საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7943/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7943/20 22-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 3 ივლისს მოისმინა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიმართულებით 2019 წლის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ზოგადი ეკონომიკური ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ დინამიკა ურთიერთობების კიდევ უფრო ყოვლისმომცველი თავისუფალი გაღრმავებისათვის სავაჭრო სივრცის პოზიტიურია და ამ მნიშვნელოვანია შესახებ შეთანხმების ღრმა და (DCFTA) პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რაც დამოკიდებულია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ იმპლემენტაციაზე, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. მომხსენებლის განმარტებით, სწორედ ამ შეთანხმების დამსახურებაა ის, რომ 2019 წელს გაზრდილია ვაჭრობა ევროკავშირთან. მისი თქმით, ექსპორტის მიმართულებით იყო 12%იანი ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტმა 2 მლრდ 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა: უალკოჰოლო სასმელები (53%), ღვინო (14%), თხილი (22%), ახალი ან შეყინული ბოსტნეული (71%), სხვადასხვა მცენარეები სამკურნალო და პარფიუმერული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დანიშნულებით (22%), მზა ტანსაცმელი (91%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (42%), ხის ნაწარმი (10%), და სხვა" მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირის ბაზარზე ხდება ქართული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ზრდა. საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად, საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. 2014-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირში და ბაზარზე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, ვაშლი, კომშის, ხილის ჯემი, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები და სხვა. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა რამდენიმე პროდუქტისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, როგორც DCFTA-ის მაკოორდინირებელი უწყების მუშაობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი განვითარების