 25 ჰექტარზე მეტია.
ურბანული განვითარება
106. კოდექსის II დანართის 9.2. ქვეპუნქტით სკრინიგნის პროცედურა ვრცელდება 10
ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტზე.
გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ტიპის საქმიანობები პროექტის თავისებურებებიდან
გამომდინარე
შეიძლება
გარემოზე
მნიშვნელოვან
ზემოქმედებას
უკავშირდებოდეს.
შესაბამისად, ურბანული განვითარების საქმიანობის მასშტაბისა და ზემოქმედების ხასიათის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
36
სკრინინგის პროცედურის ფარგლებში მოქცევისა და შეფასების მიზნით მიზანშეწონილი
იქნება აღნიშნულ ფართობზე (10 ჰექტარზე) ნაკლები ფართობის მქონე პროექტისთვის
დამატებითი მსჯელობა აღნიშნულის რეგულირების მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ
დირექტივით საერთოდ არ არის მითითბული ფართობი:
EIA Directive Annex II
კოდექსის დანართი II
(b) Urban development projects, including the
construction of shopping centres and car parks;
9.2. 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის
მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ
შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის
ტევადობის ავტოპარკის მოწყობა);
სხვა საკითხები რომლებიც უკავშირდება მოკვლევის საგანს
107. ნააკ-ის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად
მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით გამოვლინდა საკითხები, რომელთა დამატებით
განხილვას საჭიროებს სამინისტროსთან ერთად.
●
გარემოს კომიტეტის მიერ საპარლამენტო კოტროლის ფარგლებში დაიგეგმება
სამინისტროს საკომიტეტო მოსმენა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების
კონტროლისა
და
დარღვევებთან
დაკავშირებული
სანქციების
ეფექტიანობის
გზშ-ის
პროცედურის
საკითხზე.
●
სამინისტრომ
დეტალურად
აღრიცხოს
კოდექსის
ადმინისტრირებაზე გაწეული ხარჯები სათანადო კატეგორიების მიხედვით, მათ
შორის პერსონალის ხელფასები, საოფისე ხარჯები, საჯარო შეხვედრების ორგანიზების
ხარჯები, ექსპერტების საველე ვიზიტებს ხარჯები, ექსპერტიზის ხარჯები (მათ შორის
სამინისტროს
ან
მის
სისტემაში
შემავალი
დაწესებულების
წარმომადგენელ
ექსპერტთა, საზოგადოებრივ ექსპერტთა და უცხო ქვეყნის სუბიექტი ან მოქალაქეობის
არმქონე ექსპერტის შრომის ანაზღაურების ხარჯების გამოყოფით), კოდექსის
ადმინისტრირების სისტემის განვითარების ხარჯები (მაგალითად, მონაცემთა ბაზების
განვითარება, გაიდლაინების, ჩეკლისტების, მეთოდოლოგიების, სხვ. მომზადება), სხვა
შესაძლო ხარჯები. იგივე შეეხება გზშ-ის ანგარიშების მოთხოვნების, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებების
პირობების
აღსრულების
მონიტორინგის
ხარჯებს
და
შემოსულობებს საჯარიმო სანქციებიდან.
●
გარემოსდაცვითი
მართვის
სათანადოდ
უზრუნველსაყოფად
ფორსმაჟორულ
სიტუაციაში გზშ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებისთვის მზადყოფნისთვის
სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტებზე სამუშაოების
შემსრულებელმა
ორგანიზაციებმა
შეიმუშაონ
დარგობრივი
„ზოგადი
გარემოსდაცვითი მართვის გეგმები“, რაც წინასწარ შეთანხმებული განრიგით
შეათანხმონ სამინისტროსთან, მაგალითად 2 წლის ვადაში (მაგალითი: “საქართველოს
ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შემუშავებული ზოგადი გარემოსდაცვითი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
37
მართვის გეგმები გაზის/ნავთობის მაღალი წნევის მილსადენებისთვის). ამასთან,
ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწრაფად შეადგინონ და შეათანხმონ „კონკრეტული
ობიექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა“.
●
სამინისტრომ იხელმძღვანელოს ორჰუსის კონვენციის 2015 წლის მაასტრიხტის
რეკომენდაციებით
საზოგადოების
მონაწილეობის
შესახებ
(Maastricht
Recommendations on promoting effective public participation in decision-making in
environmental matters, prepared under the Aarhus Convention) 31.
●
საქმიანობების GIS-კოორდინატების მოთხოვნა სკრინინგის, სკოპინგის და გზშ-ის
ეტაპებზე და გამოქვეყნება მაგ. ელექტრონული ვებ-რუკის სახით. კოდექსი სკრინინგის
ეტაპზე არ ითვალისწინებს GIS კოორდინატების მითითებას (shp-ფაილთან ერთად).
108. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცით, სამინისტროს შეუძლია შემდეგი
ხარჯების ადმინისტრირება: გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის თანამშრომელთა
შრომის ანაზღურება, მივლინების ხარჯები, ექსპერტიზის (საზოგადოებრივ და უცხოელ
ექსპერტთა) ხარჯები, მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში გადარიცხული თანხები, აგრეთვე,
შესაძლებელია გაიმიჯნოს საოფისე ხარჯებიც. აღნიშნული ხარჯები შეიძლება
განიხილებოდეს, როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპეტენცია.
109. ნააკ-ის ფარგლებში გამათულ ზეპირ მოსმენაზე გამოითქვა მოსაზრება „საქართველოში
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით
დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის
მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ გათვალისწინებულ იმ რეგულაციაზე, რომლისთაც
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა
და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული
წარმოებების საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე განხორციელების შესაძლებლობა გააჩინა.
ამასთან
დაკავშირებით
მნიშვნელოვანია
ხაზგასმით
ითქვას,
რომ
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით სასამართლომ არსებითად
განსახილველად არ მიიღო ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და
სულხან
სალაძე
ითხოვდნენ
საქართველოს
ხსენებული
მთავრობის
მთავრობის
წინააღმდეგ,
რომლითაც
დადგენილების
მოსარჩელეები
ხსენებული
ნორმის
არაკონსტიტუციურად ცნობას.
110. მოცემულ საკითხზე სამინისტროს მიერ მოწოდებული მოსაზრების მიხედვით,
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტის
თანახმად: ,,სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში
საზოგადოების
ზეპირი
ფორმით
მონაწილეობის
შეზღუდვასთან
ერთად,
უზრუნველყოფილია დაინტერესებული მხარის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების
31
https://www.unece.org/fileadmin/DAM/env/pp/Publications/2015/1514364_E_web.pdf
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
38
წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით წარდგენის შესაძლებლობა. კონსტიტუციურ
სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, თუ რატომ არ არის ხსენებული
ფორმებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა საკმარისი და ეფექტური
შესაძლებლობა კონსტიტუციით დადგენილი გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლების რეალიზებისათვის.“ საინტერესო
მსჯელობაა ასევე ამავე გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტებში, რომელიც სამინისტროს
მოსაზრებით, ღიად არ ტოვებს შეკითხვას, ზემოხსენებული მთავრობის დადგენილების მე-13
მუხლის მე-5 პუნქტის სისწორესთან დაკავშირებით.
111.
დამატებით
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
„გარემოსდაცვით
საკითხებთან
დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საზოგადოების
მონაწილეობისა
და
ამ
სფეროში
მართლმსაჯულების
საკითხებზე
ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის სამდივნოში შესულია ყაზახეთის თხოვნა
რეკომენდაციის გაცემაზე , რომელიც ეხება იდენტურ საკითხს, კერძოდ კი, ყაზახეთი ითხოვს
ინფორმაციისა და რეკომენდაციის გაცემას პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის
პირობებში საჯარო განხილვების ორგანიზებას საკითხის შესახებ32. აგრეთვე, ყაზახეთის მიერ
მოთხოვნილია არგუმენტაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეო კონფერენციის
მეშვეობით საჯარო განხილვების ჩატარება ეწინააღმდეგება თუ არა ზემოთხსენებულ
ორჰუსის კონვენციის დებულებებს. ამ საკითხზე ორჰუსის კონვენციის სამდივნოს მიერ 2020
წლის 01 ივლისს გაცემული მოსაზრების თანახმად, კონვენცია არ გამორიცხავს კოვიდ-19
ვირუსის პანდემიის პირობებში საჯარო განხილვების შესახებ გადაწვეტილების მიღების
შესაძლებლობას ვიდეო კონფერებციის ან სხვა ვირტუალური საშუალებებით, იმის
გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება კონვენციის შესაბამისი დებულებები 33.
112. აღნიშნულ საკითხზე გარემოს კომიტეტი თვლის, რომ სასურველია ვიმსჯელოთ
საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ადამიანთა თავშეყრის ფორმით საჯარო განხილვების
ჩატარების ნაცვლად საჯარო განხილვის შესაძლო სხვა, ალტერნტიული ფორმითა და
საშუალებებით ჩატარებაზე.
113. საკურორტო და სარეკრიაციო ტყე წარმოადგენს ტყის ერთ-ერთ ახალ კატეგორიას34. ტყის
ამ კატეგორიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა.
ამისთვის, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების შეტანა კოდექსის II დანართში. შესაბამისად,
32
წტარო: http://www.unece.org/environmental-policy/conventions/public-participation/aarhusconvention/tfwg/envppcc/envppccassistance/accca20202-kazakhstan.html
33
წყარო: http://www.unece.org/fileadmin/DAM/env/pp/compliance/Requests_for_Advice/ACCC-A-20202_Kazakhstan/Draft_advice/A2_Kazakhstan_Advice_advance_unedited.pdf
34
კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე; სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური
წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი; ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულგამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
39
მიზანშეწონილი იქნება კოდექსის II დანართში შევიდეს ცვლილება და დაემატოს საკურორტო
და სარეკრიაციო ტყეში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმიანობა.
114. დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ზ“
პუნქტის თანახმად დაცული ლანდშაფტი შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო
კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected
Landscape). ამასთანავე, ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცული
ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური
ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს
ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული
ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული
და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის. დაცულ ლანდშაფტებთან დაკავშირებით
არსებობს და იგეგმება ცალკებული საკანონმდებლო აქტების მიღება, რომლებითაც
რეგულირდება დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის საკითხები. უნდა აღინიშნოს,
რომ დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის თვალსაზრისით გატარებულია
მნიშვნელოვანი და მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, მიღებულია
საკანონმდებლო აქტები დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. აქედან გამომდინარე,
გარემოსდაცვითი შეფასების რეგულირების კუთხით, დაცული ლანდშაფტების სტატუსისა
და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება დაიწყოს შესწავლა
და მოკვლევა დაცული ლანდშაფტების ტერიტორიაზე გარემოზე ზემოქმედების მქონე
შესაძლო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების (მათ შორის მცირე
ჰიდროელექტროსადგურები) მიმართ სკრინინგის პროცედურის გავრცელების საჭიროებაზე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
40
VIII. რეკომენდაციები
გარემოს კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში
დაინტერესბულ პირთა მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებების საფუძველზე
განხორციელებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ფაქტორები, რომლებიც
აბრკოლებს საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევებში,
შესაძლებელია
მიღებულ
იქნეს
ზომები
ნორმატიული
აქტების
შესრულების
უზრუნველსაყოფად. ხსენებული დებულებით იგულისხმება შემდეგი ზომები:
ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით (38-ე მუხლის
მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
ბ) შესაბამისი კომიტეტისათვის დავალება სათანადო საკანონმდებლო ცვლილების
მომზადების მიზნით (38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი);
გ) კომიტეტის რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც შესაძლებელია წარედგინოს
პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს (42-ე მუხლის მე-4 პუნქტი)
ქვემოთ მოკლე ფორმულირებებით არის შემოთავაზებული სავარაუდო რეკომენდაციები, რაც
შემდგომ კომიტეტის ან პარლამენტის მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. ისინი მთლიანად
ეყრდნობა წინა თავში ჩამოყალიბებულ ძირითად მიგნებებს, რომლების უფრო დეტალურად
განმარტავენ შესაბამის რეკომენდაციებს.
რეკომენდაციები წარმოდგენილია ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი რეკომენდაციების შეიცავს
წინადადებებს სამინისტროსადმი გაუმჯობესდეს სათანადო საკითხების აღსრულება, ხოლო
მეორე ჯგუფი შეიცავს ისეთ რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელება, მოითხოვს
ნორმატიული ხასიათის ცვლილებებს.
რეკომენდაციები სამინისტროს
სამინისტროს მიერ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში,
სამინისტრომ
უნდა
წარმოადგინოს
წერილობითი
განმარტება
შეუსრულებლობის
მიზეზებთან დაკავშირებით.
1. სამინისტრომ დაიწყოს შესწავლა და კონსულტავიები, რათა შემუშავდეს ჩამოთვლილი
სახელმძღვანელო
დოკუმენტებით
დოკუმენტები
ნაგულისხმები
ან უზრუნველყოს ამავე სახელმძღვანელო
კრიტერიუმების/მეთოდოლოგიების
საერთო
სახელმძღვანელო დოკუმენტში მოქცევა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს
ამასთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო
ცვლილებები,
სახელმძღვანელო
დოკუმენტ(ებ)ის გამოყენების სავალდებულოობის ან საჯაროდ ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის მიზნით (ანგარიშის პუნქტები 39, 40, 43, 87):
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
-
41
სახელმძღვანელო დოკუმენტები „ეკოლოგიური ხარჯი“, რომლის შემუშავება
შესაძლებელია დაიწყოს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონის
მიღებისა და დანერგვის შემდეგ
-
სკრინინგის შეფასების კრიტერიუმების მეთოდოლოგია
-
თემატური გზშ-ის სახელმძღვანელო მდინარეების და ზღვის ნაპირდაცვისთვის
-
მდინარეების და ზღვის ნაპირდაცვისთვის.
თემატური სახელმძღვანელო დოკუმენტი ელ. გადამცემი ხაზების გზშ-ისთვის
-
ბიომრავალფეროვნების საბაზისო კვლევების გზშ სახელმძღვანელო დოკუმენტი,
რომლის
შემუშავება
შესაძლებელი
იქნება
მუშაობის
დაწყება
ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღების საფუძველზე
2. სამინისტრომ
დაგეგმილი
ინფორმირების
საჯარო
გაზრდის
განხილვების
მიმართულებით
შესახებ
საზოგადოების
განახორციელოს
დამატებითი
ღონისძიებები, რისთვისაც სამინისტრომ განიხილოს ამ მიზნის მიღწევის შესაძლო
საშუალებები (ანგარიშის პუნქტები 68-70, 72-76).
3. სამინისტრომ 18 თვის ვადაში უზრუნველყოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ელ
ფოსტის მეშვეობის სიახლეების გამოწერის შესაძლებლობა იმგვარად, რომ ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა მიუთითოს თავისი ელ ფოსტა
კოდექსით განსაზღვრულ ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციის ელ ფოსტაზე
მიღების მიზნით (ანგარიშის პუნქტი 77).
4. სამინისტრომ
18
თვის
ვადაში
უზრუნველყოს
კოდექსის
მე-17
მუხლით
განსაზღვრული და სამინისტროსთვის ყველა წარდგენილი საქმიანობის შემდგომი
ანალიზის შედეგების გამოქვეყნება და განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე
(ანგარიშის პუნქტი 77). აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის 12 თვის ვადაში
განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები არსებული დოკუმენტაციის აციფვრის
მიზნით.
5. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილი სკოპინგის
ანგარიშით
დაგეგმილი
საქმიანობის
შესახებ
ადგილის
ალტერნატივის
გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, როცა ადგილის ალტერნატივის განხილვა
შესაძლებელია
მოეთხოვოს
საქმიანობის
განმახორციელებელს,
სამინისტრომ
საქმიანობის განმახორციელებელს დამატებითი ინფორმაციის სახით მოსთხოვოს
ადგილის ალტერნატივის მითითება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განახორციელოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება (ანგარიშის პუნქტები 32-36).
6. სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო განხილვის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა (ანგარიშის
პუნქტები 77-78).
7. სამინისტრომ პერმანენტულად განახორციელოს იმ საკითხები ანალიზი, რომელთან
დაკავშირებითაც წარმოიშობა სამართლებრივი დავები.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
42
რეკომენდირებული საკანონმდებლო ცვლილებები
8. კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი სკრინინგის განცხადებაში
სკრინინგის კრიტერიუმებთან დაკავშირებული ინფორმაციის მითითების მიზნით,
შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად (ანგარიშის პუნქტები 45-47):
„ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, განხორციელების ადგილისა
და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით
განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.“
რეკომენდირებული საკანონმდებლო ცვლილებები პრინციპების დონეზე
9. კოდექსის II დანართის 2.1. პუნქტის თანახმად, სკრინინგს ექვემდებარება ტორფის ან
მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით
მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია. შესაბამისად,
რეკომენდირებულია მყარი წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების ადგილის
ზედაპირისთვის განსაზღვულ ფართობთან დაკავშირებით დაიწყოს შესწავლა და
კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში სხვა, ნაკლები ფართობის დადგენაზე
შესაბამისი რეგულაციის შემუშავების მიზნით (ანგარიშის პუნქტები 98-103).
10. კოდექსის II დანართის 2.1. პუნქტთის თანახმად, ქვიშა-ხრეშის მოპოვება არ
ექვემდებარება სკრინიგნის პრიცედურას. შესაბამისად, რეკომენდირებულია ქვიშახრეშის მოპოვებაზე სკრინინგის პროცედურის გავრცელებასთან დაკავშირებით
დაიწყოს შესწავლა და კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში სხვა, ნაკლები
ფართობის დადგენაზე შესაბამისი რეგულაციის შემუშავების მიზნით (ანგარიშის
პუნქტები 98-103).
11. კოდექსის I დანართის 26-ე პუნქტის თანახმად, გზშ-ს ექვემდებარება წიაღისეულის ღია
კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 25 ჰექტარზე
მეტია. შესაბამისად, რეკომენდირებულია ღია კარიერული წესით მოპოვების ადგილის
ზედაპირის ფართობთან
(25 ჰექტარი) დაკავშირებით დაიწყოს შესწავლა და
კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში სხვა, ნაკლები ფართობის დადგენაზე
შესაბამისი რეგულაციის შემუშავების მიზნით (ანგარიშის პუნქტები 98-103 და 105).
12. დაცული
ლანდშაფტების
სტატუსისა
და
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
რეკომენდირებულია დაიწყოს შესწავლა და მოკვლევა დაცული ლანდშაფტების
ტერიტორიაზე
გარემოზე
ზემოქმედების
მქონე
შესაძლო
მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული პროექტების (მათ შორის მცირე ჰიდროელექტროსადგურები)
მიმართ სკრინინგის პროცედურის გავრცელების საჭიროებაზე (ანგარიშის პუნქტი 114).
13. კოდექსის II დანართის 9.13.-ე პუნქტის თანახმად, სკრინინგს ექვემდებარება
ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
43
აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები. რეკომენდირებულია დაიწყოს
მუშაობა და კონსულტაციები, რათა დაზუსტდეს ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის
ეროზიის
შესაკავებლად
ან/და
სანაპირო
ზოლის
აღდგენის
მიზნით
გათვალისწინებული სამუშაოების შინაარსი, რადგან აღნიშნული უნდა მოიცავდეს
სანაპირო ზოლს და არა მდინარეებს. ხოლო მდინარეების ნაპირების გამაგრება ცალკე
პუნქტად უნდა იქნას განხილული (ანგარიშის პუნქტი 104).
14. კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ცვლილებასთან
დაკავშირებით
რეკომენდირებულია
შესაძლებლობის
ფარგლებში
სკრინინგის
კრიტერიუმები გაიმიჯნოს არსებულ საქმიანობაში „ცვლილების“ შემთხვევაში და
სრულიად ახალი საქმიანობის სკრინინგის შემთხვევაში (ანგარიშის პუნქტები 48-51).
15. რეკომენდირებულია დაიწყოს შესწავლა და კონსულტაციები კოდექსის მე-5 მუხლის
მე-7-მე-11 ნაწილებით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
ცვლილების შეტანის წარმოების წესზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული
საკითხის უფრო მაღალი სტანდარტით დარეგულირება (ანგარიშის პუნქტები 52-65).
16. სკოპინგისა
და
გზშ-ის
ანგარიშების
ხარისხის
გაუმჯობესების
მიზნით,
რეკომენდირებულია დაიწყოს კონულტაციები სკოპინგისა და გზშ-ის ანგარიშების
შემსრულებელი
საკონსულტაციო
კომპანიების
მიმართ
სხვადასხვა
მექანიზმების/რეგულაციების შემუშავებასა და გამოყენებაზე (ანგარიშის პუნქტები 7985).
17. გზშ-ის ანგარიშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდირებულია დაიწყოს
მუშაობა
კოდექსში
შესატან
საკანონმდებლო
ცვლილებებზე,
საზოგადოებრივი
ექსპერტის მომსახურების შრომის ანაზღაურების წესი იმგვარად განსაზღვრისთვის,
როგორც უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის
ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის
შეთანხმებით, საკონსულტაციო მომსახურების საჯარო შესყიდვის შედეგების
საფუძველზე. აგრეთვე, ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს შრომითი
ანაზღაურების ხარჯის ანაზღაურების წესი (ანგარიშის პუნქტები 89-91).
18. კოდექსის
II
დანართის
9.2.
პუნქტის
თანახმად,
სკრინინგის
პროცედურას
ექვემდებარება 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული
განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის
ტევადობის ავტოპარკის მოწყობა). რეკომენდირებულია, სკრინინგის პროცედურის
ფარგლებში მოქცევისა და შეფასების მიზნით, აღნიშნულ ფართობზე (10 ჰექტარზე)
ნაკლები ფართობის მქონე პროექტისთვის დაიწყოს მსჯელობა მისი რეგულირების
მიზნით (ანგარიშის პუნქტი 106).
19. საკურორტო და სარეკრიაციო ტყეში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე
სკრინინგის პროცედურის გავრცელების მიზნით, რეკომენდირებულია კოდექსის II
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიში
44
დანართში შევიდეს ცვლილება და დაემატოს საკურორტო და სარეკრიაციო ტყეში
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმიანობა (პუნქტი 113).
დანართი
დანართი N1 - ნააკ-ის მიმდინარეობა
წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორები 1
თარიღი
ორგანიზაცია
გვარი სახელი
თანამდებობა
კონსულტანტი სანიტარიულ-
2020.03.16
-
უბირია გენადი
ეპიდემიოლოგიურ და
ეკოლოგიურ საკითხებში
საქართველოს
2020.03.20
საზოგადოებრივ საქმეთა
კიკვაძე ირინე
მკვლევარი
თოდუა ლია
პროგრამის კოორდინატორი
ბოკუჩავა მანონ
ხელმძღვანელი
ინსტიტუტი
საქართველოს
2020.03.23
სტრატეგიული კვლევების
და განვითარების ცენტრი
2020.03.25
ქვემო ქართლის მედია
დირექტორი (მოვალეობის
საქართველოს
2020.03.26
გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია
ნაფეტვარიძე
ირაკლი
ჭოველიძე ლიზა
შემსრულებელი)
გარემოს დაცვისა და
ნებართვების დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი
2020.03.30
საერთაშორისო ასოციაცია
„კივიტას გეორგიკა“
მესხიძე გიორგი
პრეზიდენტი
ფანჩულიძე აკაკი
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
ჩხობაძე ნინო
თავმჯდომარე
ერქომაიშვილი
გარემოს დაცვის სამსახურის
ნინო
უფროსი
ფირცხალაიშვილი
გარემოს დაცვის სამსახურის
ირაკლი
უფროსი სპეციალისტი
2020.03.30
2020.03.30
საქართველოს მწვანეთა
2020.03.31
მეგობრები საქართველო
მოძრაობა/ დედამიწის
2020.03.31
2020.03.30
სს „საქართველოს
2020.04.27
ელექტროსისტემა“ (სსე)
სახელმწიფო
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebiskomiteti/normatiuli-aqtebis-agsrulebis-kontroli/garemoze-zemoqmedebis-shefasebis-proceduris-agsrulebiskontroli/shemosuli-mosazrebebi
1
2020.03.31
2020.04.27
2020.04.27*
2020.03.31
2020.04.01
2020.04.02
2020.04.27*
არჩილ
გეოლოგიურ მეცნიერებათა
მაღალაშვილი
დოქტორი (ილიაუნი)
ნინო გუჯარაიძე
აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი
კონსერვაციის პროგრამის
მაჭარაშვილი
კოორდინატორი
შპს „გერგილი”
-
-
ა(ა)იპი ფერმერ ქალთა
ფხოველიშვილი
ასოციაცია
ირინე
ა(ა)იპ საქართველოს
გოჩელაშვილი მზია
„მწვანე ალტერნატივა"
(*ერთობლივად „საია“-სთან)
ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია (საია)
(* ერთობლივად „მწვანე
ალტერნატივასთან“)
სალდაძე დარეჯან
ტრაპაიძე თამაზ
თოიძე ქეთი
ასოციაციის თავმჯდომარე
კოორდინატორი
საიას იურისტი
საიას ოზურგეთის ოფისის
ხელმძღვანელი
საიას იურისტი
ა(ა)იპ „საზოგადოება
2020.04.03
ბუნების კონსერვაციისთვის
-
-
- საბუკო“ (საბუკო)
ნააკ-ის ორგანიზაცია და დროითი განრიგი
2020.02.28. 11:00, კომიტეტი, გზშ ნააკ-ის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა (მარცხენა ფოტო).
2020.03.02. გზშ ნააკ-ით ინიცირებაზე დაინტერესებული მხარეების მოწვევა (ელ. ფოსტით).
2020.03.06. 11:00, პარლამენტი, გზშ ნააკ-ის საჯარო ინიცირება (მარჯვენა ფოტო)
2020.03.06. გზშ ნააკ-ის ტექნიკური პირობების გამოქვეყნება ვებგვერდზე. 2
2020.03.06. გზშ ნააკ-ის ტექნიკური პირობების გავრცელება (ელ. ფოსტით).
2020.03.17. შეტყობინება გზშ ნააკ-ის დასაბუთებული ვადის გაგრძელებაზე (ელ. ფოსტით).
2020.03.18. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციის გამოთხოვის წერილი სამინისტროდან.
2020.03.20. დასაბუთებული მოსაზრებების მიღების თავდაპირველი ვადა.
2020.03.27. გზშ ნააკ-ის პროცესის შესახებ შეტყობინების გავრცელება CENN-ის ქსელით.
2020.03.31. დასაბუთებული მოსაზრებების მიღების საბოლოო ვადა (garemo@parliament.ge).
2020.04.03. სამინისტროს წერილობითი პასუხი კომიტეტის თავმჯდომარეს.
2020.04.09. 16:00, გზშ ნააკ-ის საკოორდინაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა.
2020.04.17. 16:00, გზშ ნააკ-ის საკოორდინაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა.
2020.04.23. 14:00 გზშ ნააკ-ის ონლაინ მოსმენა (აუდიო-ვიდეო ჩაწერით).
2020.04.24. 14:00 გზშ ნააკ-ის ონლაინ მოსმენა (აუდიო-ვიდეო ჩაწერით).
2020.04.30. გზშ ნააკ-ის ონლაინ მოსმენა (აუდიო-ვიდეო ჩაწერით).
იხ. http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/135221/tor (გზშ ნააკ-ის ტექნიკური პირობები) და
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/135964/დასაბუთებული_მოსაზრების_ფორმა.
2
2020.05.01. გზშ ნააკ-ის ონლაინ მოსმენა (აუდიო-ვიდეო ჩაწერით).