საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7940/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7940/20 22-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დ ა ს კ ვ ნ ა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, 2020 წლის 8 ივლისს მოისმინეს დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში. მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ თავის მოხსენებაში ისაუბრა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. მისი შეფასებით 2019 წელი შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით გადამწყვეტი წელი იყო, რადგან საქართველოს პარლამენტმა «შრომის უსაფრთხოების შესახებ» ორგანული კანონი მიიღო და გაზარდა შრომის ინსპექციის მანდატი, რამაც შეამცირა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების გამო დაღუპულთა რიცხვი. მომხსენებელმა, ისაუბრა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისა და შრომის მედიაციის განვითარებასა და გაძლიერებაზე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციაზე შრომით ურთიერთობებში, აღნიშნა კანონმდებლობის დახვეწის დადებითი შედეგები ამ მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა უმუშევრობის პრობლემას და აღნიშნა, რომ შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი რესურსების შესაძლებლობიდან გამომდინარე იგი უკვე მუშაობს და გარკვეულ შედეგებს აღწევს. სააგენტოს პრიორიტეტია ძალადობის მსხვერპლი ქალები და მისი ჩარჩო დოკუმენტი იქნება «დასაქმების შესახებ» საქართველოს კანონი. სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და მომხსენებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ისეთი პრობლემური საკითხების შესახებ, როგორიცაა ღამის შრომა და მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, შინმოვლის პროგრამა და დემენცია, პენსია და დევნილების დახმარება. კომიტეტი დადებითად აფასებს სამინისტროს მიერ დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი