„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია
1. 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი
ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის
პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის დაბრუნების
თაობაზე საქმეებზე.
3. 2020 წლის 20 ივლისამდე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის დაკავებული თანხა,
აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი
დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებისას
ხშირად იკვეთება საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა მხრიდან სახელმწიფოს მიმართ
დავალიანების არსებობა, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობის თანხის ზედმეტად
დარიცხვითა და გაცემით. 2015 წლიდან შეიცვალა სოციალურად დაუცველი ოჯახების
(შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და
ადმინისტრირების
სქემა.
სოციალური
დახმარების
მარეგულირებელი
შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს აქვთ ვალდებულება
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილების და სხვა
მიზეზების შესახებ აცნობონ სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა ისინი ამ ცვლილებების შესახებ არ აცნობებენ
სააგენტოს და მას შემდეგ, რაც ადმინისტრირების ორგანოსთვის სხვადასხვა წყაროზე
დაყრდნობით, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე ცნობილი გახდება ამა თუ იმ მიზეზის შესახებ, გატარდება კანონმდებლობით
დადგენილი ზომები და ამ ოჯახებს უწევთ უკვე ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების უკან
დაბრუნება.
გამომდინარე იქიდან, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები ზედმეტად გაცემული
თანხების მიუხედავად კვლავ მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მათ სასარგებლოდ
გაცემული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება, რაც ძირითადად სასამართლო წესით
ხორციელდება, მიზანშეუწონელია და მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობის
სოციალურად დაუცველ ფენას, იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების
ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული
პროცესია და ღარიბი მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან
დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კოვიდ-19
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
გარდა აღნიშნულისა, სოციალური პაკეტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის
თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ,
რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან
არაუგვიანეს 15 დღისა. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური პაკეტის შეწყვეტის
საფუძვლის (ძირითადად საჯარო საქმიანობის დაწყების დროს და სხვა) წარმოშობის შესახებ
ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს, შესაბამისად, სოციალური პაკეტის შეწყვეტა
ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების პროცესი, რაც
ასევე, ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია, იწვევს მოსახლეობის მკვეთრ
უკმაყოფილებას და მძიმე ტვირთად აწვება ბენეფიციარს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი
აწესებს ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნების პირობებს, აუცილებელია
ცვლილება შევიდეს ამავე კანონში, რათა მოხდეს 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული
საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები
1
გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის
ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო
შემწეობის და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები
გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის
ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც
ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და
სოციალური პაკეტი ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე,
უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად
გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და
სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების
სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით,
კანონპროექტი არ არის ინიციირებული მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც
გამომდინარეობს მისი მიზნის მიღწევის აუცილებელი საჭიროებიდან და კანონპროექტით
განსაზღვრული ლეგალიზაციის პერიოდიდან გამომდინარე (2020 წლის 20 ივლისი).
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება გავრცელდება 2016 წლის 1 დეკემბრიდან
2020 წლის 20 ივლისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, ვინაიდან კანონპროექტით განსაზღვრულია
2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საარსებო შემწეობის და
სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი არ იქნება
მიღებული დაჩქარებული წესით, გაგრძელდება ადმინისტრაციული, სასამართლო და
სააღსრულებო წარმოებები და ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების მტკივნეული
პროცესი, რაც თავის მხრივ, მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეებს, განსაკუთრებით მიმდინარე
რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების
გამოყოფას. გამომდინარე იქიდან, რომ ბენეფიციართა ნაწილს ზედმეტად გაცემული თანხა
ექვითება მიმდინარე გასაცემლიდან, ნაწილს (მათ შორის იმ ოჯახებს/პირებს, რომელთაც
შეწყვეტილი აქვთ საარსებო შემწეობის ან სოციალური პაკეტის მიღება) თანხა შეაქვს ხაზინის
ერთიან ანგარიშზე, შესაძლოა არსებობდეს კომბინირებული მოდელიც, რთულია გაიმიჯნოს
ზედმეტად გაცემული დასაქვითი თანხების და ანგარიშზე შესატანი თანხების ოდენობები.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას
სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2020 წლის 20 ივლისამდე
პერიოდში საარსებო შემწეობის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო.
გასაცემლების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების
მიხედვით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება სულ 3478 სოციალურად
დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის
თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით 658 512 ლარს, მათ შორის 2016 წლის 1 დეკემბრიდან
ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 3456 ოჯახს, ხოლო
2020 წლის იანვრიდან - 22 ოჯახს. რაც შეეხება სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს, სოციალური
პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება 230 ბენეფიციარს, თანხის ოდენობა კი შეადგენს - 69 000მდე ლარს, მათ შორის იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1
იანვრამდე წარმოეშვათ ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტის უკან დაბრუნების
ვალდებულება შეადგენს 196 პირს, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან - 34 პირს. გამომდინარე
იქიდან, რომ შემთხვევების დიდ ნაწილში თანხის შეტანა ხორციელდება ხაზინის ერთიან
ანგარიშზე (სხვა შემოსავლები) და თანხების შეტანა ხორციელდება მოქნილი სისტემით,
ვუშვებთ, რომ კანონპროექტი დიდწილად გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამასთან, ლეგალიზაციის პაკეტის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოში არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს 50 ადმინისტრაციული წარმოება, 1758
სასამართლო წარმოება და 134 სააღსრულებლო წარმოება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს იმ ადმინისტრაციული, სასამართლო და
სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების
სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან, აქედან გამომდინარე შესაბამის უწყებებს არ მოუწევთ ამ
მიმართულებით ხარჯების გაწევა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
3
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან
ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და
გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც ღარიბი ოჯახების და
მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით
გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში
შეღავათი შეეხება სულ 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით
658 512 ლარს, ხოლო სოციალური პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება 230 ბენეფიციარს,
თანხის ოდენობა კი შეადგენს - 69 000-მდე ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალსიწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
4
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია ექსპერტებს ან სამუშაო ჯგუფს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე.
5