საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-7948/20
22-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის
სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით გაწეული
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე, 2020 წლის 3 ივლისს მოუსმინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს აკაკი საღირაშვილს,
რომელმაც წარმოადგინა ტრანსპორტის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და
ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს
და მისი მიზანია: ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან
ჰარმონიზაცია, საქართველოსა და ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორების ერთმანეთთან
დაახლოება, ქართული კომპანიებისა და მძღოლებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე
არსებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა, საქართველოს გზებზე
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, საქართველოს სატრანსპორტო ქსელის დახვეწა,
მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და გარემოზე
ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის
საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული
კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების
მექანიზმების შექმნაზე.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ტრანსპორტის ოთხივე დარგში 24-მდე დირექტივა/
რეგულაციასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულებას.
მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე
ირკვევა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის შესრულება, ასოცირების
შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.
კომიტეტს საჭიროდ მიაჩნია გამოყოს შემდეგი საკითხები:
სახმელეთო ტრანსპორტი
- ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წელს გათვალისწინებულია „საგზაო ტრანსპორტში
ხმის ჩამწერი მოწყობილობების შესახებ“ ევროკავშირის საბჭოს N3821/85 რეგულაციასთან
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოების
მიზნით,
ნორმატიული
აქტის
შემუშავება/დამტკიცება, რომლითაც რეგულაციის მოთხოვნები გავრცელდება შიდა
გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის.
N3821/85 რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობაში
ასახულია ნაწილობრივ, რეგულაციის მოთხოვნები ვრცელდება საერთაშორისო
გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის. ასოცირების შეთანხმების
მიხედვით რეგულაციის მოთხოვნები შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო
საშუალებისთვის უნდა გავრცელებულიყო 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. გარდა ამისა,
ევროკავშირის საბჭოს N3821/85 რეგულაცია გაუქმდა 2014 წელს და ჩანაცვლდა
ევროკავშირის საბჭოს N165/2014 რეგულაციით „საგზაო ტრანსპორტში საკონტროლო
მოწყობილობების (ტაქოგრაფების) შესახებ“. დინამიკური დაახლოების პრინციპი
საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო
აქტები, რომლებიც განსხვავდება ასოცირების შეთანხმების დანართებში აღნიშნული
აქტებისაგან. ამდენად, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მოქმედი
სამართლებრივი აქტებით და დაახლოება უნდა მოხდეს იმ სტანდარტებთან, რომლებსაც
კანონის ძალა აქვთ ევროკავშირის შიდა ბაზრისათვის.
-
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წელს გათვალისწინებულია „საგზაო
ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის
შესახებ“ ევროკავშირის საბჭოს N2006/22/EC დირექტივასთან, „საგზაო ტრანსპორტთან
დაკავშირებული გარკვეული სოციალური კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“
N561/2006 რეგულაციასთან და
„ავტოსატრანსპორტო ოპერატორის დასაქმების
მიზნით შესასრულებელი პირობების შესახებ“ 1071/2009 რეგულაციასთან
საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, ნორმატიული აქტების
შემუშავება/დამტკიცება, რომლითაც რეგულაციისა და დირექტივის მოთხოვნები
გავრცელდება შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის.
2006/22/EC დირექტივისა და N561/2006
და 1071/2009 რეგულაციების ძირითადი
მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია ნაწილობრივ, დირექტივის და
რეგულაციების მოთხოვნები ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა
სატრანსპორტო საშუალებისთვის, ასოცირების შეთანხმების მიხედვით მოთხოვნები შიდა
გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის უნდა გავრცელებულიყო
2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
-
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წელს გათვალისწინებულია „საგზაო
ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სამუშაო
დროის ორგანიზების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს
2002/15/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით,
ნორმატიული აქტების შემუშავება/დამტკიცება.
2002/15/EC დირექტივის შესახებ ნორმატიული აქტის საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია უკავშირდება საქართველოს შრომის კოდექსში რიგი ცვლილებების შეტანას,
რაც ამ დროისთვის არ განხორციელებულა. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV-ე
დანართის მიხედვით დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება უნდა
მომხდარიყო 2018 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
სარკინიგზო ტრანსპორტი
-
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია „მატარებლის მემანქანეთა
სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს
გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში” ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს
2007/59/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით,
ნორმატიული აქტების შემუშავება/დამტკიცება.
მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ „სარკინიგზო
კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტი მომზადებულია, თუმცა ასოცირების
შეთანხმებით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მისი მიღება ვერ
მოხერხდა.
საზღვაო ტრანსპორტი
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის
სფეროში 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას შემდეგ
დირექტივებთან:
-
2001/96/EC დირექტივა რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის
უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და
პროცედურები;
-
1999/35/EC დირექტივა რეგულარული სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდავი
ბორნის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის სავალდებულო შემოწმების სისტემისა და
მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემის მომსახურებების შესახებ;
-
1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების
შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა
ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების
ფედერაციას (FST) შორის – დანართი: “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების
შესახებ” ევროპული შეთანხმება;
-
1999/95/EC დირექტივა გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე
მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე;
მართალია დირექტივებთან დაახლოების პროცესი დაწყებულია, თუმცა პროცესის
დასრულება ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვადებში არ მომხდარა. ამდენად,
აუცილებელია პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვა.
ყოველივე
რეკომენდაცია:
ზემოხსენებულიდან
გამომდინარე,
კომიტეტმა
შეიმუშავა
შემდეგი
აუცილებელია ტრანსპორტის სფეროში ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად
წარმართვა, რათა ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვადის დაცვით მოხდეს
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი