საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7938/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7938/20 22-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, 2020 წლის 22 ივნისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისგან, ეკატერინე დგებუაძისგან მოისმინეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების ანგარიში. მომხსენებლის ინფორმაციით, 2019 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ევროკავშირთან აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ურთიერთობის პარტნიორობის კუთხით. ევროპული პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სკოლის დაფუძნების პროცესზე და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე. მინისტრის მოადგილემ სხდომის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია ევროპულ ფასეულობებთან და სწავლის ევროპულ მოდელებთან დაახლოების მიზნით, ახალი სკოლის მოდელის დანერგვის შესახებ, რომელიც 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალი მიდგომების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განვითარებასთან ერთად მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ერასმუს+“ პროგრამაზე. მომხსენებლის ინფრომაციით 2019 წელს დაფინანსდა Jean Monnet 7 პროექტი, რაც საუკეთესო შედეგია საქართველოში ამ პროგრამის ფუნქციონირების ისტორიაში. Erasmus+ International Credit Mobility პროგრამით საქართველომ გადაინაცვლა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზე. 40-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო Erasmus Mundus Joint Master Degree Scholarship, რაც აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - საქართველო შედის მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში აღნიშნული სტიპენდიების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ევროპაში გასული სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა შეადგენს -1109-ს, საქართველოში შემოსული სტუდენტები და პერსონალისა კი, - 699-ს. მომხსენებლის განმარტებით ამჟამად დღის წესრიგში დგას საქართველოს ერაზმუს + პროგრამულ ქვეყნად გახდომის საკითხი, რაც დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. კერძოდ, უმაღლესი განათლების მიმართულების პროექტებს დაემატება თანამშრომლობა ზოგადი და პროფესიული განათლების, ასევე ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებებით. თანამშრომლობის ახალი ეტაპი გულისხმობს სკოლების დაძმობილებას, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში ხელშეწყობას, პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციურ გაძლიერებას, პროფესიული მასწავლებლების გადამზადებასა და პროფესიული სტუდენტების მობილობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას, ინსტიტუციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს, არამომგებიანი სპორტული აქტივობების ორგანიზებას, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკებისთვის პროექტების განხორციელებას და ა.შ. სპორტის მიმართულებით მომხსენებლის ინფორმაციით, შემუშავებულია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, პროექტი შეთანხმებულ იქნა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, დასრულების ეტაპზეა ჩართულ მხარეებთან შეთანხმების პროცესი. შემუშავდა „სპორტული მთლიანობის სტრატეგიის“ მონახაზი (Draft), რომელიც აერთიანებს სპორტის სფეროში არსებული დარღვევებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სპორტის მთლიანობას და მის ღირებულებებს. სრულდება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ პროექტის შემუშავება, დაწყებულია მუშაობა სამოქმედო გეგმაზე. უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაიმართა ჯგუფის 2 შეხვედრა, შეიქმნა სამოქმედო გეგმის პირველი პროექტი. განხორციელდა TAIEX ინსტრუმენტით გათვალისწინებული ღონისძიება - ექსპერტთა მისიის ჩამოსვლა საქართველოში. მიღებულ იქნა ექსპერტთა რეკომენდაციები, რომლებიც აისახა სტრატეგიის საბოლოო ვერსიაში. შემუშავდა სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის წესის შესახებ და ტვინინგისა და საერთაშორისო მობილობისთვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების მიმართულებით არსებული ბარიერებისა და ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სპორტული სტადიონების უსაფრთხოების სტანდანდარებთან დაკავშირებით. ანგარიშის მოსმენის შედეგად კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი სახის რეკომენდაცია:  ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდეს უსაფრთხოების ერთიანი სტანდართი, რომლის შესაბამისადაც მოეწყობა სპორტული მოედნები. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი