საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7942/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7942/20 22-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე, 2019 წლის 3 ივლისს, მოუსმინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით თვალაბეიშვილს, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების, ასევე, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვოს ეროვნული კანონმდებლობა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას და ენერგეტიკის სექტორში განახორციელოს შესაბამისი რეფორმები. “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის ხელმოწერიდან დღემდე, არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მიღებულ იქნა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, „ენერგეტიკისა და სასმელი წყლის შესახებ“, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის ხელშეწყობის შესახებ“, „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ კანონები. შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმა, რომელშიც აისახა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები. აქტიურად მიმდინარეობს ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ასევე, გაზსაცავის პროექტის განხორციელება. კომიტეტი მიესალმება ქვეყნის ენერგო ბაზრის რეფორმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეტაპობრივ დაახლოვებაში. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ანგარიშის განხილვისას გამოჩნდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის და ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს. კომიტეტს საჭიროდ მიაჩნია გამოყოს შემდეგი საკითხები: 1. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 94/22/EC დირექტივასთან, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საბოლოო ვერსიის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ნორმატიული ბაზა ძირითადად ითვალისწინებს დირექტივის მოთხოვნებს და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ნავთობისა და გაზის შესახებ“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის კანონქვემდებარე აქტებით, საჭიროა დამატებითი ცვლილებები, რათა ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს 94/22/EC დირექტივასთან. საყურადღებოა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, 94/22/EC დირექტივასთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 1 სექტემბერს. 2. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV-ე დანართის მიხედვით “საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ” ევროკომისიის (EU) N 1016/2010 რეგულაციასთან, ასევე მოდემების ეკო-დიზაინის მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკომისიის (EC) N107/2009 რეგულაციასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 სექტემბრამდე. კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ მოხერხდა. 3. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV-ე დანართის მიხედვით 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება 4 რეგულაციასთან. • 1275/2008 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს 2005/32/EC დირექტივას, ელექტრო და ელექტრონული საყოფაცხოვრებო და საოფისე მოწყობილობების მიერ მოლოდინის და გამორთულ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით; • 641/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს 2005/32/EC დირექტივას პროდუქტში ინტეგრირებული კონდიცირებისა და გათბობის სისტემების ცირკულარის ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით; • N1015/2010 რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს 2009/125/EC დირექტივის განხორციელებას, საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით; • (EC) N 1222/2009 რეგულაცია საწვავის გამოყენების ეფექტიანობისა და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან მიმართებაში საბურავების ეტიკეტირების შესახებ მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ მოხერხდა. ყოველივე ზემოხსენებულიდან რეკომენდაციები: გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი  მიზანშეწონილია მოხდეს „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების ევროპარლამენტისა და მიღებისა და ევროკავშირის გამოყენების საბჭოს პირობების 94/22/EC შესახებ“ დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია.  მიზანშეწონილია დროულად მოხდეს ეკოდიზაინის რეგულაციებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი