საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-7945/20
22-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის
სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ
აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ გაწეული
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა 2020 წლის 9 ივლისს მოისმინეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის
წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან,
ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ სხვადასხვა
უწყების ანგარიშები.
სხდომაზე აუდიტის სამსახურის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ
ინფორმაცია წარმოადგინა გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ. მან
ისაუბრა აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს IT აუდიტორების შესაძლებლობების
განვითრებისა და IT აუდიტის განხორციელების დანერგვის შესახებ. ფინანსური და
შესაბამისობის აუდიტების, ეფექტიანობის აუდიტების ჩატარების, საჯარო ფინანსების
მართვის ზედამხედველობის პროცესში, მათ შორის, ბიუჯეტის მონოტორინგის პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. აუდიტის მართვის სისტემის დანერგვის, ბიუჯეტის
შესრულების
შესახებ
მოხსენების
მომზადებისა
და
უწყებათაშორისი
სისტემური
შესაბამისობის აუდიტის განხორციელების თაობაზე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარმოადგინა ფინანსთა
სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში, რომლებიც უშუალოდ
ასოცირების ხელშეკრულებასთან და ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესრულებასთან
არის
დაკავშირებული.
ეს
არის
ძირითადად
საგადასახადო-საბაჟო
მიმართულებები, ასევე შიდა აუდიტის მიმართულება და აღრიცხვისა და აუდიტის
ანგარიშგების მიმართულება. მან დეტალურად ისაუბრა თითოეული ამ მიმართულებით
გაწეული საქმიანობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა
სამსონ ურიდიამ საბაჟო მიმართულებით განხორციელებული პროექტების თაობაზე
ისაუბრა.
ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების
სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე გააკეთა მოხსენება სამსახურის
უფროსმა იური დოლიძემ, რომელმაც ყურადღება დაუთმო ანგარიშგება-აღრიცხვის,
აუდიტის და პროფესიული განათლების მიმართულებით 2019 წელს გაწეულ საქმიანობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ანგარიშის
წარმოდგენისას ყურადღება გაამახვილა „რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული
ფასიანი
ქაღალდების
ემიტენტებზე
ინფორმაციის
გამჭვირვალობის
მოთხოვნათა
ჰარმონიზაციის შესახებ“ 2004/109/EC დირექტივასთან და „მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში
კოლექტიური
ინვესტიციების
განსახორციელებლად
მიმართებაში,
კანონების,
კოორდინაციის
შესახებ“ 2009/65/EC დირექტივასთან
რეგულაციებისა
და
შექმნილ
საწარმოსთან
ადმინისტრაციული
ეროვნული
(UCITS)
დებულებების
კანონმდებლობის
დაახლოების საკითხზე.
სახელმწიფო
ონოფრიშვილმა
დაზღვევის
დეპუტატებს
ზედამხედველობის
გააცნო
ინფორმაცია
სამსახურის
სამსახურის
უფროსმა
მიერ
დავით
ევროკავშირის
სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის
შესახებ.
კომიტეტმა
დადებითად
შეაფასა
ფინანსურ
მომსახურებასთან,
დაბეგვრასთან,
ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ უწყებების
მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში,
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი